Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

საბა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ხონისა და სამტრედიის ეპარქია
http://www.khonichurch.org.ge
(ქ. სამტრედია, ქ. ხონი, სამტრედიისა და ხონის რაიონები)

 

 მთავარეპისკოპოსი საბა (ზაზა გიგიბერია)

დაბ. - 1966 წ. 28 სექტემბერი. სენაკი;
1991 წ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;
1990-1992 - ახალციხის სასულიერო სემინარია;
1991 წლის 14 ივნისი - ბერად აღკვეცა;
1992 წლის 12 იანვარი - დიაკვნად კურთხევა;
1992 წლის 4 ოქტომბერი - მღვდლად კურთხევა;
1994 წლის 25 ივნისი - იღუმენი;
1994 წლის 26 ოქტომბერი - არქიმანდრიტი;
1996 წლის 3 ნოემბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;
2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკოპოსი ხონისა;
1997-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური განყოფილების თავმჯდომარე;
2004 წლის მაისიდან - საქართველოს საპატრიარქოს გამწვანებისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ხონის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი


ხონისა და სამტერდიის ეპარქია დასავლეთ საქართველოში ისტორიული იმერეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში, ვაკე იმერეთში მდებარეობს. იგი ხონს, სამტრედიასა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს, მდინარეების რიონსა და ცხენისწყალს შორის მდებარე სივრცეს მოიცავს. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქუთაის-გაენათისა და ვანი-ბაღდათის, დასავლეთიდან ჭყონდიდის, ჩრდილოეთიდან ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან შემოქმედის ეპარქიები.

ტრადიციულად კოლხეთის ცენტრალური ნაწილი, ისტორიული ვაკე იმერეთი, დასავლეთ საქართველოში ქვეყნის სიძლიერისა და სახელმწიფოებრიობის მტკიცე დასაყრდენი იყო. ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც დასავლეთ საქართველოში აღსრულებულა, ამ კუთხის ისტორიასაც უკავშირდება.

იმერეთის ცენტრალური საერისთავოსა და სამეფოს ერთ-ერთი სადროშოს შესაფერისი საეკლესიო აღიარებაც სჭირდებოდა. ხონის ეპარქიის ჩამოყალიბება XVI ს-ში იმერეთის რეფორმატორ მეფე ბაგრატ III-ს (1510-1565) უკავშირდება. ხონის ახლადჩამოყალიბებული ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი მანოელ ჩხეტიძე იყო, რომელიც 1529 წ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა მაქსიმე აბაშიძემ აკურთხა მღვდელმთავრად. სამეფო დომენში შემავალი ხონის ეპარქია თავიდანვე სამეფო ოჯახის განსაკუთრებული მზრუვნელობის ქვეშ იყო. ხონელი მღვდელმთავარი კი გავლენიან ეპისკოპოსად ითვლებოდა სამეფოში და მისი სამწყსო ტერიტორია თავიდანვე საკმაოდ განვრცობილი იყო. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ხონის მონასტერთან საკმაოდ დიდი სამრევლო სკოლა და ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებისათვის 100 ადგილიანი საავადმყოფო (სასაპყრე) არსებობდა, სადაც ეპარქიის ხარჯზე იზრდებოდნენ ბავშვები.

ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ დაწყებული ცნობილი იმერეთის აჯანყების დროს ხონელი მთავარეპისკოპოსი ანტონ ჩიჯავაძე მოვლენათა შუა გულში აღმოჩნდა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხონის ეპარქიაც გააუქმეს, მღვდელმთავარი კი ეპარქიიდან გააძევეს. მიუხედავად მძლავრი ზეწოლისა XIX ს. ბოლო მესამედში იმერეთის ეპისკოპოსის წმინდა გაბრიელ ქიქოძის (1860-1896 წწ.) მოღვაწოების დროს ხონის ეპარქიის ტერიტორიაზე მრავალი ეკლესია აღდგა და განახლდა, ამ მხარეში ბოლომდე შენარჩუნებულიყო ქრისტიანული ცხოვრება. 1917 წ. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ხონის ეპარქიის ტერიტორია განახლებულ ქუთაის-გაენათელის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. წმინდა სინოდის 1995 წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამწყსოს ტერიტორიის საფუძველზე კიდევ ორი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: ხონისა და ვანისა და ბაღდათის. ხონელი ეპისკოპოსის არჩევამდე ახლადდაარსებულ ეპარქიას შეთავსებით მართავდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე. 1996 წ. ნოემბრიდან ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი საბა გიგიბერია.

საკათედრო ტაძარი: ქ. ხონის წმ. გიორგის ეკლესია - დეკანოზი იოანე გედენიძე.

ქ. სამტრედიაში მოქმედებს წმ. ნაზარის (ლეჟავა) სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა (გრ. რობაქიძის ქ. №27). დირექტორი: ნატალია კოპალეიშვილი.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო