Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

სინანულს უდიდესი ძალა აქვს მოეგო თავსა თვისსა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან, და ამავე დროს ის ძალიან მაღლაა. იმისათვის, რომ ადამიანმა „მოსდრიკოს“ ღმერთი, რათა იგი გარდამოვიდეს და მასთან ურთიერთობაში იმყოფებოდეს, ამ ადამიანმა სიმდაბლე და სინანული უნდა მოიპოვოს. როდესაც კაცის სიმდაბლეს ხედავს, მრავალმოწყალე ღმერთი ზეცამდე ამაღლებს მას და მისდამი უდიდესი სიყვარული აქვს. „ესრეთ იყო სიყვარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“ –გვეუბნება სახარება.
ადამიანს ღმერთმა გონება იმისთვის მისცა, რომ მან გაიზიაროს, რამდენედ დიდია მისი ცოდვა და შენდობა ითხოვოს. შეუნანებლობით ადამიანი მეტისმეტად გაქვავდა და გამოთაყვანდა, რადგანაც სინანული და იმ მცირე ჯოჯოხეთიდან გამოსვლა არ სურს, რომელშიც ცხოვრობს და რომელიც მას იმ უარესი– მარადიული სატანჯველისაკენ მიუძღვება. ამგვარად ის საკუთარ თავს იმ მიწიერ სიხარულსაც აკლებს, რომელიც შემდეგ გაცილებით დიდ, მარადიულ სიხარულად უნდა იქცეს და სამოთხეში ღმერთთან ყოფნით უნდა გაგრძელდეს.
ღვთისგან განშორებული ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. სახარებაში წერია, რომ შეცდომილი ძე „მოეგო რა თავსა თვისსა, თქუა: აღვდგე და წარვდგე მამისა ჩემისა“ ანუ ძე შეცდომილმა მას შემდეგ, რაც გონს მოეგო და შეინანა, მამასთან დაბრუნება გადაწყვიტა. ცოდვაში რომ იმყოფებოდა, ის საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა, უგუნურად და უაზროდ ცხოვრობდა, რადგან ცოდვა ჯანსაღ აზრს მოკლებულია.
–წმიდაო მამაო, ამბა ანტონი ამბობს:“თუკი ადამიანი ისურვებს, ადამიანი შეძლებს დილიდან საღამომდე მისწვდეს საღვთო საზომს“. რა აქვს მას მხედველობაში?


–სულიერი ცხოვრებისათვის მრავალი წელი საჭირო არ არის. თუ შეინანებს, ადამიანს ძალუძს, ერთ წამში ჯოჯოხეთის სატანჯველიდან სამოთხეში გადაინაცვლოს. ადამიანი ადვილად–ცვალებადია, ის შესაძლოა, იქცეს ანგელოზად, ან–იქცეს ეშმაკად. ჰოი, რაოდენ დიდ ძალას ფლობს სინანული! ის საღმრთო მადლით იკვებება. თუკი ადამიანი გონებაში თუნდაც ერთ თავმდაბლურ აზრს შეიწყნარებს, მაშინ ის ცხონდება. მაგრამ, თუ იგი ამპარტავნულ აზრს მიიღებს, არ შეინანებს და ამგვარ მდგომარეობაში წამოეწევა სიკვდილი, მაშინ დამთავრდა–ის დაღუპულია! რა თქმა უნდა თავმდაბლურ აზრს სულიერი სულთქმა, შინაგანი შემუსვრილება უნდა ახლდეს. რადგანაც აზრი არის აზრი, ხოლო ადამიანს გულიც აქვს. „ყოვლითა სულითა, ზრახვითა და გულითა“–ამბობს მგალობელი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამბა ანტონი აქ რაღაც უფრო მტკიცე მდგომარეობას გულისხმობს. იმისათვის, რომ კეთილ მდგომარეობას მიაღწიოს ადამიანმა, გარკვეული დროა საჭირო. მე ვწუხვარ, ვნანობ და მეყსეულად ვიღებ შენდობას. თუკი მოღვაწეობრივი სული მაქვს, მაშინ შემიძლია ნელნელა განვიმტკიცო ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდეს, აქეთ–იქით ხეთქებას ვერ ავცდები.
–წმიდაო მამაო, ხანშიშესული ადამიანი შეძლებს, საკუთარ თავს სულიერად დაეხმაროს?
–როდესაც ადამიანი ბერდება, მას სინანულის განსაკუთრებული საშუალება ეძლევა, რადგანაც მისი ილუზიები იფანტება. ვიდრე ადამიანი ახალგაზრდა იყო, ხორციელი ძალები ჰქონდა, სირთულეებს არ აწყდებოდა და საკუთარ სისუსტეს ვერ ხედავდა, ფიქრობდა, რომ კარგ მდგომარეობაში იყო. მაგრამ სიბერეში გზად დახვედრილი ტკივილი, რომელიც გამუდმებით თან სდევს, მიხვდეს, რომ რაღაც წესრიგში ვერ აქვს, რომ სულიერად კოჭლობს; ხოლო, როდესაც ამას მიხვდება, შეინანებს. თუკი ასეთი ადამიანი სულიერ სარგებელს გამოწოვს იმ რამოდენიმე წლიდან, რომელიც მას დარჩენია და გამოიყენებს მის მიერ განვლილი მრავალი წლის გამოცდილებას, ქრისტე არ მიატოვებს და შეიწყალებს ამ ადამიანს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო