Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ბახვი ინფო

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ბახვის ეკლესია


ბახვი გურიის მხარეში ერთ-ერთი ლამაზი სოფელია. სოფლის ცენტრში იდგა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია, ნაშენი თლილი ქვით, ოთხქიმიანი ჯვრის ფორმით და გუმბათით. ქვა უბადლოდაა გათლილი.
ბახვის ეკლესიის აშენების თარიღი აღნიშნულია წარწერაში სამხრეთ შესასვლელის ზემოთ: “1867 შეწევნითა ღუთისათა შესრულდა ტაძარი და ესე 1867 წელსა აღშენებული საფასითა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა და სოფლის ბახვის შემწეობითა, ხოლო ხელოვნებითა ლევან და მოსე ბერიკაშვილებისა”.

ეპისკოპოს გაბრიელსავე მიაწერენ სასწავლებლის შენობის აგებას ეკლესიის გალავანში. ბახვი მისი სამშობლოა და გაბრიელიც უკეთეს საჩუქარს ვერ უძღვნიდა მას. მარტო ეკლესია, როგორც ვარაუდობენ მას 8000 მანეთი დაუჯდა.

ბოლშევიზმის გაბატონება და ეკლესიათა ნგრევა ჩვეულებრივ საქმედ იქცა. მაგრამ გავიდა ხანი და კომუნისტური რეჟიმისაგან თავისუფალ ბახვში, წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია ააგო სოფლის მკვიდრმა ზვიად ცეცხლაძემ.



 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო