Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ნუ დაითვრებით ღვინითა, რამეთუ მოსდევს სიბილწე (მემთვრალეობის შესახებ)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ნუ დაითვრებით ღვინითა, რამეთუ მოსდევს სიბილწე


* * *


ერთ მეგვიპტელ მეუდაბნოეს ეშმაკი დაპირდა, რომ აღარ შეაწუხებდა, თუკი იგი სამიდან ერთ-ერთ ცოდვას მაინც ჩაიდენდა. არჩევანი ასეთი იყო: მკვლელობა, მრუშობა და სიმთვრალე. „ჩაიდინე რომელიმე ცოდვა: ან კაცი მოკალი, ან იმრუშე, ან დათვერი და ამის შემდეგ სიმშვიდეში იცხოვრე. აღარ შეგაწუხებ“.

მეუდაბნოემ იფიქრა: კაცი მოვკლა? - მეშინია, რადგან ეს თავისთავად დიდი ცოდვაა, რომელიც საღმრთო სამართლითაც სიკვდილით ისჯება და სამოქალაქოთიც. ვიმრუშო? სირცხვილია, სხეულის სისუფთავე რომ დავღუპო და შეურაცხვყო ჯერ უცნობი სიბილწით. დათრობა კი თითქოს არ უნდა იყოს დიდი ცოდვა, რადგან მთვრალი გამოიძინებს და გამოფხიზლდება. დავთვრები, რომ ეშმაკმა აღარ შემაწუხოს და შემდეგ მშვიდად ვიცხოვრებ უდაბნოში.

და აი, წაიღო თავისი ხელსაქმე ქალაქში, გაყიდა და შევიდა დუქანში. დათვრა იქ. ეშმაკის მანქანებით მთვრალს ერთ ურცხვ მეძავთან მოუხდა ლაპარაკი, მოიხიბლა და დაეცა მასთან, ცოდვის ჩადენისას ქმარმა მოუსწრო მათ და ცოლის შეურაცხმყოფელს ცემა დაუწყო, მან კი ცემითვე უპასუხა, მოერია და მოკლა.

ასე რომ, იმ განდეგილმა დაიწყო სიმთვრალით და მერე კი იმრუშა და ბოლოს მოკლა კიდეც. სიფხიზლეში მას ამ ცოდვების ეშინოდა და ერიდებოდა, მთვრალმა კი ჩაიდინა და თავისი მრავალწლოვანი ღვაწლი დაღუპა. მხოლოდ ჭეშმარიტი სინანულით შეძლო მან კვლავ მოეპოვებინა დაკარგული, რადგან ღმრთის გულმოწყალებით სინანულით მოქცეულ ადამიანს უბრუნდება ცოდვის გამო დაკარგული ადრინდელი დამსახურება.

აი, როგორ უბიძგებს სიმთვრალე ცოდვებისაკენ და სათნოებების დაღუპვის გამო ხსნას აკარგვინებს ადამიანს. „ლოთობა, თუკი რამეს ნახავს ადამიანში - ქალწულებას, სირცხვილს, გონებას, სიმშვიდეს, მორჩილებას - ყველაფერს კანონის დარღვევის უფსკრულში მოაქცევს“. განა არ დაკარგავს ხსნას და ზეციურ სამკვიდრებელს ადამიანი, რომელსაც ლოთობა ყველა სათნოებას ჩამოაშორებს? ჭეშმარიტებას ამბობს მოციქული: „... მემთვრალეთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6, 10).


* * *

იღუმენია ტაისია იხსენებს: „ერთხელ მე და მამა იოანე კრონშტადტელი ნიკოლაევის ხიდზე ეტლით მივდიოდით, საიდანაც მეეტლეს მარცხნივ გადახვევა ჰქონდა ნაბრძანები. როცა ჩვენი ეტლი სამლოცველოს გაუთანასწორდა, სანაპიროს გასწვრივ, მარცხენა მხარეს დამკრძალავი პროცესია გამოჩნდა. ჩასასვენებელი ერთ ცხენს მოჰქონდა, ხოლო გამცილებლები კი არა უმეტეს 17-19 კაცი იქნებოდა; თითოული მათგანი კარგად ჩანდა, ისე, რომ მათი გარჩევა არ იყო ძნელი. მამა იოანეს უეცრად სახე შეეცვალა და მან დამკრძალავ პროცესიას დაჟინებით დაუწყო ცქერა. რაკი ის სანაპიროთი ჩვენი ეტლის გასწვრივ ჩემ მარცხენა მხარეს მიდიოდა, რათა მსვლელობა კარგად დაეთვალიერებინა, მამა იოანე ჩემსკენ გადმოიხარა, რის გამოც მე არ შემეძლო არ შემემჩნია ის ცვლილებები, რომელიც მას სახეზე გამოეხატებოდა. ბოლოს პროცესიამ სხვა მხარეს გადაუხვია, მამა იოანე კი როგორც კი დამშვიდდა, პირჯვარი გადაისახა და მე მომმართა: „მართლაც რა მძიმეა მემთვრელეობის ვნებით შეპყრობილის სიკვდილი“. მეგონა რა, რომ გარდაცვლილზე საუბრობდა და მან გამცილებლები იცნო, მივმართე: „თქვენ, ალბათ, იცნობდით მას, მამაო“. არა, მიპასუხა მან, ისევე როგორც შენ, პირველად ვხედავ, არც მის გამცილებლებს ვიცნობ, მაგრამ ვხედავ დემონებს მემთვრალეობის ვნებით შეპყრობილის სიკვდილით გახარებულებს“.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო