Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ღვთის მართლმსაჯულება

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მამა პაისი მთაწმინდელი

–წმიდაო მამაო, რა არის საღვთო მართლმსაჯულება?
–საღვთო მართლმსაჯულება ეს მრავლისმოთმინებაა, რომელიც საკუთარ თავში სიმდაბლესა და სიყვარულს შეიცავს; ღმერთი უაღრესად კეთილია, მაგრამ ამავე დროს ის მეტად თანამგრძნობელია და მისი თანამგრძნობლობა მის სამართლიანობას აჭარბებს. შენთვის გსაგები რომ გახდეს, ასეთ მაგალითს მოვიტან: თუკი ადამიანს არასოდეს მისცემია კეთილი შესაძლებლობა, რომ ღვთის შესახებ რამე სმენოდა, ღმერთი მას ამ მდგომარეობის მიხედვით კი არ განსჯის, რომელშიც ის ამ შემთხვევაში იმყოფება, არამედ, იმის მიხედვით, რა მდგომარეობაშიც იქნებოდა, ღმერთის შესახებ რომ სცოდნოდა. სხვაგვარად, ხომ ღმერთი სამართლიანი ვერ იქნება. საღვთო სამართალს თავისი მათემატიკური კანონები აქვს. ზოგჯერ ერთს პლუს ერთი ორს ნიშნავს, ზოგჯერ კი ორ მილიონს
–წმიდაო მამაო, რანაირად აღესრულება საღვთო სამართალი იმ ადამიანზე ვინც ცოდვა ჩაიდინა?
–ადამიანური სამართალი ამბობს: „ცოდვა ჩაიდინე და უნდა დაისაჯო!“ ხოლო საღვთო სამართალი იტყვის: „ აღიარე შენი შეცდომა და ინანიებ? მაშ შენდობას მიიღებ.“ განა ასე არ ხდება: როდესაც ადამიანი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს, თუ იგი გულწრფელად მოინანიებს და აღიარებს ჩადენილს, თუნდაც მასზედ მცირედი ეჭვიც კი არავის ჰქონდეს, თვით ადამიანური სამართალი ასეთი კაცის მიმართ უაღრესად შემწყნარებელია ხოლმე. და თუ შემცოდე შემწყნარებლობით განისჯება კაცთაგან, რამდენად დიდი იქნება მისდამი შემწყნარებლობა ღვთისა, რომელიც მართალი და თანამგრძნობელი მსაჯულია.


ყველა ჩვენგანი ღვთის ხელშია, ის გვიყურებს ჩვენ და ყველაფერს დანამდვილებით ხედავს, მისთვის ყოველი კაცის გული გახსნილია. ის ჩვემდამი უსამართლო არ იქნება. რამდენადაც არსებობს ღვთის სამართლიანობა, საღვთო მისაგებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ, არც ერთი სიკეთე, რომელსაც ადამიანი აღასრულებს, ტყუილუბრალოდ არ ჩაივლის. ამიტომ, იგი, ვინც ადამიანებისადმი სამართლიან დამოკიდებულებას ესწრაფვის, სრულიად უვარგისი, განუვითარებელი ადამიანია.
შევნიშნე, რომ თუ ის ადამიანი, უსამართლობის მსხვერპლი რომ გახდა, მომხდარს ისე შეხვდება, როგორც ამას საღვთო სამართალი მოითხოვს, მას ღმერთი ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში გაამართლებს. მახსოვს, ომის შემდეგ, ორდენების გადმოსაცემად ჩვენთან მოვიდა გენერალი. იმ დღეს მე არ ვიყავი, როდესაც გენერალმა ჩემი გვარი ამოიკითხა, რიგიდან გამოვიდა ერთი ჩემი თანამშრომელი– წარმოშობით ფარასიდან და ჩემი კუთვნილი ჯილდო მან მიიღო. სხვა ჯარისკაცებმა არაფერი თქვეს, იმიტომ, რომ მაშინ ჯარში ასეთ ტყუილისთვის ციხეში სვამდნენ. როდესაც გენერალი წავიდა, ეს ჯარისკაცი დაიმალა, რადგანაც ეშინოდა, რომ დანარჩენები სიკვდილამდე სცემდნენ. მას შემდეგ, რაც ნაწილში დავბრუნდი, ჩემთან მოსვლასაც გაურბოდა, დიდხანს მიარა გარშემო და ბოლოს მითხრა: – მაპატიე, მე ასე და ასე მოვიქეციო. –„ძალიან კარგად მოქცეულხარ, მე რაში მჭირდებოდა ეს ორდენი“? – ვუპასუხე მე. შემდეგ ის ამ ორდენს აღლუმებზე იკეთებდა. ხოლო ორმოცი წლის შემდეგ აქ – მონასტერში თესალონიკის პირველი არმიის ხელმძღვანელი მოვიდა და მომიტანა ჯილდო – ალექსანდრე მაკედონელის ორდენი. ამის დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე. დიახ, ორმოცი წლის შემდეგ! და მე გამაოცა იმ ამბავმა, რომ მარშალი სწორედ თესალონიკიდან მოვიდა, ანუ იმ მხრიდან, საიდანაც ის ჯარისკაცი იყო, ჩემი ჯილდო რომ მიითვისა. ხედავთ, როგორ ხდება?! თუ იმას ვესწრაფით, რომ სამართლიანად მოგვექცნენ, ვკარგავთ იმას, რასაც აქ უნდა ვასწრაფვოდეთ და იმასაც, რასაც ქრისტე, ამქვეყნიური უსამართლობის დათმენის სანაცვლოდ, იმ ქვეყნად გვიმზადებს. ანუ სრულიად უსარგებლო რამის გამო, ვკარგავთ მთავარს, მარადიულს. რადგანაც ასეა თუ ისე, ყოველივე ამქვეყნიური ხომ არარაობაა, მაშ რიღასთვის გვჭირდება ყოველივე ეს?!


 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო