Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

გერასიმე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
http://eparqia.iatp.ge/
(ქ. ზუგდიდი. ქ. წალენჯიხა, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები)

 

 მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)

დაბ. - 20.05.1958. თბილისი
1985 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
28.06.1997 - ბერად აღკვეცა
20.07.1997 - დიაკონი
10.08.1997 - მღვდლად კურთხევა
29.03.1998 - ეპისკოპოსად კურთხევა
2002 - საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ზუგდიდს, წალენჯიხასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ზუგდიდისა და ცაიშის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან ცხუმ-აფხაზეთის, ჩრდილოეთიდან მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან ფოთისა და სენაკის ეპარიქიები, სამხრეთ დასავლეთის საზღვარი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

საეკლესიო ტრადიციის თანახმად ამ მხარეში წმინდა მოციქულების ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელსა და მატათას უქადაგიათ და პირველქრისტიანული თემისათვის ეკლესია დაუფუძნებიათ. IV ს. პირველ ნახევარში ეგრისში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო V ს. ვახტანგ გორგასალმა სრულად გაათავისუფლა დასავლეთ საქართველო რომაელთაგან.

ცაიშის, იგივე საისი, სისენი, აბისენის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში VI-VII საუკუნეთა მიჯნიდან ჩანს.

ცაიშელი მღვდელმთავრები დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდნენ. XV საუკუნეში აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბებისას, „მცნებაი სასჯულოში“ მოხსენიებული პირველი კათალიკოსი იოვაკიმე მანამდე ცაიშელ-ბედიელი მწყემსმთავარი იყო.

1917 წლის სექტემბერში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს საეკლესიო კრების განჩინებით ცაიშის ძველი სამღვდელმთავრო ტერიტორია ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე აღდგა 1823 წლიდან გაუქმებული ცაიშის საეპისკოპოსო კათედრა. ახლად აღდგენილ სამღვდელმთავროს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ეწოდა. აღდგენილი ეპარქიის მართვა 1998 წლამდე შეთავსებული ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოს დანიელ დათუაშვილს. ამჟამად ზუგდიდისა და ცაიშის მღვდელმთავარია ეპისკოპოსი (გერასიმე შარაშენიძე).

მოქმედი ეკლესიები:
ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი
ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი. წინამძღვარი - დეკანოზი ზაბულონ ქობალია
წალენჯიხის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ანდრია კემულარია
ზუგდიდის კვირაცხოვლის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი გიორგი ჯგუშია
კორცხელის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ილარიონ შენგელია
კოკის წმიდა გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი გაბრიელ გულორდავა
ლეშამუგეს მაცხოვრის შობის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ანდრია მარღანია
ჭითაწყარის წმიდა გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ანდრია ლიპარტია
ტყაიის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი გალაქტიონ ფიფია
ჩხორიის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი გალაქტიონ ფიფია
დიდინეძის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ზაბულონ ქობალია
ჭითაწყარის ხარების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ამბროსი თორდია
კახათის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი გაბრიელ გულორდავა
ჯვარზენის ყოველთა წმიდათა ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ანდრია მარღანია
მუჟავას წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ანდრია მარღანია

მოქმედი მონასტერი:
კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. წინამძღვარი - მონაზონი დინარა ქვარაია

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო