Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

იოსები შემოქმედელი მიტროპოლიტი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

შემოქმედის ეპარქია

 

 

 

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (გივი, გიორგი კიკვაძე)
დაბ. 17. 09.1959 წ. – ჩოხატაური
1978 წ. – თბილისის ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი
თბილისის სამხატვრო აკადემია 
თბილისის სასულიერო სემინარია
16.05.1991 წ. - ბერად აღკვეცა
23.05.1991 წ. – დიაკონი
3.11.1991 წ. – მღვდლად კურთხევა
1993 – არქიმანდრიტი.
1992-1995 წწ. – სვეტიცხოვლის წინამძღვარი
7.04.1995 წ. – ეპისკოპოსად კურთხევა
2000 წ. – შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი

2007წლის 3 ივნისი შემოქმედელი მიტროპოლიტი
მისამართი: საქართველო 3500, ოზურგეთი. 9 აპრილის ქ. 16. საკათედრო ტაძარი. მობ. [995] 157767.

 შემოქმედის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ზღვისპირა პროვინცი გურიაში მდებარეობს. ეპარქია ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებს მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, ვანისა და ბაღდათის ეპარქიები, ჩრდილოეთიდან – ფოთისა და ხობის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ჭყონდიდის ხონისა და სამტრედიის, სამხრეთიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიები. დასავლეთის საზღვარი შავი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

გურია ოდითგანვე საქართველოს განუყოფელ კუთხედ და ბიბლიური ნოეს ძის, იაფეტის შთამომავლის - ქართლოსის სამკვიდრო მამულად ითვლება.

ქრისტიანობის გავრცელება საქართველოს ზღვისპირა მხარეში და ფაზისის “იბერებში” მოციქულების – ანდრია პირველწოდებულის, მატათასა და სვიმონ კანანელის მოღვაწეობას უკავშირდება. IV ს-ში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, გურიაც გაქრისტიანდა, თუმცა ქრისტიანობის ადრეული ხანის საღვთისმსახურო კერები ამ კუთხეში არ არის შემორჩენილი. გურია ცალკე პროვინციად მოიხსენიება VII ს-დან, ხოლო მმართველ ერისთავად – “გურიელი” XI-XII საუკუნეებიდან იხსენიება.

შემოქმედელი მიტროპოლიტი (მთავარეპისკოპოსი) გურიის სამთავროში უმაღლესი სასულიერო ხელისუფალი იყო. რიგითი ეპისკოპოსისაგან განსხვავებით, მას შეეძლო მოეწვია საეკლესიო კრება, მის დაქვემდებარებაში მყოფ ეპისკოპოსთა თანდასწრებით ეკურთხებინა ახალი ეპისკოპოსი. შემოქმედელი მთელი გურიის საეკლესიო საქმეთა მსაჯულადაც ითვლებოდა. მიტროპოლიტის არჩევაში ამ მხარის ყველა ეპისკოპოსს უნდა მიეღო მონაწილეობა.

1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, პირველივე საეკლესიო კრებაზე აღდგა 13 ეპარქია. 14 სექტემბრის საეკლესიო კრების სხდომაზე გურიის დელეგაციებმა მოითხოვეს გურიის საეპისკოპოსოს აღდგენა და ეპისკოპოსის არჩევა.



მამათა მონასტრები და მათი წინამძღვრები:

დღეს წირვა-ლოცვა გურიის ეპარქიის 82-ზე მეტ ეკლესია-მონასტერში აღევლინება. 

მამათა მონასტრები და მათი წინამძღვრები:

ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი) მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერი. არქიმანდრიტი მიქაელი (მეგენეიშვილი)


უდაბნოს (ჩოხატაურის რაიონი) იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი. არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე).


შემქმედის  (ოზურგეთის რაიონი) მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტერი. არქიმანდრიტი ელიზბარი (ბაბუხადია)


გრიგოლეთის (ლანჩხუთის რაიონი) გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი. იღუმენი ზაბულონი (ხუბეკელაშვილი)

აცანის (ლანჩხუთის რაიონი), წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი. იღუმენი გაბრიელი (კახელაშვილი).

ლიხაურის (ოზურგეთის რაიონი) ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი. იღუმენი იოსები (ღლონტი).

ოზურგეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. წინამძღვარი მღვდელმონაზონი ნოე (გოგიტაური).

გორთაფონის (ჩოხატაურის რაიონი) მამამთავართა სახელობის მამათა მონასტერი. მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე).

დედათა მონასტრები და მათი წინამძღვრები:

ოზურგეთის საეპისკოპოსო რეზიდენცია და  წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე).

ჩოხატაურის საეპისკოპოსო რეზიდენცია და წმ. იოაკიმე და ანას სახელობის დედათა მონასტერი. შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე). მონასტრის კეთილმოწესე მონაზონი სოსანა (ნიკოლაშივილი).

სამება-ჯიხეთის (ლანჩხუთის რაიონი) ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტერი. არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი), იღუმენია ირინე ().

ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი) მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი. იღუმენია მარიამი (ფოჩხუა).


აჭის წმ. გიორგის (ოზურგეთის რაიონი). იღუმენია ალექსანდრა (ჩაჩიბაია). 

მთისპირის (ოზურგეთის რაიონი) ფერიცვალების დედათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი პეტრე (ანდღულაძე). 

სამრევლო ეკლესია -82
მღვდელმსახური - 44


სამრევლო ეკლესია -82
მღვდელმსახური - 44


სასულიერო განათლების კერები:
ოზურგეთის წმ. ნინოს სასულიერო გიმნაზია
რექტორი - შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები
მოადგილე - მარინა ტრაპაიძე
ოზურგეთის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის რეალური პროფესიული სასწავლებელი
დირექტორი - ნინო გოგეშვილი
ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სასულიერო გიმნაზია
რექტორი - შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები
მოადგილე - რუსუდან ნაკაიძე
სოფ. ცხემლისხიდის სამგალობლო სკოლა
რეგენტი - ნანა მჟავანაძე
სოფ. მაკვანეთის სამგალობლო სკოლა

mce_style=br /

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო