Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდისა მოწამისა მარინესი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდისა მოწამისა მარინესი


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1


წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და ქალწულთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, დიდო მოწამეო მარინე, შეიწირე სადიდებელი გალობაი ესე ჩუენი, და მხურვალითა შუამდგომლობითა წინაშე ღმრთისა, გვიხსენ ყოვლისაგან განსაცდელისა და სნეულებისაგან, ქებით მგალობელნი შენნი: გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

იკოსი 1


ანგელოზთა შემოქმედმან გულსა შინა შენსა აღანთო რაი საღმრთოი ცეცხლი ღმრთეებრივისა მადლისაი, არად შერაცხენ შენ რისხუაი მამისაი და დახსენ ყოველი სიბნელეი საცთურისაი, მაშინ მამამან შენმან უარგყო შენ, გარნა შენ არა უარყავ სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, არამედ ფრთოვან-ყავ გონებაი შენი სათნოებათა აღმატებითა და იქმენ ზიარ საღმრთოისა დიდებისა, ამისთვისცა ენასა ჩუენსა მოეც ძალი შემკობად ღუაწლისა შენისა:

გიხაროდენ, სიყრმითგან სათნოებისმოყუარეობითა განშუენებულო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა შორის წმიდად და შეურყეველად ცხორებულო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოითა და კეთილმსახურებისა სიმხნითა აღვსებულო;
გიხაროდენ, სიყუარულითა საღმრთოითა ცეცხლებრ შვიდ-წილად აღგზებულო;
გიხაროდენ, ყოვლითა სიკეთითა აღმატებულო;
გიხაროდენ, მადლისა კეთილ-მოქმედებითა განათლებულო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ წარმართთაგან გამორჩეულო;
გიხაროდენ, უბიწოებითა და ერთგულებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, საკვირველო ყრმააო, მძლეთა უმძლესად გამოჩინებულო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსაშუენებლად ანტიოქიისა გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, ვარსკულავო, ხსნის მაძიებელთათვის გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, სულ-მოკლეთა და მოუთმენელთათვის მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 2


რაჟამს მრავალღმრთეებისა წყუდიადსა მოეცვა სოფელი ესე, კეთიქმნულებითა ხორცისაითა და სულისა შუენიერებითა ბრწყინავდი სახლსა შინა კერპთმსახურისა მამისა შენისასა, და გხედვიდენ რაი გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ გონიერითა, ქრისტეანეთა გასწავეს თაყუანისცემაი და დიდებაი ყოვლადწმიდისა სამებისა: ალილუია.

იკოსი 2


ქრისტეანეთა მდევნელი ეპარქი ოლიმბრი მიიზიდა რაი შუენიერებამან შენმან, გულსა შინა მისსა აღენთო მოუთმენელი სურვილი, და თუ დაუტევებდი ქრისტესა თვისსა, უდიდესთა პატივსა ცოლობისა მისისასა და ურიცხვსა სიმდიდრესა მტკიცედ აღგითქმიდა, ხოლო შენ განზრახუაი იგი მძლავრისაი კადნიერად განაქიქე და განკაცებული უფალი ორითა ბუნებითა წინაშე მეკერპეთა უშიშად ადიდე, ამისთვისცა ვიხარებთ მადლითა შენითა და ესრეთ გიღაღადებთ:

გიხაროდენ, უმჯობესისა უდარესისაგან და კეთილისა ბოროტისაგან განმრჩეველო;
გიხაროდენ, ყრმობითგან ყოვლითა სულითა და ყოვლითა გულითა იესუ ქრისტეს შემყუარებელო;
გიხაროდენ, მხოლოისა მისისა მსახურებისა მნებებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიბრძნისა შემთვისებელო;
გიხაროდენ, კერპთმსახურებისა საცთურისა მომძულებელო;
გიხაროდენ, ღმრთის დიდებისა მქადაგებელო;
გიხაროდენ, შუენიერებითა სულისა და ხორცისაითა მრავალთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, სიწმიდისა და ქალწულებისა კეთილად დამმარხველო;
გიხაროდენ, მამა-პაპათა სიბილწისა დამტევებელო;
გიხაროდენ, ღუაწლთა და მოწევნულთა განსაცდელთა თავს-მდებელო;
გიხაროდენ, ნეტარო, მიწიერისა მამისაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის დევნულო;
გიხაროდენ, ასულო ზეციერისა მამისაო, პატიოსანო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 3


მაშინ მზაკუვარი იგი უსჯულოი მრავალფერითა სატანჯველითა კუალად გექადოდა და გაშინებდა, ხოლო შენ, გსუროდა რაი გვირგვინითა მოწამეთაითა შემკობად, არა შეიძრვოდი სატანჯველთაგან და დიდებათაგან აღთქმულთა, და სრულითა სარწმუნოებითა ქრისტეისითა ამხილებდი კერპთმსახურთა, ამისთვისცა ეკლესიად მოვკრბებით და გალობითა აღვასრულებთ ქებულებათა შენთა: ალილუია.

იკოსი 3


განკვირდა მძლავრი იგი სიმხნესა შენსა, ბრძენო, და გულისწყრომითა აღიძრა ფრიად, რამეთუ უქმ-იქმნა სურვილი მისი, და ბრძანა შოლტითა ცემაი შენი და დილეგსა შეყენებაი, რაითა მრავალსახითა ტანჯვითა მოგაქციოს, გარნა შენ გუემათა ფიცხელთა მწარენი წყლულებანი, ვითარცა რაი სხვისა ხორცითა, ახოვნად დაითმინე და მძლავრთა უღმრთოებასა კადნიერად ამხილე, ამისთვისცა შემოკრებულნი ესე პატივს-გცემთ, ყოვლად სანატრელო, და შეგასხამთ გალობათა მიერ:

გიხაროდენ, ზესთა სოფლისა, უფროის ქუეყნიერისა შემყუარებელო;
გიხაროდენ, დროებითისა შუენიერებისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, თვინიერ ზეციერისა, სიძისა სხვისა არა მნებებელო;
გიხაროდენ, ნებითა შენითა მისთვის ტანჯვათა დამთმენელო;
გიხაროდენ, მძლავრთა სივერაგეთა უქმ-მყოფელო;
გიხაროდენ, მეგვიპტურთა ბილწებათა შემრისხველო;
გიხაროდენ, მრავალღმრთეებისა საცთურისა მამხილებელო;
გიხაროდენ, სიცრუისა თაყუანისმცემელთა და ჭეშმარიტებისა მოძულეთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, უბიწოო, ყრმათა ქალწულთა უხილავო მფარველო;
გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა მოძღურებათაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 4


უწყალოთა მიერ დილეგსა შინა შეწყუდეულსა წარმოგიდგა მთავარი წყუდიადისაი სახითა გუელისაითა და აზმნობდა წარწყმედასა შენსა, გარნა შენ არცაღა შეძრწუნდი, მხნეო მოღუაწეო, არამედ გამოიწერე შენდა ჯუარი წმიდაი და ძალი ეშმაკისაი დაეცი თანა შეწევნითა ქრისტეისითა, ამისთვისცა განსაცდელთა შინა მყოფთა გუესმა რაი, თუ ვითარ არცხვინე ეშმაკსა, ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა და მოგიძღუნით საგალობელსა ამას ძლევისასა: ალილუია.

იკოსი 4


მას ჟამსა შინა გამოგიჩნდა შენ სუეტი ნათლისაი და ჯუარი თუალშეუდგამი გარემო მისსა და გესმა ხმაი ზეცითგან: „გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო! რამეთუ დათრგუნე ბოროტი იგი განზრახვაი მტერისაი; გიხაროდენ და იშუებდე, ასულო ზეციერისა სიონისაო, რამეთუ ბრძენ ქალწულთა თანა ღირს-იქმნები შესვლვად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცათასა“, მაშინ მოვიდა შენდა შეწევნაი საღმრთოი და განგკურნა ყოველთაგან სატანჯველთა, აწ ჩუენცა, წმიდაო, გვიოხე მგალობელთა და ქებით მადიდებელთა შენთა:

გიხაროდენ, უმხურვალესად ქრისტესთვის თავდადებულო და მზაკვრებისა დამლახვრელო;
გიხაროდენ, წინააღმდგომთა ძალთა დამცემელო და უწყალოისა ბელიარისა დამამხობელო;
გიხაროდენ, ურვათა და განსაცდელთა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, ძალითა ჯუარცმულისაითა მტერთა საცთურთა უჩინომყოფელო;
გიხაროდენ, სოფლის მპყრობელისა საღმრთოითა მადლითა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმდევნელო;
გიხაროდენ, კერპთმსახურებისა მხნედ გამბასრველო;
გიხაროდენ, უღმრთოებისა სიმპლისა და სიმყრალისა განმასულნელებელო;
გიხაროდენ, გამოუცდელთა და უჰასაკოთა ქალწულთა ვნებულთა გულისთქუმათაგან დამფარველო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა უკეთურთა სულთა მძლეო და შემმუსრველო;
გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდა სულთა ზედა ხელმწიფებისა მიმღებელო;
გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 5


ეჰა, ვითარ ბრმა იყვნეს გონებისა იგი თუალნი ბილწისა მის უსჯულოისა მეკერპისანი, რამეთუ გხედვიდა რაი მრთელსა და სახებრწყინვალესა, ბოროტად განძვინდა და ბრძანა განხურვებულითა ლურსმნითა ფიცარსა ზედა შენი დამსჭვალვაი და ალითა ცეცხლისაითა ასოთა შენთა დაწვაი, გარნა მხილველი საშინელთა მათ და ყოვლად საზარელთა სატანჯველთა, ფრიად შეძრწუნდა და ხელითა დაიფარვიდა თუალთა თვისთა, ხოლო შენ, უფალსა აკურთხევდი და სამთა ყრმათა გალობასა ღმრთივ-შუენიერად გალობდი: ალილუია.

იკოსი 5


რაჟამს ხისა მისგან გარდამოგხსნეს ტანჯვითა გაკაფული, აღიხილე თუალნი ზეცად და ხმა-ყავ: „უფალო, ვითარ ღირს-მყავ მე ცეცხლსა შინა გავლისა, სახელისათვის შენისა, ეგრეთვე აწ ღირს მყავ უხრწნელისა სასუფეველისა თანა მკვიდრ წყალსა შინა ნათლისღებითა“, ხოლო ესმა რაი ეპარქსა შენ მიერ ხსენებაი წყლისა, უბრძანა მოკუდინებაი შენი წყალსა შინა დაფლვითა, ამისთვისცა გაქებთ სარწმუნოებითა, მხნეო მარინე, და გნატრით შენ გალობითა:

გიხაროდენ, მოთმინებითა შენითა მტანჯველთა შენთა მამხილებელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა და სიმამაცითა შენითა სულმოკლეთა და დახსნილთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ღუარითა სისხლთა შენთაითა საცთურისა ალისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, უღმრთოთა სწავლებათა კადნიერებითა დამხსნელო;
გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა და ღმრთისა პატივისცემისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ყოველთა ურწმუნოთა პირისა დამაყოფელო;
გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან და ძვირთა უხილავთა მტერთაისა დამფარველო;
გიხაროდენ, ცრუ-სიბრძნითა განცოფებულთა ჭეშმარიტებისა და სათნოებისა გზასა ზედა დამაყენებელო;
გიხაროდენ, საღმრთოითა ცეცხლითა გულთა ჩუენთა აღმგზნებელო;
გიხაროდენ, მეოხებათა შინა მხურვალეო შემწეო და მვედრებელთა შენთა მსწრაფლმსმენელო;
გიხაროდენ, მტერთა უკეთურთა მაოტებელო;
გიხაროდენ, ბოროტ სენთაგან შეპყრობილთა მკურნალო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 6


რაჟამს აღბორკებული შთაგაგდეს კოდსა შინა დიდსაჲ, წყლითა აღსავსესა, ითხოვდი ღუაწლის დამდებელისა შენისაგან სულისა წმიდისა ბეჭედსა, მაშინ მადლი ღმრთისაი განცხადნა წინაშე ყოველთა ერთა: სუეტი ნათლისაი და ჯუარი თუალშეუდგამი დაადგა თავსა შენსა ზედა და მტრედის სახედ მოსრულმან სულმან დაგადგა გვირგვინი ოქროისა, ხოლო შენ არცაღა შთაიძირე, არამედ, დაუცხრომელად აქებდი და ადიდებდი წმიდასა სამებასა: ალილუია.

იკოსი 6


მაშინ ზეგარდამოი გაისმა ხმაი საწადელი: „მშვიდობაი შენდა, სძალო ქრისტეისო უძლეველო, აწ მიიღე უხილავი გვირგვინი ხელითა ღმრთისაითა და განისუენე ზეცისა იერუსალეიმსა“ და ანგელოზმან უფლისამან მსწრაფლ განგანთავისუფლა ყოველთა საკრველთაგან და კუალად განგკურნა მრავალფერთა წყლულებათა ხორცთა შენთაითა, ეგრეთვე შენცა განკურნე, მოწამეო, ცოდვათა ბოროტი წყლულებანი სიყუარულითა შენდამი მგალობელთა:

გიხაროდენ, რამეთუ შეისმინა უფალმან ღმერთმან ხმაი ვედრებისა შენისაი;
გიხაროდენ, რამეთუ დაემტკიცა შენზედა ბეჭედი სულისა წმიდისაი, უბიწოდ და შეუგინებელად;
გიხაროდენ, რამეთუ წყალსა მას მიეცა მადლი გამოხსნისაი და კურთხევაი იორდანისაი;
გიხაროდენ, რამეთუ გამოჩნდა წყლად სიწმიდისა და გამწმენდელ სულთა და ხორცთაისა;
გიხაროდენ, რამეთუ წყალი ეგე იქმნა განმბანველ ძუელისა მის კაცისა განხრწნადისა და სამოსლად უხრწნელებისა;
გიხაროდენ, რამეთუ განათლდი ნათლითა დაუბადებელისა სამებისაითა;
გიხაროდენ, რამეთუ მოგემადლა შენ მეორედ შობაი წყლითა და სულითა;
გიხაროდენ, რამეთუ დაცულ იქმენ და შემკულ ნათლისღებითა;
გიხაროდენ, რამეთუ სული წმიდაი იხილე სახედ ტრედისა;
გიხაროდენ, რამეთუ შეიმოსე სამოსელი სიმართლისაი;
გიხაროდენ, რამეთუ განახლდი და აღაორძინე წინდი იგი მადლისაი;
გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო, რამეთუ შეიწყნარე გვირგვინი იგი ზეცისაი;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 7


იხილეს რაი სასწაულნი ღმრთისანი, განცხადებულნი შენ ზედა, სიმრავლემან დედათა და მამათამან ქრისტე აღიარა, და მოწამეობრივი აღსასრული მიითუალა, ნათელ-იღო რაი სისხლითა თვისითა, ამისთვის ჩუენცა წყალობითა მოგუხედენ და გვიხსენ რწმენისაგან არა ცხოველისა და ნელტფილისა, რაითა სრულითა სარწმუნოებითა ქრისტეისითა ღირს ვიქმნნეთ შეწირვად გალობისა: ალილუია.

იკოსი 7


ვაქებთ ღუაწლთა და სასწაულთა შენთა სიმრავლესა და განკვირვებულნი მოვიხსენებთ მეფსალმუნისა მიერ წინაისწარმეტყუელებითა თქმულსა: „განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი და გამომიყუანენ ჩუენ განსაცდელთაგან“, რამეთუ შენ საქმითა აღასრულე, ცეცხლითა და წყლითა გამოიცადე და გვირგვინითა მარტვილთაითა შემკული მოწამეთა ქრისტეისთა ახოვანთა მათ ბანაკთა აღირახე, ამისთვისცა სამართლად პატივს გცემთ, მოწამეთა შორის დიდებულო მარინე, და წინაშე ხატსა შენსა ხელაღპყრობით მლოცველნი ესრეთ გიღაღადებთ:

გიხაროდენ, გუემათა მოთმინებითა უხილავისა მტერისა მომწყლველო;
გიხაროდენ, ამაოისა ცხორებისა მომძულებელო;
გიხაროდენ, ღუაწლისა კეთილისა შრომითა და სისხლითა მომღუაწებელო;
გიხაროდენ, სანატრელისა ცხორებისა მომვაჭრებელო;
გიხაროდენ, განდგომილთა და უარისმყოფელთა მომაქცეველო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა გზასა ზედა მომყვანებელო;
გიხაროდენ, მამაცობისა და ურყევისა სიმტკიცისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, ცილისმწამებელთა და მაგინებელთა მამხილებელო;
გიხაროდენ, ამპარტავანთა და მზვაობართა მარცხვენელო;
გიხაროდენ, გრძნებისმოქმედთა და მჩხიბავთა ზარდამცემო;
გიხაროდენ, ქრისტეანთა ქალწულთა ცხორებისა წესისა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, ყოველგვარ ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა და ბიწიერებათა ძლიერად დამთრგუნველო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 8


მაშინ დაელინეს ღონენი იგი სატანჯველთანი უღმრთოსა მას და მსგავსად სამსხუერპლოისა ზუარაკისა განაჩინა შენი დაკლვაი, ხოლო შენ, ლოცვითა და სარწმუნოებითა აღჭურვილმან მოუდრიკე ქედი შენი მახვილსა, და ვითარცა განწმედილი ტარიგი, შეიწირე ზეცისა საკურთხეველსა, რომლისათვისცა ჯერისაებრ პატივს-გცემთ და ქებით შევამკობთ ხსენებასა შენსა: ალილუია.

იკოსი 8


ვითარცა ცხოვარი მხეცთა ბოროტთა დაგკლნეს რაი მახვილითა, სული შენი ყოვლადბრწყინვალეი მრავალვნებულსა გუამსა შინა მკვიდრი განვიდა, ხელთა მიერ ყოვლისმპყრობელისაითა შეიწყნარეს და დაემკვიდრა ზეცისა იერუსალეიმსა უხილავთა მათ შინა კეთილთა, ხოლო უხრწნელი გუამი შენი, აღმოუცენებდა მრავალსულნელებასა საკვირველებათასა სიყუარულითა პატივისმცემელთა შენთა და სურვილით მგალობელთა:

გიხაროდენ, მრავალთა ჭირთა მიერ სიმართლისათვის დევნულო;
გიხაროდენ, წყლულთა უფლისა შენისაითა ხორცთა შენთა ზედა მიმღებელო;
გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, ქრისტეისთვის სისხლისა დამთხეველო;
გიხაროდენ, სისხლთა შენთა მიერ საქორწინოისა სამოსელისა შემმოსველო;
გიხაროდენ, წარმავალისა დიდებისა წილ წარუალისა ნათლისა მომღებელო;
გიხაროდენ, გუნდსა თანა უხორცოთასა ცათა შინა მიწვდომილო და სასწაულთმოქმედო;
გიხაროდენ, ზეცათა შინა წმიდათა მწყობრსა თანა შეერთებულო;
გიხაროდენ, ქალწულო, ქალწულ დედოფალთან მიახლებულო; გიხაროდენ, უხრწნელითა ნაწილებითა განდიდებულო;
გიხაროდენ, ნეშტითა შენითა ანტიოქიისა და კონსტანტინეპოლისა განმაშუენებელო;
გიხაროდენ, ვიდრე აქამომდე იტალიასა შინა დასუენებულო;
გიხაროდენ, უხრწნელთა ხელთა შენთათვის დედისა ღმრთისა წილხდომილთა მხარეთა: ათონისა მთისა და ივერიისა აღმრჩეველო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 9


ეჰა, რაბამი დიდებულებაი შეგძინა შენ სიმხნემან, სანატრელო, რამეთუ სული წმიდაი მოსრული შენდა სახედ ტრედისა, შეეხო თავსა შენსა და დაგადგა გვირგვინი ოქროისა, მას ევედრე, პატიოსანო ქალწულო, ყოფად ჩუენდა და დამკვიდრებად ზეცისა სიონსა, რაითა კრებულსა თანა მართალთასა უგალობდეთ სამებასა წმიდასა: ალილუია.

იკოსი 9


არა დაჰფარნა ღმერთმა შრომანი შენნი, არამედ ნიშთა და სასწაულთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებაი მოღუაწებათა შენთაი და ყოველთა შორის საწადელ-ყო ხსენებაი შენი, ღმრთივსანატრელო მარინე, ამისთვისცა განმადიდებელსა შენსა ქრისტესა ვადიდებთ, და ვითარცა მკურნალისა და მეოხისა მიმართ მოლტოლვილნი ერთობით გიღაღადებთ:

გიხაროდენ, წმიდათა თანა სავანე ქმნილო და მეოხო სულთა ჩუენთაო;
გიხაროდენ, ღმრთივმონიჭებულო შემწეო ქალწულთა და დედათაო;
გიხაროდენ, შესავედრებელო და მწყალობელო გლახაკთაო;
გიხაროდენ, მეოხო ქურივთა და ობოლთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო ტანჯვითა დამწუხრებულთა და მგლოვარეთაო;
გიხაროდენ, განმაბრძნობელო მდევნელთა და მჩაგვრელთაო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო და მსმენელო ყოველთა ჩაგრულთა და პყრობილთაო;
გიხაროდენ, მამხილებელო ცრუთა და მზაკუართაო;
გიხაროდენ, დამამდაბლებელო მოშურნეთა და ცილისმწამებელთაო;
გიხაროდენ, მხიარულმყოფელო ანგელოზთაო და სირცხვილეულმყოფელო ეშმაკთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლშემსმენელო ყოველთა ჭეშმარიტებისა მომართ მოსწრაფეთაო;
გიხაროდენ, დაუძინებელო მცველო სახელისა შენისა მომხსენებელთაო და სავანეო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთაო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 10


რომელმან მრავალსახე სალმობაი ტკივილთაი თავს იდევ და მადლი მიიღე ღმრთისა მიერ სალმობისა და ტკივილისა განდევნად, აწ საკვირველებათა სასწაული ჩემ ზედაცა აჩუენე, მხნეო მოწამეო მარინე, და უძლურებანი განჰკურნენ სურვილით აღმასრულებელთა ხსენებისა შენისაითა და მხურვალედ მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 10


ვნებათა თავსდებითა მადლი არა წმიდათა სულთა განდევნისაი და ძვირთა უხილავთა მტერთა დათრგუნვისაი მოიღე ზეგარდამო, ხოლო ნაწილნი შენნი ჰკურნებს სენთა სიმრავლესა, ეშმაკთა განიოტებს და ყოველსა სოფელსა ახარებს, ამისთვისცა მარტვილთმოყუარე ერი აღიძრვის მოსწრაფებით, ღუაწლით შემოსილო მარინე, და ტაძრად შენდა მყის სრბად მოწევნული, წადიერად ღაღადებს:

გიხაროდენ, ბრძენო ქალწულო, მქონებელო მანათობელისა ლამპრისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოისა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, ტაძარო უმანკოებისა და სიწმიდისაო;
გიხაროდენ, მურო, ნელსაცხებელად შეწირულო უკუდავისა მეუფისაო;
გიხაროდენ, გუნდრუკო, აღკმეულო საღმრთოისა მის საკურთხეველისაო;
გიხაროდენ, უმტკიცესო და უპატიოსნესო უფროის ანდამატისაო;
გიხაროდენ, რქაო შუენიერო საღმრთოისა ვენახისაო;
გიხაროდენ, ნერგო ჭეშმარიტო წმიდისა და სამოციქულოისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, კეთილსულნელოვანო ყუავილო სამოთხისაო;
გიხაროდენ, გზაო უცთომელისა ცხორებისაო;
გიხაროდენ, მტრედო ьმშვიდო და უმანკოო, აღფრენილო ზეცასაო;
გიხაროდენ, ცხოვარო პირმეტყუელო ქრისტეს წმიდისა სამწყსოისაო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 11


უბიწოებით გიცნობთ შენ ერთობით მორწმუნეთა კრებულნი, მოღუაწებისა ძეგლად საცნაურად გხადით და გევედრებით: აწ ჩუენცა გაგუანათლე, სანატრელო, ღელვითა ცოდვისაითა დაბნელებულნი და სოფლისა შფოთითა ყოვლითურთ დანთქუმულნი, მოგვანიჭე ჩუენ სიმხნეი და პატიოსნებაი და ამაო-ჰყვენ საფრთხენი და საბრკოლონი მტერთანი, რაითა განწმედილითა ბაგითა გიგალობდეთ და გაქებდეთ შენ ყოველნი: ალილუია.

იკოსი 11


გამოჩნდი ბრწყინვალედ მნათობად, ღუაწლისა მძლეო ქრისტეის მოწამეო, მოციქულთა სწავლისაებრ წყუდიადი მრავალღმრთეებისაი განსდევნე და ურიცხვი ერი განანათლე, ეგრეთვე აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და ქალნი და ყრმანი ჩუენნი იხსენ ვნებათაგან ყოვლად წარმწყმედელთა და ურცხვინოებისაგან დაიფარენ, რაითა მართლითა სარწმუნოებითა განკრძალულნი მარადის გიგალობდენ და დაუცხრომელად გაქებდენ:

გიხაროდენ, ლამპარო ბრწყინვალეო, უღმრთოებისა წყუდიადისა განმაბნეველო;
გიხაროდენ, საკვირველებათა ცისკრითა მოსავთა შენთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, საღმრთოითა ღუაწლითა შენითა უხორცოთა წესთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, სუსტისა და შერყეულისა ნებისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და უძლურებისა განმკურვნელო;
გიხაროდენ, ჭირთა მძვინვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, ბოროტთა სულთაგან შეპყრობილთა გამომხსნელო;
გიხაროდენ, ცრუ-მორწმუნეობისა მწიკულისა განმბანველო;
გიხაროდენ, ვერცხლისმოყუარეობისა უღლისაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, საეშმაკოისა ბადეთაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, ყრმათა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, ზღუასა შინა სლვისა და ხმელთა ამბოხისაგან დამცველო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 12


ბრწყინვალე არს სახელი შენი და დიდებულ არს სახსენებელი შენი, ღირსო მოწამეო მარინე, რამეთუ დედობრივისა ბუნებისა უძლურებითა ღუაწლსა მამაკაცებრ ახოვნად შეკადრნე და გვირგვინითა მარტვილთაითა შემკული ზეცისა დიდებასა მიემთხვიე, სადა იგი იშუებენ გუნდნი მოციქულთანი და განსცხრებიან კრებულნი წინაისწარმეტყუელთანი და სუფევენ დასნი მღდელთაი და მამათაი და უფროის მოწამენი ბრწყინავენ, და ყოველნი ერთბამად უფალსა უგალობენ: ალილუია.

იკოსი 12


სიხარულითა აღივსების აწ ვათოპედისა მონასტერი და იქადის ოდიში, უძვირფასესისა საუნჯისა - წმიდათა შენთა ნაწილთა მქონებელი, რამეთუ უხრწნელთა ხელთა შენთა თაყუანისმცემელთა მოსცემ კურნებასა სულთასა და სიმრთელესა ხორცთასა, რომლისათვის გულსმოდგინედ მოვისწრაფვით ნაწილთა შენთა საყოფელთა და ტაძართა შენთა შუენიერთა, რაითა კურნებაი აღმოვივსოთ მოყუარეთა შენთა და სურვილით მაქებელთა:

გიხაროდენ, დიდებაო მოწამეთაო და ბრწყინვალებაო ქალწულთაო, რამეთუ გამოკრთი შენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ვარსკულავი ცისა მნათობი;
გიხაროდენ, ფრიად შუენიერო საღმრთოო სძალო, რამეთუ წინამბრძოლ იქმენ კეთილმსახურებისა;
გიხაროდენ, უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალეო, რამეთუ ჯუარცმული ქრისტე გაქუნდა ზღუდედ და ძალად;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობითა მოქადულო, რამეთუ მოღუაწებისა სიმხნეი კეთილად შეიჭურვე;
გიხაროდენ, წინაისწარმეტყუელთაგან სანატრელო, რამეთუ მტერისა ამპარტავნებაი ქუეყანად დააკუეთე;
გიხაროდენ, მღდელმოძღუართა მიერ საქებელო, რამეთუ კერპთა იგი ბილწი საზორველი და ეშმაკთა ბომონნი სრულიად დაამხუე;
გიხაროდენ, უმახვილესო, რამეთუ ძლიერად განგმირე ზეცით გარდამოვრდომილი იგი გუელი;
გიხაროდენ, ზეციერისა ემბაზისა მიერ განწმედილო, რამეთუ ივლტოდნენ შენგან ყოვლადმზაკუარნი ეშმაკნი და მოგეახლებოდნენ ანგელოზნი;
გიხაროდენ, უმსჯავროდ უწყალოსა სიკუდილსა მიცემულო, რამეთუ საღმრთოი სარბიელი ღუაწლითა შენითა სრულ-ჰყავ კეთილად;
გიხაროდენ, გვრიტო უბიწოო, რამეთუ დათა შენთა მარტვილთა თანა იშუებ საუკუნოდ დიდებითა საუკუნოითა;
გიხაროდენ, შემწეო ყოველთა განწირულთაო, რამეთუ კურნებისა მდინარედ და სასწაულთა საუნჯედ სულიერად აქუ შენ ყოველთა მორწმუნეთა;
გიხაროდენ, ნუგეშო და სასოებაო დამწუხრებულთა დედათაო, რამეთუ მიჰმადლებ თხოვათა მათთა;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 13


ჰოი, საკვირველო და ჭეშმარიტად ახოვანო მოწამეო მარინე! ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, არამედ ლოცვითა შენითა დაგვიცევ ხილულთა და უხილავთა მტერთა მრავალ-საფრხეთაგან და გვიხსენ ვნებათაგან სულიერთა და სენთაგან ხორციელთა, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველისა ნეტარებასა და შენთანა ვუგალობდეთ დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.

ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ:

იკოსი 1


ანგელოზთა შემოქმედმან გულსა შინა შენსა აღანთო რაი საღმრთოი ცეცხლი ღმრთეებრივისა მადლისაი, არად შერაცხენ შენ რისხუაი მამისაი და დახსენ ყოველი სიბნელეი საცთურისაი, მაშინ მამამან შენმან უარგყო შენ, გარნა შენ არა უარყავ სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, არამედ ფრთოვან-ყავ გონებაი შენი სათნოებათა აღმატებითა და იქმენ ზიარ საღმრთოისა დიდებისა, ამისთვისცა ენასა ჩუენსა მოეც ძალი შემკობად ღუაწლისა შენისა:

გიხაროდენ, სიყრმითგან სათნოებისმოყუარეობითა განშუენებულო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა შორის წმიდად და შეურყეველად ცხორებულო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოითა და კეთილმსახურებისა სიმხნითა აღვსებულო;
გიხაროდენ, სიყუარულითა საღმრთოითა ცეცხლებრ შვიდ-წილად აღგზებულო;
გიხაროდენ, ყოვლითა სიკეთითა აღმატებულო;
გიხაროდენ, მადლისა კეთილ-მოქმედებითა განათლებულო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ წარმართთაგან გამორჩეულო;
გიხაროდენ, უბიწოებითა და ერთგულებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, საკვირველო ყრმააო, მძლეთა უმძლესად გამოჩინებულო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსაშუენებლად ანტიოქიისა გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, ვარსკულავო, ხსნის მაძიებელთათვის გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, სულმოკლეთა და მოუთმენელთათვის მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

კონდაკი 1


წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და ქალწულთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, დიდო მოწამეო მარინე, შეიწირე სადიდებელი გალობაი ესე ჩუენი, და მხურვალითა შუამდგომლობითა წინაშე ღმრთისა, გვიხსენ ყოვლისაგან განსაცდელისა და სნეულებისაგან, ქებით მგალობელნი შენნი: გიხაროდენ, დიდო მოწამეო მარინე, ყოვლად ქებულო სძალო ქრისტეს ღმრთისაო!

სავედრებელი ლოცვა


ჰოი, წმიდათა შორის ახოვანო ქალწულო და მოწამეო მარინე, ქრისტეს ეკლესიისა ლამპარო ბრწყინვალეო, ღმრთისა მიმართ მხურვალედ მვედრებელო და ყოველთა შენდამი სარწმუნოებითა მოლტოლვილთა მსწრაფლშემწეო!

ჰოი, წმიდაო ქალწულო და დიდო მოწამეო მარინე, ევედრე მადიდებელსა შენსა ქრისტესა ღმერთსა, რაითა დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საფრხისაგან და ძმათა მტერობისაგან, და წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა. განჰკურნენ მრავალწყლულებანი ჩუენნი ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა და მოგუეც საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, სიმართლისა სიყუარული და მხნეობაი სულისაი. აღგვავსენ საღმრთოითა მღვიძარებითა და მოგუანიჭე ჩუენ სარწმუნოებაი შეურყეველი, ცხორებისა სიწმიდეი და შიში ღმრთისაი, რაითა ყოველნი მკვიდრნი საქართველოისანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა შინა განვმტკიცდეთ და ერთითა პირითა და ერთითა გულითა ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა ვუგალობდეთ. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლადბრწყინვალეო მარტვილო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჰოი, გვირგვინოსანო მარინე, მარტვილო და სძალო ქრისტეს ღმრთისაო! იმეოხენ წინაშე მისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილმოქალაქობითა ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ყოვლად დიდებულისა და ფრიად ქებულისა ქალწულმოწამისა მარინესითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო