Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა ილია მართლისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა ილია მართლისა


კონდაკი 1


დაუვალისა მის უქმნელისა მნათობისა ქადაგად აღმოცისკრებულო ვარსკვლავო და ყოვლადსახიერისა ღმრთისა მიერ მომადლებულსა ნეტარებასა მიმთხვეულო, რომელმან ახოვანითა მით მღვიძარებითა შენითა ჩვენ, უდებთა და საწყალობელთა, სულიერი იგი ძილი წარმწყმედელი განაფრთხე და გონებითნი საცნობელნი განგვიბრწყინვე, აწცა შეგვაწყნარე დამბადებელისა სახიერებასა, რათა ღმრთისა წმიდათა ძალისაებრ ჩვენისა მაქებელნი შენ, დაუღამებელისა მის ნათლისა მეტრფესა, მარადის გიგალობდეთ:

გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

იკოსი 1


სიკვდილითა სიკვდილისა მძლეველისა მობაძავო და მამულისა შენისა საკურთხეველისა წინაშე წარმდგარო ტარიგო პატიოსანო, ფრიადითა მით მღვიძარებითა და სისხლისა შენისა დათხევითა წმიდათა და მართალთა თანა მითვალულსა ესრეთ გადიდებთ:

გიხაროდენ, სამზეოსა ზედა აღმობრწყინვებულო მოღვაწეო საკვირველო;
გიხაროდენ, იბერიისა ვენახისა კეთილმემტილეო;
გიხაროდენ, გონებათა ჩვენთა მზრდელო ხელოვანო;
გიხაროდენ, ნაკლუვანებათა ჩვენთა უშურველად აღმომავსებელო;
გიხაროდენ, უსასოთა და მჭმუნვარეთა განმხნობაო;
გიხაროდენ, მაცხოვნებელისა სიტყვისა გულთა შინა ჩვენთა განმაღვივებელო;
გიხაროდენ, მამულისა სიყვარულსა შემსჭუალულო;
გიხაროდენ, ტრფიალებითა მით უოხჭნოჲთა სასუფეველისად შემზადებულო;
გიხაროდენ, სრბისა კეთილისა კეთილად განმასრულებელო;
გიხაროდენ, აღსასრულითა შენითა ბელიარისა მანქანებისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, რომელსაცა შეწევნასა გეაჯებიან;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 2


საღმრთოჲთა მით ბეჭდითა ნიშანდებულმან და სულისა წმიდისა მიერ მადლითა მით ცხოველითა აღბეჭდულმან, მამულისა შენისა ხატებისა ტრფიალებაჲ ყრმობითგანვე შეისაკუთრე, ჰხმობდი რაჲ ესრეთ ცათა მიმართ: ალილუია.

იკოსი 2


იბერიისა სიყვარულითა მოტყინარეო და აღტრფობილო, მაცხოვნებელისა მთესვარისა მარცვალი ლხინებული აწ გამოგვიბრწყინვებ სულიერისა ნაყოფისა უხვებასა და ჩვენცა, სიხარულითა მით სიმშ დისაჲთა აღვსებულნი, გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, მამულისა ძეობისა სულიერითა ტვიფარითა დაბეჭდულო;
გიხაროდენ, მშობლიურისა სანახებისა სამადლობელითა პალატთათვის ცათაჲსა შემტკიცებულო;
გიხაროდენ, სულისა ჩვენისა სალხინებელად დანერგულო მცენარეო;
გიხაროდენ, გულისა ჩვენისა განსატფობელად ამომზევებულო;
გიხაროდენ, გონებათა ჩვენთა საზრდელო კურთხეულო;
გიხაროდენ, ქრისტიანეთა ცოცხალო სახსოვარო;
გიხაროდენ, სიყრმითგანვე უმეცრებისა წყვდიადსა განშორებულო;
გიხაროდენ, გონებითისა სიმაღლისა მეტრფეო;
გიხაროდენ, უფლისათვის სათნოჩენილო;
გიხაროდენ, სასუფეველისა ნეტარებისა მხმეველო;
გიხაროდენ, ღმრთისა ხატებისა ღირსებითა მით შეკრძალულითა დამცველო;
გიხაროდენ, სულნელო სასურველო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 3


მრთელისა და მართლისა მეცნიერებისა წიაღთაგან მოწევნულსა ხმოვანებასა, რომლისა მეტყველებაჲცა ზეცად აღიწევის, უხრწნელისა საუნჯისა მეძიებელნი თანამეხმე ვექმნნეთ, მორწმუნენო: ალილუია.

იკოსი 3


ღმრთივკურთხეულისა ცოდნისა სასუმელსა დაწაფებულო, რომელმანცა მამულისა შენისათვის მამულისავე დატევებაჲ სათნო-იჩინე და პეტერბურგსა შინა სწავლულებისა ბეღელი იგი შენი უვრცელესი მწიგნობრობისა იფქლითა ხვავრიელ-ჰქმენ, ვხმობთ შენდა მიმართ ესრეთ:

გიხაროდენ, სარწმუნოებისა მეცნიერებით განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, მეცნიერებისა ნაყოფიერისა სარწმუნოებითა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, გზათა უფლისათა შემცნობელო;
გიხაროდენ, სლვათა შენთა ქრისტესმიერ წრფელ-მყოფელო;
გიხაროდენ, სიყვარულითა მხურვალითა უცხოეთისა იწროებისა დამთმენელო;
გიხაროდენ, კრძალულითა ლოცვითა აღვსებულო;
გიხაროდენ, მაცხოვნებელისა შჯულისა ცხოველო მწიგნობარო;
გიხაროდენ, სიბრძნითა უაღრესითა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, სამშობლოჲსა წყვდიადისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, ეკლესიისა საგალობელისა კეთილხმოვანო ძლისპირო;
გიხაროდენ, რომელსაცა შეგამკობენ მეფსალმუნენი;
გიხაროდენ, რომლისათვისცა ენანი ამოდ ძნობენ;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 4


ხორციელისა სიზრქისა მაოტებელითა სწავლულებითა განბრძნობილმან და სამშობლოჲსათვის მოღვაწებისა მნებებელობითა წმიდათა მამათა თანა მემწყობრემან, თავს იდევ რაჲ მამულისათვის ფრიადი მუშაკებაჲ, იგალობე ღმრთისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 4


იბერიისა მჭმუნვარითა ბედითა დამწუხრებულო, ღმრთივკურთხეულითა შვილობისა ძალითა აღვსებული ლამპრად დაუშრეტელად გამოუბრწყინდი ღმრთისმშობელისა წილხვდომილსა ქვეყანასა ამას და ჩვენცა, შენისა ღმრთივმომადლებულისა ნათლისა მჭვრეტელნი, ესრეთ გიგალობთ:

გიხაროდენ, სულიერისა ტრაპეზისა ზედაშეო;
გიხაროდენ, დაცემულისა მამულისა მკურნალად მოვლენილო;
გიხაროდენ, რომლისა მიერ სნეულებათა ჩვენთაგან განვიკურნებით;
გიხაროდენ, დავითისა ფსალმუნისა წარდგომაო;
გიხაროდენ, ერისა სიმრთელისათ ს წყურიელო;
გიხაროდენ, ჩვენთა უმეცრებათა ზედა მგლოვარეო;
გიხაროდენ, უდებთა და მძინარეთა განმაღვიძებელო;
გიხაროდენ, განსაკრთომელო მხნეობაო;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა შვენებაო;
გიხაროდენ, რამეთუ შენისა ღვაწლისა მხილველნი ზეცათა მეუფესა ადიდებენ;
გიხაროდენ, რამეთუ ანგელოზნი ცათა შინა შენსა ნამუშაკევსა ხმოვანებენ;
გიხაროდენ, მთხრებლისა ამის ქვეყნიერისაგან მშვიდობით განსრულო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოვებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 5


ღმრთივსწავლულებისა უსუპითა სხურებულსა, რომელმანცა სიტყვიერითა მით ქნარითა, გულისხმაჲ ჩვენი, მცონარებითა მოწყლული, წმიდა-ჰყვენ და ჩვენთვის ჯვარცმულისა მაცხოვარისა სასოებად კვალად აღგვადგინენ, ხმითა კეთილითა გიგალობთ ქრისტეანენი: ალილუია.

იკოსი 5


ღმრთისა მცნებათა მიერ გულისა შენისა აღვსებისა მნებებელო და საქართველოჲსა თანამდევითა მით მადლითა საუფლოჲთა ნათელღებულო, ხმა-ვყოფთ შენდა მიმართ ესრეთ:

გიხაროდენ, საღმრთოჲსა სიყვარულისა მქადაგებელო;
გიხაროდენ, სიყვარულითა მით შენისა მოღვაწებისა განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, მოყვასთათვის მარადის განხმულო საფასეო;
გიხაროდენ, კვალისა შენისა ნათლისა გულთა შინა ჩვენთა აღმბეჭდველო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ თანანადებისა შენისა კეთილად გარდამხდელო;
გიხაროდენ, მუშაკობითა დამაშვრალო;
გიხაროდენ, საუკუნისა დუმილისა გამახმოვანებელო;
გიხაროდენ, მყუდროებასა შინა განსვენებულო;
გიხაროდენ, სულთა ჩვენთათვის ღმრთისა მიმართ მვედრებელო;
გიხაროდენ, შემოქმედისა სახიერებისა მადიდებელო;
გიხაროდენ, ქრისტეს მიერ შეყვარებულო;
გიხაროდენ, ნეტარსა მშვიდობასა მიმთხვეულო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 6


ღმრთისა მიერ ჩვენ შორის ახოვნად გამოჩინებულო და მრავალფერითა მოღვაწებითა შენითა საუფლოსა წიაღსა დაგებულო, აღანთენ ჩვენისა გულისა ლამპარნი დაშრეტილნი, რათა ღმრთისა წინაშე ჩვენნიცა საქმენიცა ბრწყინვიდენ მღაღადებელნი ესრეთ: ალილუია.

იკოსი 6


ქვეყანისა ტაძრითგან ცათა მიმართ აღმავალო სულნელო ღმრთაებრივო, რომელმან ჩვენდა მომართ აღძრული ბევრეული მანქანებაჲ ბელიარისაჲ გარე-წარაქციე, მადლიერებისა გრძნობითა განტფობილნი ესრეთ გიგალობთ:

გიხაროდენ, იბერიისა გარდასრულისა ახოვანებისა მომხსენებელო;
გიხაროდენ, მისისა დამარხულისა სახელოვანებისა შემცნობელო;
გიხაროდენ, მამულისა განცოცხლებისა სურვილითა აღტფრობილო;
გიხაროდენ, განახლებისა ვარსკვლავსა შედგომილო;
გიხაროდენ, ამაოჲსა მჭმუნვარებისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, კეთილისა მყოობადისა მშობელო;
გიხაროდენ, სათნოებათა შთამაგონებელო;
გიხაროდენ, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ წინამძღვარ-გექმნა;
გიხაროდენ, ამა სოფლისა მბრძოლო;
გიხაროდენ, სიტყვიერისა ნერგისა გულთა შინა ჩვენთა დამნერგველო;
გიხაროდენ, უხრწნელისა საზრდელისა მსასოებელო;
გიხაროდენ, დაცემულთა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 7


მაცხოვნებელისა გზისა იწროებისა შემცნობელო, რომელმან ტანჯვისა სასუმელისა შესმითა ჩვენ, უძლურთა და დაცემულთა, შეჭირვებანი აღასუბუქენ, სულითა მდაბლითა და გულითა შემუსვრილითა ხმა-ჰყავ ღმრთისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 7


სულიერისა მღვიძარებისა ხატო ბრწყინვალეო, რომელი ღმრთივმომადლებულითა ნათლითა შვენიერითა წმიდასა ეკლესიასა განაშვენებ, შენისა ღვაწლისა საქებელად მოსრულნი ესრეთ გიგალობთ:

გიხაროდენ, უდებთა და მძინარეთა შემრისხველო;
გიხაროდენ, შუაღამითგან აღმსთობილო ეკლესიისა მნათეო;
გიხაროდენ, ჩვენდა მღვიძარებად მოსრულო;
გიხაროდენ, უცთომელისა სიმართლისათვის ხმოვანო;
გიხაროდენ, წმიდათა მოღვაწეთა მობაძავო;
გიხაროდენ, ერისა შენისა მიერ გამოზრდილო;
გიხაროდენ, ქრისტესა შედგომილო;
გიხაროდენ, ერისა შენისა წინამძღვარო სულიერო;
გიხაროდენ, ჩვენთა წყლულებათათ ს გულმოწყლულო;
გიხაროდენ, რომლისა გულსა შინა ღმრთისა საკურთხეველისა უცნაური ცეცხლი მოტყინარობს;
გიხაროდენ, შეჭირვებულთა ცრემლთა აღმხოცველო;
გიხაროდენ, მთასა ზედა სიწმიდისასა ამაღლებულო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 8


განუპარველითა მადლითა სიმართლისათა დღე-ყოველ აღმსთობილო და ნიჭისა მის უშურველისა განხორციელებითა ქრისტესა თანა ჯვარცმულო, ქებითა შენითა მწყობრობენ მორწმუნენი ღმრთისანი: ალილუია.

იკოსი 8


დამზრალისა ქვეყანისა განმატფობელო და შმაგისა მის ბელიარისა გოდებაო, დაუძინებელისა გველისა მბრძოლსა ახოვანსა, რომელმან ძალითა საკვირველითა შენითა შურითა განცოფებულთა მხედრობანი შემუსრენ, ესევითარსა ქებასა შეგასხამთ მგალობელნი შენნი:

გიხაროდენ, კეთილისა მარგალიტისა მომპოვნებელო;
გიხაროდენ, წარმწყმედელისა ბრკოლისაგან სამარადისოდ დახსნილო;
გიხაროდენ, ბოლოჲსა ჟამისა გამომფრდელო;
გიხაროდენ, ეკლესიისა მიმართ განბორგებულთა მძლეველო;
გიხაროდენ, ერსა შენსა ზედა წინამძღვრად დადგინებულო;
გიხაროდენ, ამაო სა ენოვნებისაგან განყენებულო;
გიხაროდენ, რამეთუ ვასილისკოჲ შენითა საკვირველითა მხნეობითა განსქდების;
გიხაროდენ, რამეთუ შენისა ღმრთისმოშურნებისა სულნელებაჲ ზეცად აღიწევის;
გიხაროდენ, წიაღსა ვენახოანსა შთასრულო;
გიხაროდენ, მადლისა ზეგარდამომავალისა მეუნჯეო;
გიხაროდენ, აწ უხრწნელითა ბისონითა შემოსილო;
გიხაროდენ, სიტყვაო ღმრთისმიერო კეთილთა საქმეთაგან გამოთარგმანებულო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 9


ნებსით ჯვარცმულმან ჩვენისა ცხოვრებისათვის, რომელმან წყალობითა თვისითა უშურველითა განგააზნაურა, მარადსა თანაწარსადინელსა ცხოვნებისასა შეგრთო შენ, და ჩვენცა, შენისა სრბისა მედღესასწაულენი, მლხინებელ გექმნებით წმინდანსა: ალილუია.

იკოსი 9


სოფლისა ამის განხრწნილისა თეატრონისა მოყვარულთა თხარეს წინაშე პირსა შენსა მთხრებლი და, ფსალმუნისა სიტყვისაებრ, „იგინივე შთაითხივნეს“, ხოლო შენ, მაცხოვარისა ჩვენისა თანახატ-ქმნილი, სასუფეველისა წიაღ აღიწიე, ამისთვისცა ვხმოვანებთ შენდა მიმართ ესრეთ:

გიხაროდენ, ტაძარო კურთხეულო;
გიხაროდენ, მაწყევართა შენთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, მაჭირვებელთა შენთა მიმართ მადლობისა შემწირველო;
გიხაროდენ, ქვადქცეულთა გულთა მკვეთელო ძალოვანო;
გიხაროდენ, მკელობელთა და კეთროანთა ნუგეშო;
გიხაროდენ, რამეთუ მოძულენი შენნი პირსა შენსა ჰნერწყვიან;
გიხაროდენ, რამეთუ სალმობანი და განკითხვანი შენზედა მოიწევიან;
გიხაროდენ, ბაზმაკო განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, ქვეყანაო საიფქლეო;
გიხაროდენ, სიტყვიერისა საცხოვრისა მზრდელო;
გიხაროდენ, რამეთუ შენისა მტილისა ნაყოფი კეთილი მოისთვლების;
გიხაროდენ, რამეთუ ღელვანი სოფლისანი შენზედა გარდახდების;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 10


შენისა საყვარელისა მამულისა ზეობისა მოსურნეო და სიყვარულითა მისითა ძილისაგან განკრთომილო, აწმყოჲსა მაჯისცემისა მოყურადეო და მომავალისა საშვებელისა მჭვრეტელო, ქვეყანასა ზედა უშჯულოებისა მამხილებელი აწ ცათა შინა გალობ ესრეთ: ალილუია.

იკოსი 10


დამწუხრებულისა იბერიისა ნუგეშინისმცემელო და მისისა გარდასულისა დიდებისა აღდგინებისა წინასწარმეტყველო, რომელმან ერისა ცრემლისა ტბასა შინა შთაფლული ერისსავე აღმადგინებელი ყრმაჲ საკვირველი ჰქადაგე, ვფსალმუნებთ შენდა მიმართ მოქენენი შენნი:

გიხაროდენ, სალმობათაგან მამულისათა შეჭირვებულო;
გიხაროდენ, გარდასულთა საუკუნეთა სახელოვანებისა მომძიებელო;
გიხაროდენ, ძიებითა მით სანუგეშოსა მომავალსა დაგებულო;
გიხაროდენ, გულსა შინა შენსა სათნოებათა დამბეჭდველო;
გიხაროდენ, ქრისტეს მცნებათა მიერ ერისა ზე-აღზიდვისა მხმობელო ოქროპირო;
გიხაროდენ, მამულისათვის თავდადებულთა სიწმიდისა შემცნობელო;
გიხაროდენ, ჩვენთა სატკივართა მკურნალო გონიერო;
გიხაროდენ, იერემიასაებრ მგოდებელო;
გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲთა მოღუაწებითა ცხორებულო;
გიხაროდენ, ქრისტესა თანა ჯვარცმულისა საქართველოჲსა ღმრთისმშობელსა შემავედრებელო;
გიხაროდენ, ქართვლისა დედისა მეხოტბეო;
გიხაროდენ, ღმრთისა დიდებისა მეჩანგეო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 11


დაღამებადისა წიწამურისაკენ, ვითარცა მარადისისა ცისკრისაკენ მსრბოლსა, რომელსა მოწამებისა სისხლითა განსპეტაკებული სამოსელი გმოსიეს, გიღაღადებთ შენ: ალილუია.

იკოსი 11


ტყვიისაგან უშჯულოთასა განგმერილო და მამულისა ტრფიალებისათვის მოკლულო, ხორციელითა სიკვდილითა შენითა ცხოვნებისა ზეცად აღიწიე, ხოლო ჩვენ, წიწამურისა წყვდიადითა დაბრმობილნი და კუალად ღმრთისა ნუგეშინისცემითა განცოცხლებულნი ესრეთ გიგალობთ:

გიხაროდენ, სამშობლოჲსათვის სისხლისა დამთხეველო;
გიხაროდენ, უშჯულოთა მიერ დევნულო და განგმირულო;
გიხაროდენ, აღსასრულითა შენითა სამარადისოდ განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, კიბითა მოწამებისათა ცათა შინა აღსრულო;
გიხაროდენ, სიწმიდესა შინა განსვენებულო;
გიხაროდენ, მართალთა თანამეხმეო;
გიხაროდენ, რამეთუ შენითა სიკვდილითა ბელიარ გაბასრულ-იქმნა;
გიხაროდენ, გულარძნილისა მოყვასისა შემბრალებელო;
გიხაროდენ, სიძულვილსა ზედა ამაღლებულო;
გიხაროდენ, სოფლითგან ზეშთასოფელსა შინა დიდებითა განსრულო;
გიხაროდენ, უფლისა საზეპუროსა ერსა შერთულო;
გიხაროდენ, ქრისტესით განმართლებულო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 12


სიკვდილისა მძლეველისა მიერ დაუღამებელსა ნათელსა შინა აღყვანებულო, რომელმან გულანი იგი ჭეშმარიტისა ცხოვრებისაჲ მომეც ჩვენ, ალაგთა შენთა ქებად განმზრახველნი და პურითა სიტყვიერითა განმტკიცებულნი გიღაღადებთ შენ: ალილუია.

იკოსი 12


უღმრთოთა მიერ სასიკვდინოჲთა ლახვრითა განწონილო, რომელმან განსაკვირველითა სულგრძელებითა შენითა განცოფებულთა მათ ავაზაკთა სულისა წარმწყმედელი შეცოდებაჲ თანამეცხედრისა შენისა პირითა შეუნდვენ, ქრისტესმიერისა მიტევებისა ძალითა განკრთომილნი და შენდა დიდებად აღმართულნი კვალად გიგალობთ:

გიხაროდენ, უკვდავისა სულისა ზე-სრბოლისა მეტრფეო;
გიხაროდენ, წარუვალსა შვენებასა შინა დავანებულო;
გიხაროდენ, უბრალოჲთა სისხლითა ცხონებად განბანილო;
გიხაროდენ, ღირსეულისა თანამეცხედრისა მეუნჯეო;
გიხაროდენ, მამულისა შენისა მსახურებასა შინა აღსრულებულო;
გიხაროდენ, შუაღამისად მოსრულისა სიძისა მიმგებებელო;
გიხაროდენ, დაუშრეტელისა ლამპარისა მპყრობელო;
გიხაროდენ, მღვიძარებითა ფრიადითა ნეტარებასა მიმთხვეულო;
გიხაროდენ, კვალო ნათელო, ჩვენდა ბოძებულო;
გიხაროდენ, დაცემულთა ქართლოსიანთა აღდგინებაო;
გიხაროდენ, დიადისა ძლევისა განჩინებაო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო და გონებათა ჩვენთა ზეცად აღმყვანებელო წმიდაო ილია მართალო!

კონდაკი 13


ჰოჲ, დახსნილისა მამულისა მკურნალო და მისისა გულისხმისა განმგონეო, შენდა მიმართ ყოველთა ღაღადისისა მიმთვალველო და შემწყნარებელო, წმიდისა სამებისა ნათლითა განბრწყინვებულმან გვიოხე წინაშე ქრისტესსა, რათა ცოდვათა საკვრელთაგან დახსნილნი და საღმრთოსა სავანესა მიწევნულნი მარადის დიდებისვმეტყველებდეთ ღმერთსა მგალობელნი შენნი: ალილუია.

(ეს კონდაკი - სამგზის. შემდგომ – პირველი იკოსი: „სიკვდილითა სიკვდილისა...“ და პირველი კონდაკი: „დაუვალისა მის უქმნელისა მნათობისა...“).

ლოცვა


ჰოჲ, ღმრთივსათნოოო და სულითა წმიდითა განბრძნობილო წმიდაო ილია მართალო, სისხლისა უბრალოჲსა დამთხეველო და მადლითა ღმრთისაჲთა წმიდათა და მართალთა თანა შერაცხილო, მსწრაფლშეწევნადითა ლოცვითა შენითა განანათლე და განაბრწყინვე ღმრთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტესმიერ დიაკონნი, სამონაზნონი წესნი ზიარნი წმიდისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ჰოჲ, ღმრთივგანათლებულო და ზეშთაცოდნითა განმდიდრებულო წმიდაო ილია მართალო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა ჩვენ, უძლურთა და დაცემულთათვის, რათა გონიერისა სულისა წყაროჲსა ხმევითა დარწყულებულნი და განცოცხლებულნი მოწყლულისა მამულისა ვენახოანსა შინა კეთილმუშაკობად განმზადებულ ვიქმნეთ და ღმრთისა სიყვარულითა სამშობლოჲსა მსახურებად აღმართულნი ხმითა კეთილითა ვუგალობდეთ შენსა განმაბრწყინვებელსა ქრისტესა ღმერთსა, რომელსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოჲთ მამით მისით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით წმიდითურთ, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო