Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

„ ტოლერანტობა“ (როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან კაცთშემწყნარებლობა და რჯულშემწყნარებლობა ) - წმიდა ნიკოლოზ სერბი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

„ყველაფრის ერთმანეთტან შერწყმისა და გათანაბრების პროცესი ერეტიკოსი თეოლოგების მიერ ჯერ კიდევ დასავლეთის აღმოსავლეთისაგან განდგომის დროიდან დაიწყო, განსაკუთრებული აქტივობით კი ამ ბოლო 150 წლის მანძილზე მიმდინარეობს. ეს თეოლოგები თითქოსდა „ ტოლერანტობის“ და „ ერებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების“ მიზნით ცდილობენ ზეცა შეურწყონ მიწას, ქრისტე სხვადასხვა აღმსარებლობის ფუძემდებლებს და სახარება დანარჩენ – იუდაურ, ისლამურ და წარმართულ რელიგიებს. მაგრამ, სწორედ ასეთ მცდელობაშია დღემდე არნახული ომებისა და და რევოლუციების ჩასახვის მიზეზი, რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტება შეეგუოს ნახევრადჭეშმარიტებასთან და სიცრუესთან გათანაბრებას.“

„სამოქალაქო უფლება–მოვალეობათა თანასწორობა – ეს ერთია, ხოლო რელიგიათა თანასწორობა – სხვა. ქრისტიანებს მკაცრად გვაქვს ნაქადაგები სხვა ადამიანების მიმართ მოწყალება, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, მაგრამ ამასთანავე გვევალება მკაცრი დაცვაც ქრისტეს ჭეშმარიტებისა.
როგორც ქრისტიანს, თქვენ შეგიძლიათ ურწმუნოს გამო ქონება და სიცოცხლეც კი მსხვერპლად გაიღოთ, მაგრამ ჭეშმარიტება – არასოდეს, რადგანაც იგი თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს, იგი თქვენ არ გეკუთვნით.“


„ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა.“ (მათ.10,34). ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: ,, იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რომ ერთი მეორისაგან განვკვეთო და გავაცალკეო, რათა აღრევა არ მოხდეს.“

ამგვარი განმარტების მართებულობას ამტკიცებს მაცხოვრის შემდეგი სიტყვები: –„რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული–დედისაგან თვისისა და სძალი – დედამთილისაგან თვისისა“(მათ.10,35),, და, თუ ძე გაჰყვება ქრისტეს, მამა კი ბნელში დარჩება, ქრისტეს ჭეშმარიტების მახვილი გაყოფს მათ. განა ჭეშმარიტება მამაზე ძვირფასი არ არის?!და, თუ ასული გაჰყვება ქრისტეს, ხოლო დედა გაჯიუტდება და ქრისტეს უარყოფს, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მათ?! განა ქრისტე დედაზე უტკბესი არაა?!... იგივეა რძალსა და დედამთილს შორისაც.

მაგრამ ეს ისე არ გაიგო, რომ ის, ვინც ქრისტეს შეიმეცნებს და შეიყვარებს, მაშინვე თავის ნათესავებს ხორციელად უნდა გაემიჯნოს, ეს არასწორია. ამის შესახებ არ არის ნათქვამი. საკმარისია სულიერად გაემიჯნო და ურწმუნოთა საქმე და განზრახვა არ შეიწყნარო. რადგანაც, თუკი მორწმუნენი ურწმუნოებს მყისიერად გაემიჯნებოდნენ, მაშინ ქვეყნად ორი მტრული ბანაკი წარმოიშობოდა. ამ შემთხვევაში კი, ვინღა ასწავლიდა და გამოასწორებდა ურწმუნოებს? თვითონ მაცხოვარი თავის გვერდით ურწმუნო იუდას სამი წელი ითმენდა. ბრძენი მოციქული პავლე წერს: „ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოი ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოი ქმრისა მისგან მორწმუნისა.“(1კორ.7,14).

ამრიგად, სიტყვა მიწაზე მოტანილი მახვილის შესახებ სრულიად შეესაბამება ქრისტეს როგორც მშვიდობის შემოქმედსა და მომნიჭებელს. იგი თავის ზეციურ ზეთს აძლევს ყველას, ვისაც გულწრფელად სწამს მისი. მაგრამ ის იმისათვის არ მოვიდა, რომ სინათლის შვილები ბნელეთის შვილებთან შეარიგოს.“

,, თუ გწამთ ქრისტე, მაშინ როგორღა შეგიძლიათ ჭეშმარიტება სიცრუესთან გაათანაბროთ და გააიგივოთ? ნუთუ ქრისტემ ამგვარი გზა გიჩვენათ? განა იგი თავის სწავლებას ათანაბრებდა რომაულ კერპთაყვანისმცემლობასთან, აფრიკულ ფეტიშიზმთან, ინდურ ნიჰილიზმთან და მომაკვდავ იუდაურ ფარისევლობასთან? რა თქმა უნდა, არა: – ,, ნუ იქნებით თანა – მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაი მოყუსება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უცს მორწმუნესა ურწმუნოისა თანა?“(კორ. 2,6,14–15).

იცოდეთ, სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას სიცრუესთან არიგებს, სინათლეს წყვდიადთან და სიკეთეს კი – ბოროტებასთან! სოფელმა ჯვარს აცვა ქრისტე, რადგან იგი არ ათანაბრებდა და არ ურევდა ერთმანეთში სიცრუესა და ჭეშმარიტებას, არ კამათობდა ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით“.

,, წმინდა წერილი პირველიდან უკანასკნელ ფურცლამდე ასწავლის ხალხს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ერთმანეთისგან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების შესახებ საკუთარი შეხედულებები“.


ამონარიდები „მისიონერული წერილებიდან“ – წმ. ნიკოლოზ სერბი


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო