Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჯაზაკორდეონისტი რიშარ გალიანო ეწვია 2011-11-12

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საქართველოში სტუმრად მყოფი ცნობილი ჯაზაკორდეონისტი რიშარ გალიანო ეწვია. შეხვედრა საპატრიარქოს რეზიდენციაში გაიმართა. 


საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრები დალოცა და მათ საგალობლები: "ავე მარია", "სანკტუს", "კირიე ელეისონ" და "მოდი ჩემთან უფალო" მოასმენინა. შეხვედრაზე რამდენიმე კომპოზიცია ფრანგმა მუსიკოსმა თავადაც შეასრულა შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათ საპატრიარქოს ყვავილების ორანჟერიაც დაათვალიერებინა.

რიშარ გალიანო თბილისს უკვე მეოთხედ სტუმრობს. პირველი კონცერტი საქართველოში მან 2006 წელს გამართა. ჯაზაკორდეონისტი დედაქალაქში გუშინ საკუთარ კვინტეტთან ერთად ჩამოვიდა.

მუსიკოსთა ჯგუფ ”ლა სტრადას” კონცერტი თბილისის დიდ საკონცეტრო დარბაზში გაიმართა და კვინტეტმა ჯაზის მოყვარულებისთვის ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის ნინო როტას კინომუსიკის ინტერპრეტაცია ააჟღერა.

მუსიკოსები საქართველოში 13 ნოემბრამდე დარჩებიან.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო