Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

სიმდაბლეზე (თავმდაბლობაზე)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სიმდაბლეზე (თავმდაბლობაზე)


მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
წმ. იოანე სინელი

მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
წმ. იოანე სინელი

ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ჭეშმარიტი სიმდაბლის ნიშანია, როცა სულს საერთოდ არ სჯერა თავისი კეთილი საქმენი და მუდამ ცდილობს, შეიძინოს ისინი.

უკეთესია საკუთარი უძლურების და ნაკლოვანებების შეგრძნებით სიმდაბლის მოპოვება, ვიდრე ყალბი გამოსწორების იმედით ამპარტავნებაში ჩავარდნა.
წმ. ამბროსი ოპტელი

ყველა წმინდანი აღიარებდა თავის უღირსებას ღვთის წინაშე, ამით განცხადდა მათი ღირსება, რომელიც სიმდაბლეში მდგომარეობს.
წმ. ფილარეტ მოსკოველი

სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ მიუტევო ძმას, რომელმაც შენს წინაშე შესცოდა, მანამდე, ვიდრე იგი შენდობას ითხოვდეს.

რწმენა იმაში მდგომარეობს, რომ თავმდაბლობითა და მოწყალებით იცხოვრო.
წმ. პიმენი დიდი

ცოდვილი ანდა ზარმაცი ადამიანი, თავმდაბალი და გულით შემუსვრილი ღვთისათვის უფრო სათნოა, ვიდრე ის, ვინც მრავალ კეთილ საქმეს იქმს და ამით თავმომწონეობს.
აბბა დოროთე

სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
წმ. ანტონი დიდი

გიყვარდეს თავმდაბლობა - იგი ცოდვისაგან დაგიცავს.
წმ. ანტონი დიდი

უნდა შეგეძლოს, ყოველ სიტყვას, რასაც გაიგონებ, ასე უპასუხო - შემინდე, რადგან თავმდაბლობა ბოროტის ყოველგვარ მახეს ანადგურებს.
წმ. ანტონი დიდი

ყოველ შენს საქმეში თავმდაბლობა შეინარჩუნე.
წმ. ანტონი დიდი

უფალს სურს, რომ ადამიანი გამუდმებით უხმობდეს მას თავმდაბლად: „ვინ ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, რომ შენ ინებე მიწაზე მოსვლა, ხორცშესხმა და ჯვარცმა ჩემთვის, რათა აღმადგინო მე ხრწნილებისა და სიკვდილისაგან და გამხადო შენი დიდებისა და ღვთაებრიობის თანამოზიარე და მემკვიდრე?“ როცა ამგვარი თავმდაბლობით განიმსჭვალები და იაზროვნებ, უფალი მყისვე მოვა შენთან, სული სიმართლისა დამკვიდრდება შენს გულში. რა არის ღვთისათვის იმგვარად სათნო და სასურველი, როგორც შემუსვრილი და მორჩილი გული და თვითდამდაბლებული ფიქრი?! ასეთ თვითშემმუსვრელ სულში დაივანებს და მკვიდრობს უფალი.
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო