Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

გალობანი უფლისა ჩვენისა მიმართ იესუ ქრისტესა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

გალობანი უფლისა ჩვენისა მიმართ იესუ ქრისტესა
გალობაჲ ა, ჴმაჲ , ძლისპირი


ზღუა მეწამული კუერთხმან განაპო, განჴმეს სღრმენი, და უფსკრულ-იქმნნეს გზა უჭურვილთა, და შეჭურვილთა მათ საფლავ, არა მმარხველ გუამთა, გალობით უგალობდეთ, რამეთუ დიდებით დიდებულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი ცხოველი.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

იესუ ტკბილო,ქრისტე იესუ, განმიღე მე სინანულისა კარი, კაცთმოყვარეო იესუ ჩემო, შემიწყნარე მე შენდა მოლტოლვილი და მხურვალედ მთხოველი, იესუ მაცხოვარო ჩემო, ცოდვათა მოტევებისა.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

იესუ ტკბილო, ქრისტე იესუ, გამომიტეცე ჴელთაგან მტერისა მის ბელიარისათა, იესუ და ღირს-მყავ მარჯუენით წარდგომად დიდებისა შენის, იესუ, მაცხოვარო ჩემო, ნაწილსა მარცხენეთასა დამჴსნელო ჩემო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იესუ ტკბილო კაცთ-მოყვარეო ქრისტე იესუ, შემინდვენ მე ცოდჳთ დაცემანი სულისა ჩემისანი და ყავ გული ჩემი, იესუ, სავანედ შენდა თანა მამით და სულით წმიდითურთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იესუ ქრისტს ღმრთისა მშობელო, ევედრე უჴმართა ამათ მონათა შენთათჳს, ყოვლად-წმიდაო, რაჲთა ლოცჳთა შენითა სატანჯველთაგან, უბიწოო, ბიწიან-ქმნილნი ესე გჳხსნნეს და შევეტკბნეთ დიდებასა სამარადისოსა.

გალობაჲ გ, ძლის-პირი


სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ დღეს მიუდრეკელად, უზეშთაეს ბუნებათა, სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა და მას შინა განმაძლიერენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

ისმინე, კაცთ-მოყუარეო იესუ ჩემო, მონისაგან შენისა, რომელი-ესე გიღაღადებ სინანულითა და მიჴსენ მე, იესუ, დასჯისა და ტანჯჳსაგან, მხოლოო სულგრძელო უფალო, იესუ ტკბილო, მრავალ-მოწყალე.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

აღმადგინემე, იესუ ჩემო, მონაჲ შენი დაცემული, იესუ ჩემო, მაცხოვნე მე მონანული, იესუ ჩემო, და გეენიისაგან მიჴსენ, იესუ, დასჯისაგან და ტანჯჳსაგან, მხოლოო სულგრძელო უფალო, იესუ ტკბილო, მრავალ-მოწყალეო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჟამი იესუ ჩემო, რომელიც მომეც, ვნებათა შინა წარვვლე, იესუ ჩემო! ამისთჳს ნუ განმაგდებ მე, იესუ ჩემო, არამედ კუალად მომიწოდე, გევედრები შენ, მეუფეო იესუ ტკბილო, და მაცხოვნე მე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქალწულო, მშობელო იესუჲს ჩემისაო, ევედრე მას ჴსნად ჩუენდა გეენიისაგან ცეცხლისა, მხოლოო ღმრთისა მტჳრთველო, შესავედრებელო ჭირვეულთაო ღმრთივ-მიმადლებულო, და ღირს-მყავ მე ცხოვრებასა დაუსრულებელსა.

წარდგომაჲ. ჴმაჲ გ.


მაცხოვარო ჩემო, იესუ, რომელმან აცხოვნე უძღები იგი, მაცხოვარო ჩემო იესუ, რომელმან შეიწყნარე მეძავი იგი, აწ მეცა შემიწყნარე, იესუ მრავალ-მოწყალეო, მაცხოვნე! მოწყალე მექმენ, ჵ, იესუ ქველის-მოქმედო, ვითარცა მანასეჲ, სახიერო იესუ ჩემო, ვითარცა მხოლოო კაცთ-მოყუარე ხარ.

გალობაჲ დ, ძლის პირი


რაჟამს წინასწარმეტყუელმან იხილა საიდუმლოჲ დაფარული, განკჳრვებულმან ღაღად-ჰყო: რამეთუ დასდევ წყალობით სიყვარული მტკიცე, მამაო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი მოეც ძეთა კაცთა მომტევებელად ცოდვათა.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

განკურნე, იესუ ჩემო, სულისა ჩემისა წყლულებანი, იესუ ჩემო, გევედრები, რაჲთა გამომიტაცო მე, იესუ ჩემო სახიერო, ჴელთაგან სულთა განმხრწნელთა ბელიარისათა და მაცხოვნო მე.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

შეგცოდე, იესუ ჩემო სახიერო! იესუ ჩემო, მაცხოვნე მე მოვლტოლვილი საფარუჱლისა შენისა მიმართ, იესუ ტკბილო, სულგრძელო და კაცთ-მოყვარეო, და სასუფეველსა შენსა ღირს-მყავ მე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

არა-რომელმან შეგცოდა, იესუ ჩემო, ვითარ მე შეგცოდე, უბადრუკმან და უღირსმან, არამედ კუალად შენ გევედრები, იესუ ჩემო, მაცხოუნე და მომანიჭე ცხოვრებისა მის დამკჳდრება.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ყოვლად-საგალობელო, იესუ ქრისტჱს მშობელო, მას ევედრე, რაჲთა ვიჴსნეთ სატანჯუჱლთაგან ყოველნივე მგალობელნი შენნი, რომელნიცა ჭეშმარიტად ღვთისმშობლად გხადით და გადიდებთ შენ.

გალობაჲ ე, სძლისპირი


ბნელისაგან ცოდვათაჲსა გიღაღადებენ შენ სულნი ჩუენნი, მრავალ-მოწყალეო ღმერთო, ნათლითა მით მიუაჩრდილებელითა განგუანათლენ და წარგჳმართენ სლვანი ჩუენნი, მახარობელო მშვიდობისაო.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

შენ ხარ სიქადული, იესუ, გონებისა ჩემისა, და სასო განწირულისა სულისა, იესუ ჩემო, მიჴსენ დასჯისა მისგან, რომელი ესე გიჴმობ: მაცხოუნე მე, იესუ ქრისტე, უბადრუკი ესე.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

ყოვლადვე, იესუ ჩემო, ვნებათა მიმართ უკეთურებისათა შთავრდომილი გიღაღადებ, იესუ ჩემო, შეწევნისა ჴელი მიპყარ და აღმომიწოდე რომელი გიღაღადებ: მაცხოუნე, იესუ ჩემო ტკბილო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გონებისა მწიკულთა მქონე, იესუ ჩემო, გიღაღადებ შენ, განწმიდე მწიკული ცოდუათა, მიჴსენ სიღრმისაგან ბოროტისა, უმეცრებით შთავრდომილი ესე, სახიერო იესუ ჩემო, გევედრები.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქრისტჱს მშობელო ქალწულო, ღმრთისა დედაო, მას ევედრე აწ, რაჲთა გჳჴსნეს ყოველნივე მორწმუნენი და ერნი დასჯისაგან, რამეთუ შენსა გარეშე შუა-მდგომელი და მჴსნელი სხუა არავინ ვიცით.

გალობაჲ ვ, სძლისპირი


მუცლად იღო იონა ვეშაპმან და არა განხრწნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა სახე სამ-დღე დაფლჳსა შენისაჲ, რომელმანცა დაფლუაჲ თავს იდევ ჩუენთჳს, სახიერ, და ეტყოდა იგი მცუელთა მათ: ჵ, ცრუნო, წყალობაჲ თქუენი დაუტევეთ თქუენ დღეს.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

იესუ ტკბილო, ქრისტე იესუ, სულგრძელო, სულისა ჩემისა წყლულებანი განკურნენ, იესუ, და დაატკბე გული ჩემი, მრავალმოწყალეო, გევედრები, იესუ, მაცხოვარო ჩემო, რაითა გადიდო მე ცხოუნებულმან:

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

იესუ ჩემო, ქრისტე მრავალ-მოწყალეო, აღგიარებ, შემიწყალე, ჵ, იესუ მაცხოვარო, ხრწნილებისაგან მიჴსენ, იესუ ჩემო, რამეთუ არავინ იქმნა ესრეთ უძღებ, ვითარ მე ვნებული, ჵ, კაცთ-მოყუარეო, არამედ შენ, იესუ ტკბილო, მაცხოუნე მე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ისუ ჩემო, მეძავსა მას და უძღებსა, მანასეს და მეზუჱრესა და ყოველთავე მცოდუჱლთა, პირუელთა და შემდგომთა, წარვჴედ, იესუ ჩემო, ვნებათა და სიბილწეთა მიერ, კუალად ავაზაკსა და ნინეველთა, იესუ ტკბილო, სინანულსაცა მათსა ღირს-მყავ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იესუჲს ჩემისა ქრისტჱს ღმრთისა მშობელო, ყოვლდ-წმიდაო, ქალწულო, სახლო ღმრთისაო მარიამ, მხოლოო შეუგინებელო, შეგინებული ესე და კეთილთაგან ყოვლად-ცალიერი აწ ლოცუათა შენთა უსუპითა განმწმიდე და შეურვებულსა ნუ დამაგდებ, კურთხეულო.

კონდაკი, ჴმაჲ ჱ.


იესუ ტკბილო, სოფლისა ნათელო და სიტკბოებაო, დაბნელებულისა სულისა ჩემისა თუალნი განმინათლენ, ძეო ღმრთისაო, ღმრთივ ბრწყინუალითა მით ნათლითა შენითა, იესუ, მწყემსო ტკბილო, მომიძიე, რაჲთა გიგალობდე, ნათელსა მაგას დაუღამებელსა.

გალობაჲ ზ, სძლისპირი


ვცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით, და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა და არა დავიმარხეთ აწ, არცა ვყავთ, მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩუენ, გარნა ნუ მიმცემ ჩუენ სრულიად, მაღალო, მამათა ჩუენთა ღმერთო.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

ქრისტე იესუ ჩემო, არა-რომელმან ცოდა ქუეყანასა ზედა საუკუნითგან, იესუ ჩემო, ვითარ მე ვცოდე, უბადრუკმან და უძღებმან, ამისთჳსცა გიღაღადებ, იესუ ჩემო, და გევედრები შენ, მოწყალე მექმენ, მოწყალეო იესუ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

იესუ ქრისტე, მრავალგზის აღგითქუ ვნებულმან სინანული და გეცრუე უბადრუკი და აწ კუალად უგრძნობელად მყოფი ესე გიგალობ შენ: სული და გონებაჲ ჩემი განაბრწყინვე, ქრისტე სახიერო, კურთხეულო იესუ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ქრისტე იესუ, შენ გიღაღადებ, შიშსა მას შენს შემშჭვალე გული ჩემი, იესუ ჩემო, წარმიძეღუ მყუდროებისა ნავთ-საყუდელად,იესუ ჩემო, რათა ცხოვნებული გიღაღადებდე: მოწყალე მექმენ მე, კურთხეულო იესუ, ღმერთო მამათა ჩვენთაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქრისტე იესუჲს მშობელო, სძალო საშინელო უმეტეს ბუნებათასა ევედრე, ყოვლად-წმიდაო, მოტევებად ყოველთა ცოდუათა ჩემთა, ქალწულო, ღმრთისა ჴორცითა მშობელო.


გალობაჲ ჱ, სძლისპირი

წმიდანი შენნი, ყრმანი ბაბილონსა შინა, ქერაბინთა მიმსგავსებულნი, სამსა წმიდასა გალობასა იტყოდეს: გაკურთხევთ შენ, გიგალობთ და აღგამაღლებთ ყოველთა ღმერთსა.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

შენ გევედრები, იესუ ჩემო, ვითარცა მეძავი იგი, იესუ, იჴსენ მრავალთა ცოდვათაგან, ეგრეთვე მე, იესუ ჩემო, მიჴსენ და წმიდა ჰყავ გონებაჲ ჩემი შეგინებული.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

მივსდევ, იესუ ჩემო, პირუტყუჱბრივთა გემოთა და პირუტყუად ვჩან ჭეშმარიტად, იესუ ჩემო, ვნებითა მივემსგავსე, მაცხოვარო ჩემო იესუ, პირუტყუჱბისაგან მიხსენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შთავვარდი, იესუ ჩემო, განმხრწნელთა ავაზაკთა შორის, განმეძარცვა სამოსელი ღმრთივ-ქსოვილი და მდებარე ვარ წყლულებით, და გუემულსა ამას დამასხ ზეთი და ღჳნოჲ წყალობისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იესუჲს ჩემისა ღმრთისა მტჳრთუჱლო ღმრთის-მშობელო, გამოუთქმელად მას ევედრე ჴსნად ჩუჱნდა ჭირთა და ურვათაგან, მონათა და მგალობელთა შენთა, ქალწულო.

გალობაჲ თ, სძლისპირი


შენ მხოლო სანატრელ ხარ თესლებსა შორის, ქალწულო, რამეთუ გამოგჳბრწყინდა შენგან ნათელი მსხდომარეთა ბნელსა მას შინა, და განანათლნა სულნი ჩუჱნნი. ამისთჳს ღმრთის-მშობელო სამართლად გადიდებთ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

თანა-წარვჴედ მანასეს, მეზუჱრესა და მეძავსა და უძღებსა, მოწყალეო იესუ ჩემო, და ავაზაკსა საქმეთა მათ შინა სირცხჳლისა და უადგილოსათა, იესუ ჩემო, ისწრაფე და მაცხოუნე მე.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუჱნო, დიდება შენდა

ადამისითგან, იესუ, ყოველთავე მცოდუელთა თანა, უწინარეს სჯულისა და სჯულსა შინა, და შემდგომად სჯულისა, მძლე ვექმენ მადლსა ვნებათა მიერ უბადრუკი, არამედ შენ იესუ ჩემო ტკბილო, და განმისუჱნე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ნუ განმყოფ მე, იესუ, გამოუთქმელისა მის დიდებისა შენისაგან, ნუმცა მექმნების ნაწილი იგი მარცხენე, ტკბილო, არამედ მარჯუჱნით ცხოვართა თანა შემრთე, ქრისტე იესუ ჩემო ტკბილო, და განმისუჱნე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იესუჲსა ღმრთისა მშობელო, რომლისა მტჳრთუჱლ იქმენ, მხოლოო გამოუცდელო ქორწილისაო ქალწულო, მოწყალე-ყავ იგი, რაჲთა გჳხსნნეს ჭირთაგან და ცეცხლისა მისგან მერმისა მოსლუადისა.

დასადებელნი სინანულისანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს მიმართ
ხმაი ვ, ყოველთა სასოებაჲ


იესუ, ყოვლად-ტკბილო, სულთა და გონებათა ჩემთა წმიდა-მყოფელო, მეუფეო ქრისტე მრავალ-მოწყალეო, იესუ, მაცხოუნე, მაცხოვარო ჩემო ყოვლად-ძლიერო, ნუ დამიტევებ, მაცხოვარო ჩემო, მიჴსენ ყოვლისავე სატანჯუჱლისაგან, იესუ ჩემო, ღირს-მყავ ცხოვნებულთა შენთა ნაწილსა, იესუ ჩემო ტკბილო, და გუნდსა მას რჩეულთა შენთასა შემრაცხე, იესუ კაცთმოყუარეო.

იესუ, ყოულად-ტკბილო, მოციქულთა დიდებაო, მოწამეთა მეუფეო, სიქადულო ჩემო ყოულად ძლიერო იესუ, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო შვენიერო და სასურველო, ქრისტე, შემიწყალე ოხითა მშობლისა შეისაჲთა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, მოციქულთა და წინასწარმეტყუჱლთა და წმიდათა ზეცისა ძალთა მეოხებითა, იესუ სამოთხისა შუჱბასა ღირს-მყავ, იესუ კაცთ-მოყუარეო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იესუ, ყობლად-ტკბილო, მონაზონთა დიდებაო, მმარხუჱლთა სიწმიდეო, და შემამკობელო მოღუაწეთაო. იესუ, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო სახიერო, და გუელისა მისგან ჴელთასა განმარინე, იესუ, და აღმომიყუანე მღჳმით ქუესკნელით და მარჯუენით ცხოვართა შენთა შემრაცხე, იესუ სახიერო, მაშურალი და ტჳრთმძიმეჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნუ მიმანდობ კაცობრივსა განზრახუასა, ყოვლად-წმიდაო დედოფალო, და დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, არამედ მეოხ-გუეყავ და გუაცხოვნენ ჭირვეულნი, რამეთუ შემწე ხარ, ყოვლად-ძლიერო ქალწულო ღმრთისა დედაო, და მტერთა დამცემელი, და უცხო თესლთა მომსვრელი. ექმენ თანაშემწე ღმრთივ-დაცულსა ერსა შენსა და ქალაქსა და მგალობელთა შენსა, და იჴსნენ ყოველთა განსაცდელთაგან ქრისტიანენი.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო