Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

მიტროპოლიტი ონოფრე ილია მეორეს

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მიტროპოლიტი ონოფრე ილია მეორეს: თქვენ მიერ ჩუმად ნათქვამს სულიერი ჭექა-ქუხილის ძალა აქვს



25 დეკემბერი. 2016. 17:34




საპატრიარქოში, საქართველოში სტუმრად მყოფი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს დაემშვიდობა.





„თქვენ ბრძანდებით ის პატრიარქი, რომელიც მკაფიოდ იცავს მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმინდეს და მადლიერნი ვართ ამისთვის, რადგან თქვენი სიტყვა, შესაძლოა, თავისი ტემბრითა და ჟღერადობით არ არის ხმამაღალი, მაგრამ ის ძლიერია სულიერად და თქვენ მიერ ჩუმად ნათქვამს სულიერი ჭექა-ქუხილის ძალა აქვს. კიდევ ერთხელ გმადლობთ თქვენი სიყვარულისთვის და ვიმედოვნებ, რომ თუ ღმერთი მე ცოდვილს მაცოცხლებს, მომავალ წელსაც ჩამოვიდე და დავესწრო თქვენი დაბადების 85 და აღსაყდრების 40 წლის იუბილეს. ან თუ ღმერთი ინებებს, კიდევ სადმე შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენც, შეძლებისდაგვარად, თქვენ წმინდა სახელს მოვიხსენებთ ლოცვებში და თქვენც მოგვიხსენიეთ ჩვენ ცოდვილები და ჩვენი ეკლესია თქვენ ლოცვებში", - მიმართა უკრაინის მიტროპოლიტმა ილია მეორეს.


თავის მხრივ, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ბრძანა, რომ უფლის დახმარებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესი გაერთიანდება და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მიტროპოლიტი კიდევ ბევჯერ ეწვევა საქართველოს.


„ახლა მიმდინარეობს გლობალიზაციის პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავკარგოთ ჩვენი ფასეულობები, მართლმადიდებლობის, ეროვნული, ჩვენი ხალხის ფასეულობები. ამიტომ ჩვენ - მართლმადიდებლურ ეკლესიებზე უდიდესი პასუხისმგებლობაა დაკისრებული - შევინარჩუნოთ მართლმადიდებლობის ფესვები და საფუძველი. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა გააერთიანოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ვფიქრობ, რომ ღმერთის დახმარებით ეს მოხდება.

ძალიან ვწუხვართ, რომ ასე მოკლე დროით ჩამობრძანდით ჩვენთან. იმედი მაქვს, რომ თქვენი არაერთი ვიზიტი იქნება აქ და ჩვენი თქვენთან", - მიმართა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ილია მეორემ.


პატრიარქმა და უკრაინელმა სტუმარმა, შეხვედრის დასასრულს, ერთმანეთს საჩუქრები უსახსოვრეს.


მიტროპოლიტი თბილისში პატრიარქის ინტრონიზაციის 39 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო