Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

წმიდა იოანე შავთელი, გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი

თავნი იტყვიან: „ზესთა დიდებისა აღმატებულო და ანგელოზთა და კაცთა დიდებად შენდა, ვითარ შობისა და ქალწულებისა, შემაერთებელო, ყოლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ვარძიისა მოსახელესა ტაძარსა შენსა შინა მგალობელი ვინმე შენი მაცხოვნე და მიჴსენ მე სულიერისა ტყუეობისაგან“.

I

ზეცით მოჰმადლე
ენასა ბრგუდ მეტყუელსა
სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, დადოფალო, რამეთუ
თანანადებსა
ამას სამადლობელსა
დიდებათა შენთასა
ისრაილისა ზღჳს განმჴებთა მათ
დასთაებრ გიგალობთ!

ეგჳპტე ჴორცთაჲ
ბნელი დამონებისაჲ
იწროჲსა მიერ, სხუაჲ საქმის მაწუეველი
სიბოროტედმი
აღძრვათა მწიკულევანთა,
ადგილო მეუფისა
ღმრთისაო, ადგილად სიწმიდისა
მექმენინ აწ შენ ძლით!

აჰრონის კუერთხი,
ტაკუკი და სასანთლე,
ერთბამად ტაბლა, კიდობანი, მანანაჲ,
ბესელიელის
უწყებითი კარავი
ლტოლჳლისა ერისაჲ
ორკერძო ჴსნითურთ მოგასწავებდეს,
დედასა ღმრთისასა!

ახალმან გზამან
აღზღუდჳთა წყალთაჲთა,
ნავთ მავლობისა ღმრთისაგან გამოსახჳთ
გჳჩუენა უცხოჲ
ედემისა გზა-ყოფაჲ
ლაღისა მის მდოვრისაჲ,
ოტებულთა შენ მიერ, ქალწულო,
ზესთა კურთხეულო!


III

თავადი ღმერთი სიმართლისა მსჯავრითა,
ამის სოფლისა კიდეთა მართებელი,
და-რა-ემკჳდრა შენ შორის, მოსცა ძალი
აღმსარებელთა თჳსთა
კადნიერებით
ათასეულსა მგმობართასა მიდრეკად!

ციხის ციხეთა და რკინისა საკრველთაჲთ
თანა სკორეთა გლახაკებრივთა ტყუეთა
აღამაღლებს და აღადგინებს ქუეყანით
დავიწყებისაჲთ მჴსნელი
ისმაიტელთაჲ
დამრქველსა ძალსა, ქალწულო უბიწოო!

ეგერა მშჳლდი ძლიერთაჲ მოუძლურდა
ბანაკისა მის სპარ[ს]თა და მიდელთაჲსა,
არაბთა განჰკფდა ძალი საჭურველისაჲ,
და უძლურთა შეირტყეს
შენ მიერი ძალი!

ეტყჳს მჴედრობაჲ მადლობით უბიწოსა:
ნუ ვინ სიბრძნითა, ნუცა ყოვლად ძალითა
და სიმდიდრითა მოქადულ არს რაჲთურთით,
არამედ ამას ზედა მოქადულობდინ,
ვითარმედ ღმერთი სრული
იშუა, ქალწულო
თბითა ჩუენითა საშოჲსაგან შენისა!


IV

ავაკომისი
რაბამ განსაკრთომელი
შორთა საზღუართა მყის წარტაცებაჲ
ოდეს ჴსნასა ტყუეთასა სახე ექმნა,
ბილწთა ყარყინთაჲთ,
იაბულოთა თანა,
სძალო ღმრთისაო, შეწევნითა შენითა!

აწ განვისუენო
დღისა მის წილ ჭირისა,
აღსლვასა ჩემსა და მრესახობისაგან
ქალდეველთა მათ სპარ[ს]თა და სომეხთასა,
აგარის ტომთა
ლეგეონი მოიშთვის
წყლითა ოხათა შენთაჲთა დიდებულო!

ულმობელ იყო
ლოდები პრეტორისაჲ,
ეცრუა საქმე წყალობისაჲ ნაშობთა
ბუგდუზიანთა, ქურდთა და უცხოთესლთა.
ისარნი ნათელ,
საჭურველი ელვარე,
აღცრად კორანსა ჯუარი და მოციქულნი!

შეედვა ძრწოლაჲ
ერსა აღბორგებულსა,
მოაკლდეს მათნი ცხოვარნი სამწყოჲსაგან,
არა იცნა რაჲ ჴარმან ჴმაჲ, ვირმან ბაგაჲ.
ეკლესიისაჲ
რქაჲ ამაღლდა და განავრცნა
თმოგვსა შორის ტაძარი დედოფლისაჲ!


V

ესაიამან, რომელსა ნაკუერცხალი
ბაგეთა მისთა შეეხო სერაბინმან,
ესე რა შობად ქალწული მიუდგესა, თქ[უ]ა,
ლამპრებრ მნათობი ღამისათაჲ, უხრწნელო,
ოხრით
ყურისა მიმართ მორწმუნეთაჲსა!

ოროგინესი შეიჩუენა სიცბილი,
ლმობაჲ ეწიენ დავრდომილთაჲ არიოზს,
აექჳნ ენაჲ ნესტორს სასასა მისსა,
დადუმნა უღმრთოჲ და მოისპო კაცთაგან,
წყევით,
მკჳდროანისა მყოფთა ისწავეთ!

იესეს ძირი ნანდვილვე აღყ[უა]ვილნა,
დავითის ფიცმან მიიღო აღსასრული,
აღთქუმაჲ მამათაჲ ძედ მისდ[ა] იცნეს ყოველთა,
„ოსანნა ძესა დავითისსა“ მჴმობელთა,
ღამე
მსთუად განმანათლებელ ექმენინ ბნელსა!

რომელმან და ვინ არა იცნას სიმართლე,
თქუა ჴმამაღალმან, ვერ ყოს ჭეშმარიტებაჲ,
იგინი უკუე ქალწულისა შობასა
სიჩქურ ჰგონებდეს შეცთომილნი ამაოდ,
მტერნი
შობილისა და მშობელისანი!


VI

ოხათა შენთა ძლიერებითა ვიჴსენ
ბავთისა მისგან დილეგისა, ვითარცა
ელიაჲს მიერ პირველ სიკუდილისაგან;
ლოცჳთა იჴსენ იონა, უბიწოო,
ოჴერ იქმნეს რაჲ ბორკილთა სიმტკიცენი!

ვითარცა მუცლით ჯოჯოხეთისაჲთ გესმა,
ანუ ვითარცა ვეშპით, ვედრებაჲ ჩემი,
რომლისა კლიტე-საუკუნე მოქლონნი;
ძნელოვანთაგან უბადრუკებისათა
იჴსენ ცხოვრებაჲ ჩემი, ღმრთისა დედაო!

იონა ექმნა სასწაულ ნინეველთა,
სახედ სამ დღისა აღდგომისა მჴსნელისა,
აქა მექმნა მე სასწაულ ღმრთივ-დიდებული,
მრავალ ჟამისა კრულებათა განმჭრელსა,
ოთხ ზღუდეთაგან და ებგურთა სივლტოლაჲ!

სამადლობელთა მოგართუმენ, თანად ერნი
აურაცხელნი ლიტანიობენ შენდა,
ხოლო მე ჴმითა ქებისაჲთა გიმსხუერპლე,
ევაჲს ცოდჳსა დამჴსნელო, რაოდენი
ლმობიერებით აღთქუენ ბაგეთა ჩემთა!


VII

ეზეკიაჲსთა
სახლის წულთა მათ ყრმათა
არღჳნეს რაჲ პირველად
ტყუეობასა მას უღმრთოსა ღმრთისა
აღმმართებელსა მძლავრსა,
ძე შენი ცხადად
ასწავეს,
რამეთუ იგი არს ღმერთი
საცნაურსა შემეცნებასა!

აღტყინებული
შჳდ წილ მგზებარე ალი
ეტყინებოდა რისხვით
ნათესავთაგან მოსაწყინელთა
სატანჯუელთა, ჩემ ზედა
აწჳმე შენი
შეწევნაჲ
იქმენ ჩუენდა მაცხოვარ,
ნათელო და მფარველო ჩემო!

არცა ვიდრემე
მსხუერპლი მუნ და ადგილი,
გარნა სულთქ[უ]მაჲ ცრემლითურთ,
აპყრობაჲ ჴელთა საკრველიანთაჲ
ლიტანიობით, ვინაჲ
ოქროჲსა ძეგლებრ
ბრძმედითა
ელვათა მათ შენთაჲთა
ლერწმისა მჴეცნი შეურაცხჰყვენ!

იგავთა მიერ
ვპოვეთ ჭეშმარიტებაჲ,
იყო სადმე საჴუმილი
ნეტარებისა ღირსთა ჭაბუკთა.
მაშინ არა განმლეველ
ეკლის-სახედთა
შეწუვადთა
მწუვებოდეს რაჲ ხორცთა
ნიჭად შენგან ჴორცშესხმადისა!


VIII

იაკობ კიდევ გიხილა, ხოლო მოსე
მაყულად, დანიელ მთად, გედეონ საწმისად,
ანგელოზისა მოსლვითა შეცურეულთა,
ცეცხლსა მას შინა ქადაგეს ყრმათა, რაჟამს
ხატი ოქროჲსაჲ გინებითა კდემულ ყვეს!

ოხჭანი სავსე სასოებითა მექმნა
ველ დეირისა და საჴმილ ქალდეველთა
ნიავი რაჲ მყუდროჲ მცვიდა მე, და მიმო-
ეკუეთებოდა ალითურთ რაჲ შეწევნაჲ,
დატეხად მჴევალთ-მსახურთა ზუაობისა!

აკურთხევს შენგან შობილსა, უბიწოო
მეუფესა და ღმერთსა არსთა ქმნულებაჲ,
იტყჳს ყოველი განწესებაჲ, ვითარცა
ჴმითა, ქებასა მისსა და აღიარებს
საუკუნეთა შემოქმედად ღმერთკაცად!

ენოქ ესვიდა და გარდაცუალა ღმერთმან,
ნოე აცხოვნა ნათესავი ცხოველთაჲ,
მოსეს ჴელითა იჴსნნეს ისრაიტელნი,
ეშჳ მაღნართაჲ მძჳნვარი და ცეცხლი ძირთა
სატკებნელ ჩემდა იქმნეს კუალად შენ მიერ!


IX

ულუმპიანი მძლეობაჲ მოგუენიჭა,
ლახუარი მჴდომთაჲ და ფარები შეიფქვა,
ირემთა სრბითა განმტკიცნეს ტყეთა ფერჴნი,
ეტინეველთა ალი აღედვა ურჩთა,
რისხვით დაემჴუნეს საყდართაჲთ ურწმუნონი!

იძლევის ბრძენთა მეტყუელებაჲ და ვითარ
სთქუ, ღმრთისმშობელო, ზეცისა წესთა თანა
აჰა გნატრის შენ ყოველი თესლები და
ტომნი კაცთანი, რომელთათჳს გიჴმობენ შენ,
ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი მარადის!

უჩინოთაგან მღჳმეთა სოფლისთა
ექსორიობაჲ ჩემი აღმოიყვანე,
ორბებ განახლდი სიჭაბუკე სულისაჲ,
ბრალთაგან მიჴსენ ძლიერმან, დიდებულო,
ინებე ყოფად ჩემ შორის უბიწოო!

საგალობელთა ამათ შესხმათა მიერ
ადიდებს სული ჩემი შენგან შობილსა,
გალობს ტაძარი შენი, ყოვლად უხრწნელო,
ადამის ჴსნაო და ევაჲს აღდგომაო,
ნიჭად მომმადლე შენდობაჲ გამომთქუმელსა!

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო