Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პროსკომიდიისას (კვეთისას) მოხსენიების შესახებ

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პროსკომიდიისას (კვეთისას) მოხსენიების შესახებ
(წმ. ნილოს მირონმდინარე ათონელის წიგნიდან)


წმ. ბასილი დიდის ეპოქაში ცხოვრობდა ერთი მადლმოსილი მღვდელი და, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ვალებში ჩავარდა. ვალი დღითი-დღე იზრდებოდა, ხოლო მევალეები მღვდელს ყოველდღე კარზე ადგნენ. შეწუხებული მღვდელი იძულებული გახდა მიემართა ახლობელი ვაჭრისთვის, რომელმაც, შეისმინა რა მისი თხოვნა, ხუთასი ოქროს მონეტა გადასცა მას. ამ ფულის საშუალებით მღვდელმა გადაიხადა ყველა ვალი და სანაცვლოდ ვაჭარს შეჰპირდა, რომ მოიხსენიებდა მას და ყველა მის ახლობელს პროსკომიდიაზე მთელი ცხოვრება. ვაჭარმა გათვალა, რომ მღვდელი ახალგაზრდა იყო, დიდხანს იცოცხლებდა, ხოლო ლიტურგიაზე დიდი ხნის განმავლობაში მოხსენიება მას ხელს აძლევდა და სავსებით აკმაყოფილებდა.

გაისტუმრა რა ვალები, მღვდელმა ამის შემდეგ მხოლოდ ერთი საღვთო ლიტურგიის მსახურება შეძლო, რომელზედაც მოიხსენია კიდეც თავისი კეთილისმყოფელი, და მოკლე ხანში ავად გახდა, ავადმყოფობის შემდეგ კი გარდაიცვალა.

შეიტყო რა მისი სიკვდილი, ვაჭარი დამწუხრდა. დაენანა დაკარგული ფული, რადგან მხოლოდ ერთი ლიტურგია იყო აღსრულებული მღვდლის მიერ. ამას ვაჭარი აღარ მოელოდა, რომელსაც სულ სხვაგვარად ჰქონდა დაანგარიშებული, რისთვისაც აჩუქა კიდეც ხუთასი ოქროს მონეტა აწ გარდაცვლილს. ვაჭარმა მიცვალებულის დედის შეწუხება დაიწყო. იგი უკანვე მოითხოვდა თავის ფულს, რადგან თვლიდა, რომ მღვდელთან დადებული პირობა დაირღვა.

დედა პასუხობდა, რომ მას არა აქვს ფული, რაც ჰქონდა, დაკრძალვას მოხმარდა. მაგრამ ვაჭარი დაჟინებით მოითხოვდა ფულს და აშინებდა ქალს სასამართლოთი. შეწუხებულმა ქალმა წმ. ბასილი დიდს მიმართა და მოუყვა მომხდარი ამბავის შესახებ. მოისმინა რა ყველაფერი, წმიდანმა უთხრა: „ხვალ მე აღვასრულებ საღვთო ლიტურგიას, მოდი ჩემთან ტაძარში ვაჭართან ერთად, თან სასწორი იქონიეთ. ერთ პინაზე დავდებთ სეფისკვერიდან ამოღებულ ერთ ნაწილს, რომლითაც მოხსენიებულ იქნება ვაჭარი და მისი ახლობლები. და რამდენსაც აიწონის ეს ერთი ნაწილი სეფისკვერისა, იმდენი ოქრო დადოს ვაჭარმა მეორე პინაზე და ამით გადაიხადოს მან იმ ერთი ლიტურგიისათვის, რომელიც აღასრულა განსვენებულმა მღვდელმა“.

ქალი მივიდა ვაჭართან და გადასცა მას წმ. ბასილი დიდის დანაბარები. ვაჭარს გაუხარადა და მეორე დილით ტაძარში წავიდა ოქროთი და სასწორით.

წმ. ბასილი დიდმა კვეთაზე, ამოიღო რა სეფისკვერიდან ერთი ნაწილი უფლის მონათა ჯანმრთელობისათვის და ხსნისათვის, დადო სასწორის ერთ თეფშზე და უბრძანა ვაჭარს, დაედო მეორე თეფშზე ოქრო და, რაც უფრო მეტ მონეტას ალაგებდა ვაჭარი პინაზე, მით მეტად მძიმე იყო სეფისკვერის ერთი პატარა ნაწილი.

იხილა რა ეს უდიდესი და საღვთო სასწაული, ვაჭარი შეშინდა, შეინანა თავისი საქციელი და შენდობა თხოვა წმ. ბასილი დიდს და მღვდლის დედასაც და მის შემდეგ აღარ მოუთხოვია თავისი ფული.


თარგმნა მღვდელმა მიქაელ გალდავამ
„საუბრები სულიერი ცხოვრების შესახებ“, თბილისი, 2003 წ.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო