Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

მილოცვები

ელფოსტა ბეჭდვა PDF

გილოცავთ შობა-ახალიწლის დღესასწაულს, დღეგრძელობა და ბედნიერება მოგანიჭოთ უფალმა,
რამეთუ, ბედნიერება - ეს სულის თავისუფლებაა, თავისუფლება კი საკუთარ თავზე, მატერიალურ ვნებებზე გამარჯვებაა.
სიტყვა `თავისუფლება~ პირდაპირი მნიშვნელობით მიანიშნებს იმას რომ, შენ შენი თავის უფალი ანუ, საკუთარი სხეულის მბრძანებელი უნდა გახდე.
გავიხსენოთ სახარების სიტყვები, სადაც უფალი ეუბნება მასთან მისულ ებრაელებს, რომლებიც სთხოვენ მას წარუძღვეს ებრაელ ხალხს საომრად და გაანთავისუფლოს ისრაელი რომის ტყვეობისაგან, ხოლო უფალი ეუბნება მათ: _ `თქვენ ჯერ ცოდვებისგან, ვნებებისაგან განთავისუფლდით და ჭეშმარიტებამ განგათავისუფლოთ თქვენ~.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ადამიანი ძალიან მდიდარი იყოს, ან უზრუნველყოფილი ყოველმხრივ, მაგრამ სინამდვილეში მონა იყოს თავისი ცოდვილი ზრახვისა და ქონებისა.
უფალი ბრძანებს: - `ნუ აგროვებთ სიმდიდრეს ქვეყანასა ზედა, სადაც მას ქურდები და ავაზაკები იპარავენ, ან ჩრჩილი და მატლი შეშჭამს მას, არამედ მოაგროვეთ საუნჯე თქვენი ცათა შინა. რამეთუ სადაც იყოს საუნჯე შენი იქ იყოს გული შენი~.
დაგროვილი ქონება ძალიან დიდი ტვირთია და ამაო საზრუნავი, სახარებაში მაცხოვარი შეგვაგონებს - `აჰა, დღეს მივიბარო მონავ სული შენი, და ვისღა დარჩეს სიმდიდრე შენი?!~; - `რა იზღვიოს კაცმა საკუთარი სულის სანაცვლოდ...~ და სხვა.
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ თავისუფალია, მაგრამ სამწუხაროდ მიცემული აქვს თავი თვისი გართობას, ლოთობას, ნარკომანიას, როკვას, თამაშს, ამაო უსაქმურ ცხოვრებას, ხოლო ღვთის წინაშე როცა წარსდგებიან აღმოჩნდება, რომ თურმე მონა და ტყვე ყოფილა ამქვეყნიური საზრუნავისა და ცოდვებისა. ამიტომ, ადამიანმა უქმად არ უნდა დაკარგოს დრო მისი, უნდა იშრომოს, ქვეყნისთვის, ხალხისთვის, უნდა იყოს მოწყალე, თავმდაბალი, არ უნდა იყოს მრისხანე და შურის მაძიებელი, არ უნდა ხედავდეს სხვის თვალში ბეწვს, არამედ საკუთარ ცოდვებზე და შეცდომებზე გამარჯვებას უნდა ცდილობდეს. რომელიც არის სულიერი სიმდიდრე, რასაც ვერც ქურდი მოიპარავს და ვერც მატლი და ჩრჩილი შეშჭამს. და ესრეთ უნდა აღასრულოს სიცოცხლე მისი.
კიდევ ერთხელ მინდა ძვირფასო თანამემამულენო მოგილოცოთ შობა-ახალი წლის დღესასწაული, და მადლობა შევსწიროთ უფალს, კიდევ ერთი წელი რომ გვაჩუქა და მოგვცა საშუალება სიცოცხლისა და თავისუფლების მოპოვებისა.

ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე. ამინ.

იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო