Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

აბრაამი დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დასავლეთ ევროპის ეპარქია

მიტროპოლიტი აბრაამი (ამირან გარმელია)

დაბ. - 15.11.1948, სოხუმი;
1971 - პედაგოგიური უნივერსიტეტი;
1988 - მცხეთის სემინარია;
03.01.1988 - ბერად აღკვეცა;
03.04.1988 - დიაკონი;
28.05.1988 - მღვდელი;
1989-1990 - რეგენსბურგის უნივერსიტეტი;
25.12.1992 - ეპისკოპოსი;
1992-1996 - ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი;
1993-2003 - თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი;
1995-2002 - საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე;
1996-1998 - საგარეჯო-გურჯაანის ეპისკოპოსი;
1998 - მთავარეპისკოპოსი;
2000-2002 - ჭიათურის მიტროპოლიტი;
2002 - დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი.

საქართველოს საპატრიარქის დასავლეთ ევროპის ეპარქია მოიცავს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს - ავსტრიას, ბელგიას, დანიას, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ჰოლანდიას, იტალიას, ლუქსემბურგს, პორტუგალიას, ესპანეთს, შევიცარიას. ეპარქია თავის იურისდიქციაში აერთიანებს აღნიშნუჯლ სახელმწიფოებში დროებით ან მუდმივ საცხოვრებლად ემიგრირებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და ამ ქვეყნებში მცხოვრებ იმ უცხოელებს, ვინც თავს მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად.

საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია შეიქმნა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2002 წლის 17უ ოქტომბრის განჩინების საფუძველზე. ახლადშექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრის ტიტულია საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი. ეპარქიის ცენტრია ქ. ბრიუსელი (ბელგია), მღვდელმთავრის დროებითი რეზიდენცია მდებარეობს ქ. რეგენდბურგში (გერმანია). საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად საქართველოს ეკლესიის ემიდა სინოდის განჩინებით დადგენილია მანამდე ჭიათურის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია.

ეპარქიის სამრევლოები:

ავსტრიაში:
ვენის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის სამრევლო.

ბელგიაში:
ბრიუსელის წმიდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო. წინამძღვარი - მღვდელი მიქაელ ბურდული.
ანტვერპენის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი აბიბოსი (ქურციძე).

დანიაში:
კოპენჰაგენის წმ. მღვდელმოწამე გრიგოლის (ფერაძის) სახელობის სამრევლო.

საფრანგეთში:
სტრასბურგის წმიდა ქეთევან წამებულის სახელობის სამრევლო. წინამძღვარი - მღვდელი გიორგი მექოშვილი.

გერმანიაში:
მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლო. წინამძღვარი - არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი).
ბერლინის მღვდელმოწამე კირიონის სახელობის სამრევლო. წინამძღვარი - არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი).
ჰამბურგის წმ. ნინოს სახელობის სამრევლო.
რეგენსბურგის წმ. გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო. წინამძღვარი - არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი).

დიდ ბრიტანეთში:
ლონდონის წმ. გიორგის სახელობის სამრევლო.

იტალიაში:
რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლო.


ამჟამად მიმდინარეობს ბონის, ჰანოვერის, დიუსელდორფის, დუბლინის სამრევლოების ჩამოყალიბება.

ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი), დეკანოზი გიორგი მექოშვილი, მღვდელი მიქაელ ბურდული, მღვდელი მამუკა თავხელიძე, მღვდელმონაზონი აბიბოსი (ქურციძე), იღუმენი მელქისედეკი (ხაჩიძე).

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო