Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

არსებობდა თუ არა ნოეს კიდობანი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

არსებობდა თუ არა ნოეს კიდობანი

ათეისტები დიდხანს ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიო წარღვნა და ნოეს ისტორია მხოლოდ მითია, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არა აქვს. ცოტა ხნის წინ გაიხსნა სამხედრო დაზვერვის საიდუმლო მასალები, სადაც მითითებულია, რომ 40-იან წლებში არარატზე გადაფრენილი თვითმფრინავის მფრინავმა მაღალ მთაში შეამჩნია ტბაში გაყინული უზარმაზარი ხომალდის ნამსხვრევები.

რა ვიცით ნოეს კიდობანზე?

ადამისა და ევას შთამომავლობა სწრაფად გამრავლდა. სეითის შვილები ღვთისმოსავნი და კეთილნი იყვნენ. ბიბლია მათ ღმერთის შვილებს უწოდებს, კაენის შვილები კი უწმინდურნი და ბოროტნი - ბიბლიის მიხედვით „ძენი კაცისანი“. კაენისა და სეითის ერთამენთში აღრეული შთამომავლები გარყვნილნი და უწმინდურნი გახდნენ. მთელ კაცობრიობაში მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი იყო მართალი. ღმერთმა ინება, დედამიწა გაეწმინდა (განებანა) ბოროტებისაგან, ნოე კი გადაერჩინა კაცობრიობის გასამრავლებლად.

უფალი გამოეცხადა ნოეს, გააფრთხილა მოსალოდნელი წარღვნის შესახებ და უბრძანა აეშენებინა კიდობანი, სადაც თავს შეაფარებდა ოჯახთან და ცოცხალ არსებებთან ერთად. ღმერთმა ნოეს კიდობნის ზუსტი ზომებიც უკარნახა: სიგრძით 300 წყრთა და სიგანით 50 წყრთა, ხოლო სიმაღლით - 30 (150X25X15). იმ დროისთვის ეს უზარმაზარი ნაგებობა იყო.

რაციონალიზმის საუკუნეში ეჭვი შეიტანეს ბიბლიაში აღწერილი მოვლენების რეალობაში, ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ნოეს ისტორია მხოლოდ მითია.

უცნაურია, მაგრამ ნოეს ისტორიის დასაბუთება მეცნიერებმა პირველად სწორედ მითოლოგიაში აღმოაჩინეს. სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ ეთნოსთა ცნობიერებაში დალექილი მოგონებები წარღვნასა და რჩეული ხალხის გადარჩენაზე.

მსოფლიო წარღვნის რეალობის მეორე დასაბუთება მოგვცა თანამედროვე არქეოლოგიამ, რომელმაც დედამიწის გაქვავებულ ქანებში აღმოაჩინა საყოველთაო კატასტროფის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი.

მსოფლიო წარღვნის და ნოეს ისტორიის ყველაზე ნათელი დადასტურება ნოეს კიდობნის აღმოჩენა იყო.

ბიბლიაში წერია, რომ კიდობანი არარატის მთაზე შეჩერდა. დიდი არარატი 5165 მეტრის სიმაღლის მთაა. 50-იანი წლების დასაწყისში ალპინისტები ორჯერ შეეცადნენ დაელაშქრათ არარატი ნოეს კიდობნის მოსაძებნად, მაგრამ ორივე მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა - დიდთოვლობამ ალპინისტებს საშუალება არ მისცა მწვერვალზე ასულიყვნენ. ექსპედიციის მოწყობას ართულებდა ის გარემოებაც, რომ არარატის მთა სამი სახემლწიფოს საზღვარზე მდებარეობს. ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, არარატზე ასვლა აკრძალულია.

ნოეს კიდობანი ფრანგმა ალპინისტმა ფერნან ნავარამ აღმოაჩინა. 1955 წელს ამ აღმოჩენის აღიარება სენსაციად იქცა. ნავარამ 5 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარე გაყინულ ტბაში აღმოაჩინა კიდობნის ნამსხვრევები და ფიცრის ნაწილი ჩამოიტანა. რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულმა მედიოქანურმა ანალიზმა ერთნაირი შედეგი აჩვენა - ფიცარი 5 ათასი წლის აღმოჩნდა. ნავარას ექსპედიცია უნებართვოდ იმყოფებოდა მთაზე. მესაზღვრეებმა ის დააპატიმრეს, მაგრამ მოგვიანებით მშვიდობით გაუშვეს, ხელი არ უხლიათ მისი ფოტოსურათებისათვის და ფიცრის ნაჭრისათვის.

ნავარა პირველი მაძიებელი არ იყო.

ქრისტემდე მე-3 საუკუნეში ცნობილი ბაბილონელი და ბერძენი ისტორიკოსები წერდნენ, რომ სომხეთის მთებში მდებარეობს ძველისძველი კიდობანი. ახლომახლო მცხოვრებნი მას ფისს აძრობენ და ავგაროზებს აკეთებენო. იოსებ ფლავიუსი თავის წიგნში - „იუდეის სიძველეები“ (I ს.) - წერს, რომ ბევრს ჩამოჰქონდა არარატიდან კიდობნის ნაწილები. ამავეს წელს თეოფანე ანტიოქელი 180 წელს.

XIX საუკუნეში გაჩნდა ცნობები კიდობნის მნახველებზე, თურქები კი ამბობდნენ, რომ კიდობნის შიგნითაც შეაღწიეს. ხომალდი ნაკვეთურებად არის დაყოფილი, მათი უმეტესობა ყინულითაა ამოვსებული. 1916 წელს კიდობანი შეამჩნია რუსმა ავიატორმა როსტოვიცკიმ.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მხოლოდ ნავარამ მოახერხა, ფოტოსურათებით და სამეცნიერო გამოკვლევებით დაემტკიცებინა კიდობნის არსებობა. მას შემდეგ არარატზე რამდენიმე ექსპედიცია ავიდა, რომელთაც დაადასტურეს ნავარას აღმოჩენა. 70-იან წლებში თურქეთის მთავრობამ არარატზე ასვლა აკრძალა.


ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა მანანა ბუკიამ
ჟურნალი „საფარველი“ № 2, 2004 წ.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო