Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

ვახტანგი მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

არგვეთისა და უბისის ეპარქია
(ქ. ზესტაფონი, ქ. თერჯოლა, ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონები)

 

 მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ბადრი ახვლედიანი)

დაბ. - 1953, ცაგერი, ლასტორია;
1977 - მღვლად კურთხევა;
1982 - აგარ-წალკის ეპისკოპოსი;
1984 - ჭყონდიდელი ეპისკოპოსი;
1988 - ურბნისის ეპისკოპოსი;
1994-1995 - ურბნისის მთავარეპისკპოოსი;
1995-2002 - სამთავისის მთავარეპისკოპოსი;
2002 - არგვეთის მთავარეპისკოპოსი.

უბისა


არგვეთისა და უბისის ეპარქია ზემო იმერეთში ისტორიული არგვეთის საერისთავოს დიდ ნაწილს მოიცავს. მისი იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის რაიონებზე. მარგევთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქუთაის-გაენათის, სამხრეთიდან ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიები.

ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დაწყებას საეკლესიო ტრადიცია მოციქულთა მოღვაწეობას უკავშირებს. ამ კუთხეში ქრისტიანობის ადრიდანვე მტკიცედ გავრცელების მიმანიშნებელია დღემდე მოღწეული უძველესი ქრისტიანული ძეგლები: V-VI საუკუნეების „კაცხის სვეტის“ ეკლესია, უდერბის წმიდა გიორგის ეკლესია, VI-VII საუკუნეების ტაბაკინის წმიდა გიორგის მონასტერი და სხვა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან ეს მხარე მცხეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ მძალვრ ქართულ საეკლესიო კერად ითვლება. ვახტანგ გორგასლის დროსაც დასავლეთ საქართველოს კუთხეები: „ვაკე, არგუეთი და თაკუერი“ კვლავ მცხეთის საყდრის იურისდიქციას მიეკუთვნება. უძველესი ქრისტიანული საქართველოს უმნიშვნელოვანეს კერაზე ზემო იმერეთის ცნობილ არგვეთის საერისთავოში არგვეთის სამღვდელმთავრო კათედრის მღვდელთმთავარი - მარგველი არ იხსენიებოდა. მარგველი მღვდელმთავრის საეკლესიო წოდება მხოლოდ 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დამკვიდრდა. განახლებულ ეპარქიათა შორის საქართველოს ეკლესიის დიპტიხში არგვეთი მე-9 ადგილზე მოიხსენიებოდა. XX საუკუნის ცნობილი საეკლესიო რეპრესიების დროს არგვეთის სამღვრელმთავრო კათედრა უმეტესად თავისუფალი იყო.

2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით არგვეთის ეპარქიას შეეცვალა სახელი და ეწოდა არგვეთისა და უბისის ეპარქია. ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგენილი იქნა მთავარეპისკოპოსი ვახტანგ ახვლედიანი.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო