Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დღესასწაულებზე

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დღესასწაულებზე


საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებშია მოგროვილი; საეკლესიო დღესასწაულებზე შეიძლებდა და უნდა შეგროვდეს კიდეც ჭვრეტითი და ქმედითი სიბრძნის სულიერი სიმდიდრე ისევე უხვად, ან უფრო მეტადაც, ვიდრე სადაგ დღეებში.
დღესასწაული იმისთვის არაა, საქმე რომ გადადო და უქმად დარჩე.
დღესასწაული უქმი კი არაა, უქმეა ანუ სულის სიხარულია ღმერთის უდიდესი წყალობის შეგნების გამო.
ვლადიმირის ეპისკოპოსი თეოფანე

დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც უსულო სხეული.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

ქრისტიანისათვის ყოველი დრო დღესასწაულია მისთვის მიძღვნილი საბოძვარი სიუხვის გამო.
დღესასწაული კეთილი საქმეების, სულის ღვთისმოსავი განწყობილებისა და წესიერი ცხოვრების გამოვლენაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია იდღესასწაულო.
წმ. იოანე ოქროპირი

თუკი საქმეები და ყოველდღიური საქმიანობა უნდა მიატოვო სადღესასწაულო დღეებში, მით უმეტეს, უნდა მოერიდო საქმეებს, რომელთა კეთებაც სადაგ დღეებშიც არაა ნებადართული.
განა ბევრნი არ არიან ჩვენს შორის ისეთები, რომლებიც დღესასწაულის დილის საათებს ძილში ატარებენ? და ეს ღამის შემდეგ, რომელიც ისეთ დღედ იქცა, მზის ღირსი რომ არაა.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

დღესასაწული იმისთვის არაა, რომ ვითავნებოთ და საკუთარი ცოდვები ვამრავლოთ, არამედ იმისთვის, რომ რაც გვაქვს, იმისგანაც განვიწმინდოთ.
წმ. იოანე ოქროპირი

მშვენიერი უქმეა ცოდვისაგან უქმობა.
ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს.
ნათელი დღეები ნათელია მხოლოს სუფთა და უბიწო სულისთვის.
ვინც წმინდა გულით ზეიმობს, ის ანგელოზებთან ერთად ზეიმობს.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო