Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ (სიყვარულის შესახებ)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ

* * *


ერთმა სირიელმა მეუდაბნოემ ღირს მაკარის ყურძნის მტევანი მიართვა.

მაკარი ქრისტიანული სიყვარულის სულით ცხოვრობდა და ყურძენი ავადმყოფ ძმას მიუტანა, რომელსაც ძალიან გაუხარდა წმიდა მამისაგან სიყვარულის ასეთი გამოხატულება და ღმერთს მადლობა შესწირა. მაგრამ იგი თვითონაც მოყვასის სიკეთეზე ზრუნავდა და ყურძენი სხვა ძმას მისცა, რომელიც იმასვე ფიქრობდა და, ამრიგად, ყურძენი მეოთხე ძმასთან აღმოჩნდა. ასეთი სახით ყურძნის მტევანმა მთელი მონასტერი მოიარა და ხელიდან ხელში გადასული კვლავ ღირს მაკარისთან მოხვდა. ღირს მამას სული სიხარულით აევსო ძმების მიერ ერთმანეთისადმი ასეთი სიყვარულის გამოვლინების გამო.


* * *

მამა კასიანე ჰყვებოდა: მე და წმ. გერმანე ეგვიპტეში ერთ ბერს ვესტუმრეთ. როდესაც მან დიდი სიყვარულით მიგვიღო, ვკითხეთ: რატომაა, რომ უცხოტომელი ძმების სტუმრობისას თქვენ არღვევთ მარხვის წესს, რომელიც ასე მკაცრადაა დაცული ჩვენთან - პალესტინაში. ბერმა გვიპასუხა: მარხვა მუდამჟამს ჩემთანაა, თქვენთან მუდმივად ყოფნა კი შეუძლებელია. თუმცა მარხვა საჭირო და აუცილებელია, ის მაინც პირად ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო სიყვარულის საქმის აღსრულებას საღმრთო სჯული გარდაუვალად მოითხოვს. როდესაც თქვენი სახით იესო ქრისტეს ვიღებ, მოვალე ვარ, რომ მთელი გულმოდგინებით ვიქცეოდე. ხოლო მარხვის დარღვეულ წესს, როდესაც გაგისტუმრებთ, მერე გამოვისყიდით, რადგან „განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ“ (მათ. 9, 15).

* * *

ორი სულიერი ძმა მონასტრიდან ხელსაქმის გასაყიდად წავიდა. როცა ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით სიძვით დაეცა. როცა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და უმცროსმა სენაკში დაბრუნება შესთავაზა, მან უპასუხა, რომ აღარ წავიდოდა იქ. ძმამ მიზეზი ჰკითხა: რაზედაც პასუხად მიიღო, როცა შენ დაგშორდი, სიძვით დავეცი და ამიტომ აღარ მინდა წამოსვლაო.

მეორე ძმამ ნამდვილი ქრისტეანული სიყვარული გამოამჟღავნა. მან მოინდომა ძმის უკანვე მობრუნება ჭეშმარიტებისაკენ და უთხრა, როცა შენგან წავედი, მეც იგივე შემემთხვა. ახლა კი მოდი, ორივენი უკან დავბრუნდეთ და სინანულით შევევედროთ უფალს შეგვინდოს. მწამს მისი კაცთმოყვარებისა, „რომელმან აღიხუნა ყოვლისა სოფლისა ცოდუანი“ იგი მზად არის მონანული შეიწყნაროს და ცოდვებს მოგვიტევებსო.

ასე მოიყვანა ის ძმაც სინანულში და დაბრუნდნენ თავიანთ მონასტერში. აღუარეს მოძღვარს, რაც შეემთხვათ და სინანულის კანონი მიიღეს. ერთი ძმა მეორის შეცოდების გამო ნანობდა, თითქოს თავად შეეცოდა და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის მიტევებას. ასე დასდო თავისი სული ძმის სიყვარულისთვის. მალე ორთავეს აუსრულდა ვედრება და მიიღეს: ერთმა ცოდვათა შენდობა, მეორემ კი - გვირგვინი ღმრთისმიერი სიყვარულისთვის.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო