Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
ქრონიკა/სიახლეები

საპატრიარქოს განცხადება

ელფოსტა ბეჭდვა PDF

                                                                                       3.02.2017

                                                   საპატრიარქოს განცხადება

მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ევროკავშირის სივრცეში უვიზო

მიმოსვლისა. ეს არის ჩვენი ქვეყნის დაფასება და აღიარება, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული გამოცდაც.


ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად

წარმოაჩინოს თავი, რადგან ყოველი ჩვენი ქმედება მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენს სამშობლოზე.


ჩვენი ვალია ისიც, რომ ვეცადოთ, არამარტო ჩვენ შევითვისოთ და გამოვიყენოთ ის ღირებული, რითაც ხასიათდება ეს

გარემო, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მის განვითარებაში; ეს კი შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენს კულტურას,

ჩვენს ისტორიასა და ტრადიციებს გავაცნობთ და გავუზიარებთ ევროპას.

ასე რომ, ასპარეზი დიდია და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს.

ყველას გილოცავთ ამ მიღწევას და შევთხოვთ ღმერთს, რწმენის სიმტკიცე, მშვიდობა და კეთილდღეობა მოგვმადლოს.
 

 

მიტროპოლიტი ონოფრე ილია მეორეს

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მიტროპოლიტი ონოფრე ილია მეორეს: თქვენ მიერ ჩუმად ნათქვამს სულიერი ჭექა-ქუხილის ძალა აქვს



25 დეკემბერი. 2016. 17:34




საპატრიარქოში, საქართველოში სტუმრად მყოფი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს დაემშვიდობა.



დაწვრილებით...
 

საქართველოს პატრიარქი: "პატრიარქებმა მშვიდობისა და კეთილდღეობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ " 2011-11-20

ელფოსტა ბეჭდვა PDF

"ჩვენ, პატრიარქებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგეს. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ, კირილთან შეხვედრისას განაცხადა.

"ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო და ახლაც არის ღია ჭრილობებია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშუშოთ. დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ", - ბრძანა ილია მეორემ.

დაწვრილებით...
 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჯაზაკორდეონისტი რიშარ გალიანო ეწვია 2011-11-12

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საქართველოში სტუმრად მყოფი ცნობილი ჯაზაკორდეონისტი რიშარ გალიანო ეწვია. შეხვედრა საპატრიარქოს რეზიდენციაში გაიმართა. 

დაწვრილებით...
 

უწმინდესი იეზიდთა დელეგაციის წევრებს საპატრიარქოში შეხვდა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

უწმინდესი იეზიდთა დელეგაციის წევრებს საპატრიარქოში შეხვდა
2011-10-24

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, დღეს საპატრიარქოში იეზიდთა სასულიერო პირთა დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი იეზიდთა და ქართველთა ისტორიულ კავშირებს შეეხო. 

დაწვრილებით...
 

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კონსტანტინოპოლში გაემგზავრა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კონსტანტინოპოლში გაემგზავრა
2011-10-20


სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. 

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკლესიის მეთაური მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველის ინტრონიზაციის 20 წლისთავიდამი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. კათოლიკოს–პატრიარქთან ერთად სტამბოლს წმინდა სინოდის წევრები და სხვა ოფიცილური პირები ეწვევიან.

დაწვრილებით...
 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

ელფოსტა ბეჭდვა PDF

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება
2011-10-05

 

2011 წლის 11 ივლისს სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო დადგენილება, რომლითაც პასუხი გაეცა ყველა იმ სავარაუდო შეკითხვასა და გამოწვევას, რომლებიც გაჩნდა ეკლესიის წინაშე რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სინოდის განჩინება იმავე დღეს წარედგინა საზოგადოებას. 

დაწვრილებით...
 

პატრიარქმა მრევლს საქართველოს მომავალზე დაფიქრებისკენ მოუწოდა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პატრიარქმა მრევლს საქართველოს მომავალზე დაფიქრებისკენ მოუწოდა
2011-10-02

 

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამებისა სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაში აღნიშნა, "დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრებულა და არც დამთავრდება, სანამ დედამიწა იარსებებს და საქართველო იქნება". 

დაწვრილებით...
 


City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო