Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ჯიხეთი ინფო

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სამება- ჯიხეთის დედათა მონასტერი


ჯიხეთის დედათა მონასტერი ლანჩხუთის რაიონის სოფელ სამება-ჯიხეთში მდებარეობს. სოფელი მთაგორიანია, იგი ზღვის დონიდან 250 მეტრზე მდებარეობს.

სოფელს სახელი გაუთქვა დედათა მონასტერმა. გურიის დედათა მონასტრის დიდებული ტაძარი სახელგანთქმულმა ხუროთმოძღვარმა ილარიონ მენაბდემ ააგო. ტაძრის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. 

ჯიხეთის მთაზე მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებელ დედათა სახელობის მონასტერი. თურმე, დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. სამებად იწოდებოდა ის ადგილი. ამიტომაც ყოფილა ერთიანი აზრი- ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი ეწოდებინათ. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმიდე. მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დაუდგათ და შედგა პირველი საზეიმო წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგახრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია.
თავდაპირველად 113 ქალი მოღვაწეობდა ტაძარში. იყო შეწირვის ფაქტებიც- აკვირინე აროშიძე 9 წლისა შეუწირავთ.

ჯიხეთის წინამძღვარი მონაზვნები იყვნენ: ელენე მგალობლიშვილი, ანასტასია ლორთქიფანიძე, მარინე გოგეშვილი, ელისაბედ ჯანჯღავა, იღუმენია თეოდორა მორჩილაძე, სქემონაზონი მარიამი, მონაზონი მართა სიხარულიძე, მონაზონი ელისაბედ ხონელია, იღუმენია თეონა თევზაძე, მონაზონი ბარბარე მახარაძე და სხვები. ღირსეული მოძღვარნი ჰყავდა სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერს: დეკანოზი ივანე წეროძე, დეკანოზი ეპიფანე ხონელია, იღუმენი დავით ჯინჭარაძე, მღვდელ-მონაზონი მელქისედექ მიქავა, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზ ღლონტი, არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარია და სხვანი.
გასაოცარი მგალობელი ყოფილა მონაზონი ბრმა მართა. ბევრი გაუკვირვებია ერთ-ერთი მღვდლის ცოლს. ღმრთისმსახური კომუნისტებს გაუპარსავთ. ელენეს ოჯახი დაუტოვებია და მონასტერს შეფარებია.

მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც.
მძიმე ჟამი ბევრჯერ დადგომიათ დედებს, მაგრამ უმძიმესი მაინც რევოლუციის შემდგომი პერიოდი ყოფილა. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები. ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ. მიუხედავად ამისა სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია.

დედათა უმრავლესობა, ღმრთის სადიდებელი ცოცვა-ვედრებით მონასტერშივე დაშორებია წუთისოფელს და მათგან რამდენიმე ტაძრის ეზოშივეა დაკრძალული.
სამება-ჯიხეთის მონასტერს გულისხმიერება და ზრუნვა არასდროს მოკლებია ღმრთითკურთხეული მღვდელმთავრებისაგან, რომელთაგან პირველი იყო გურია-ოდიშის ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი), მეუფე ალექსანდრე (ოქროპირიძე), მღვდელმთავარი დიმიტრი (აბაშიძე) და სხვანი.
დღეს მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი), რომლის მოღვაწეობით და გარჯით კიდევ ორი ტაძარი აიგო: წმიდა გიორგის და იოანე ნათლისმცემლის სახელობის. ტაძრის ეზოში წყარო ოთხი მხრიდან შემოიყვანეს- სანათლავი მოაწყვეს და უწოდეს “იორდანეს წყარო”.

მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ გურიის მონასტრის დედებს ათონის სახელგანთქმულ იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ სამება-ჯიხეთის მონასტერს, ათონიდან ღმრთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

საკუთარი მეურნეობა აქვს მონასტერს: ფუტკარი, ვენახი, სიმინდის ყანები, ბოსტანი. აქვთ ყველაფერი საკუთარი შრომით მონაგირი, უფლის წყალობით ნაკურთხი.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო