Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი, ივანე პავლოვი - ქრისტიანი მეცნიერი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

თავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი

ივანე პავლოვი - ქრისტიანი მეცნიერი

საერთოდ, ანტირელიგიურ პროპაგანდას სიტყვა „მეცნიერების“ ბოროტად გამოყენება ახასიათებს. ამგვარი პროპაგანდა ცნობილ მეცნიერ ივანე პავლოვსაც მატერიალისტად მოიხსენიებდა. სინამდვილეში, პავლოვი მატერიალისტი არასოდეს ყოფილა. კომუნისტებმა ის ტაძარი, რომლის მრევლიც პავლოვი იყო, სპეციალურად მისთვის დატოვეს ხელუხლებელი და მხოლოდ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ დაანგრიეს. ეკლესიის სასტიკი დევნის პერიოდშიც კი სააღდგომო დღეებში ი.პავლოვის ლაბორატორიის კარზე გამოკიდული იყო აბრა: „აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დაკეტილია“.

პავლოვი ათეისტი და მატერიალისტი არც ცხოვრებაში ყოფილა და არც შემოქმედებაში. როგორც ყოველი ჭეშმარიტი მეცნიერი, ის, რა თქმა უნდა, ერთმანეთისაგან განარჩევდა ბუნებისმეტყველებასა და ღვთის რწმენას. ბუნებისმეტყველების მეცნიერებები თავიანთი ემპირიული გამოცდილებით - ერთი კანონიერი - მეცნიერული სფეროა. ხოლო უმაღლესი სულიერი ფასეულობებისა და ზნეობრივი ჭეშმარიტების შემეცნების გამოცდილება - მეორე, ასევე კანონიერი სფერო - რელიგიური, რომელიც პირველს სრულებით არ უპირისპირდება. როგორც სადურგლო ან მხატვრულ გამოცდილებაში არ უნდა ეძიო რელიგიის ან ათეიზმის მტკიცებულებები, ასევე მათემატიკაში, ქიმიაში, ფიზიოლოგიაში შეუძლებელია ათეიზმის სასარგებლო არგუმენტების მოძიება.

ი. პავლოვი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და რელიგია მისი ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავდა. იგი საინტერესოდ წერს მიზნობრივი რეფლექსების შესახებ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სამყაროში რაღაც საერთო, საბოლოო მიზანი არსებობს, რასაც მატერია, რა თქმა უნდა, თავად ვერ ჩადებდა საკუთარ თავში.

წიგნი „ცხოველთა ქცევაში უმაღლესი ნერვული მოქმედების ობიექტური შესწავლის ოცწლიანი გამოცდილება“ პავლოვი წერს: „მიზნის რეფლექსს უზარმაზარი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ის არის სასიცოცხლო ენერგიის ძირითადი ფორმა ყოველ ჩვენთაგანში. სიცოცხლე მხოლოდ იმ ადამიანთათვის არის ლამაზი და ძლიერი, ვინც მთელი ცხოვრება ისწრაფვის მარად მისაღწევი, მაგრამ ვერასდროს მიღწეული მიზნისაკენ, ან ერთნაირი მგზნებარებით გადადის ერთი მიზნიდან მეორისკენ. მთელი ცხოვრება, კაცობრიობის მიღწევები, მთელი მისი კულტურა მიზნის რეფლექსი ხდება, ოღონდ მხოლოდ ადამიანთათვის, ვინც მიისწაფვის სიცოცხლეში საკუთარი თავის წინაშე დასახული ამა თუ იმ მიზნისაკენ“. ფიზიოლოგიის მეშვეობით აქ ნათლად არის დადასტურებული რელიგიური სწავლების საბოლოო მიზანი, რომელიც „შესაქმისას“ იქნა ჩადებული...

მატერიალიზმისთვის მიუღებელი და მამხილებელია აგრეთვე ხსენებული წიგნის 28-ე თავი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ადამიანში, მის ბუნებაში, ღრმადაა ჩადებული (ფიზიოლოგიური თვალთახედვითაც კი) რაღაც უდიდესი სწრაფვა თავისუფლებისაკენ, „თავისუფლების“ რეფლექსი. ამას კარგად ვხედავთ ადამიანის სოციალურ და სულიერ ცხოვრებაში. ადამიანები მონობას მხოლოდ დროებით ურიგდებიან, საკუთარ თავში თრგუნავენ ამ თანდაყოლილ ინსტიქტს, მათ სულიერ ბუნებაში არსებულ თავისუფლების გრძნობას და მისწრაფებას სულ უფრო მეტად და ღრმად შეცნობილი თავისუფლებისაკენ. „სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ - ამბობს სახარება (ინ. 8, 32). იესო ქრისტეს მიერ გამოცხადებული თავისუფლება არის ბოროტებისაგან, სიცრუისაგან, უმეცრებისაგან, სულიერი სიბრმავისა და ზნეობრივი სიყრუისაგან თავისუფლება. ადამიანის სულიერი თავისუფლებაა, უყვარდეს თავისი შემოქმედი და მოყვასი, ირწმუნოს უმაღლესი, უკვდავი აზრი თავისი ცხოვრებისა, მისი მაღალი დანიშნულება. აი, ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება. ფიზიოლოგიური რეფლექსი კი მხოლოდ ერთ-ერთი ბუნებრივი, გარეგნული გამოხატულებაა ფიზიკური ცხოვრების პროცესისა, რომლის რეალობაც იმდენადვე უეჭველია, რამდენადაც სულის ზნეობრივი ცხოვრება.

ფსიქოსომატური მოვლენები მტკიცედ არის დადგენილი მედიცინაში. სხეული ისევე ახდენს ზეგავლენას სულზე, როგორც სული, თავისი განცდებით, სხეულზე. ეს უკვე კარგად არის ცნობილი მედიცინაში. ისეთი ფიზიოლოგიური რეფლექსები, როგორიცაა „საკვებისადმი“ რეფლექსი და „მტაცებლური“ რეფლექსი, რომელთა შესახებაც საუბრობს პავლოვი, დაბალი ფიზიკური სფეროდან იწყება და, ადამიანის განვითარებისა და განათლების მიხედვით, უმაღლეს სულიერ სფეროში გადადის.

როგორც ვხედავთ, პავლოვი მიიჩნევს კიდეც მას (უმაღლეს სულიერ სფეროს) ადამიანის ცხოველქმედების მწვერვალად. ლოცვა, ღვთაბრივი სიმართლისადმი რწმენის გამრავლება, ჭეშმარიტების შეთვისება - სწორედ ეს ყოველივეა ჭეშმარიტი, სულიერად მასაზრდოებელი პროცესი. ისევე, როგორც მატერიალური სამყაროს ყველა მკვიდრს აქვს „მტაცებლური“ ინსტიქტი ფიზიკური საკვების მიმართ, ასევე ვითარდება ადამიანის სული და ფერისცვალების შედეგად აღწევს უმაღლეს უნარს, შეითვისოს, „მიიტაცოს“, გაითავისოს და საკუთარ ცხოვრებაში განახორციელოს უმაღლესი სულიერი ფასეულობები, ღვთაებრივი ცხოვრებისა და უკვდავების სულიერი ნიჭი.


თარგმნა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 3 (210), 2003 წ

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო