Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

მარხვასა და თავშეკავებაზე

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მარხვასა და თავშეკავებაზე


რამდენადაც ჩვენ მარხვა არ დავიცავით, განგდებული ვიქმენით სამოთხიდან. ვიმარხულოთ, რათა დავბრუნდეთ.
წმ. ბასილი დიდი

მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა.
წმ. იოანე ოქროპირი

ერიდეთ მარხვა საჭმლისგან უბრალო თავშეკავებით განსაზღვროთ. ისინი, ვინც საჭმლისაგან იკავებენ თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობენ, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვას.
წმ. ბასილი დიდი

აკრძალვანი, რომელშიც მარხვის დადგენილების შედეგად მოექცევა ჩვენი სხეული არარაობაა იმ სულიერ სარგებლობასთან, რომელიც შეუძლია მოგვიტანოს მარხვამ.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

სჯულში წერია, რომ ღმერთმა ისრაელის შვილებს უბრძანა, თავისი მონაგებიდან მეათედი შეეწირათ ღვთისათვის. მოციქულებმა კი განსაჯეს და გადაწყვიტეს, ყოველ ქრისტიანს თავისი ცხოვრების წლებიდან შეეწირა მეათედი – წმიდა დიდმარხვის სახით. ღმერთმა ეს წმინდა დღეები იმისთვის მოგვცა, რომ ვინც ეცდება და ყურადღებითა და სიმდაბლისმოყვარეობით იზრუნებს თავის სულზე და შეინანებს, მიეტეოს ყველა ცოდვა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჩაუდენია.
აბბა დოროთე

ეცადე ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხიერებს, უსარგებლოა მისი მარხვა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

როგორც დასაბამი ნაყოფისა არის ყვავილი, ისე დასაბამი მოღვაწეობისა არის მარხვა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

რომელიც სძლევს მუცელს, იგი მოაუძლურებს ვნებას, და რომელიც ჭამისაგან იძლევა, იგი აღაღორძინებს ბოროტ გულისთქმას.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

გარდამოცემა მარხვის შესახებ ისეთივე ძველია, როგორც თვით სამყარო. პირველი მცნება, რომელიც ადამიანს უფლისგან მიეცა, მარხვის შესახებ მცნება იყო.
წმ. იოანე ოქროპირი

სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება.
აბბა პიმენი

გადამეტებული საკვები სხეულს მეტისმეტად გადატვირთულ ხომალდს ამსგავსებს, რომელიც ტალღების მცირეოდენ მოძრაობაზეც კი ფსკერზე ეშვება.
აბბა ლეონტი

დაიმორჩილე სტომაქი, სანამ მას არ დაუმორჩილებიხარ.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

საზრდელის მიღება შეზღუდე მაშინ, როცა კიდევ მცირედის მიღება გსურს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

სხეულს იმდენი საკვები მიაწოდე, რამდენიც სჭირდება და დღეში სამჯერ რომ ჭამო, არ გავნებს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მშვინვიერ მარხვაზე ნუ წუხარ, ის არაფერს წარმოადგენს სულიერი მარხვის გარეშე.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მარხვის შემსუბუქება საეკლესიო კანონების მიხედვით უძლურთათვის დასაშვებია, და ეს სამართლიანია, რადგან უძლურება თავისთავად გულისხმობს იმ მდგომარეობას (ანუ გრძნობების მოთოკვასა და ხორციელი ვნებების უმოქმედობას), რის მისაღწევადაც საჭიროა მარხვა. აქედან გამომდინარე, უძლურებაში მყოფისთვის მარხვით ხორცის დაოკება კი არ არის საჭირო, არამედ უძლური სხეულის კვებითა და მკურნალობით გაძლიერება, სულის მსახურებისათვის სრულიად უვარგისი რომ არ გახდეს.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არცერთ ჭამისმოყვარულ და მძიმე ცხოველს არ შეუძლია ისეთი სწრაფი სირბილი, როგორც მცირედმჭამელ ირემს: ამის მსგავსად გემოთმოყვარე შეუძლებელია ისეთი აქტიური და ღვაწლისმოყვარე იყოს, როგორც მმარხველი.

რაც უფრო მეტია შეშა, მით უფრო ძლიერია ცეცხლი. რაც უფრო მეტია საკვები, მით უფრო მძვინვარეა ვნება.
აბბა ლეონტი

გაიხსენე, რომ სამოთხეში ადამი შენზე ნაკლები სრულყოფილი არ ყოფილა. წარმოიდგინა, რომ მარხვის გარეშეც შეიძლებოდა ცხოვრება და რა გამოვიდა? ლოთი შუა სოდომში ცხოვრობდა და სათნოებებით იყო განთქმული. სოდომსგარეთ კი მარხვა შეწყვიტა და რა მოხდა.
ხერსონის მთავარეპისკოპოსი ინოკენტი

მარხვა და ლოცვა განუყრელნი არიან.
წმ. ნილოს სინელი

დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო