Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ზენონი _ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დმანისის ეპარქია

ეპისკოპოსი ზენონი (იმედა იარაჯული)

დაბ. - 17.05.1972, თბილისი
1992 წ. - თბილისის სასულიერო სემინარია
14.08.1993 - ბერად აღკვეცა
19.08.1993 - დიაკვნად კურთხევა
25.10.1993 - მღვდლად კურთხევა
10.11.1994 - იღუმენი
10.11.1994 - სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის რექტორი
1995-1996 - თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი
1996-1997 - რომის ორიენტალისტური ინსტუტუტი
1998 - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი
1998-2002 - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე
2000-2002 - თბილისის მამა-დავითის ტაძრის წინამძღვარი
16.06.2001 - არქიმანდრიტი
2002-2003 - სვეტიცხოვლის წინამძღვარი
18.08.2003 - ეპისკოპოსად კურთხევა


 

დმანისის საეპისკოპოსო კათედრა VI ს.


დმანისის ეპარქია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ე.წ. „ქვენა სოფელში“, მდინარეების მაშავერასა და ხრამის აუზში მდებარეობს. იგი ქართლის განაპირა ქალაქ დმანისს და მის მიმდებარე სანახებს მოიცავს. აღნიშნული სახელწოდებით ეპარქია მხოლოდ 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით აღდგა. მანამდე მისი სამწყსო ბოლნისისა და დმანისის საერთო სახელწოდებით არსებულ სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა, უფრო ადრე კი აგარაკ-წალკის ეპარქიაში შედიოდა. დმანისის სამღვდელმთავრო სამწყსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოლნისის, დასავლეთიდან - ახალქალაქისა და კუმურდოს, ჩრდილოეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები, სამხრეთი საზღვარი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა.

დმანისი იყო ძირძველ ქართულ პროვინციათა - ტაშირისა და დმანისხევის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და კულტურულ-საეპარქიო ცენტრი.

დმანისის საეპისკოპოსო რეზიდენცია აგებული 2004 წ.


საქართველოს უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე მდებარე სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანი მხარე ადრიდანვე მრავალ დამპყრობს იზიდავდა. სხვადასხვა ჯურის მომხვდურთა მიერ გამუდმებული დაპყრობების მიუხედავად, ამ მხარის მკვიდრი მოსახლეობა საკუთარი მამულის აღორძინებას პირველყოვლისა სასულიერო კერების - ეკლესიებისა და მონასტრების საფუძვლიანი აღდგენით იწყებდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე დმანისის ეპარქიის სამწყსო ტერიტორია აგარაკ-წალკის სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა. 1995 წ. საქართველოს ეკლესის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით აგარაკ-წალკას გამოეყო ბოლნისისა და დმანისის ეპარქია, რომელიც აღნიშნულ ორ მეზობელ რაიონს აერთიანებდა.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სადღესასწაულო კრებაზე ბოლნისისა და დმანისის სამღვდელმთავრო ტერიტორიის საფუძველზე დმანისის ეპარქია ჩამოყალიბდა, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა, ორი უძველესი და დამოუკიდებელი სამღვდელმთავროს მემკვიდრეობის განახლების თვალსაზრისით. განახლებული დმანისის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად წმიდა სინოდმა გამოირჩია მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის არქიმანდრიტი ზენონ იარაჯული.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო