Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

მკვდრეთით აღმდგარი ბიჭუნას მოწმობა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მთავარეპისკოპოსი ამბერკი მოგვითხრობს შემდეგი შემთხვევის შესახებ: ბულგარეთში ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში ერთი ღირსშესანიშნავი შემთხვევა მოხდა: ერთგან 14 წლის ყმაწვილი ბიჭი მომკვდარიყო; როცა მას წესს უგებდნენ, ანაზდად იგი წამოიმართა კუბოდან და უნუგეშო, სასოწარკვეთილი ტირილი დაიწყო. თავდაპირველად საშინლად შეძრწუნებულმა და იმავდროულად გახარებულმა ახლობლებმა დამშვიდება დაუწყეს ბიჭს და როცა ეს, დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, როგორღაც მოახერხეს, ჰკითხეს კიდეც, რატომ ტიროდა ასე მწარედ. და ბიჭმა შემდეგი მოუთხრო მათ: „როცა მე მოვკვდი, მაშინვე იმ ადგილებში მოვხვდი, სადაც ცოდვილნი ეწამებიან. რა საშინელი სახეები ჰქონდათ მათ! მე არ შემიძლია ამის

 

დავიწყება, ხოლო მათი ტანჯვის გადმოცემა არც ძალმიძს! ეს იმდენად შესაზარი და საშინელი იყო, რომ ამის წარმოდგენა ადამიანს არ შეუძლია! მერე სამოთხის სავანეებისაკენ წამიყვანეს, და მე ვიხილე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი; ვნახე, თუ როგორ ლოცულობდა იგი ცოდვილთათვის და მთელი მსოფლიოსათვის. მისი პირისახე, გაბრწყინებული საკვირველი არაამქვეყნიური სიმშვენიერით, გატანჯული იყო მწუხარებით, ცრემლები ნაკადულებად ჩამოსდიოდა. როცა მე დამინახა, ღვთისმშობელმა მითხრა: „შენ არ დარჩები, უკან, ქვეყნად დაბრუნდები ადამიანებთან. უთხარი მათ, რომ ძალზე გამტანჯეს თავიანთი შეცოდებებით; მე უკვე ძალი აღარ შემწევს ვილოცო მათთვის, ძალ-ღონე მეცლება მათს გამო... დაე, შემიცოდონ მე!“

ამ მოვლენამ შესძრა მთელი ბულგარეთი, და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან თუკი ესე ცოდვილი ქვეყანა კიდევ არსებობს, იმით, რომ მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უფლისადმი აღვლენილი ლოცვები იცავს.

„დედა ღვთისმშობლის სასწაულები“
მართლმადიდებელი სარწმუნოება XX საუკუნეში, კრებული მეორე, თბილისი, 1997 წ
.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო