Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი წმიდისა დიდისა მოწამისა, შალვა ახალციხელისა


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1


ქრისტეს ჯუარითა აღჭურვილსა მარტვილსა და უძლეველსა მხედარსა მოწამესა, შეგასხამთ მორწმუნენი ძნობითა საღმრთოითა და ვედრებასა ამას შევსწირავთ შენდა, უღირსი ესე გალობაი ჩუენი მიითუალე, ნეტარო, და ნუ მოიხსენებ ძვირსა ჩუენსა, არამედ განანათლე გულნი შემსხმელთა შენთანი და ცოდვათა წყუდიადი განხადე მგალობელთაგან შენთა: გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

იკოსი 1


ვითარცა მთიები ბრწყინავ შენ მამულსა შენსა, ახალციხელო ბრწყინვალეო მთავარო შალვა, და ჰფარავ მას ყოვლისაგან ვნებისა მტერთასა, და იხსნი ჭირთა და ღელვათაგან, ამისთვისცა მვედრებელთა შენთა წყალობითა მოგვხედენ, და გვიხსენ სენთა და სალმობათაგან და განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა, რაითა ვპოოთ განსუენებაი და შუებაი წარუვალი ქებით მადიდებელთა შენთა:

გიხაროდენ, მართლმადიდებლობითა მოქადულო;
გიხაროდენ, სიკეთითა და სიქუელითა ფრიად განთქმულო;
გიხაროდენ, უფლისა მიერ განბრძნობილო და განმტკიცებულო;
გიხაროდენ, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა განდიდებულო;
გიხაროდენ, სიმხნისა მამაცობისა ძლიერებითა გაბრწყინვებულო;
გიხაროდენ, გუემითა დაბძარვისაითა და ტკივილითა მოღუაწებრითა განშუენებულო;
გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოხურვებულო;
გიხაროდენ, ზეციურითა სიხარულითა აღვსებულო;
გიხაროდენ, უსხეულოთა გუნდსა თანა ამაღლებულო;
გიხაროდენ, ივერთა ეკლესიისა გვირგვინისა სამკაულად გამოჩინებულო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსაშუენებლად ივერიისა გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა მიერ მარადჟამს ხსენებულო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 2


რაჟამს ბრძოლასა შინა შამქორისასა ძლევაშემოსილისა ლაშქრისა წინა-მბრძოლად განიჩინე, სახელი ქრისტესი ფარად მიუპყარ, და განაძლიერე რაი სპაი თვისი, ურიცხვი მტერი აოტნე და არცხვინე, და შემდგომად განმარჯვებისა სანატრელსა მეფესა თამარს დროშაი ხალიფასი ქუეშე ფერხთა განუფინე, ხოლო მან ხელითა შენითა შეწირნა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობელისასა, გელათს და მადლობისა გარდამხდელმან სავედრებელი იამბიკო მიუძღუანა სასოსა ყოველთა ქრისტეანეთასა: ალილუია.

იკოსი 2


განსცხადდი რაი ჩინებულითა სიმხნითა ქუეყანასა ზედა მსახურებითა კეთილმორწმუნეთა მეფეთაითა, მანდატურთუხუცესობისა პატივისა შემწყნარებელი, მეფემან თამარ მხედართა შორის მთავრადაც დაგადგინა, ხოლო შენ დაღათუ იყავ ჭაბუკ ჰასაკითა, არამედ უბრძნეს იყავ მოხუცებულთა სათნოებითა, და უფროის შეჰმატე ღმრთისმსახურებასა და კეთილისა ყოფასა, რომლისათვისცა ვაქებთ წინა-განწყობასა და ძლევაშემოსილებასა შენსა მტერთა ზედა და შევასხამთ სპარაზენობასა ყოვლად ქებულსა:

გიხაროდენ, მამულისათვის ჩუენისა უცხო-თესლთა ზედამოსლვისა ჟამსა მბრძოლო უძლეველო;
გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაითა მტერისა აღლესულისა მახვილისა დამლეწველო;
გიხაროდენ, ქრისტეს ჯუარისა ამღებელო და სარკინოზთა ძირს დამკვეთელო;
გიხაროდენ, მსგავსად დავითისა უცხო-თესლთა დამცემელო;
გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ მანქანებათა მტერისაითა დამხსნელო;
გიხაროდენ, ღმრთისმებრძოლთა სილაღისა დამამხობელო;
გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამზავებელო;
გიხაროდენ, ამპარტავნებითა აღზევებულთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, გულითა მდაბალთა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა უკეთურთა სულთა მძლეო და შემმუსრველო;
გიხაროდენ, პატივისმცემელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 3


რაჟამს მიშუებითა ღმრთისაითა აღიძრა მეფეი ხორასნისაი და სპარსეთისაი, სახელად ჯალალედინ და ლტოლვილი მონღოლთაგან ლაშქრითა ურიცხვითა მოიწია ტყუენვად და მოოხრებად ქუეყანად სომხეთისა, მაშინ დვინი ეპყრა იოანე ათაბაგ-მხარგრძელსა და ძმისწული მისი, შანშე ფლობდა ანისსა, რომლისათვისცა აუწყეს მეფესა რუსუდანსა, და ვითარცა წინა-აღმდგომთა მიერ უძლეველთა, სთქუეს ესე გალობაი ძლევისაი: ალილუია.

იკოსი 3


ცნა რაი რუსუდან შემოსლვაი ხვარაზმელთაი სამეფოსა შინა მისსა, მსწრაფლ მოუწოდა ქუდზე კაცსა და ლაშქრისა მხედართ-მძღუანად მხცოვანი იოანე ათაბაგი განაჩინა, ხოლო მან წესისაებრ განაწყო ლაშქარი და მესხნი, თორელნი და ძმანიცა ეგე ორნი ახალციხელნი, შალვა და იოანე, ლაშქრისა წინამბრძოლად დაგადგინათ, ამისთვისცა ვიქადით მორწმუნენი და გალობასა ამას შემოგწირავთ:

გიხაროდენ, მნათობო ქუეყანისა და სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოისა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, ტრფიალო ჭეშმარიტებისაო;
გიხაროდენ, მაგალითო საღმრთოისა მხედრობისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო უბრძოლველო მამაცობისაო;
გიხაროდენ, გოდოლო შეუძრველო სიმხნისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახვილო, განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, დამამხობელო მტერთა წყობისაო;
გიხაროდენ, უახოვნესო მხედარო მაღლისა მის მეუფისაო;
გიხაროდენ, ძალაო და დიდებაო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, შუენიერო სამკაულო ივერთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 4


დაიბანაკეთ რაი ადგილსა, გარნისად წოდებულსა, ნიში ჯუარისაი გამოისახეთ მხნეთა მათ წინამბრძოლთა, და ფიცხლად ეკუეთნეთ ურიცხუსა მას სპასა სულტნისასა, გარნა იოანე ათაბაგი და სპანი ქართველთანი დგეს შორით და ხედვიდეს რაი უთანასწოროსა ბრძოლასა, არა შეგიწყალებდეს თანა-მონათესავეთა და ერთ-შჯულთა ქართველთა, ხოლო თქუენ მეთაკილენი უკუნ-ქცევად, ჰბრძოდით მტერთა თქუენთა მამაცად და ვითარცა სამნი ყრმანი სახუმილსა შინა, ერთობით ადიდებდით უფალსა: ალილუია.

იკოსი 4


ჟამსა წყობისასა და ჟამსა ომისასა, მიავლინე სამ-გზის უწყებაი და ითხოვე შეწევნაი, არამედ შურითა თქუენითა ძლეულმან ათაბაგმან არა ინება წინა-მბრძოლისა ლაშქარისა შუელაი და ორისა კაცისა მტერობისათვის მისცა სრულიად საქართველო აოხრებასა, ხოლო შენ სცან რაი უკეთური განზრახვაი უპირატესისა მხედართმთავრისა, არღარა რიდე სიმრავლესა სულტნისა სპათასა, არამედ ვითარცა ლომნი ზედა მიეტევნე, და სიმხნითა მით ყოვლად დიდებულითა სრვიდი ახოვანთა და ძლიერთა, ხოლო რომელთა არა იციან საქმენი ესე ძლევისა შენისანი მიუთხრობთ ქებულებათა შენთა:

გიხაროდენ, სიყუარულისათვის მამულისა და ერთგულობისათვის ერისა თავისა განმწირველო;
გიხაროდენ, წინამბრძოლისა ლაშქრისა მტერთა ზედა განმამაკაცებელო;
გიხაროდენ, მხედრობითისა ვაჟკაცობისა მასწავლელო;
გიხაროდენ, მრავალთა ჭეშმარიტ სარწმუნოებასა ზედა მომაქცეველო;
გიხაროდენ, ღუაწლისა კეთილისა შრომითა და სისხლითა მომღუაწებელო;
გიხაროდენ, იერუსალეიმსა შინა წმიდისა დიმიტრის მონასტრისა აღმგებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისა მოძულეთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, კაცთა მამულად სამსახურებელად და წესიერებად მომყვანებელო;
გიხაროდენ, ყოველთა მხურვალედ მვედრებელთა შენთა მაცხოვნებელო;
გიხაროდენ, ქუეგამხედველთა და შურისმგებელთა მამხილებელო;
გიხაროდენ, მამულისა და მოყუასისათვის მლოცველთა მწყალობელო;
გიხაროდენ, რწმენით, სასოებითა და სიყუარულითა აღმსთობილთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 5


ფრიად მაშურალნი ბრძოლისაგან და უღონო ქმნილნი შეწევნისაგან რაჟამს ივლტოდით, მაშინ უქმად მდგომარეი, დიდიცა იგი უძლეველი ლაშქარიცა ივლტოდა და დიდებაი სიმხნეთა ქართველთაი ყოველთა შორის უპატიო იქმნა, გარნა შენ, დიდო მოწამეო შალვა, განემზადე ღუაწლად, რომლითა მიხუედ უკუდავებად, და აწ ზიარებითა საღმრთოითა განღმრთობილი მეოხ ხარ მგალობელთათვის შენთა: ალილუია.

იკოსი 5


ჰოი შური ყოველთა ბოროტთა დასაბამი, წინა-მსრბოლი ოხრებისა და დაგლახაკებისა მამულისა ჩუენისა, რომელმან აწარმოა მძვინვარედ აღსპობაი ქართლისაი და დიდებისაგან და შუენიერებისაგან დამხობაი ტფილისისაი და დამცრობაი პატივისაი, ხოლო ჩუენ განკვირვებულნი ბუნებისა მის ცუალებითა უპირატესისა მხედართმთავრისა იოანესი, ვაუწყებთ ქუეყანასა საცვიფროსა ამას და ყოველსა ენასა გალობად შენდა აღვსძრავთ:

გიხაროდენ, საღმრთოისა სჯულისა საცნაურად დამცველო;
გიხაროდენ, სიმხნითა ბუნებისა შენისაითა უშჯულოთა ამპარტავნებისა დამამხობელო;
გიხაროდენ, ურვათა და განსაცდელთა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, სილაღითა აღტაცებულთა სარწმუნოებითა დამაწყნარებელო;
გიხაროდენ, შურითა მკულელებრითა შეჭმულთა მტერთა ჩუენთა დამგმერელო;
გიხაროდენ, აღსპობისა ჩუენისა მსურველთა დამლახვრელო;
გიხაროდენ, ბოროტისა უკრძალველობისა და ურცხვინოებისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, სინანულისა ძლით შეცოდებულთა ლოცვად აღმძრველო;
გიხაროდენ, უღმრთოებისა სიმყრალისა განმდევნელო;
გიხაროდენ, ბრძენთა და კეთილად მხედველთა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, ორგულთა და უნანელთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, მედროვეთა და მზაკუვართა მარცხვენელო;
გიხაროდენ, კეთილსა საქმესა შედგომილთა შემყუარებელო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 6


შემუსრვამან მახვილთა და შუბთამან, ქუეითად დაშთომამან და ნათესავთა მათ საძაგელთა გარემოდგომამან პყრობილი შთაგაგდო ხელთა შინა მტერთასა, გარნა შენ, ბრძენო მხედართ-მძღუანო, არა ჰრიდე ჰასაკსა მას შენსა სიჭაბუკისასა და პატივსა მთავრობისასა, და უშიშად წარსდეგ ასპარეზსა მას უხრწნელისა ვნებისასა, ხოლო ძმაი შენი იოანე, ყოვლისა საჭურველისა თვისისა დამლეწი მტერთა ზედა, მოკლეს შუბებისა ძგერებითა, ამისთვისცა ახოვანთა და წყობათა შინა სახელოვანთა მოგიძღუნით საგალობელსა ამას ძლევისასა: ალილუია.

იკოსი 6


რაჟამს წარგადგინეს შენ წინაშე სულტან ჯალალედინისა, ძლიერად ბრძოლისა და ახოვნებისა შენისათვის შეგიწყნარა დიდითა პატივითა და მოგანიჭნა რაი ქალაქნი და სოფელნი ადარბადაგანისანი, თავადთა თვისთა თანა პატივს-გცა, ხოლო შენ კმა-მყოფელმან შენდა მკვიდრობითისა როჭიკისა, დასდევ სასოებაი ღმრთისა მიმართ, დამბადებელისა მის შენისა, რომლისათვისცა ვიქადით მორწმუნენი და შევკრბებით შეწირვად საღმრთოისა ამის ქებისა:

გიხაროდენ, ლამპარო ბრწყინვალეო, უღმრთოებისა წყუდიადისა განმაბნეველო;
გიხაროდენ, უმჯობესისა უდარესისაგან და კეთილისა ბოროტისაგან განმრჩეველო;
გიხაროდენ, მარხვითა და მღვიძარებითა ხორცისა განმკაფველო;
გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმდევნელო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოითა უმეცართა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, საპყრობილეთა და საკრველთაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, მოწყლულთა უხილავთაგან მოისართა გამკურვნელო;
გიხაროდენ, საბრალოისა და შეწუხებულისა განმკითხველო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, დაბნელებულისა გონებისა ჩუენისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, ღმრთივდაცულისა ერისა შენისა კეთილად განმსწავლელო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 7


შემდგომად წელიწადისა ერთისა გაიძულებდა ჯალალედინ დატევებასა ქრისტეს შჯულისასა, და უდიდესთა პატივთა მხედრობითთა უშჯულოი იგი მეფეი ფიცით აღგითქუმიდა, გარნა შენ, ახოვანო, მტკიცედ დეგ მართალსა სარწმუნოებასა ზედა და კადნიერად აღიარე ძეი მამისა თანა და დიდებაი მიეც სამებასა წმიდასა: ალილუია.

იკოსი 7


აღაბორგა მძლავრი სმენამან შენმან, გარნა მრისხანებასა ჰფარვიდა თვის შორის უგუნური, და ლიქნათა განამრავლებდა, ხოლო შენ ღმრთეებრივითა სიბრძნითა აღვსებული ესრეთ ეტყოდი: „ჰოი მეფეო, ნუ მაწვევ მისულად, ესე ვითარისა უგუნურებისა, რამეთუ მე ქრისტეანე ვარ და არა სადა უარვჰყო სახელი მისი“, რომლისათვისცა შვილნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი განკვირვებითა ხმა-ვჰყოფთ და ვიტყვით:

გიხაროდენ, ქადაგო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, შეურყეველო წინა-მბრძოლო მართლმადიდებლობისაო;
გიხაროდენ, გონიერო ანდამატო მოთმინებისაო;
გიხაროდენ, სამკვიდრებელო ჭეშმარიტისა ღუაწლისაო;
გიხაროდენ, მახვილო მომკუეთელო მუჰამედის საცთურისა ღუარძლისაო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა განმაქიქებელო მძლავრთა უღმრთოებისაო;
გიხაროდენ, ტკბილად მზიდველო საღმრთოისა უღლისაო;
გიხაროდენ, კეთილისა ნაყოფის გამომღებელო რტოო ქრისტეს ჭეშმარიტისა ვენახისაო;
გიხაროდენ, წარუტყუევნელო ბჭეო ივერთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა მტერთა მიმართ საძლეველო დიდო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო;
გიხაროდენ, მომგებელო ძლევისა გვირგვინისაო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 8


ოდეს ესმა ამპარტავანსა მას და ზუავსა მეფესა სიტყუანი შენი სიბრძნისანი, კუალად აღგითქმიდა სიმდიდრესა და მწარეთა სატანჯველთა ქადებასა წინა დაგიგებდა, ხოლო შენ, ვითარცა კლდეი მტკიცე, ზღუასა შინა ღელვათაგან მძლავრებითთა და დიდებათაგან აღთქუმულთა არა შეიძრვოდი, არამედ გონებითა თვისითა ფსალმუნებდი და ცხოველსმყოფელსა სამებასა დაუცხრომელად ადიდებდი: ალილუია.

იკოსი 8


მაშინ უპატივობადცა მივიდა ამპარტავანი მეფობაი მისი და სიტკბოებითა და ზაკვით აზმნობდა ცთუნებასა შენსა, ხოლო შენ, ბრძენი ეგე მხედარი, მძლავრსა ეცინოდი და აღუშფოთებელითა გონებითა მიუგებდი: „ჰოი, ჯალალედინ, არცა კეთილთა შენთა აღთქუმითა და არცა ბოროტთა შენთა ჩემ ზედა მოწევნითა შემიძლო განყენებად უფლისა ჩემისა იესუ ქრისტეისა“, რომლისათვისცა ჯერისაებრ შეგამკობთ და მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ სურვილითა პატივს-ვჰსცემთ ხსენებასა შენსა:

გიხაროდენ, სასოებისა შენისა ღმრთისა მიმართ დამდებელო;
გიხაროდენ, საღმრთოთა მცნებათა გულსა შენსა დამბეჭდველო;
გიხაროდენ, სიმართლითა სიდრკუისა დამარღვეველო;
გიხაროდენ, ყრმათა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, ყოვლისა კეთილსა და ღმრთივ-სათნოისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ქრისტეს მოსახელეთა ქართველთა მხედრობათა თანამბრძოლო და მფარველო;
გიხაროდენ, ახოვნებითა მტერთა მძლეველო და ბოროტმადიდებელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ნაანგარევთა შემკრებთა და ვერცხლისმოყუარებასა დამონებულთა მამხილებელო;
გიხაროდენ, ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა და სარწმუნოებითა მხმობელთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, მაგინებელთა, მემრუშეთა და მპარავთა ზარდამცემო;
გიხაროდენ, ტყუილისა და ცრუ-ფიცისა მომძულებელო;
გიხაროდენ, გლახაკთა შესავედრებელო და მწყალობელო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 9


განარისხა უკუე მძლავრი სიმტკიცემან შენმან და განაკვირვა უშიშად მიგებამან, რამეთუ სირცხვილად ჰრაცხდა თვისისა მეფობისად, ესე მიერსა კადნიერებასა, და ბრძანა განშიშულებაი სამოსელთაგან და გუემად უწყალოდ, ხოლო შენ შემსჭუალნე ხორცნი თვისნი შიშსა ღმრთისასა და განემზადე ქრისტესთვის სატანჯველად და სიკუდილისა დათმენად, რომლისათვისცა ღუა-წლთა შენთა მიუთხრობთ და მადლობითა უღაღადებთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9


მაშინ მტარვალნი, რომელთად ბრძანებულ-იყო ტანჯვაი შენი, განგათრევდეს უპატივოდ და სამოსლისა აღმძარცველნი გგუემდეს მყოვარ-ჟამ უწყალოდ, ხოლო შენ ახოვნითა და მტკიცითა გულის-სიტყვითა თავსა თვისსა ეტყოდი: „იხარებდ, ჰოი შალვა! რამეთუ სამოსელსა თანა ხორცთასა, ძუელსა კაცსა აღიძარცვავ და ხრწნადთაგან განთავისუფლდები“, და წყლულებასა ტანჯვათასა და გუემათა ფიცხელთა საღმრთოითა ტრფიალებითა დაითმენდი, რომლისათვისცა საქმენი შენნი ღირს-არს ქებად და მითხრობად სხუათადმი:

გიხაროდენ, დროებითისა შუენიერებისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, სიბრძნითა სულისაითა მძაფრთა სატანჯველთა ახოვნად დამთმენელო;
გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, ქრისტესთვის სისხლისა დამთხეველო;
გიხაროდენ, მდინარითა სისხლთა შენთაითა საცთურისა ალისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ღმრთისა, მეფისა და მამულის სიყუარულისა დამნერგველო;
გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ზაკვითა მტერისაითა წარწყმედულთა დამხსნელო;
გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;
გიხაროდენ, ჭირთა მძვინვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, უღმრთოებითა და უშჯულოებითა დაბრმობილთა გულისხმისმყოფელო;
გიხაროდენ, ურჩ-ქმნილთა ყრმათა განმსწავლელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებით მგალობელთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და მოსავთა შენთა განმამხნევებელო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 10


„არა გახსოვსა, შალვა, რაოდენგზის მიეც ბრძოლასა ცხორებაი შენი მეფისათვის მოკუდავისა, რაითა მიგვეღო მისგან ჯილდოდ კაცთა შორის დიდებაი, ეგრეთვე სიკუდილი ქრისტესთვის, უკუდავისათვის მეფისა დავითმინოთ, რომელიცა მოგვცემს ჯილდოდ მისთანა ცხორებასა დაუსრულებელსა“ - ესე გუარსა ეტყოდი თავსა თვისსა და მარხვიითა და ლოცვითა აღმსთობილი ადიდებდი ღუაწლისდამდებელსა შენსა: ალილუია.

იკოსი 10


რაჟამს საპყრობილესა შეგაყენეს, მრავალფერითა მძვინვარითა ტანჯვითა განცდილმან, აღასრულე სრბაი მარტვილობითი და ხელთა შინა ღმრთისათა შეჰვედრე სული თვისი, ამისთვისა მიგცვალა ღმერთმან თვისთანა და ზეციერითა დიდებითა გადიდა წმიდაი თვისი, რამეთუ სადა იგი დაფლეს მრავალვნებული გუამი შენი, დაადგრა მუნ ბრწყინვალეი ნათელი, ხოლო სარწმუნოებითა მოსრუ-ლნი განიკურნებოდენ ყოვლისაგან სნეულებისა და გაქებდენ შემოკრებულნი ყოველნი:

გიხაროდენ, ტანჯვასა შინა მოციქულებრივ მქადაგებელო;
გიხაროდენ, სპარსთა საცთურისა ძლევით მამხილებელო;
გიხაროდენ, ლაშქართა და სპათა დიდად მწყალობელო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, ქრისტეს ვნებათა მობაძავო და ტკივილისა და სიკუდილისა ნებსით თავსმდებელო;
გიხაროდენ, ზეცისა იერუსალეიმისთვის ტანჯვათა დამთმენელო;
გიხაროდენ, ცოდვის შეგინებისგან მიმძლავრებულთა დამხსნელო;
გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და უძლურებისა განმდევნელო;
გიხაროდენ, ცილისმწამებელთა და დედ-მამის უპატივცემულოთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა მტერთა დამამდაბლებელო და მოყუარეთა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა გუნდისა დამცემელო და სრულიად განმაქარვებელო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 11


ჰოი რაბამი დიდებულებაი შეგძინა შენ სიმხნემან შენმან, სანატრელო, რამეთუ ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა შენ და ვნებანი ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტესთა, ამისთვისცა სახსენებელმან შენმან განაბრწყინა დღეს ეკლესიაი ქართველთაი და ყოველნი შემოკრიბნა ღირსად გალობად შენდა: ალილუია.

იკოსი 11


კეთილად განშუენდების დღეს ქუეყანაი ჩუენი და საზეპუროი ერი განსცხრების, ვითარცა გვირგვინითა შემკული შენ მიერ, ხოლო დღესასწაულიცა ხსენების შენისაი ბრწყინვალედ განათლდების, რამეთუ წამეს ქართველთა ჭეშმარიტი მარტვილობაი შენი, ვითარცა გიორგისი და თეოდორესი, რომელთა თანა შეერთებულ ხარ შენ ზეცისა მხედრობასა, ნეტარო შალვა, და მფარველ ხარ ყოველთა შემსხმელთა შენთა და სურვილით მგალობელთა:

გიხაროდენ, ღმრთის დიდებისა მქადაგებელო და სიმართლისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, საღმრთოითა ღუაწლითა შენითა უხორცოთა წესთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, წამებისა შენისა ნათლითა მამულისა წყუდიადისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, ერისა შენისა ღმრთეებრივითა ნათლითა განმაბრწყინებელო;
გიხაროდენ, სისხლითა შენითა მართლისა სარწმუნოებისა განმადიდებელო;
გიხაროდენ, ვნებათა ალმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ნათესავსაცა ამას ქართველთასა აღმატებულითა სიხარულითა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, მამა-პაპათა ნამუშაკარის უარისმყოფელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, წინაპართა ჩუენთა ღუაწლის გამგრძელებელთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათვის დამაშვრალთა მწყალობელო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა ვნებულთა სულთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, წარმავალისა დიდების წილ წარუალისა ნათლისა მომღებელო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 12


არა დაგფარა შენ დავიწყებისა საზარომან საფლავმან, მთავარო ბრწყინვალეო, და არცა ჟამთა მდინარებამან შეუძლო დავიწყებად საქმეთა შენთა საკვირველთა, რამეთუ მატიანემან ქართლისამან წინა-დაგვიგნა ჩუენ ღუაწლთა შენთა სიმხნენი, დიდო მოწამეო, და რომელთა სურთ სმენად დიდსულობითნი ძლევანი შენნი, ქებულებათა შენთა ვაუწყებთ მორწმუნენი: ალილუია.

იკოსი 12


რომელმან შეიმოსე ქრისტე სამოსლად და მადლითა მისითა არცხვინე მტერთა მათ უკეთურთა, აწ ოხაი ჩუენი შესწირე მხსნელისა მიმართ და გვითხოვე, გარდამოგვივლინოს ძალი, სიმხნეი, სიბრძნეი და მძლეველობაი ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა ქრისტესმოყუარეთა ქართველთა, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაითა ერთ-ზრახვად შეკრულნი მარადის მაქებელ ვიყვნეთ წმიდათა მოწამეთა და ვნატრიდეთ სიმხნეთა შენთა:

გიხაროდენ, მრავალ-სახეთა საცთურთაგან უძლეველო, რამეთუ ასპარეზსა ვნებისასა განსცხადდი სრულად მხედრად;
გიხაროდენ, საჭურველითა ჯუარისაითა შეზღუდვილო, რამეთუ სძლიე მთავრობათა და ხელმწიფებათა ბნელისათა, და ზიარ გამოსჩნდი ვნებათა საღმრთოთა;
გიხაროდენ, საუკუნეთა შემოქმედისა მხედრად აღწერილო, რამეთუ ქუეყანისა მხედრობისა სარტყელი დაუტევე და სარწმუნოებითა იღუაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე;
გიხაროდენ, უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალეო, რამეთუ განჰკრთი შენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ვარსკულავი ცისა მნათობი;
გიხაროდენ, მოწამეთა დასისა შუენებაო, რამეთუ მრჩობლითა გვირგვინითა იდიდე, ვითარცა უძლეველი მოწამეი, და ვითარცა მხედარი ქრისტესი;
გიხაროდენ, ცათა მეუფისა წინაშე მარადის მდგომარეო, რამეთუ ზეცად შეგიწყნარეს და განგეხუნეს ბჭენი სამოთხისანი;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო ქართველთა ერისაო, რამეთუ ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა;
გიხაროდენ, ეკლესიისა სასანთლეო ოქროცურვილო, რამეთუ ელვარებაი ღუაწლისა შენისაი ცისკროვან-ჰყოფს გულსა მარტვილთმოყუარეთასა;
გიხაროდენ, ღუაწლისა თავს მდებელთა სიმტკიცეო, რამეთუ მიმადლებ ბრძოლასა შინა ძლევასა;
გიხაროდენ, საქადულო ძეო მამულისა ჩუენისაო, რამეთუ ნათელი ბრწყინვალეი დაემკვიდრა შენთანა და განმამტკიცებელ გყო შენ ერისა შენისა;
გიხაროდენ, დიდებაო მოწამეთაო და ბრწყინვალებაო მხედართაო, რამეთუ ადიდა ღუაწლი შენი განმადიდებელმან შენმან ქრისტემან და ცნობაი ამისი მოგვწთა აქამდე;
გიხაროდენ, ქართველთა უბრძოლველო გოდოლო და ზღუდეო დაუცემელო, რამეთუ არავინ არს რომელი გხადოდეს შენ ჭირთა შინა და არაი ჰპოვოს მსწრაფლ ნუგეშინისცემაი;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 13


ჰოი, წმიდაო საღმრთოო მოღუაწეო და სიკეთეო ყოველთა ქართველთაო, ახალციხელო ბრწყინვალეო მთავარო შალვა! ვინაიცა მხედრობაი ქუეყანისაი მოიძულე და ზეცისა დიდებისა მოსურნე იქმენ, და გუემაი, და წყლულებაი და ყუედრებაი თავს-იდევ, და ბოროტად სიკუდილი, ვითარცა საშუებელი, აწცა განაქარვე სიბნელეი ბრალთაი და განაბრწყინენ სულნი ჩუენნი, რაითა შენ თანა ვიშუებდეთ უკუნისამდე სარწმუნოებითა შენდამი მგალობელნი: ალილუია.

ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ:

იკოსი 1


ვითარცა მთიები ბრწყინავ შენ მამულსა შენსა, ახალციხელო ბრწყინვალეო მთავარო შალვა, და ჰფარავ მას ყოვლისაგან ვნებისა მტერთასა, და იხსნი ჭირთა და ღელვათაგან, ამისთვისცა მვედრებელთა შენთა წყალობითა მოგვხედენ, და გვიხსენ სენთა და სალმობათაგან და განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა, რაითა ვპოოთ განსუენებაი და შუებაი წარუვალი ქებით მადიდებელთა შენთა:

გიხაროდენ, მართლმადიდებლობითა მოქადულო;
გიხაროდენ, სიკეთითა და სიქუელითა ფრიად განთქმულო;
გიხაროდენ, უფლისა მიერ განბრძნობილო და განმტკიცებულო;
გიხაროდენ, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა განდიდებულო;
გიხაროდენ, სიმხნისა მამაცობისა ძლიერებითა გაბრწყინვებულო;
გიხაროდენ, გუემითა დაბძარვისაითა და ტკივილითა მოღუაწებრითა განშუენებულო;
გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოხურვებულო;
გიხაროდენ, ზეციურითა სიხარულითა აღვსებულო;
გიხაროდენ, უსხეულოთა გუნდსა თანა ამაღლებულო;
გიხაროდენ, ივერთა ეკლესიისა გვირგვინისა სამკაულად გამოჩინებულო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსაშუენებლად ივერიისა გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა მიერ მარადჟამს ხსენებულო;
გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

კონდაკი 1


ქრისტეს ჯუარითა აღჭურვილსა მარტვილსა და უძლეველსა მხედარსა მოწამესა, შეგასხამთ მორწმუნენი ძნობითა საღმრთოითა და ვედრებასა ამას შევსწირავთ შენდა, უღირსი ესე გალობაი ჩუენი მიითუალე, ნეტარო, და ნუ მოიხსენებ ძვირსა ჩუენსა, არამედ განანათლე გულნი შემსხმელთა შენთანი და ცოდვათა წყუდიადი განხადე მგალობელთაგან შენთა: გიხაროდენ, მარტვილო შუენიერო და მხედარო ბრწყინვალეო, შალვა ახალციხელო!

სავედრებელი ლოცვა


ჰოი ბრძოლათა შინა უძლეველო მხედარო ბრწყინვალეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და წყალობისა მომნიჭებელო, წმიდაო დიდო მოწამეო, შალვა მთავარო ახალციხელო!

ჰოი ღუაწლისა-მძლეო დიდო მოწამეო შალვა ახალციხელო! მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა და ელვარებითა სიწმიდისა შენისაითა დაიფარე ქუეყანაი ივერიისაი წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა, ხოლო ყოველთა მკვიდრთა მისთა მოგუმადლე შენებრ მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და თვინიერ შებრკოლებისა აღგვიდგინე ძირისაგან დავითისა, ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა სამძღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტესმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლადბრწყინვალეო მარტვილო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომი-ლებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჰოი, ძლევით გვირგვინოსანო დიდო მოწამეო შალვა! ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაი, სიმართლისმოყუარებაი, მრავალშვილიანობაი, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაი. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, დიდისა მოწამისა, შალვა ახალციხელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო