Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი საგალობელი
წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისა


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1


ვითარცა მღდელსა დიდსა და საკვირველთმოქმედსა მოღუაწესა, ეკლესიისა ბრწყინვალესა მნათობსა გრიგოლს, სენთა და ეშმაკთა წარმდევნელსა, ქებით გიგალობთ შენდამი მოქადულნი, და ლმობიერად ვევედრებით სიწმიდესა შენსა: ნუ უგულებელს-ჰყოფ გალობასა ჩუენსა, სანატრელო, და ნუ მოგვიაკლებ შეწევნასა შენსა, არამედ ევედრე სახიერსა, ყოვლად ძლიერსა ღმერთსა, რაითა წყალობითა ხელი აღგვიპყრას სარწმუნოებითა შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

იკოსი 1


უღელსა ტკბილსა ქრისტეისა ქედი შენი მოუდრიკე და წარმართე რაი სლვანი შენი მსახურებად ღმრთისა, სიტყვიერთა ცხოვართა მწყემს იქმენ, კეთილად ღმრთისმეტყუელო გრიგოლ, და დამწყსენ იგინი სიტყვითა და საქმითა საღმრთოითა, ეგრეთვე აწ მოიხილე ჩუენ ზედა სიტკბოებით და გვიხსენ რწმენისაგან არა ცხოველისა და ნელ-ტფილისა, რომელნი ესე შენდა მოვივლტით და გაქებთ სარწმუნოებითა და სურვილითა:

გიხაროდენ, ანგელოზო უბიწოო ქუეყანისაო და კაცო საკვირველო ზეცისაო;
გიხაროდენ, რჩეულო ჭურო სიწმიდისაო და ხატო სულიერისა სიმშვიდისაო;
გიხაროდენ, შემწეო და გოდოლო მართლმადიდებლობისაო;
გიხაროდენ, ყოვლად ბრწყინვალეო მნათობო ღმრთისმსახურებისაო;
გიხაროდენ, დაფარულთა მცნობელო უფსკრულო გულისხმის-ყოფისაო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო ღმრთეებრივისა სიბრძნისაო;
გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო მკურნალო სულიერისა სიბრმისაო;
გიხაროდენ, კეთილისა ნაყოფისა გამომღებელო ნერგო სამოთხისაო;
გიხაროდენ, ტევანო მრავალსავსეო ქრისტეის ვენახისაო;
გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინებულო ჭეშმარიტო მსახურო ქრისტე მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, ქნარითა გალობათაითა შემამკობელო ორღანოო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 2


ხორცნი მოაკუდინენ შრომითა მარხვისაითა სიყრმით შენითგან და კრძალულებითა კეთილითა აღორძინდი, რამეთუ შეიყუარე შენ საწადელი სიბრძნეი იგი ღმრთისმეტყუელებისაი და შეიწყნარე მადლი სულისა წმიდისაი, ამისთვისცა ყოვლისმპყრობელმან უფალმან ინება განცხადებაი საღმრთოისა დიდებისა შენისაი, რაითა ესრეთ გულსმოდგინებითა ვადიდოთ დღესასწაული შენი განათლებული და ღირსი ქებისაი: ალილუია.

იკოსი 2


ანგელოზთა ცხორებისა მობაძავ-იქმენ, სანატრელო მამაო, და სამთა თანამოსა-გრეთა თანა განეშორე რაი შფოთთა სოფლისათა, ქრისტეს სიყუარულითა ერთ ზრახვად შეკრულთა აღიბეჭდეთ თავნი თქუენნი ნიშითა პატიოსნისა ჯუარისაითა და წინამძღურობითა სულისა წმიდისაითა მიიწიეთ რაი მურვან-ყრუისა მიერ აოხრებულსა სანახებსა მას კლარჯეთისასა, დაემკვიდრეთ ოპიზას, ნეტარისა მამისა გიორგისასა და მოსწრაფედ შეუდეგით ასპარეზსა მას უხრწნელისა ღუაწლისასა, ხოლო შენ მიერ განბრძნობილნი მოგიძღუნით საგალობელსა ამას ქებისასა:

გიხაროდენ, მსგავსად სამოელ წინაისწარმეტყუელისა დედის წიაღთაგან უფალსა შეწირულო;
გიხაროდენ, სწავლითა სულიერითა აღვსებულო;
გიხაროდენ, ღმრთეებრივითა სიბრძნითა განსრულებულო;
გიხაროდენ, საღმრთოითა წერილითა გამოხურვებულო;
გიხაროდენ, უდაბნოსა შინა დამკვიდრებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, შვილად ღმრთისა გამორჩეულისა ერისა მწყსად და მოღუაწედ მოვლინებულო;
გიხაროდენ, ერისა წინა-მძღუარო ღმრთივმოცემულო;
გიხაროდენ, წმიდასა ანტონს მიმსგავსებულო და მრავალთა მამათა მამად ჩინებულო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსანათლებლად ივერიისა გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, ღირსად ცხორებულო და სიმართლითა მოხუცებულო;
გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათვის თავდადებულთა მამა-პაპათასა შეერთებულო;
გიხაროდენ, ძირ-ძუელთა ქართულთა მიწა-წყალთა მცველად და მეუნჯედ დადგინებულო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 3


არათუ ქვიშასა ზედა დასდევ საფუძუელი მონაზონებისაი, ღირსო მამაო, არამედ კლდესა ზედა სიმტკიცისასა, რომელ-არს ქრისტე, რამეთუ ჯუარი მისი დიდებული მხართა ზედა აღიღე და ქართველთა ეკლესიაი საუნჯეთაგან დაულევნელთა სულისა წმიდისაითა ღმრთივშუენიერად განამდიდრე, რომლისა დამარხვად ღირს-მყვენ, ვინაიცა სახსენებელსა შენსა სამართლად პატივს-ვსცემთ და გალობითა მარადის გადიდებთ: ალილუია.

იკოსი 3


მარჯუენეი მაღლისაი შემწე გექმნებოდა, მხნეო მოღუაწეო, რამეთუ წინაისწარ უწყებითა ღმრთისაითა და კურთხევითა მართლისა ბერისა ხვედიოსისაითა აღაშენე დიდებული ხანძთაი სახელსა ზედა ძლევა-შემოსილისა მთავარ-მოწამისა გიორგისასა, საცხოვნებელად სულთა და საყუდებელად მრავალთა, სიტყვისაებრ წერილისა „რაიმე კეთილ, ანუ რაიმე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათაი ერთად“, ამისთვის თაყუანისცემასა შევსწირავთ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი და მეოხი დედისა თვისისა წილ-ხდომილსა ერსა ჩუენსა, ესრეთ მგალობელსა:

გიხაროდენ, საღმრთოისა შჯულისა შეუგინებელად დამცველო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ მანქანებათა და ხელოვნებათა მძლავრისა ამის მტერისაითა დამხსნელო;
გიხაროდენ, მრავალსახეთა ჭირთა და იწროებათა დამთმენელო;
გიხაროდენ, უალთა უდაბნოთა შინა ნაცულად მხეცთა-წილ, ანგელოზთა სწორთა კაცთა დამამკვიდრებელო;
გიხაროდენ, კეთილთა ქცევათა მძოვართაგან შემკრებელო;
გიხაროდენ, მორჩილთათვის საღმრთოისა შურისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ცრემლთა შენთა მდინარითა უდაბნოთა მომრწყველო;
გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმდევნელო;
გიხაროდენ, პირველდამკვიდრებულთა მეუდაბნოეთა განმამხნობელო;
გიხაროდენ, უფიცხლესითა მონაზვნებრივითა კანონითა მონაზონთა გამომწვრთნელო;
გიხაროდენ, ერისა შენისა სულიერისა ძილისაგან განმაფრხობელო;
გიხაროდენ, მრავალთა კეთილთა მწყემსთა გამომაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 4


მდაბალ და ტკბილ იყავ შენ მორჩილთათვის და უდებთათვის დამხსნელ მედგრობისა მათისა, რამეთუ ყოველნი შორად განიოტენ და განუხრწნელად დაიცევ სამწყსოი შენი საღმრთოითა მადლითა, ეგრეთვე ჩუენცა მოგუხედენ მადლმოსილითა თუალითა შენითა და გვიხსენ ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაითა, რაითა ყოველთა უწყოდიან, ვითარმედ სიკუდილისაცა შემდგომად ცხოველ-ხარ და კურნებათა მიმადლებ რწმენითა და სიყუარულით მხმობელთა: ალილუია.

იკოსი 4


ვითარცა აკურთხა უფალმან სახლი ნოვე მართლისაი და აბრაჰამ მამათმთავრისაი, იგივე კურთხევაი დაუმკვიდრე, ნეტარო, სახლსა გაბრიელ მთავრისასა, და ოდეს მოგანიჭეს ხორციელი კეთილი „ნამეტნავისაგან მათისა“, შენცა მიანიჭე სულიერი კეთილი „ნამეტნავისაგან თქუენისა“, და წინაშე ღმრთისა მხურვალე შუამდგომელად გამოუჩნდი, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგვიტევებ თვინიერ შეწევნისა, არამედ მოგვანიჭე სიბრძნეი კეთილისა და ბოროტების განრჩევისაი და მოგვეც ძალი მიტევებისაი, რაითა სიყუარულით და მშვიდობით ვცხოვნდებოდეთ და ვხმობდეთ:

გიხაროდენ, უდაბნოსა შინა სულიერისა ცხორებისა აღმაორძინებელო;
გიხაროდენ, მდაბალთა და უპოვარებისა მოყუარეთა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, ამპარტავანთა და მზვაობართა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ქრისტეს სახელის სადიდებლად ურწმუნოთათვის ზარისა დამტეხელო;
გიხაროდენ, მაცთურისა ალისა და საფრხეთა მისთა ლოცვითა მხურვალითა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ურცხვთა და უგუნურთა ქალთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, სიმკაცრითა დამსჯელო ორგულთა მეუღლეთაო და ღმრთისმოსავთა ოჯახთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, სულიერისა უმეცრებისა მაოტებელო;
გიხაროდენ, შვილთა ქრისტეანობრივად აღზრდისა მასწავლელო;
გიხაროდენ, კურნებისა საღმრთოისა ნიჭისა უფლისა მიერ მომღებელო;
გიხაროდენ, ყოველთა მხურვალედ მვედრებელთა შენთა მაცხოვნებელო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 5


ეჰა, ვითარ შუენიერ არს და ბრწყინვალეი ყოვლად ქებული ხსენებაი შენი, კეთილად მეცნიერო ყოველთა დღესასწაულისა განგებისაო, რამეთუ სამღდელოითა სამოსელითა შემკობილმან ყოვლად საწადელნი გალობანი აღმოსთქუენ აღსავსეი სიტკბოებითა და ღმრთისმსახურებაი განაშუენე შესხმითა წმიდათაითა, რაითა ლოცვითა მათითა განვერნეთ საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა და უგალობდეთ მეუფესა ყოველთასა: ალილუია.

იკოსი 5


ეუწყა რაი ღმრთისმოყუარესა მეფესა აშოტს, კეთილმოღუაწებაი შენი, პატივითა გიწვია არტანუჯს, და სიმდაბლითა თავისა მომდრეკელი მოგეგება წინა, ხოლო იხილა რაი ბრწყინვალებაი პირისა შენისაი, მადლთაგან სიწმიდისა შენისაითა ფრიად განკვირდა, რამეთუ დიდებულ იყო ხატი შენი მადლითა ღმრთისაითა, ვითარცა მოსე წინაისწარმეტყუელისა, მაშინ წარმოგიდგინა სამნი იგი ძენი თვისნი ყოვლად კეთილნი და გვირგვინი ქებისაი ღმრთივბრწყინვალედ შეგითხზნა:

გიხაროდენ, კაცო, გულის სათქუმელო სულისაო;
გიხაროდენ, კლდეო განუკვეთელო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღუარო კრძალულებისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოისა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, ხმაო შუენიერო ღმრთისმეტყველებისაო;
გიხაროდენ, მიუდრეკელო ზღუდეო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, თანაზიარო საღმრთოისა სიყუარულისაო;
გიხაროდენ, მხნედ აღმასრულებელო საღმრთოისა სარგისაო;
გიხაროდენ, სუეტო შეურყეველო ჭეშმარიტისა მსჯავრისაო;
გიხაროდენ, ლოცვითა შენითა განმაძლიერებელო ქრისტესმოყუარისა ქართველთა მხედრობისაო;
გიხაროდენ, ნათელსა შინა ღმრთის ხედვითა განჰბრწყინვებულო მკვიდრო უდაბნოისაო;
გიხაროდენ, სასიქადულო ძეო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 6


მოიხსენე რაი ძირ-გვარობაი აშოტ კურაპალატისაი, უფლისა მიერ ცხებულისა შვილად აღიარე და განათლებული ხედევდი რაი მომავალთა, მეფობისა დამკვიდრებაი აღუთქვი „ნათესავთა მისთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა“, ხოლო ჩუენ მხურვალედ ვევედრებით ღმერთსა, ღირს-გვყოს წინაისწარმეტყუელებათა შენთა აღსრულებისა და აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი ძირისაგან დავითისა, რაითა შეუდგეთ კუალსა წინაპართა ჩუენთასა და ერთითა პირითა და ერთითა გულითა უგალობდეთ დამბდებელსა ყოველთასა: ალილუია.

იკოსი 6


ვითარცა განაწესე შენ განგებაი მონასტრისა შენისაი, სიბრძნითა განსაზღვრებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევითა შეკრებული, და განარინე სამწყსოი შენი ღელვათა მრავალსახეთა და შეიყვანე ნავთსაყუდელსა მას საუკუნოისა ცხორებისასა მშვიდობით, ეგრეცა გვიხსენ სულიერთა და ხორციელთა სენთა და სალმობათაგან მორწმუნენი, რაითა ღირსად ვადიდოთ და აღვამაღლოთ ხსენებაი შენი და შევამკოთ მოღუაწებაი სიმხნისა შენისაი და გიგალობდეთ შენ, მფარველსა ჩუენსა მარადის:

გიხაროდენ, ეკლესიისა შემამკობელო და სწავლათა ზეცისათა გამომთქმელო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოითა უმეცართა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, ურჯულოთა მიერ ზარგანხდილთა ქრისტეანეთა სულიერად განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, განრღვეულთა სულთა განმამრთელებელო;
გიხაროდენ, ბრალეულთა სინანულად მომაქცეველო და ურჩთა განმდევნელო;
გიხაროდენ, არაწმიდა სულთაგან ვნებულთა ლოცვითა შენითა განმკურვნელო;
გიხაროდენ, ტყვეთა განმათავისუფლებელო და ობოლთა და ქვრივთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, მამობრივითა მეოხებითა მრავალთა წარწყმედისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, უშჯულოებისა სიმპლისა და სიმყრალისა განმწმედელო;
გიხაროდენ, ურჩ-ქმნილთა ყრმათა გულისხმისმყოფელო და განმწურთნელო;
გიხაროდენ, ზღუათა ღელვათაგან უვნებელად განმარინებელო;
გიხაროდენ, ნელტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 7


ვითარცა მეფეთა ისრაელისასა მოუვლენდა უფალი ჟამითი-ჟამად წინაისწარმეტყუელთა სიქადულად მათდა, ზღუდედ შჯულისა და შესაწევნელად მორწმუნეთა, ეგრეთვე გამოგაჩინა შენ ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად, რამეთუ წინაისწარმტყუელებდი წინაისწარ ყოფადთა საქმეთათვის და საღმრთოთა მათ და ბრძენთა სიტყუათა შენთა მიერ თუალუხუავად ამხილებდი მეფეთა და მთავართა ტრფიალებითა ცთუნებულთა, ხოლო იგინი გულითა შემუსრვილითა გაქებდენ შენ, ვითარცა საცთურთაგან დამხსნელსა და ადიდებდენ ქუელისმოქმედსა, ყოველთა მწყალობელსა: ალილუია.

იკოსი 7


მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი ერსა შენსა, მრავალგზის კუეთებულსა და შეურვებულსა, და წარმართე მცნებათა მიმართ საღმრთოთა, ხოლო ლოცვითა შენითა შეჭურვილი მეფეი ღმრთისმოყუარეი მძლე ექმნა უშჯულოთა აგარეანთა და სამეფოი ქართლისაი კუალად აღადგინა, ვითარცა წერილ-არს: „წყალობითა სოფელი აღეშენოს“, ამისთვისცა დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაი ხსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა შენისა ამის ღუაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა დიდებად და ქებად:

გიხაროდენ, ყოველგვარ ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა და ბიწიერებათა ძლიერად დამთრგუნველო;
გიხაროდენ, კეთილთა სათნოებათა დამნერგველო და გრძნებისმოქმედთა დამცემელო;
გიხაროდენ, უმანკოთა ქალწულთა და ყრმათა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, აღვირ-უსხმელთა და ნაყოვანთა დამაოკებელო;
გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველო და სიმართლისა მოძულეთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტების გზათაგან შეცთომილთა მამხილებელო;
გიხაროდენ, ღმრთისა, მამულისა და მოყუასის განუყოფელისა სიყუარულისა მქადაგებელო;
გიხაროდენ, ღუაწლსა და მონაზვნებასა შინა მყოფთა მწყალობელო;
გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან და ძვირთა უხილვთა მტერთაისა დამფარველო;
გიხაროდენ, ბოროტისა განმზრახველთა და ქუეყანისა მაოხართა ზარდამცემო;
გიხაროდენ, ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა და სარწმუნოებითა მხმობელთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, სულიერთა ნიჭთა უხვად მიმმადლებელო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 8


უდაბნოისა მოქალაქობაი შეიყუარე უფროის სოფლისა შუებისა და საწუთოისა სიტკბოებისა და აღაშენე რაი შატბერდი შეწევნითა ბაგრატ კურაპალატისა, კლარჯეთისა უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ მონაზონთა სიმრავლითა და ღმრთისმსახურებაი განაშუენე შესხმითა წმიდათაითა, ხოლო მოწაფენი შენნი სიმდაბლითა თვისითა მიიწინეს საზომსა შენსა და განასხმიდეს სულთა უკეთურთა და განჰკურნებდეს სნეულთა, რომლისათვის ღუაწლთა თქუენთა ქებასა მიუთხრობს ღირსი გიორგი მერჩული და მადლობისა ხმითა ადიდებს განმადიდებელსა თქუენსა: ალილუია.

იკოსი 8


იხილა რაი მნათემან ნათლისა ბრწყინვალებაი ჟამსა ცისკრისასა საყოფელსა შენსა, მსწრაფლ მირბიოდა განკრთომილი დეკანოზისა მიმართ, რამეთუ ჰგონებდა ცეცხლსა აღდებულსა სენაკსა შინა შენსა, ხოლო მან შთახედნა ნაპრალსა სენაკისასა და გიხილა-რაი ნათელ-მოსილი, ვითარცა მზეი, სიხარულითა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ მრავალგზის ეხილვა სული ღმრთისაი განმანა-თლებელი შენ ზედა, რომლისათვისცა სახსენებელმან შენმან განაბრწყინვა ივერთა ეკლესიაი და ყოველნი შეგვკრიბნა გალობად შენდა:

გიხაროდენ, ჭეშმარიტო მწყემსო და სათნოო ღმრთისაო;
გიხაროდენ, დამამტკიცებელო უტყუელისა მის აღთქმისაო;
გიხაროდენ, სიმხნეო მოთმინებისა და სიწმიდისაო;
გიხაროდენ, მსაჯულო მსჯავრისა და სიმართლისაო;
გიხაროდენ, მაგალითო საღმრთოისა მღდლობისაო;
გიხაროდენ, ჭაბუკთათვის კუერთხო რკინისაო;
გიხაროდენ, არგანო მოხუცებულთა სირცხვილისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახვილო, განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, ძალაო და დამამტკიცებელო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, თანამოსაგრეო და თანაგანმკაფველო ყოველთა გზათა წმიდისა მეფისა აშოტ კურაპალატისაო;
გიხაროდენ, მადლმოსილო წინამძღუარო ერისა რჩეულისაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 9


გესმა რაი გოდებაი დედისაი და იხილე ყრმაი მისი, ვნებული მტერისაგან, შეგეწყალნეს ფრიად და მხურვალითა ლოცვითა შენითა განიოტე სული იგი უკეთური და მიჰმადლე კურნებაი, რამეთუ მოგეცა შენ ქრისტეისგან მრავალნიჭები მადლისანი და ქმნაი საკვირველებათაი, სენთა კურნებისაი და ეშმაკთა საცთურთაგან განხსნისაი და განდევნისაი, ხოლო ერი შენი, მადლიერი ღმრთისა მიმართ ყოვლად მოწყალისა, დავითისებრ იშვებდა და იხარებდა გალობითა: ალილუია.

იკოსი 9


ეჰა, ვითარ ჭეშმარიტ საღმრთოი და საკვირველ არიან საქმენი შენნი, სანატრელო, რამეთუ მხეცნი მოადოვრენ და ეშმაკნი დააყუდენ, ხოლო ყოველნი ბოროტად მადიდებელნი, სიბრძნისა შენისა კუერთხითა, ვითარცა მგელნი განიოტენ და სამწყსოი შენი განუხრწნელად დაიცევ, ეგრეთვე აწ ყოველი საცთური ეშმაკთაი განიოტენ ქუეყანით და ყოველთა ქართველთა გულნი განაბრწყინვენ, რაითა განლტოლვილნი უგზოისაგან ცთომისა სარწმუნოებითა პატივს-გცემდეთ და დაუცხრომელად გნატრიდეთ:

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო საღმრთოთა სამწყსოთაო;
გიხაროდენ, რჩეულო ჭურო სათნოებათაო და სავანეო კეთილთა საქმეთაო;
გიხაროდენ, კეთილო შუამდგომელო შორის ღმრთისა და კაცთაო;
გიხაროდენ, თანაზიარო პირველთა მათ მართალთაო;
გიხაროდენ, მამაო ობოლთაო და მწყალობელო გლახაკთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო უცხოებასა და მწირობასა შინა მყოფთაო;
გიხაროდენ, მეოხო მვედრებელთა შენთაო და შესავედრებელო ყოველთაო;
გიხაროდენ, მფარველო კეთილად განკრძალულთა მღდელთაო;
გიხაროდენ, შემწეო და ხელის აღმპყრობელო ქრისტეანეთაო;
გიხაროდენ, დიდად მწყალობელო მართლმადიდებელთა სპათაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო, ყოველთა შენდამი მოლტოლვილთაო;
გიხაროდენ, დიდო მნათობო მონაზონთაო და დამხსნელო ვნებათაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 10


რაჟამს განეწონა ცქირისა მიერ მოსყიდულსა უგუნურსა მახვილი თვისი და მოკულასა შენსა ხადოდა, ვითარ პირველ იუდა მიმცემელი, საღმრთოითა ჩუენებითა იხილა სუეტი ნათლისაი და ჯუარი თუალშეუდგამი გარემო შენსა ცისარტყელისა სახედ, მაშინ ფრიადმან ძრწოლამ შეიპყრა იგი და დაჰხსნდეს ძარღუნი მკლავთა მისთანი, ხოლო შენ შეიწყალე საწყალობელი მკულელი შენი და მიემსგავსე ქრისტესა, განკურნე რაი ტირილითა შევრდომილი შენდა, რომლისათვისცა მადლობისა ხმითა გაქებდა და დიდებასა აღუვლენდა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 10


ვითარცა სათნომან ღმრთისამან და ქრისტეს ეკლესიისა შურითა აღტყინებულმან, ცქირისა იგი ქადებანი არად შერაცხენ, არამედ სივერაგეი მძლავრისაი უქმად გამოაჩინე, ვითარმედ წინაისწარმეტყუელე მისსა მიმართ წარსაწყმედელი იგი სიკუდილი და ბოროტი იგი მტერი ეკლესიისაი, რომელი მოკულასა შენსა ხადოდა და ხანძთისა იავარ-ყოფასა, ლოცვითა მხურვალითა სრულიად შეჰმუსრე და განაბნიე, ეგრეთვე აწ მტერი იგი მორწმუნეთა ქართველთაი დაამხენ და გზაი იგი ჩუენი სამეუფოი წარგვიმართენ, რაითა უვნებელად დაცულნი ვიქადდეთ და ვიტყოდეთ:

გიხაროდენ, უტკბილესითა ბაგითა ცხოველსმყოფელისა წყლისა აღმომადინებელო;
გიხაროდენ, ქუეყნიერისა ვალისა პირნათლად აღმასრულებელო;
გიხაროდენ, საწელიწადოისა იადგარისა მომღუაწებელო და მერეისა, გუნათლეისა და უბისას აღმგებელო;
გიხაროდენ, ეპიფანეისა, მატოისა და დიდისა ზენონ სამცხელისა საღმრთოდ განმსწავლელო;
გიხაროდენ, დიდთა მნათობთა ეკლესიისათა: ეფრემისა და არსენისა სიჩჩოითგანვე კეთილად გამომზრდელო;
გიხაროდენ, მხილებისა მახვილითა ეშმაკისა მსახურთა განმგმერელო;
გიხაროდენ, საცთურისა სიმტკიცისა განმკაფველო და მტერთა ძვირის-ზრახვისა განმდევნელო;
გიხაროდენ, წარწყმედელისა უდებებისაგან ერისა ჩუენისა გამომხსნელო;
გიხაროდენ, ღმრთისმბრძოლობისა წყუდიადისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ივერიელთა მტერობისთვის ყოველთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ქართველთ ზნეობათა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 11


იხილეს რაი ბრწყინვალებაი შარავანდედისა შენისაი, ზეცამდე აღწევნულისაი, გულისხმა-ყვეს ღმრთისამიერი დიდებულებაი შენი მამათა სულიერთა და სიტყვითა შენითა დაამტკიცეს კათალიკოზობაი დიდისა არსენისა, რომელი გამოსჩნდა კანონად მღდელთმთავართა და საღმრთოი სიხარული მოჰფინა ივერთა ეკლესიასა, რომლისათვისცა გიგალობთ შენ, ვითარცა განმაბრძნობელსა მამათასა და ქებულებათა შენთა მიუთხრობთ ყოველთა: ალილუია.

იკოსი 11


დიდებულსა მას მადლსა წინაისწარცნობისასა არავე დააკლდი, მრავალ მოღუაწეო, და გეუწყა რაი ჟამი მიცვალებისა შენისაი. შემოუწოდე მოწაფეთა და აკურთხენ ყოველნი, მაშინ ზეციურთა ძალთაგან გესმა ხმაი საწადელი, ვითარმედ ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად გიწოდდა შენ მეუფეი ცათაი ქრისტე, ხოლო შენ არა შეშინდი უხილავთა მტერთაგან და სიბერითა კეთილითა სრულ-ქმნილი მიხუედ სიხარულით და უფლისა თანა იშუებ საუკუნოდ, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ ზეცით მარადის წყალობასა და აღგუძრავს გალობად შენდა:

გიხაროდენ, საღმრთოისა სარბიელისა ღუაწლითა შენითა კეთილად სრულმყოფელო;
გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდათა სულთა ზედა ხელმწიფებისა მიმღებელო;
გიხაროდენ, სამარხოთა ძუალთა შენთასა მიახლებულთა დიდად მწყალობელო;
გიხაროდენ, მამა-პაპათა ღუაწლის უარისმყოფელთა და მედროვეთა მარცხვენე-ლო;
გიხაროდენ, თვისისა მამულისა და ჩუეულებათა დამვიწყებელთა მამხილებელო;
გიხაროდენ, ტყუვილისა და ცრუ-ფიცისა მომძულებელო;
გიხაროდენ, ნიშ-სასწაულებითა შენითა ურწმუნოთა შემაშფოთებელო;
გიხაროდენ, მღვიძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, უბიწოთა მოქალაქეთა და სათნოდ ღმრთისა ცხორებულთა შემყუარებელო;
გიხაროდენ, ცუდთა ლტოლვათა აღვირ-აღმსხმელო და ბოროტისა კეთილად დამდებთა შემმუსრველო;
გიხაროდენ, ქრისტეისმტყუართა და ცრუ-წინაისწარმეტყუელთა შემრისხველო;
გიხაროდენ, თარგამოსიანთა ნათესავისა ერთ-ზრახვად, ერთ-სულად და ერთ-ნებად შემკრველო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 12


მართლისა სარწმუნოებისა მხნეო მოღუაწეო, პატიოსანთა სიტყუათა შენთა მადლითა ყოველივე სავსებაი ეკლესიისაი განშუენდების, ღმრთივკურთხეული საქართველოი განჰბრწყინდების და მართლმადიდებელი ერი შენი საზეპუროი ღმრთისმეცნიერებითა განათლდების, რომლისათვისცა ღუაწლთა შენთა ქებასა მიუთხრობთ და გაქებთ შემოკრებულნი ყოველნი: ალილუია.

იკოსი 12


დაღათუ სანახებნი კლარჯეთისანი დადუმებულ-არს, არამედ იქადის და ღაღადებს ხანძთაი და შატბერდი შენთა შრომათათვის მათ შორის აღსრულებულთა, ხოლო ჩუენ მოვიხსენებთ შენთა შენებულთა მონასტერთა და დიდებულთა ეკლესიათა ნარღუევთა და კადნიერ ვიქმნებით ვედრებად შენდა: ნუ მოგვაკლებ საფარველსა და შეწევნასა შენსა ქრისტესმოყუარეთა ქართველთა, რაითა ღირს-ვიქმნნეთ უშჯულოთა მიერ მიტაცებულთა და უპატიოებითა შებილ-წულთა საღმრთოთა ტაძართა შენთა განახლებისა და წინაშე სამარხოისა შენისა, რომელსა შინა მდებარე არს პატიოსანი და წმიდაი გუამი შენი, მარადის ლიტანიობისა და დაუცხრომელად ქებისა:

გიხაროდენ, მეფეთა ძლიერო ზღუდეო, რომელმან აღამაღლე გვირგვინი მართლმადიდებელთაი;
გიხაროდენ, კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, რომელმან ყოვლითა სიბრძნითა მოიხუეჭე სახელ-დიდებულებაი;
გიხაროდენ, ვნებათა დაფარულისა და ცხადთა მხდომისა ძლიერად მბრძოლო, რომელმან სულელ და ცოფ-ჰყავ მრავალ-ღონეი იგი ბელიარისაი;
გიხაროდენ, სრულებასა სათნოებისასა მიწევნულო და გულის-სიტყვითა განათლებულო, რომელმან ასწავე მრავალთა მამათა და დედათა წესი მეუღლეობისაი და საზომი სიკეთისაი;
გიხაროდენ, დედისა ფებრონიას თანა ანგელოზთა თანა-მზრახვალო, რომელთაცა აღხოცეთ ყოველი ბილწ-მოქალაქობაი;
გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშურალო, რომელმან მოიღე ქრისტეს მიერ გვირგვინი ძლევისაი;
გიხაროდენ, ელიაისა და იოანეს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, რომელმან სირცხვილეულ-ყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი;
გიხაროდენ, დიდო შემწეო და მოძღუარო, რომელმან სიღრმესა უმეცრებისასა დანთქუმულნი სულნი აღმოიყვანენ შესამეცნებელად ღმრთისა;
გიხაროდენ, ბრძოლათა უბრძოლველად დამარღუეველო, რამეთუ ლოცვითა შენითა მოსცა ღმერთმან აგარიანნი საძლეველად ხელთა ქრისტეანეთა;
გიხაროდენ, მოუდრეკელო, უმხნესო მოღუაწეო, რომელმან დაამტკიცენ ქართველნი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და დაუდევ ლოდი საკიდური ახლად შენებასა ქუეყანისა შენისასა;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ვარსკულავო უდაბნოისაო, რომელმან კიდენი „ქართლისანი“ საკვირველებითა განანათლენ;
გიხაროდენ, მამულად სამსახურებელად და წესიერებად მომწოდებელო, რამეთუ არა თუმცა ერი შენი, არამედ ქუანიცა ღაღადებენ უხმონი დიდებასა შენსა;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 13


ჰოი ყოვლად ღირსო და ფრიად საწადელო, ღმერთშემოსილო მამაო გრიგოლ, აღავსენ გულნი მადიდებელთა შენთანი მდინარეთაგან მადლისა შენისაითა და წარჰმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიერ საღმრთოთა ქრისტეის მიმართ შეწე-ვნითა შენითა, რაითა უვნებელად დაცულნი დიდებასა შენსა მიუთხრობდეთ მორწმუნეთა და გიგალობდეთ შენ, სახელოვანსა და ყოვლად ბრწყინვალესა: ალილუია.

ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ:

იკოსი 1


უღელსა ტკბილსა ქრისტეისა ქედი შენი მოუდრიკე და წარმართე რაი სლვანი შენი მსახურებად ღმრთისა, სიტყვიერთა ცხოვართა მწყემს იქმენ, კეთილად ღმრთისმეტყუელო გრიგოლ, და დამწყსენ იგინი სიტყვითა და საქმითა საღმრთოითა, ეგრეთვე აწ მოიხილე ჩუენ ზედა სიტკბოებით და გვიხსენ რწმენისაგან არა ცხოველისა და ნელ-ტფილისა, რომელნი ესე შენდა მოვივლტით და გაქებთ სარწმუნოებითა და სურვილითა:

გიხაროდენ, ანგელოზო უბიწოო ქუეყანისაო და კაცო საკვირველო ზეცისაო;
გიხაროდენ, ყოვლად ბრწყინვალეო მნათობო ღმრთისმსახურებისაო;
გიხაროდენ, რჩეულო ჭურო სიწმიდისაო;
გიხაროდენ, ხატო სულიერისა სიმშვიდისაო;
გიხაროდენ, დაფარულთა მცნობელო უფსკრულო გულისხმის-ყოფისაო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო ღმრთეებრივისა სიბრძნისაო;
გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო მკურნალო სულიერისა სიბრმისაო;
გიხაროდენ, კეთილისა ნაყოფისა გამომღებელო ნერგო სამოთხისაო;
გიხაროდენ, ტევანო მრავალსავსეო ქრისტეის ვენახისაო;
გიხაროდენ, ქნარითა გალობათაითა შემამკობელო ორღანოო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო ქრისტე მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

კონდაკი 1


ვითარცა მღდელსა დიდსა და საკვირველთმოქმედსა მოღუაწესა, ეკლესიისა ბრწყინვალესა მნათობსა გრიგოლს, სენთა და ეშმაკთა წარმდევნელსა, ქებით გიგალობთ შენდამი მოქადულნი, და ლმობიერად ვევედრებით სიწმიდესა შენსა: ნუ უგულებელს-ჰყოფ გალობასა ჩუენსა, სანატრელო, და ნუ მოგვიაკლებ შეწევნასა შენსა, არამედ ევედრე სახიერსა, ყოვლად ძლიერსა ღმერთსა, რაითა წყალობითა ხელი აღგვიპყრას სარწმუნოებითა შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო!

სავედრებელი ლოცვა


ჰოი ყოვლად დიდებულო და ნიშ-სასწაულებითა განბრწყინვებულო მამაო, წმიდაო გრიგოლ! მკვიდრო ზეცისა სასუფეველისაო, სუეტო და სიმტკიცეო ეკლესიისაო, წინამძღუარო მონაზონთაო და დიდო არქიმანდრიტო კლარჯეთისა დიდებულთა სავანეთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო ანგელოზთა წინამძღუარობითა, განმანათლებელო და მფარველო ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისაო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებით შენდამი შევრდომილთაო.

ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო, ღმრთივშუენიერად მანათობელო ვარსკულავო უდაბნოისაო, წმიდაო გრიგოლ! მოგვიხსენენ წინაშე ღმრთისა და ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, ერი ჩუენი განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული იხსენ ოხითა შენითა, რაითა წყალობისა წილ არა მივიღოთ პატიჟი კადნიერებისაი, რამეთუ დავივიწყეთ კეთილმოქმედებაი წინაპართა ჩუენთაი და სული ძუელისა პატიოსნებისაი, ძმათა ერთსულობაი, მორჩილებაი მამათაი და სული მამაცობისაი განდრეკილ იქმნა ჩუენგან, ხოლო ნაცულად ამისა დამკვიდრებულ-იქმნა უპატიოებაი, განცხრომაი და ფუფუნებაი, რამეთუ არა ვისმინეთ ხმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაი სლვად სჯულთა შორის მისთა და მივემსგავსეთ ერთა უცხო თესლთა და ნათესავთა აღბორგებულთა, საწუთოისა ამის მოყუარეთა, განდგომილთა ქრისტეისგან, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვჰმონებთ გულის თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვითა მათითა, ვითაცა უსასოონი ქრისტეისგან და დამვიწყებელნი საუკუნოისა ცხორებისანი. განაქარვე და განსდე-ვნე ხდომაი და მძლეობაი ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა, რომელნი მცბიერებითა აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და მოგუმადლე ვერაგისა მტერისა მიერ მზაკუვარებითა წარტყუენილი მოუკლებელი სიყუარული ღმრთისაი, მეფისაი და მამულისაი, ხოლო ძალითა ქრისტეისითა დაარღვიე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოი იგი უშჯულოებისაი, რომლისათვისცა აღგვიდგინე ღმრთივკურთხეული სამეფოი კვართიან-დავითიანი და მოგუეც მეფეი მირონცხებული, რომელი ძალითა ჯუარისაითა განავრცობს ზოგად ყოველთა საზღუართა საქართველოსათა და აღამაღლებს ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტრო-პოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა, შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჰოი, მამაო მამათაო, წმიდათა თანა გვირგვინოსნებითა ნათელსა შინა ღმრთისა ხედვითა განჰბრწყინვებულო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, ნეტარო გრიგოლ! შეგვეწიენ აღმოსლვად სიღრმეთაგან ცოდვათაისა და დაგვიფარენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა აღძრვისაგან და მოსლვისა უცხო თესლთაისა და თვისთა შორის ბრძოლისაგან, უცნაურისა სიკუდილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისა სიკუდილმოსილისა წყლულებისა, და ყოვლისაგან ბოროტისა. მოგუეც, ღირსო მამაო, მშვიდობაი და სიმრთელეი მონათა და მხევალთა ამათ შენთა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა. განანათლენ გონებაი ჩუენი და თუალნი გულისა ჩუენისანი, რაითა კეთილითა ცხორებითა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა. ნუ დააცადებ მეოხებასა შენსა წინაშე შემოქმედისა ყოველთასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო