Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ასკანა ინფო

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ასკანის ეკლესია


ასკანა ბახვის წყლის ვიწრო ხეობის მარჯვენა ფერდობზეა გაშენებული. ისტორიას შემორჩა სოფელში მოქმედი ორი ეკლესია: ერთი ხისა, გუმბათიანი, ფერდობის ზემო ნაწილში აშენებული; მეორე ქვისა ძალზე ვიწრო- 7 არშინი და 4 გოჯი სიგრძე და 5 არშინი სიგანე, ცოტა ზევით, ზედ მწვერვალზე.

ქვით ნაგები ეკლესია ხასხასა ფერებით ყოფილა მოხატული. შესასვლელში წარმოდგენილი იყო ღმრთისმშობელი ყრმით.

დღეს ასკანაში ახალი ტაძარი დგას. იგი ასკანელმა ძმებმა ჩხაიძეებმა ააგეს, რითაც სოფელს დიდი მადლი დაუბრუნეს.

ასკანის მეზობელ ვანის ქედში იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში ყურადღებას იპყრობდა ძველი საეკლესიო წიგნები: “მოკლე ჟამნ-გულანი” და “ვრცელი ჟამნ-გულანი”, რომლებიც ვინმე “ცოდვილ გრიგორ შუბლაძეს” გადაუწერია.

ვრცელ “ჟამნ-გულანს” ახლდა “ასწლიანი კვინკლოსი” და ცალკე ქორონიკონი 1729 წლიდან 1749 წლამდე.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო