Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ერკეთი ინფო

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ერკეთის ეკლესია


ხიდისთავიდან გზა აღმა მიუყვება მდინარე გუბაზეულის მარჯვენა ნაპირს სოფელ ერკეთისკენ. ერკეთი გურული ერისთავების მამული იყო.

გუბაზეულის მარჯვენა ნაპირზე იდგა ერკეთის ეკლესია. აქედან მოჩანს ერთ მხარეზე აჭარა-ახალციხის ქედი, მეორე მხარეზე კავკასიონის მთები. უფრო ახლოს გადაჭიმულია ჩოხატაურის დაბალი ქედი და მის ქვემოთ მდინარე კვეთს სუფსის ხეობას.

ერკეთის ეკლესია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეა აგებული. სავარაუდოდ მონასტერი თარიღდება 10- 11 საუკუნით. აგების წესითა და ჩუქურთმებით, ნაწილობრივ, ლიხაურის ეკლესიას ჩამოგავს. სამი კარიბჭე აქვს. შიგნით ნათელი საღებავებითაა მოხატული. აქ გამოსახულია მაცხოვარი თხემზე, ერთი ხელით კურთხევას იძლევა, მეორეში გადაშლილი სახარება უპყრია. მის ორთავე მხარეს დგანან დედა ღმრთისა და იოანე მოციქული; შემდეგ კამარაზე- ამაღლება და სამება მინაწერით; დასავლეთის შესასვლელთან მარცხნივ- დედა ღმრთისა კალთაში ყრმით.

ერკეთის ეკლესიაში არის ორი საფლავის ქვა. ერკეთის ეკლესიაში გამოსაყოფია ერკეთის გულანი, რომელიც შესრულებულია ნუსხახუცურით, რომლის მინაწერშიც იკითხება: “დაიწერა და შემოიწერა წმიდა ესე გულანი ეპისკოპოსობასა ცაიშელ მამათ-მთავრისა მაქსიმესი”.

2006წლის 19 სექტემბერს აღსდგა მონასტრული ცხოვრება, დღესდღეობით მონასტერში ცხოვრობს მონაზონი მარიამი (ფოჩხუა) და რამდენიმე მორჩილი.



 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო