Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დიმიტრი ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ბათუმისა და სხალთის ეპარქია
http://eparchy.batumi.net
(ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევისა და ხულოს რაიონები)

 მიტროპოლიტი დიმიტრი (დავით, ნოდარ შიოლაშვილი)

დაბ. - 16.02.1961, მცხეთა;
1979-1982 - მცხეთის სასულიერო სემინარია;
1982-1986 - მოსკოვის სასულიერო აკადემია;
თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი;
28.07.1985 - დიაკონი;
12.01.1986 - მღვდლად კურთხევა;
1987-1988 - ალავერდის მონასტერში;
1988-1989 - ანჩისხატის ეკლესიაში;
13.05.1989 - დეკანოზი, ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი;
14.10.1991 - ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი;
14.09.1993 - წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიის რექტორი. ბათუმი;
25.10.1996 - ბერად აღკვეცა;
26.10.1996 - არქიმანდრიტი;
08.11.1996 - ეპისკოპოსი;
2003 - მთავარეპისკოპოსი ბათუმისა და სხალთისა.

ბათუმისა და სხალთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისტორიული აჭარისა და სხალთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო. ეპარქიის საზღვარი სამხრეთის მხრიდან ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, რომელიც გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, ჩრდილოეთიდან კი - შემოქმედის ეპარქიები, ისტორიული არსიანისა და მესხეთის ქედები, მდინარეების - ნატანებისა და კინტიშის წყალგამყოფები, დასავლეთიდან სამღვდელმთავრო ტერიტორიას აკრავს შავი ზღვის სანაპირო.

აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პროვინციაა, რომელიც გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა.

საეკლესიო ისტორია საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გარვრცელებას აჭარის მხრიდან, დიდ აჭარიდან მიიჩნევს. სხალთაში პირველი ქრისტიანული თემისთვის ეკლესიის დაფუძნებისა და საეკლესიო წესწყობილების ჩამოყალიბების შემდეგ, წმიდა მოციქული ანდრია სოსანგეთსა (აწყური) და საქართველოს შავიზღვისპირა ტერიტორიებზე აარსებს ეკლესიებს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სხალთის მიდამოები და მთლიანად აჭარა IV საუკუნეში მეფე მირდატ III-ის მიერ შექმნილ თუხრელის სამწყსოში ერთიანდებოდა. ეპარქია V ს. 60-იან წლებამდე არსებობდა, შემდეგ კი ვახტანგ გორგასლის მიერ კლარჯეთის ქვეყანაში დაარსებული და მომძლავრებული ახიზის ეპარქიის გავლენის ქვეშ მოექცა. ქართლის სამეფოს უძველესი პროვინცია, სხვადასხცა ეპოქაში მომხდურთა მძლავრობისაგან ხშირად დამპყრობთა გავლენის ქვეშ ექცეოდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში მოწვეული საქართველოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით აღდგა ბათუმის ეპარქიას, რომელსაც ბათუმ-შემოქმედის საეპისკოპოსო ეწოდა. მისი მწყემსმთავარი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წევრი იყო. აღნიშნული ეპარქია შექმნისთანავე სამხრეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიას აერთიანებდა, რომლის ფარგლებშიც წინათ ათამდე საეპისკოპოსო კათედრა შედიოდა. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია 1995 წლის აპრილამდე არსებობდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1995 წ. 5 აპრილს ბათუმ-შემოქმედის ერთი ეპარქიიდან ჩამოყალიბდა ორი - შემოქმედისა და ბათუმ-სხალთის ეპარქიები.

1996 წლის ნოემბრიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიას მართავს მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი).

მოქმედი ეკლესიები:
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. აიგო 1898-1903 წლებში; განახლდა 1989 წ.
ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. მშენებლობა დასრულდა 1865 წ. გაიხსნა 1871 წ.
ბათუმის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი. აიგო 1979 წ.
ბათუმის წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარი. აიგო 1994 წ.
ბათუმის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი. აიგო 1995 წ.
ბათუმის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. აიგო 1995 წ.
ბათუმის წმ. იოაკიმ და ანას სახელობის ტაძარი. აიგო 1998-1999 წწ.
ბათუმის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი. აიგო 2000 წ.
კეთილმორწმუნე მეფის თამარის სახელობის ტაძარი. აიგო 2001 წ.
ჩაქვის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. გაიხსნა 1995 წ.
სოფ. ზედა კვირიკეს წმ. კონსტანტინე და ელენეს სახელობის ტაძარი. აიგო XX ს-ის დასაწყისში. განახლდა 1990 წ.
სოფ. ქვედა კვირიკეს წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. აიგო XII ს-ში, განახლდა 1990 წ.
აჭყვის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. აგებულია XX ს-ის დასაწყისში.
დაგვის ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი. აიგო 1996-2001 წწ.
დაგვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. აიგო 1901-1903 წწ. განახლდა 1997 წ.
სხალთის მამათა მონასტერი. აიგო XII საუკუნეში. განახლდა 1990 წ.
ახალშენის ფერისცვალების ტაძარი. აიგო 1912 წ. განახლდა 1997 წ.
ხულოს ხარების სახელობის ტაძარი. აშენდა 1998 წ.
ქობულეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი. აიგო 1997 წ.
ორთაბათუმის წმ. პანტელეიმონის სახელობის ტაძარი. აიგო XX ს-ის დასაწყისში. განახლდა 1999 წ.
აჭყვის წმ. პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარი. აიგო XX ს-ის დასაწყისში. განახლდა 1999 წ.
აჭყვის წმ. თეოდორეს სახელობის ტაძარი
ეხედანის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. აიგო XVII ს-ის I მეოთხედში. განახლდა 1999 წ.
ქედის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. აიგო 2001 წ.
ფერიის წმ. ეკატერინეს სახელობის ტაძარი. გაიხსნა 1999 წ.
ფერიის მცირე ტაძარი (სამლოცველო). აიგო 1998 წ.
ზვარეს წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. აიგო 2003 წ.
ოლადაურის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. 2005 წ.
ხინოს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი.

მშენებარე ეკლესიები:
ბობოყვათში, წმ. დიმიტრი თესალონიკელის სახელობისა
საჩინოში, სამთა მღვდელმთავართა - ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის სახელობისა
სოფ. ქობულეთში, წმ. სამების სახელობისა
აჭარისწყლისა, კარის ღვთისმშობლის სახელობისა
სოფ. ქობულეთში, წმ. ნინოს სახელობისა
წმ. სამების სახელობისა
ცხემლვანში, წმ. გიორგის სახელობისა
გვარაში „თეთროსანი“

სასწავლო დაწესებულებები:
ბათუმის წმ. ანდია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია
რექტორი - დეკანოზი იაკობ ბენიძე
ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია
რექტორი - დეკანოზი ბასილი ბერიძე
ბათუმის წმ. მატათა მოციქულის სახელობის მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი
დირექტორი - სამონაზვნე სიდონია (დარჩია)
ხულოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სასწავლებელი
რექტორი - დეკანოზი მირიან სამხარაძე
ხულოს ტბელ აბუსერიძის სახელობის გიმნაზია
რექტორი - დეკანოზი მირიან სამხარაძე
ჩაქვის წმ. კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის გიმნაზია
რექტორი - მღვდელი არჩილ ჩხარტიშვილი
ქობულეთის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია
რექტორი - მღვდელი კირიონ ფერაძე
ბათუმის წმ. ილია მართლის სახელობის საბავშვო ბაღი
დირექტორი - ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი
ბათუმის წმ. დავთ აღმაშენებლის სახელობის საბავშვო ბაღი
დირექტორი - ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი
ჩაქვის წმ. კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის საბავშვო ბაღი
დირექტორი - მღვდელი არჩილ ჩხარტიშვილი
ხულოს თევდორე აჭარელის სახელობის საბავშვო ბაღი
დირექტორი - დეკანოზი მირიან სამხარაძე

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო