Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ბიოეთიკა აბორტის შესახებ

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ძველ აღთქმასა და ახალ აღთქმაში პირდაპირი მნიშვნელობით არ გვხვდება სიტყვა აბორტის შესახებ, მაგრამ ნათელია, რომ წმინდა წერილის შინაარსი თავისთავად გულისხმობს, რომ მუცლის მოშლა ადამიანის მკვლელობის ტოლფას ცოდვას წარმოადგენს.
მუცლის მოშლა აგრეთვე ცნობილი იყო ძველ სამყაროში: რომის იმპერია, ეგვიპტე, ასურეთი და სხვა. რასაც ადასტურებენ ძველი ფილოსოფოსები, მწერლები: არისტოტელე, ჰიპოკრატე, ოვიდიუსი...
აბორტის შესახებ შეუძლებელია ძველ ისრაელში არ სცოდნოდათ. მათ, უბრალოდ, თავში აზრადაც კი არ მოუვიდოდათ საკუთარი შთამომავლობის განადგურება. ძველი აღთქმის კანონები ნათელ მაგალითს შეიცავს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ იუდეველები გამრავლებულიყვნენ და აღმატებული ყოფილიყვნენ ფიზიკურად სხვა ხალხებზე.
ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, როგორც ადამიანი, მცენარე თუ სხვა, არასოდეს იზრდება განმარტოებით. იგი ყოველთვის განიცდის სხვა ცოცხალი არსების ზეგავლენას და ურთიერთქმედებაშია მასთან. ბიოტური ფაქტორები ცოცხალი ფაქტორებია. მათში იგულისხმება, როგორც ადამიანის სხვადასხვა ჯგუფები, აგრეთვე მცენარეები, ცხოველები და ისინი ცდილობენ, რომ განვითარდნენ, ერთმანეთზე მეტად გამრავლდნენ. აქედან გამომდინარე სხვადასხვა ხალხებთან თანაცხოვრებით იუდეველები ცდილობდნენ მეტად გამრავლებულიყვნენ და ბუნებრივია, რომ მუცლის მოშლა მათში გამორიცხული იყო. ხოლო, თანამედროვე ცხოვრება, არაეკლესიური ადამიანის ცნობიერება მუცლის მოშლას არ თვლის ცოცხალი ორგანიზმის განადგურებად. ამიტომ, ასეთ ადამიანს სინდისიც კი არ აწუხებს ამის შესახებ.
ბიბლიაში მკაფიოდ არის განცხადებული, რომ ადამიანის სიცოცხლე ჩანასახშივე იწყება: “ვიდრე მუცელში გამოგსახავდი გამოგირჩიე. ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმინდაგყავი, ხალხის ქადაგად დაგადგინე;”- ბრძანებს უფალი. (იერემია 1,5).
მოციქული პავლე ამბობს, რომ; ღმერთმა გამოირჩია იგი დედის მუცლითაგან. (გალატ. 1,15).

ისააკს სახელი ეწოდა ჩასახვამდე. (დაბადება 17.1თ).
უფლის ანგელოზი ღვთისმშობელს ახარებს, რომ შობს ძეს სულიწმინდისაგან და ეწოდოს სახელი მისი იესო; (ლუკა 1.31).
აქედან გამომდინარე ნათელია, რომ სიცოცხლე ადამიანის ჩასახვის წამიდან იწყება, ხოლო, ნაყოფის მოცილება ნებისმიერ მდგომარეობაში მკვლელობაა. იგი, ძალიან დიდი ცოდვაა კიდევ იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ჩანასახშივე მოვკლავთ გზას ვუკეტავთ ცხონებისაკენ.
უფალი ბრძანებს: “ვინც არ მოინათლოს წყლის სულისაგან და ცეცხლისა ვერაიხილოს ცათასასუფეველი.”
მღვდელმთავარ ნიკოდიმოსს მაცხოვარი ეუბნება: “ხორცისაგან შობილი ხორცი არს, ხოლო სულისაგან შობილი სული არს. ამიტომ, ყველას უხმს, რომ ნათელიღოს სულისაგან წმინდისა და დაიბადოს მეორედ.” (ანუ მოინათლოს)-
ბრძანებს უფალი.
სახარებაში ერთ-ერთ ადგილას წერია, თუ როგორ აიყვანს მაცხოვარი ყრმას ხელში და ამბობს: ვაი მას ვინც აცდუნოს ერთი მცირედთა ამათგანი, ჩემდა მომავალი. სჯობს, რომ არადაბადებულიყო რამეთუ ნაკლებ სასჯელს მიიღებდა იგი: ეს კი ნიშნავს იმას, რომ მაცხოვარი ბრძანებს პირდაპირი მნიშვნელობით მუცლიდან ნაყოფის მოწყვეტაზედ, რომ იგი ვერ ცხონდება, მაგრამ, არც მძიმე სატანჯველში იქნება, რასაც ადასტურებს აგრეთვე წმ. ვასილი ახალი: “ყველა ბავშვი, რომელსაც დედა მუცლიდან მოიცილებს მეორედ მოსვლის შემდეგ 33 წლის აღსდგება და დედას ეტყვის: როგორც შენ არ მომეცი საშუალება, რომ სრულყოფილი ღვთის დიდება მიმეღო, აგრეთვე ღმერთი არც შენ მოგცემს ცხონებას, ღვთის ნათელს.”- ბრძანებს ვასილი ახალი მის მოწაფესთან თეოდორასთან საუბარში.
რაც შეეხება ექიმებს, რომლებიც მონაწილეობენ მუცლის მოშლაში, ბიბლიაში წერია: ”წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად.”(სჯული 21.25). ხოლო, მორწმუნე ადამიანებს მოუწოდებს წმ. წერილი: იხსენი მოსაკლავად წაყვანილი, დაიფარე დასახოცად განწირული.
ეკლესია ყოველთვის გმობდა მუცლის ხელოვნურად მოშლას. ანკირიის კრების XXI კანონის თანახმად: მეძავი დედები, რომლებიც წამალს ამზადებენ და ნაყოფს იცილებენ, სიკვდილამდე არ დაიშვებიან ზიარებაზე, მხოლოდ სინანული თუ შეუმცირებს ამ დროს ანუ ეპიტემიას.
VI მსოფლიო კრების ოთხმოცდამეთერთმეტე კანონით: ქალები, რომლებიც წამლით მოიცილებენ ნაყოფს კაცის მკვლელთა კანონით განკანონდებიან.
წმ. ბასილი დიდის II კანონი: წინასწარი განზრახვით მუცელში ჩვილის მომკვლელს კაცის სასჯელი ედება.
წმ. ბასილი დიდის VII კანონი: ისინი ვინც ფეხმძიმეებს მუცლის მოსაწყვეტ საშუალებას მისცემენ კაცის მკვლელნი არიან.
ესეიგი, მკვლელია არა მარტო ქალი, ვინც ნაყოფს იცილებს, არამედ მისი ხელის შემწყობიც, ეს იქნება: ქმარი, ექიმი, ოჯახის რომელიმე წევრი, მეგობარი, თუ წამლის მიმცემი.
როგორც ვხედავთ, წმ.წერილში ბევრი მაგალითია წარმოდგენილი სიცოცხლის მოსპობის უარყოფით ზეგავლენაზე. იგი შლის ადამიანის ფსიქიკას, არღვევს ოჯახურ სიმყუდროვეს, და ის რომ ღმერთმა მისცა ადამიანს გამრავლების საშუალება, ნაყოფის მოცილებით, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა მხოლოდ ხორციელ ინსტინქტებამდე დადის.
უფალი იერუსალიმში ვირზე ამხედრებული შებრძანდა. ხოლო, როგორც წმ. მამები ბრძანებენ ჩვენც, ჩვენს სხეულზე ხორციელ თუ სულიერ ვნებებზე გამარჯვებულნი უნდა შევიდეთ ზეციურ იერუსალიმში.
აბორტი და მისი საზოგადოებაში დამკვიდრება ერთ-ერთი უდიდესი ბოროტებაა კაცობრიობის წინაშე. იგი ანადგურებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მხარეს, არაეთიკურია, არაზნეობრივია, აგრეთვე საშიშროებას უქმნის საერთოდ განრავლების პროცესს. ადამიანები იქამდეც კი მიდიან, რომ ცდილობენ ხელოვნური საშუალებებით შექმნან ახალი სიცოცხლე და ამით აიცილონ ყველა ის პრობლემა, რაც აბორტთან არის დაკავშირებული.
თანამედროვე მეცნიერებამ, ჩაერია რა ადამიანის გენეტიკაში, ცდილობს შექმნას ისეთი ადამიანი გენური ინჟინერიით, რომელიც იქნება მისი ინტერესების განმახორციებელი; ანუ, მოკლედ, რომ ვთქვათ რობოტი, რომელსაც ფაქტიურად აღარ ექნება თავისუფალი ნება. ხოლო ის, რომ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ მსგავსება და ხატება ვართ ღვთისა.
მედიცინაში თანამედროვე ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებისას ეთიკის და იურიდიული ნორმების მკაცრი დაცვაა საჭირო. ცოცხალ ორგანიზმებზე ექსპერიმენტი ხშირად ღვთის ნების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ ცოცხალი ორგანიზმების სულიერ თუ ფიზიკურ სიმახინჯემდე და გადაგვარებამდე. ეს შეეხება, როგორც ადამიანებს, აგრეთვე, ცხოველებს, მცენარეებს და სხვა, რაც იწვევს ბიოსფეროს წონასწორობის დარღვევას.
გარემოს უარყოფითი ცვლილებები ადამიანის ცოდვით დაცემას უკავშირდება. ის კატასტროფები, წყალდიდობები. უამრავი ფიზიკური თუ სულიერი დაავადებები, მიწისძვრები და სხვა, გამოწვეულია იმით, რომ ადამიანთაA უმრავლესობა სერიოზულად ჩაერია ღვთის ნების წინააღმდეგ. ხოლო სამყარო, მატერია ცოცხალი თუ არა ცოცხალი, სულიერი თუ არასულიერი ორგანიზმები ეწინააღმდეგება ადამიანის დაცემულ ნებას. ყოველივე ეს იწვევს ფიზიკურ კატასტროფებს, სულიერ თუ ფიზიკურ განსაცდელს და რაც საერთოდ დედამიწაზე ხდება. რამეთუ, ცოდვილი ადამიანი მიმართულია ღვთის წინააღმდეგ, რომლის სულის ჩამდგმელია ბოროტი სული. ეშმაკი ღმერთმა გადმოაგდო რა ზეციდან, იგი ახლა მთელის ძალით ებრძვის ღვთის ხატებას- ადამიანს. რათაA მისი სახით გავიდეს კოსმოსში, გააერთიანოს კაცობრიობა ღმერთის წინააღმდეგ და საბოლოოდ კი იბატონოს მასზედ. თუმცა, იცის, რომ დაიღუპება, რამეთუ, სიცოცხლის წინააღმდეგია იგი.
ბოლო დროს იესო ქრისტე მოვა ზეციდან და როგორც იხილეს მოციქულებმა მაცხოვარი ზეცადამაღლებული, ეგრეთვე მოვა იგი ქვეყანასა ზედა. ამას იხილავს ყოველი ტომი და ყოველი ხალხი. აღსდგება მკვდრეთით ყველა ის, ვისაც უცხოვრია დედამიწაზე. ერთნი დადგებიან მარჯვნით უფლისა, ხოლო მეორენი მარცხნივ. მარჯვნივ მდგომთ უფალი დაამკვიდრებთ ცათა სასუფეველში, ხოლო მარცხნივ მდგომნი ბოროტ სულებთან ერთად დასჯილნი იქნებიან სამუდამო სატანჯველში და განისჯება ყოველი კაცი საქმეთა მათაებრ.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი, მისი სიცოცხლე იყვეს მხოლოდ ღვთის მადლით აღვსებული და გახარებული, ამინ!

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო