Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

იობი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ურბნისისა და რუისის ეპარქია
http://www.urbnis-ruisi.ge
(ქ. ხაშური, ქ. ქარელი, ხაშურისა და ქარელის რაიონები)

 

 მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი)

დაბ. - 29.05.1960, ყაზბეგი, სნო;
1983 - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი;
03.01.1988 - ბერად აღკვეცა;
19.01.1988 - დიაკონი;
29.02.1988 - მღვდელმონაზონი;
1989 - მცხეთის სემინარია;
21.09.1989 - იღუმენი;
1990 - არქიმანდრიტი;
17.05.1992 - მანგლელი ეპისკოპოსი;
1992-1995 - ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი;
1995-1996 - ბათუმის ეპისკოპოსი, 1996 - მთავარეპისკოპოსი;
2000 - მიტროპოლიტი რუისისა და ურბნისისა;
1996-2003 - პატრიარქის ქორეპისკოპოსი;
2003 - საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე.

ურბნისისა და რუისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს, რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება უკვე ვახტანგ გორგასლის შემდეგდროინდელი პერიოდიდან იწყება. ეპარქია მოიცავს ქალაქებს ხაშურს, ქარელს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ურბნისისა და რუისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სამთავისისა და გორის, დასავლეთიდან მარგვეთისა და უბისის, ჩრდილოეთიდან ნიქოზისა და ცხინვალის, ჭიათურისა და საჩხერის, სამხრეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები. ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმინდა ნინოს უკავშირდება. აქ არსებული უძველესი ეპარქიები V საუკუნის ბოლოს დაფუძნდა. რუისის საკათედრო ტაძრის აშენება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიეწერება. ურბნისის საკათედრო ტაძარიც V-VI სს-ის მიჯნაზე აუგიათ, რომელიც 13 ასურელ მამათაგანს თადეოზ სტეფანწმინდელს განუახლებია. ასურელ მამათაგან კიდევ ორი - მიქაელ ულუმბოელი და პიროს ბრეთელი მოღვაწეობდნენ ამ მხარეში. ამ მხარეშივე ჩატარებულა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის დროს რუის-ურბნისის სახელით ცნობილი დიდი საეკლესიო კრება. ეპარქიათა ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები იყო. ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე და სხვა.

ეკლესის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წლის ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო