Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ოჯახზე, ქორწინებაზე, ბავშვებზე

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ოჯახზე, ქორწინებაზე, ბავშვებზე


ჯობს ხშირად ღმერთს ელაპარაკო შენი შვილის შესახებ, ვიდრე შვილს ღმერთის შესახებ.
ყმაწვილის სულს თავისუფლება სწყურია, ამიტომ ძნელად ეგუება ნაირ-ნაირ დარიგებას. იმის მაგივრად, რომ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით თავი აბეზრო და ყოველი წვრილმანისათვის ლანძღო, ეს საქმე ქრისტეს მიანდე, ღვთისმშობელს და წმინდანებს და მათ თხოვე მისი გამოსწორება. ბავშვს ისე მოექეცით, როგორც კვიცს ექცევიან: ხან მიუშვებენ, ხან მოწევენ სადავეს. როცა კვიცი წიხლებს ისვრის, ხელს ნუ შეუშვებ სადავეს, ოდნავ მოუშვი, თორემ აღვირს გაწყვეტს. მაგრამ როცა დამშვიდებულია, მოჭიმე სადავე და წაიყვანე იქით, საითაც გსურს.
მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილები, და არა როგორც კერპები, ე.ი. ბავშვი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გინდა იყოს: შენი ორეული.
ათონელი ბერი ეპიფანე

„გარეგნულმა სილამაზემ, - წერს წმ. იოანე ოქროპირი, - მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.“
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად. ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც განსაზღვრავს ამ კავშირს. თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება ან ანგარება განსაზღვრავს, იგი, ფაქტობრივად, თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძვნებული.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ჩვენ დამჯერე შვილები გვინდა გვყავდეს, ჩვენ თვითონ კი არ გვინდა ღმრთის დამჯერენი ვიყოთ.
აბბა აღათონი

არც მამაკაცს და, მით უმეტეს, არც ქალს არა აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის ნების მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით, მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე. და აი, ჩნდება კითხვა: უნდა დავემორჩილო ასეთი ძალადობის ზეწოლას, როცა არის საშიშროება ყველაფერ ძვირფასის განადგურებისა? უბედურ ქორწინებათა უსასრულო რაოდენობა სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ თითოეული მხარე თვლის თავს იმის მესაკუთრედ, ვინც უყვარს. თითქმის ყველა სირთულე ქორწინებისა აქედან მოდის. ქორწინების უდიდესი სიბრძნეა, მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს. ჩვენი მიწიერი ქორწინება ზეციურის მსგავსია, იქ კი სრული თავისუფლებაა.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ოჯახი უნდა იყოს სახლი სათნეობისა და სახლი სიყვარულისა.
ღირსი იოსებ ოპტინელი

სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არი; სიყვარული ტანჯვაა; „ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა“ - ამბობს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისთვის. სადაც გამოერევა ადამიანის „მე“, იქ უთუოდ უნებლიედ წარმოსდგება მონებაცა ერთისა მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერს, იქ იქნება დესპოტობა, მონება და არა სრული ერთხმოვანი გარმონია ორთა თანასწორთა სულთა, რომელთა შეერთება შეიქმს ხოლმე ერთ დაკარგულს ერთარსებასა; უნდა დაივიწყო შენი „მე“ და შეერთდე იმის „მესთან“; მაშინ აღსრულდება მნიშვნელობაც სიყვარულისა, მაშინ გადაიშლება მთელი ზღვა ტანჯვისა...
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო