Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

სინანულის აკათისტო დედათათვის, რომელთაც ჩვილნი მოწყვიდნეს საკუთარ საშოში (საშინაო საკითხავი)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სინანულის აკათისტო
დედათათვის, რომელთაც ჩვილნი მოწყვიდნეს საკუთარ საშოში


(საშინაო საკითხავი)

კონდაკი 1


კრავო ღმრთისაო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, ისმინე მოთქმისა ჩემისა და შეისმინე წუხილი გულისა ჩემისა, აღიღე ტვირთი მძიმე ცოდვათა ჩემთა, რომელმან უძლურებანი კაცთანი თავს-ისხენ, შემიწყნარე სინანულით შევდრომილი შენდა, მვედრებელი და მხმობელი სიღრმით გულისათ:
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

იკოსი 1


ღმერთო და უფალო! ქმნული ხელთა შენთა ვარ, გარნა ვაჲ ჩემდა, რამეთუ სამოთხეს ქმნული ადამისმიერი ცთომაჲ არს სულსა და გვამსა ჩემსა და მონებრ სათნო-ვეყოფი მას, აწ კი გვედრი შენ:

შემიწყალე მე, შემოქმედო ზესთასოფლისაო;
შემიწყალე მე, შემოქმედო ქუეყანისაო;
შემიწყალე მე, უფალო ზეციურთა ძალთაო;
შემიწყალე მე, განმგებელო ყოველთა ხორციელთაო;
შემიწყალე მე, მზრუნველო ყოველთა-თვისაო;
შემიწყალე მე, სინანულისა ცრემლთა შენდა შემწირველი;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 2


უფალო მრავალმოწყალეო, ვითარ კადნიერ-ვიქმნები ესევითარი ცოდვილი და მწიკ-ვლევანი მიახლებად შენდა ლოცვითა ჩემითა, რამეთუ მცნებასა შენსა გარდავხედ, რომელი იგი მეთქვა წინასწარმეტყველისა შენისა მოსეს მიერ: არა კაც-ჰკლა, ხოლო მე კაცისმკვლელ ვარ და ვაჲ ჩემდა, ასმაგად უსასტიკეს ვიქმენ, ვიდრეღა იქედნე, რომელი წიწილთა თვისთა ჟამ ერთ არა ვნებს, მერმე კი შთანთქავს, ხოლო მე შესაბრალისმან შვილნი ჩემნი არათუ მხოლო ნათელსა გრძნობადსა მოვაკელ, არამედ უმეტესღა ნათელსა ჭეშმარიტსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი განანათლებს ნათლისღებისა მიერ და მეძიებელი წუთიერისა განსვენებისა გავურბოდი მრავალშვილიერებასა, ვკლავდი რა ჩვილთა საშოსა ჩემსა. ამისთვისცა, დაბნელებულსა ამა და მრავალთა ცოდვათა მიერ, ყოველი სასოება დამიძს კეთილმოწყალებასა შენსა ზედა და კადნიერებით ვხმობ შენდამი: ალილუია.

იკოსი 2


სიტყვანი ცხორებისა შენისანი უგულებელს-ვყავ, უფალო, და გულისთქმათა ჩემთა მიერ ვიდოდი სიყრმითგან, ვიდრე დღეინდელად დღემდე, აწ კი სინანულით გიხმობ შენ, მრავალმოწყალეო, მაცხოვნე მე:

შემიწყალე მე, უსჯულოებათა შინა მიდგომილი;
შემიწყალე მე, ცოდვათა შინა შობილი;
შემიწყალე მე, მცნებათა შენთა არა დამმარხველი;
შემიწყალე მე, მადლისა შენისაგან მოკლებული;
შემიწყალე მე, ცხონებისა ჩემისათვის უდებ-ქმნილი;
შემიწყალე მე, ბადესა შინა ვნებათასა შემწყვდეული;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 3


კეთილ და შვენიერ არს, ძმანო, ყოფნა ერთად და რაჲთა ვიყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა გვამცნო მაცხოვარმან ჩუენმან; რომელი რისხვიდეს ძმასა თჳსსა, იგი კაცისმკვლელ არს, ხოლო მე რისხვითა აღვემატე ყოველთა საუკუნითგან შობილთა, უმეტესღა კაცისმკვლელთა, რომელთა მსხვერპლნი სხვადასხვაგვარისა მიზეზისა, ცხოვრებისა და ჰასაკისანი იყვნეს, ხოლო მე, უბადრუკმან, მოვუსწრაფე სიცოცხლე მათ, რომელთაცა ოდენ მიიღეს იგი შენგან, ცხოვრების მომნიჭებელისა; მე უგუნურმან უწყალოდ აღვიღე სიცოცხლე მათგან ჯერაც საშოსა შინა ჩემსა, შიშისა ღმრთისა უქონელმან უარვჰყავ ნება შენი და კურთხეული შენ მიერ ნიჭი შვილთსხმისა თავნებობითა ჩემითა გამოვიტაცებდი შემოქმედებრივთა ხელთა შენთაგან უცოდველთა შვილთა ჩემთა და ურცხვენელად მოვკლავდი მათ წინაშე თვალთა შენთა. გარნა ბედი მათი მარჯუენესა შინა შენსა არს, უფალო, ხოლო ცოდვანი ჩემნი წინაშე ჩემსა მარადის. შენდა მხოლოსა მიმართ ვინანი და გვედრი, სანატრელო, წარმართენ სლვანი ჩემნი გზასა სინანულისასა, რათა ყოველთა მონანულთა ცოდვილთა თანა გიგალობდე შენ: ალილუია.

იკოსი 3


რომელმან მხოლომან უწყნი უძლურებანი კაცთანი, უწყნიცა ჩემნი ცოდვით დაცემანი. ცოდვათა სიჭაბუკისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ და საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მხმობელი შენდამი:

შემიწყალე მე, დიდად ცოდვილი;
შემიწყალე მე, საღმრთოჲსა სჯულისა დამარღვეველი;
შემიწყალე მე, აღთქმისა შენისა გარდამავალი;
შემიწყალე მე, ვითარცა შენ მეუფისა სასყიდლისა ბოროტად მიმგებელი;
შემიწყალე მე, სინანულსა ჩემსა, ვითარცა მეათერთმეტისა ჟამისა მუშაკი;
შემიწყალე მე, შვილთამკვლელი საწყალობელი;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 4


მეუფეო ზეცათაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩემ შორის, ცოდვათაგან შებღალულისა და წმიდა-მყავ მე ყოვლისაგან ბიწისა და იხსენ სული ჩემი, რაჲთა ვხმობდე შენდამო, ცხონებული: ალილუია.

იკოსი 4


გზააბნეულ-ვარ, ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომიძიე მე, მონაჲ შენი, ღმერთო ჩემო, რომელი მცნებათა შენთაგან განშორებულ ვარ ხევსა შინა ვნებათა და თავნებობათა გაუვალთა, მიხსენ მე, უღირსი, სულთქმითა შენდამო თბილად მკვნესარი, მვედრებელი და მღაღადებელი:

შემიწყალე მე, თავნებობისა ცოდვათაგან დამძიმებული;
შემიწყალე მე, ვნებათაგან დაბნელებული;
შემიწყალე მე, სიამაყით აღტაცებული;
შემიწყალე მე, შურითა განლეული;
შემიწყალე მე, უსამართლობითა აღვსებული;
შემიწყალე მე, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა;
შემიწყალე მე, ნებსით შვილთა ჩემთა მკვლელი;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 5


სადაცა გენებოს, ყოვლადძლიერო ღმერთო ჩემო, მუნცა იძლევის წესი ბუნებისა, სძლიე ჩემსაცა ბუნებასა ცოდვიანსა და ძალსა მისსა, რომელიცა მიმიზიდავს ცოდვათადმი, რამეთუ შენ ხარ შემოქმედი ყოველთა და დამბადებელი ბუნებათა. საღმრთოჲთა მადლითა შენითა სული წრფელი განმიახლე წიაღსა შინა ჩემსა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან და აღხოცე სამართლად სულსა ჩემსა ზედა აღბეჭდული ნიშანი შვილთმკვლელისა, მსჯავრითა შენითა, მეექვსითა მცნებითა „არა კაც-ჰკლა“ დადებული და აღმიდგინე ცოდვათა ჩემთა მიერ დარღვეული საუკუნო აღთქმა შენი უფალო და კვალადცა აღმიდ-გინე სათნოებანი უწინდელნი, ცოდვათა მიერ განშორებულნი, რაჲთა აღუკრძალველად გიგალობდე შენ: ალილუია.

იკოსი 5


რომელმან სცოდა, ვითარცა მე, უბადრუკმან, რომელი ცოდვაჲ არა ვჰქმენ, რომელი ბოროტი არა გამოვისახე სულსა ჩემსა, გარნა შემუსვრილითა გულითა და ცრემლითა მოვალ შენდა მრავალმოწყალეო ღმერთო, მღაღადებელი ესრეთ:

შემიწყალე მე, მონა შენი, უნდოჲ;
შემიწყალე მე, ცოდვათა შინა გამედგრებული;
შემიწყალე მე, მოყვასისა მოძულე;
შემიწყალე მე, სიტყვითა და საქმით მოწყინარი;
შემიწყალე მე, სულითა და ხორცით შემწიკვლული;
შემიწყალე მე, სვინდისისა მიერ შემწვარი;
შემიწყალე მე, ჩვილთმკვლელი იროდისებრ;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 6


შარავანდედითა მადლისა შენისათა, უფალო, ნათლისამომცემელო, განაბრწყინვე სამოსელი სულისა ჩემისა და მიხსენ მე, რაჲთა სიხარულით გიგალობდე: ალილუია.

იკოსი 6


მრავალთა უმრავლეს არს, ქრისტე, შეცოდებანი ჩემნი და წყვდიადი ღამისა ცხოვრება ჩემი, გარნა ვესავ მოწყალებასა შენსა, მხსნელო ჩემო და ვითარცა დავით გიგალობ შენ:

შემიწყალე მე, რომელმან მცონარებითა განვვლე ყოველი ცხოვრებაჲ ჩემი;
შემიწყალე მე, ცოდვათა ჩემთა გამო დაუდუმებლად შენდამო მვედრებელი;
შემიწყალე მე, შენთა სინანულად მომყვანებელთა კეთილთა შეგონებათა მიმართ უმადური;
შემიწყალე მე, სჯულისა შენისა უგულებელსმყოფელი და მცნებათა შენთა დამხსნელი;
შემიწყალე მე, სოფლისა ამის და რა ცა მას შინა არს შემყვარებელი;
შემიწყალე მე, ამაოებათა ამის სოფლისათა დამოწაფებული;
შემიწყალე მე, მცნებათა ამის სოფლისათა მიმხედველი და შენგან შვილიერებასა ზედა კურთხევისა მოზიზღარი და შვილთმკვლელობისა მოქმედი;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 7


ზეცად აღვიპყრობ თვალთა ჩემთა, შენდამო, სიტყვაო ღმრთისაო, გარნა ხრწნადი ბუნებაჲ ჩემი მიწად მიმიზიდავს, მაცხოვარო ჩემო. ჰოჲ, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო და ყოველივეჲსა რაიცა არს მათ შინა! წარმიმართენ მე სლვანი ჩემნი ზეცათა მიმართ ვითარცა აზრით, ესრეთ საქმით, რაჲთა ძლევითა გიგალობდე შენ გულით და ბაგით ესრეთ: ალილუია.

იკოსი 7


სივერაგითა და არაწმიდებითა აღვსილ არს თვალი ჩემი, საცთურთაგან ამის სოფლისათა მოხიბლულ ვარ, ამისთვისცა გევედრები შენ, სახიერო, მიაქცინე თვალნი ჩემნი, რაჲთა არა ვხედვიდე ამაოებასა, მხმობელი ლოცვით შენდამო:

შემიწყალე მე, მოწყურებული შენდა ერთგულად მსახურებასა;
შემიწყალე მე, სულითა და ჭეშმარიტებითა შენდამი თაყვანისცემისა მგულვებელი;
შემიწყალე მე, ცოდვათა წილ სინანულისა ცრემლთა ვითარცა მსხვერპლთა შენდა შემწირველი;
შემიწყალე მე, შვილთა ჩემთა კლვისათვის შენდობისა მთხოვნელი;
შემიწყალე მე, ვნებათაგან ჩემთა განთავისუფლებისა შენზედა მსასოებელი;
შემიწყალე მე, მძიმეთა და სასიკვდინეთა ცოდვათა ჩემთა გამო მიწყივ მტირალი;
შემიწყალე მე, მკვლელი, საღმრთოჲსა და კაცობრივისა სამსჯავროისა თანამდები;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 8


შემიწყალე მე, უფალო, მაცხოვარო ჩემო, მოსრულო სოფლად ცოდვილთა ცხორებად, რომელთაგან უმწიკვლევანეს მე ვარ, გარნა გევედრები შენ მრავალმოწყალეო ღმერთო ჩემო, მოსდერკ მოწყალებად კეთილმოწლეობისა შენისა, ისმინე ამოოხვრანი ჩემნი, მიიღე წყარო ცრემლთა ჩემთაჲ, ტფილნი და სულიერნი ლოცვანი სულისა ჩემისანი, მაცხოვარ, რათა გიგალობდე შენ: ალილუია.

იკოსი 8


ავაზაკებრნი ბოროტნი გულისსიტყვანი დამესხნეს, სვინიდისსა ჩემსა მთვლემარესა, ვაჲ ჩემდა, რამეთუ სამოსელი ჩემი ბრწყინვალე, ემბაზისა მიერ ჩემდა ბოძებული, მწიკვლევანთა ცოდვათა ჩემთა გამო განმე-ძარცვნეს, ამისთვისცა ყრმათა კლვაჲ ვყავ და სათნოებათაგან ცალიერი ვიდრე აქამომდე ვჰგიე, რომლისათვისცა ვერ ვიკადრებ თვალთა ჩემთა ზე აღხილვად, რომელნიცა ცოდვათა ჩემთა გამო, ქმნულთა წინაშე შენსა, ქვე დამიდრეკიეს, უფალო და ესევითარად ვხმობ შენდამო:

შემიწყალე მე, სასიკვდინეჲსა ცოდვისა მქმნელი;
შემიწყალე მე, ვიდრე აქამომდე ცოდვათა შინა დადგრომილი;
შემიწყალე მე, ყოველგვარითა სიბილწითა აღვსილი;
შემიწყალე მე, არაბუნებითთა მანკიერებათაგან შებღალული;
შემიწყალე მე, რომელმან ქალწულებისა სიწმიდე არა დავიცევ;
შემიწყალე მე, რამეთუ დედობისა ღვთისმოსაობაჲ განვიშორე;
შემიწყალე მე, საშოისაგან ჩემისა ჩვილისა ჩემისა განმგდები;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 9


წყარო ცრემლთა მეც მე, ღმერთო ჩემო, რათა ვსტიროდე ცოდვათა ჩემთა და ესევითარად მოხარული ვღაღადებდე: ალილუია.

იკოსი 9


გვამი ჩემი შევაგინე საიდუმლოთაგან საძაგელთა, სული ჩემი დავაბნელე აურაცხელთა ნამოქმედართა ჩემთაგან, უძლურ არს გვამი, უძლურ არს სულიცა ჩემი. შენ მხოლოსა ძვირუხსენებელსა, მოწყალესა მსაჯულსა და ღმერთსა ჩემსა შევრდომით გევედრები:

შემიწყალე მე, მკვლელი, ვინაითგან ჩემს მიერ მოკლულთა ჩვილთა ხვედრისა მოგონებითა განვჰკრთები და ვსძრწი და გამოუთქმელსა განკვირვებასა მივეცემი: ვითარ მოითმენ და კეთილსა მიყოფ გულმოწყალეო უფალო და მსაჯულო სიმართლისაო, დასამკვიდრებელსა ჯოჯოხეთსა შინა და ვიდრე ამად ჟამადმდე მოელი სინანულსა ჩემსა;
შემიწყალე მე, მრავალგზის აღმთქმელი სინანულისა და კვალად ცოდვათა მიმართ მიქცეული, ვითარცა ძაღლი თვისსა ნათხევარსა;
შემიწყალე მე, მრავალთა მკვლელობათა მოქმედი;
შემიწყალე მე, რამეთუ შიშისა ღმრთისა და დედობრივისა სიყვარულისა უქონელმან, მხეცებრივითა განძვინებითა შვილნი ჩემნი დავფლითე;
შემიწყალე მე, რამეთუ ნებითა ჩემითა ცოდვა მრავალი მიქმნიეს;
შემიწყალე მე, საძაგელთა გულისთქმათაგან სულისა ჩემისა შემამწიკვლებელი;
შემიწყალე მე, დღესამომდე ცოდვილისა ცხოვრებისა მიმდევარი;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 10


საცთურთაგან ამის სოფლისათა მოწყლულ-ვარ და მომიდრეკნიეს მუხლნი წინაშე მისსა, აღმრჩეველსა სიძულვილისა კანონისა მისისა, რომელ წარწყმედს, დამვიწყებიეს აღთქმანი ჩემნი მიცემულნი ჟამსა ნათლისღებისასა და შევსძინებ უსჯულოებასა ცოდვისა თანა, რომელსაცა მთავაზობს სოფელი ესე; უკანასკნელ, მივეწიე მწვერვალსა სასიკვდინეთა ცოდვათასა – შვილთკვლასა, გარნა ღმერთო მამაო, განართხე ხელნი შენნი და შემიტკბე შენდამი მოლტოლვილი, ვიდრეღა შეგსწირავ მსხვერპლსა ქებისასა აღსასრულსა ცხოვრებისა ჩემისა, მღაღადებელი: ალილუია.

იკოსი 10


მპარავთა, კაცისმკვლელთა, ავაზაკთა და ყოველთა უნანელთა ცოდვილთა არა დაიმკვიდრონ სასუფეველი ღმრთისა. ხოლო მე ყოვლითა არაწმინდებითა და უსამართლობითა შევიმწიკვლე სული და ხორცნი ჩემნი. ესევითარისა სულიერისა უბადრუკებისა გამო შეგივრდები და ვხმობ შენდამო:

შემიწყალე მე, ახალსა აღთქმასა შინა მადლმოსილისა სასუფეველისა დამბადებელო;
შემიწყალე მე, შენ მიერ შექმნულსა ეკლესიასა შინა გაეკლესიურებული;
შემიწყალე მე, ნიჭთა მიერ სულისა წმიდისათა აღბეჭდული;
შემიწყალე მე, შენთა ყოვლადწმიდათა ხორცთა და ცხოველსმყოფელისა სისხლისა მიერ გამოზრდილი;
შემიწყალე მე, ქრისტეს მიერ ნათელღებული და ქრისტეშემოსილი;
შემიწყალე მე, ყოველთა ამათ ქველისმოქმედებათა უარმყოფელი და ბიწიერისა ცხოვრებისა აღმრჩეველი;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 11


უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სული უმანკოებისა მომმადლე მე, რამეთუ სიყრმით ჩემითგან მოვაკლდი სათნოებასა, ერთიანად დავემონე ვნებათა, სული და სამშვინველი შევამწიკვლე და სხეული განვხრწენ.
ღმერთო მრავალმოწყალებისა და გულმოწყალებისაო! ნუ მოიძაგებ განმწმიდო მე, ესევითარი უშვერი ცოდვილი, ქმნული თითთა შენთაჲ, შემიწყალე და განმწმიდე მე ყოვლისაგან ბიწისა სულისა და ხორცთასა და ღირს-მყავ კადნიერად გალობად შენდა: ალილუია.

იკოსი 11


უფალო, მოლოდებაო გულისა ჩემისაო, ნუ განმაგდებ მე შენდამი მსასოებელსა და ნუ მარცხვენ წინაშე ანგელოსთა და კაცთა სამართლიანსა და საშინელსა სამსჯავროსა შენსა, ნუ განმიკითხავ მე საქმეთაებრ ჩემთა, არამედ მოწყალებითა შენითა მომიტევე შეცოდებანი ჩემნი, შენდამო მღაღადებელისა:

შემიწყალე მე, არაწმინდისა გულისა მქონებელი;
შემიწყალე მე, დემონთაგან დატყვევებული;
შემიწყალე მე, ცოდვათა შინა შობილი, ნათლისღებითა განბანილი და კვალად, ვითარცა ღორი, უსჯულოებათა შინა დაცემული;
შემიწყალე მე, მყრალსა სულსა ჩემსა შინა ცოდვიანთა წყლულებათა მქონებელი;
შემიწყალე მე მძიმეთა და სასიკვდინეთა ცოდვათა ჩემთა გამო სასოწარკვეთილებასა და მოწყენილობასა შინა ჩავარდნილი;
შემიწყალე მე, ყოვლითა ცოდვითა შებღალული და ყოვლისა სასჯელისა თანამდები;
შემიწყალე მე, შემოქმედო ჩემო და სინანულითა მიმიღე დაცემული;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 12


უსაზღვროჲთა სიყვარულითა შენითა, ღმერთო ჩემო, დაჰფარენ ცოდვანი უსჯულოებისა ჩემისანი, მიმღებელმან სინანულისა ჩემისამან, რაჲთა სიყვარულითა ვხმობდე ყოვლადვე შენდამო: ალილუია.

იკოსი 12


სიჭაბუკემან ჩემმან უგუნურებასა შინა განვლო და ყოველი ცხოვრება ჩემი ცოდვათა შინა წარვაგე, დაუდევრობითა და მცონარებითა სინანულისა მიმართ, გარნა სიბერემან, ზარგანხდილმან გარდაუვალითა სიკვდილითა და შენითა სამსჯავროჲთა, სინანულად მომიყვანა მე.
ნუ განმაგდებ შენგან, მაცხოვარო ჩემო, მეათერთმეტესა ჟამსა მოსრულსა მკლავთა ქუეშე შენ მამისა ჩემისათა და სინანულითა მხმობელსა:

შემიწყალე მე, რამეთუ სისხლი უბრალოთა ყრმათა ჩემთა შეგღაღადებს და სწამებს ჩემთა მკვლელობათა შესახებ;
შემიწყალე მე, ღმერთო სამერთიანო ბუნებითა;
შემიწყალე მე, უფალო, კაცთმოყვარებითა ყოვლადსაკვირველო კაცთმოყვარეო;
შემიწყალე მე, მეუფეო, ჩვენთა შეცოდებათა ზედა დიდად სულგრძელო;
შემიწყალე მე, მეუფეო წმიდაო, უძლურებათა ჩვენთა მკურნალო;
შემიწყალე მე, აღსავსეო სიყვარულითა და მით სასოწარკვეთილთა ცოდვილთა განმატფობელო;
შემიწყალე მე, ყოვლადძლიერო, რომელმან უძლურებანი ჩვენნი თავს-ისხენ;
უფალო ჩემო, უფალო, სიხარულო ჩემო, შემიწყალე დაცემული ესე.

კონდაკი 13


გამოჩენად არს ნიშანი ძისა კაცისა ცათა შინა, ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელი ჯვარი ძისა ღმრთისაჲ, საშინელსა და მეორედ მოსვლასა მას განსჯად ცხოველთა და მკვდართა. მაშინ სტიროდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი. ჰოჲ, იესუ ქრისტე, მაცხოვარო და მსაჯულო ჩვენო და ყოველთა მეუფეო! უწინარეს დღისა მის მომეც ჩვენ ცრემლი სინანულისა, რაჲთა აღვხოცო მით ბოროტნი და წარმწყმედელნი საქმენი ჩემ მიერ ქმნულნი, რომელთაგან სული ჩემი შევაბილწე და ახლისა აღთქმისა სისხლი შენი ყოვლადპატიოსანი მწარედ შეურაცხვყავ! ეგრეთ მას ჟამსა შინა ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა და მართალთა თანა გიგალობდე შენ: ალლილუია. (სამგზის)

(ესრეთ იკოსი 1 და კონდაკი 1)

ლოცვა 1


ჰოჲ, მეუფეო, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო! აურაცხელითა სახიერებითა შენითა, ჩვენ კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის ხორცშესხმულო, ჯვარცმულო და საფლავად დადებულო სისხლითა შენითა ჩვენისა განხრწნილისა ბუნებისა განმაახლებელო, შეიწირე სინანული ჩემი და ისმინე სიტყვანი ჩემნი: შევსცოდე, უფალო, წინაშე შენსა და ზეცისა, სიტყვით, საქმით, სულით და ხორცით და აზრით გონებისა ჩემისა; მცნებათა შენთა გარდავხედ, არა ვისმინე ბრძანებათა შენთა, განვარისხე სახიერებაჲ შენი, ღმერთო ჩემო, გარნა რამეთუ ქმნული შენ მიერ ვარ, არა წარვიკვეთ სასოებასა ჩემსა, არამედ უსაზღვროსა კეთილშემწყნარებლობასა შენსა კადნიერებით მოუხდები და გევედრები შენ: უფალო! ჟამსა სინანულისასა მომმადლე მე გული შემუსვრილი და მიმიღე მვედრებელი და მომანიჭე აზრი კეთილი; მომმადლე მე გულის-ზრახვაი ცოდვათა ჩემთა აღსარებისა და ცრემლი ლმობიერებისა; უფალო, შემაძლებინე მადლი შენი დავსდვა საფუძვლად ყოველთა კეთილთა წამოწყებათა ჩემთა. შემიწყალე მე, ღმერთო, შემიწყალე მე, დაცემული და მომიხსენე ცოდვილი მხევალი შენი სასუფეველსა შენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2


ჰოჲ ღმერთო, დიდადმოწყალეო იესუ ქრისტე, ცოდვილთა გამომხსნელო, რომელმან ცხონებისათვის კაცთა მოდგმისა დაუტევე უდიდებულესი ზეცა და გარდამოხედ ღელესა ამას გლოვისასა მრავალცოდვიანსა, იტვირთე საღმრთოთა მხართა ზედა უძლურებანი ჩვენნი და სნეულებანი ჩვენნი თავს-ისხენ; შენ, ჰო წმიდაო ვნებულო, ცოდვათა ჩვენთათვის მოიწყალ და უსჯულოებათა ჩვენთა გამო ეწამე; ამისთვისცა, ჩვენ ყოველნი, კაცთმოყვარეო, მოგიძღვანებთ მდაბალთა ამათ ლოცვათა: შეიწირე იგინი, ჰოჲ ყოვლადსახიერო უფალო, შემწყნარებელ ექმენ უძლურებათა ჩვენთა და ცოდვათა ჩვენთა ნუ მოიხსენებ და მრისხანე განზრახვაი ჩვენთა ცოდვათათვის შურისგებისა უკუნაქციე ჩვენგან.
სისხლითა შენითა ყოვლადპატიოსნითა ჩვენისა დაცემულისა ბუნებისა განმაახლებელო უფალო იესუ ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო, განმაახლე ჩვენცა მყოფნი ცოდვათა განსახრწნელსა შინა და ნუგეშინის-ეც გულთა ჩვენთა სიხარულითა ყოვლადმიმტევებლობისა შენისათა: გლოვითა და აურაცხელითა ცრემლითა სინანულისათა შეუვრდებით შენსა საღმრთოსა მოწყალებასა: განმწმიდენ ჩვენ ყოველნი, ღმერთო ჩვენო, ღვთაებრივითა მადლითა შენითა ყოველთა უსამართლობათაგან და უსჯულოებათა ცხოვრებისა ჩვენისათა, რათა სიწმინდესა შინა შენისა კაცთმოყვარებისათა ვაქებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა თანა მამით და ყოვლადსახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისადმი

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ.

გიხაროდენ, მხოლოო ყოვლადწმიდაო დედაო ერთისა მხოლოისა შემოქმედისა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესო!

მეოხმეყავ დღესა მას საშინელსა გამოცდისა ჩემისასა, ოდეს წარსვდგე წინაშე საყდრისა პირუთვნელისა მსაჯულისასა, რაჲთა ცეცხლოვანისა სატანჯველისა რისხვისაგან დახსნილ-ვიქმნა ლოცვითა შენითა მხოლოისა კურთხეულისა.

(მეტანია და განტევება)

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მაცხოვნენ ჩვენ!

ილოცვიდეთ ამას ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო