Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი წმიდისა დიდებულისა მოწამისა, კეთილმსახურისა მეფისა ლუარსაბისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი წმიდისა დიდებულისა მოწამისა,
კეთილმსახურისა მეფისა ლუარსაბისა


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1


მეფობისა და მარტვილობისა გვირგვინითა შემკულსა, მხნესა ლუარსაბს, უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალესა, ქებით შეგამკობთ შენდამი მოლტოლვილნი და ვევედრებით სიწმიდესა შენსა: შეიწირე უღირსი ესე გალობაი ჩუენი, დიდებულო, და ნუ მოგვაკლებ შეწევნასა შენსა, არამედ ოხაი ჩუენთვის შესწირე მხსნელისა მიმართ და ცოდვათა შენდობაი გვითხოვე სარწმუნოებითა შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

იკოსი 1


ეჰა, ყოვლად გამოუთქმელსა მას შენსა ტრფიალებასა ქრისტეის მიმართ, ახოვანო მხედარო ღმრთისაო, რამეთუ მეფობისა წილ გინებაი, და საყდართა წილ დევნულებაი და გვირგვინისა წილ გუემაი მიიღე, და სპარსთა საცთურსა ძლიერად არცხვინე, რომლისათვისცა აღმასრულებელნი ყოვლად ბრწყინვალისა ხსენებისა შენისანი სარწმუნოებით და სურვილით გიღაღადებთ:

გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო სიქადულო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, სამკვიდრებელო ჭეშმარიტისა ღუაწლისაო;
გიხაროდენ, გონიერო ანდამატო მოთმინებისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოისა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა განმაქიქებელო მძლავრთა უღმრთოებისაო;
გიხაროდენ, ფარო დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახვილო განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, წამებისა ნაყოფისა გამომღებელო რტოო ქრისტეის ვენახისაო;
გიხაროდენ, ყუავილო შუენიერო დავითისა ბრწყინვალისა მტილისაო;
გიხაროდენ, წინამბრძოლო და მეოხო ქართველთა მხედრობისაო;
გიხაროდენ, წარუტყუევნელო ბჭეო ივერთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 2


რაჟამს მძვინვარემან და სისხლის მსმელმან შაჰ-აბასმან შემუსრა და ტყუ-ყო მკვიდრნი კახეთისანი და წარმოემართა ქართლსა ზედა, მაშინ დაუტევე მამული და საყოფელი შენი, მწყემსო კეთილო, და მსგავსად მხსნელისა განიზრახე თავისა შენისა და სულისა დადებაი სახსრად ქრისტეანეთა, რომლისათვისცა აღვსძრავთ ყოველსა ენასა დიდებად და ქებად შენდა: ალილუია.

იკოსი 2


არა შეიწყალე შენ ახოვნებაი სიჭაბუკისა შენისაი, არცა დიდებაი და პატივი მეფობისაი, არამედ უფროისად მწუხარე იყავ და გელმოდა გულსა შერყუნაი წმიდათა ხატთა და ჯუართაი, და დარღვევაი წმიდათა ეკლესიათაი, და მინდობილი ღმერთსა ჭეშმარიტსა და მეუფესა ცათასა, წარსდეგ წინაშე უწყალოისა აბასისა და ითხოვე მშვიდობაი სამეფოისა შენისაი, ამისთვისცა აღიძრვის აწ გონებაი ჩუენი ღუაწლთა შენთა ბრწყინვალითა ქებითა:

გიხაროდენ, ძირთაგან იესუისთა აღმომორჩებულო;
გიხაროდენ, მადლითა სულისა წმიდისაითა განათლებულო;
გიხაროდენ, უფლისა მიერ განბრძნობილო და განმტკიცებულო;
გიხაროდენ, სიმხნისა მამაცობისა ძლიერებითა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, ღმრთისმსახურებითა წამებისაითა გამობრწყინებულო;
გიხაროდენ, დავით წინაისწარმეტყუელისა შვილად წოდებულო;
გიხაროდენ, საზეპუროისა ერისა შენისა მწყსად და მოღუაწედ მოვლინებულო;
გიხაროდენ, სიმხნითა და ახოვნებისა ღუაწლითა პაპათა შენთა, დიდსა ლუარსაბსა და სვიმეონს მიმსგავსებულო;
გიხაროდენ, უსასყიდლო მსხუერპლად ღმრთისა მიმართ შეწირულო;
გიხაროდენ, იწროითა კარითა ზეცისა სასუფეველსა შინა შესულო;
გიხაროდენ, მწყობრსა შინა მარტვილთაითა განშუენებულო;
გიხაროდენ, წმიდათა ანგელოზთა შორის განბრწყინებულო;
გიხაროდენ, ივერიელთა მიერ მარადჟამს სახსენებელო;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 3


რაჟამს წარსდეგ, ნეტარო, წინაშე უღმრთოისა მის ყაენისა, პირველად სიტყვითა ლიქნისაითა აღგითქუმიდა დიდსა პატივსა და წყალობასა, და გაწვევდა რაი დატევებასა ქრისტეს სჯულისასა, ზაკვით ჰგონებდა ცთუნებად მიქცევად სჯულსა მისსა ზედა, არამედ ამაო იქმნა სიცბილი მისი და ვერ ეწიფა ნებასა გულისა თვისისასა, რამეთუ კადნიერად აღიარე ძეი მამისა თანა და დიდებაი მიეც სამებასა წმიდასა: ალილუია.

იკოსი 3


სიტყუანი ცრუ-მოციქულისანი ვერ შეაშფოთებდეს გონებასა შენსა, არამედ ნაცულად მიუგებდი: „უკეთუ ყოველივე ქუეყანაი ჩემდა იყოს, არა თავს ვიდვა სიტყუათა შენთა მორჩილებაი, არამედ მეუფისა და ღმრთისა ჩემისა ნათელ მიღებიეს და მისსა მიმართ დამიძს სასოებაი ჩემი, და თვინიერ მისა, სხუაი ღმერთი არაი ვიცი“, რომლისათვისცა მართლმადიდებელისა ეკლესიისა შვილნი განკვირვებითა ხმა-ვჰყოფთ და ვიტყვით:

გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა დამმარხველო;
გიხაროდენ, ქრისტეს ჯუარისა მგმობართა დამცემელო;
გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაითა მტერისა აღლესულისა მახვილისა დამლეწველო;
გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, მრავალთა მიერ განცდათა შეპყრობილთა და ზრუნვით გარემოცულთა დამხსნელო;
გიხაროდენ, ღმრთივდაცულისა ერისა შენისა კეთილად დამმწყსველო;
გიხაროდენ, რისხვისა საღმრთოისა დამაყენებელო;
გიხაროდენ, ამპარტავნებითა აღზევებულთა დამამხობელო;
გიხაროდენ, გულის-სიტყუათა ბოროტთა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის პატივისა მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, ორგულთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ნათესავსაცა ამას ქართველთასა აღმატებულითა სიხარულითა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 4


წინაისწარვე უწყოდი რაი ულმობელობაი მძლავრისა მის შაჰაბასისაი, უბრძანე სამღდელოთა მოღებაი ხორცსა და სისხლსა ცხოველსმყოფელსა და ხელგანპყრობით შეჰღაღადე ღმერთსა: „შენდა მოვსწყდები ქრისტე ღმერთო ჩემო, ვითარცა ცხოვარი კლვადი, და აწ ღირს მყავ ზიარებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა“, და ეზიარე რაი შიშითა და კრძალულებითა, მადლობაი შესწირე დამბადებელსა ყოველთასა: ალილუია.

იკოსი 4


ესმაი რაი უღმრთოსა მას სიტყუანი შენნი სიბრძნისანნი, გულისწყრომითა აღივსო ფრიად და ბრძანა ფერხთა და ხელთა შენთა შეკრვაი და დილეგსა შინა შეყენებაი, რაითა მრავალსახითა ტანჯვითა მოგაქციოს, გარნა შენ ეგე, ვითარცა ანდამატი, და შეუძრველ, ვითარცა კლდეი, და უშიშ იყავ, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა, რომლისათვის სახსენებელმან შენმან განაბრწყინვა ივერთა ეკლესიაი და ყოველნი შეგვკრიბნა გალობად შენდა:

გიხაროდენ, აგარეანთა საცთურისა ძლევით მამხილებელო;
გიხაროდენ, მარხვითა ვნებათა სიმწარისა და გემოისა მომაძაგებელო;
გიხაროდენ, სიტყუათა შენთა საჭურველითა მტანჯველთა მომწყულელო;
გიხაროდენ, დროებითისა შუენიერებისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, ყოველთა მართლმორწმუნეთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ბოროტმადიდებელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მძლავრთა მძვინვარებისა სრულიად წარმწყმედელო;
გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, ვნებათა სიმრავლისა, ვითარცა ღუარძლისა აღმომფხურელო;
გიხაროდენ, სინანულისა ძლით შეცოდებულთა ლოცვად აღმძრველო;
გიხაროდენ, უღმრთოთა სწავლებათა საღმრთოითა კადნიერებითა დამხსნელო;
გიხაროდენ, ხილულისა და უხილავისა მტერისა ღონისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 5


რაჟამს საპყრობილესა შეგაყენეს, აკურთხევდი ღმერთსა და ითხოვდი მისგან შეწევნასა, რაითა ღირს-გყოს მიმთხვევად და მკვიდრ-ყოფად ნათელსა დაუსრულებელსა ყოველთა თანა წმიდათა, და უფროისად მობაძავ და საღმრთოდ მოშურნე იყავ მეფეთა შორის წარჩინებულისა და პირველ-მოწამისა მხნისა არჩილისა, რომლისათვისცა ხსენებაი თქუენი ერთობით იდიდების ეკლესიასა შინა: ალილუია.

იკოსი 5


ბაძვითა პირველ ვნებულთა შენთა მეფეთაითა ბრძოლათაგან მტერთასა ყოვლადვე არა შეირყიენ, არამედ სიმხნითა სულისა შენისაითა და გონებისა შენისა სიბრძნითა სარწმუნოებაი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, და მოციქულთა სწავლისაებრ ქრისტე ღმერთი კადნიერად ჰქადაგე, რომლისათვისცა მოხარულ არს ერი ქართველთაი ხსენებისა შენისათვის და ესრეთ გიღაღადებს:

გიხაროდენ, უტყუელისა მის აღთქუმისა დამამტკიცებეელო;
გიხაროდენ, ქრისტეს ჯუარისა ამღებელო და სარკინოზთა ძირს დამკვეთელო;
გიხაროდენ, ღმრთისა, მეფისა და მამულის სიყუარულისა დამნერგველო;
გიხაროდენ, სილაღითა აღტაცებულთა სარწმუნოებითა დამაწყნარებელო;
გიხაროდენ, უცხო თესლთა საცთურისა კადნიერად დამამხობელო;
გიხაროდენ, ყოველთა ბრალთა და შეცოდებათა ჩუენთა დამხსნელო;
გიხაროდენ, დახსნილთა კეთილზნეობითა აღმძვრელო;
გიხაროდენ, ჭირთა მძვინვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა გუნდისა დამცემელო და სრულიად განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ჰრულითა მცონარებისაითა შეპყრობილთა განმამხნობელო;
გიხაროდენ, ივერიელთა სულიერისა სიმხნისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 6


იხილეს რაი მძლავრთა მათ შუენიერი და ბრწყინვალეი პირი შენი, ვითარცა ოქროი გამოდნობილი ბრძმედსა შინა, განკვირვებულ იყუნეს ფრიად, რამეთუ გუამი შენი თვითო-ფერითა სატანჯველითა განკაფეს, და ვერ უძლეს შეძრვად ურყეველისა მის სიმტკიცისა შენისა, ამისთვისცა ჯერ არს, რაითა განვიღვიძოთ და გულსმოდგინებითა შევკრბეთ ყოველნი შეწირვად გალობისა: ალილუია.

იკოსი 6


მარა-დღე გეტყოდეს შენ ცრუ-შჯულისა მასწავლელნი: „ჰოი მეფეო, შეიწყალე სიჭაბუკეი და შუენიერებაი შენი და შაჰ-აბასისა ბრძანებასა ნუ ურჩ ექმნები, რამეთუ მწარითა სიკუდილითა მოგაკუდინოს შენ, არამედ დაუტევე სარწმუნოებაი შენი და იწამე მუჰამედი“, გარნა შენ უშჯულოთა ქადებანი არად შერაცხენ, არამედ ყოველი საცთური მცბიერთაი დააკვეთე და დაჰხსენ, რომლისათვისცა იხარებს ერი შენი მის შორის აღმოცენებისა შენისათვის და ესრეთ გიღაღადებს:

გიხაროდენ, სასოებისა შენისა ღმრთისა მიმართ დამდებელო;
გიხაროდენ, მრავალფერთა სატანჯველთა ხრწნილთა ხორცთა ბუნებითა დამთმენელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებითა სიცრუისა დამარღუეველო;
გიხაროდენ, ურვათა და განსაცდელთა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ მანქანებათა მტერისაითა დამხსნელო;
გიხაროდენ, სულთა არა წმიდათა განმდევნელო;
გიხაროდენ, ღმრთის დიდებისა მქადაგებელო და სიმართლისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, სიმხნითა ბუნებისა შენისაითა უშჯულოთა ამპარტავნების დამამხობელო;
გიხაროდენ, ცოდვილთათვის ღმრთისაგან წყალობისა გამომთხოველო;
გიხაროდენ, ახოვნებითა მტერთა მძლეველო;
გიხაროდენ, ლაშქართა და სპათა დიდად მწყალობელო;
გიხაროდენ, შენდა მომართ მოლტოლვილთა გზასა ზედა მცნებათა უფლისათა დამაყენებელო;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 7


ექსორიობაი და პყრობილებაი შვიდ-წელ თავს-იდევ მოლოდებითა გვირგვინთაითა, და მწარედ შეიწრებული და დილეგსა შეწყუდეული არა იგონებდი შენ წარმავალსა ქუეყნიურსა ზრუნვასა, არამედ განიცდიდი სიმხნესა და ღუაწლსა წმიდათა მოწამეთასა, გვირგვინსა და მოსაგებელსა მათსა, და ადიდებდი მეუფესა ყოველთასა: ალილუია.

იკოსი 7


რაიმე ვსთქუათ დასაბამი სიმხნეთა მათ შენთაი, ანუ გუარ-კეთილობისა შენისაი, ჰოი მეფეო, წმიდაო და რჩეულო, რამეთუ არცა პატივითა და არცა გინებითა განეშორე სიყუარულსა ქრისტესსა, არამედ დევნულებაი ჰგონე შენ სასოებით მსწრაფლ შეერთებად მისა და მარადის ლოცვითა შეზღუდვილმან დაითმინე ღუაწლი წამებისაი, ამისთვისცა ენასა ჩუენსა უძლურად მეტყუელსა მოეც ძალი ჯეროვნად ქებისაი:

გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო;
გიხაროდენ, ქადაგო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, დამადუმებელო ურწმუნობისაო;
გიხაროდენ, მიუდრეკელო ზღუდეო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა მტერთა მიმართ საძლეველო დიდო მხედარო ქრისტე ღმრთისაო;
გიხაროდენ, ტკბილად მზიდველო საღმრთოისა უღლისაო;
გიხაროდენ, მახვილო მომკუეთელო მუჰმედისა საცთურისა ღუარძლისაო;
გიხაროდენ, განმაძლიერებელო ქრისტეისმოყუარისა ქართველთა მხედრობისაო;
გიხაროდენ, შვიდ-წილად გამოხურვებულო მსგავსად ოქროისა წმიდისაო;
გიხაროდენ, მომგებელო ძლევისა გვირგვინისაო;
გიხაროდენ, ძალაო და დიდებაო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, შუენიერო სამკაულო ივერთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 8


მაშინ აღივსო სიბოროტითა ეშმაკისაითა უშჯულოი იგი შაჰ-აბასი და უბრძანა შენი საბლითა მოშთობაი, ხოლო შენ გეუწყა რაი განსრულებაი ღუაწლთა მათ შენთაი და განსლვაი საკრველთა მათგან ხორცთაისა, უფროის განძლიერდი და სთქუ: „მაცადეთ, რაითა ვილოცო უფლისა მიმართ და შემდგომ აღასრულეთ ბრძანებული მის უღმრთოისა“, და გაქუნდა რაი ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, ილოცე წინაშე მისა: ალილუია.

იკოსი 8


რაჟამს ძაღლებრ გარე მოგადგეს შენ მტარვალნი და იღრჭენდეს კბილთა თვისთა, მაშინ აღიხილენ, წმიდაო, თუალნი ზეცად და ხმა-ყავ: „ნეტარ თუმცა ღირს მყოს ქრისტემან, რაითამცა არა ერთ-გზისა და ორ-გზის, არამედ მრავალგზის მივსცე თავი ჩემი სიკუდილსა“, ვითარმედ გული გითქუმიდა შენ განსლვად და ყოფად ქრისტეს თანა და მოსწრაფედ რბიოდი ასპარეზსა მას უხრწნელისა ღუაწლისასა, რომლისათვისცა ეკლესიად მოვკრბებით და მოგართუმევთ ხმასა საღმრთოისა ქებისასა:

გიხაროდენ, წამებისა შენისა ნათლითა მამულისა წყუდიადისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, სათნოებათა შინა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, ვნებათა ალმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, საკვირველებათა ცისკრითა მოსავთა შენთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ქრისტეს სიყუარულისა კაცთა შორის მქადაგებელო;
გიხაროდენ, მამულისა და სარწმუნოებისათვის მლოცველთა მწყალობელო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, სპარსთა აღვირ-აღმსხმელო და მართლ-უკუნ მქცეველო;
გიხაროდენ, რწმენით, სასოებით და სიყუარულით აღმსთობილთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, მრავალთა ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა მომაქცეველო;
გიხაროდენ, საღმრთოისა სარბიელისა ღუაწლითა შენითა კეთილად სრულმყოფელო;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 9


აღიღე რაი სიბრძნით საჭურველი სიმხნისაი, უშიშად განხვედ შენ სიკუდიდ, და ესრეთ ეტყოდი მტარვალთა: „არა უწყითა, ვითარცა სულითა წმიდითა იტყვის წინაისწარმეტყუელი დავით: ჭეშმარიტად იდიდა ღმერთი ასოთა მიერ წმიდათა მოწამეთასა“, და აღაპყრენ ღუაწლით შემოსილნი ხელნი შენნი და მიეც დიდებაი განმაძლიერებელსა შენსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9


„აჰა, ჟამი შეწყნარებული და დღეი სათნოი უფლისაი, რამეთუ დაუტევობ საწუთოსა ამას სოფელსა და წარვალ მეუფისა ჩემისათა, რომლისათვისცა მსუროდა“ - მადლობითა წარმოთქვი, და შეჰვედრე სული შენი და სამეფოი უფალსა, მაშინ მოვიდეს უწყალონი და მოგაშთვეს საბლითა მშვილდთასა, და ესრეთ სრულ-ყუეს რაი წამებაი შენი, მოსწყდი, ვითარცა ცხოვარი კლუადი, და ვითარცა განწმედილი ტარიგი, შეიწირე ზეცისა საკურთხეველსა, და აწ შეერთებული წმიდათა კრებულსა თანა მეოხ-ხარ შენდა შევედრებულთა და სურვილით მგალობელთა:

გიხაროდენ, ტკივილისა და სიკუდილისა თავსმდებელო;
გიხაროდენ, ზეცისა იერუსალეიმისთვის ტანჯვათა დამთმენელო;
გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, ქრისტეისთვის სისხლისა დამთხეველო;
გიხაროდენ, ქართველთა მწუხარებისა ცრემლთა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მოწყლულთა უხილავთაგან მოისართა გამკურვნელო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოითა უმეცართა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, ნაყოფითა სიმხნეთა შენთაითა მორწმუნეთა განმამხნობელო;
გიხაროდენ, უღმრთოებისა წყუდიადისა განმაბნეველო;
გიხაროდენ, უშჯულოებითა დაბრმობილთა გულისხმისმყოფელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა უკეთურთა სულთა შემმუსრველო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა ვნებულთა სულთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, სიყუარულისაგან შუებათა წუთიერისა და მსწრაფლ-წარმავალისა მომაქცეველო;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 10


რაჟამს დაუტევეს წმიდაი გუამი შენი მტარვალთა, ესრეთ იხილვებოდა ყოველთაგან, ვითარცა ნათელი ბრწყინვალეი, და მხილველნი ამისნი სარწმუნოებად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა მიიქცეოდეს, ხოლო შემხებელნი ყოვლისა სნეულებისა და უძლურებისაგან განიკურნებოდეს, და ნიშთა მიერ საკვირველთა ახოვან-ქმნილნი სულითა განმტკიცდებოდეს, და ყოვლად ძლიერსა ღმერთსა ხმა-მაღლად უგალობდეს: ალილუია.

იკოსი 10


ვითარცა ბრძანა მაცხოვრმან ჩუენმან იესუ ქრისტემან წმიდასა შინა სახარებასა: „მწყემსმან კეთილმან დადვას სული თვისი ცხოვართა თვისთათვისო“, ეგრეთვე შენცა არა იქმენ სასყიდელით დადგინებულ, რაითამცა დაუტევე ცხოვარი შენი და ივლტოდი, არამედ დადევ თავი შენი ქუეყანისათვის და მოოხრებისაგან განერა ერი შენი, რამეთუ უკეთუმცა ხოლო შენ განერე ხელთაგან მათთა, მაშინღა განრყვნილ იყო და მოოხრებულ სიწმიდენი და ალაგნი ქართლისანი, რომლისათვისცა ღირს შენდა თქუმად გიხაროდენი ძლევისანი:

გიხაროდენ, კეთილთა სათნოებათა დამნერგველო;
გიხაროდენ, საღმრთოთა მცნებათა გულსა შენსა დამბეჭდველო;
გიხაროდენ, სიბრძნითა სულისაითა მძაფრთა სატანჯველთა ახოვნად დამთმენელო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, ცოდვათა ჩუენთა საკრველთაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა დამამხობელო;
გიხაროდენ, ამპარტავანთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, გულითა მდაბალთა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, გლახაკთა შესავედრებელო და მწყალობელო;
გიხაროდენ, მშიერთა დამაპურებელო და შიშველთა შემმოსელო;
გიხაროდენ, პატივისმცემელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო;
გიხაროდენ, მწუხარებათა ჩუენთა სიხარულითა შემცვალებელო;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 11


ვითარცა დააცხრვე სპარსთა მიერ გულვებადნი ჭირთა მძვინვარებანი ერსა შენსა ზედა, ეგრეთვე შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაითა გარდამოგვივლინოს ძალი, სიმხნეი, სიბრძნეი და მძლეველობაი ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა ქრისტეის სისხლითა მოსყიდულთა ქართველთა, ხსენებისა შენისა მადიდებელთა და სურვილით მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 11


რომელმან სიჭაბუკესა შინა საშუებელნი და გემონი სოფლისანი არარად შერაცხენ, ქუესკნელად შთამხდელნი და ამაონი, და სატანჯველთა მოთმინებითა მრავალ-ღონეი იგი სივერაგეი მტერისაი დაამხე, აწ საცთურისაგან მტერთასა მაქებელნი შენნი განგუათავისუფლენ და ყოვლისა განსაცდელისა და სიბოროტისაგან გვიხსენ ჩუენ, რაითა მყუდროებასა მიმთხვეულნი, მარადის გიგალობდეთ, დიდებულო, და დაუცხრომელად გნატრიდეთ:

გიხაროდენ, სისხლითა შენითა მართლისა სარწმუნოებისა განმადიდებელო;
გიხაროდენ, ერისა შენისა ღმრთეებრივითა ნათლითა განმაბრწყინებელო;
გიხაროდენ, საღმრთოითა ღუაწლითა შენითა უხორცოთა წესთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, ყოვლისაგან ვნებისა და ენისაგან მზაკუვარისა განმარინებელო;
გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და უძლურებისა განმდევნელო;
გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და მოსავთა შენთა განმამხნევებელო;
გიხაროდენ, დაბნელებულისა გონებისა ჩუენისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, ცუარითა მით საღმრთოითა მორწმუნეთა განმაგრილებელო;
გიხაროდენ, შეგინებულისა გონებისა ჩუენისა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, წარმავალისა მეფობისა წილ, წარუალისა ნათლისა მომღებელო;
გიხაროდენ, წმიდათა თანა სასუფეველსა დამკვიდრებულო და ცხონებისათვის ჩუენისა მზრუნველო;
გიხაროდენ, რამეთუ ხსენებაი შენი საშუებელად დაგვიტოვე;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 12


ვითარ იგი განსცვალე შენ გვირგვინი მეფობისაი და პორფირი მეწამული შარავანდედსა ზედა წარუვალისა მეფობისასა, ეგრეთვე მიბაძვითა შენითა მთავართა და მხედართა, უაზნოთა და მდაბიურთა შესწირნეს თავნი თვისნი სიხარულით ქრისტესა ღმერთსა, რომელმანცა მოსცა ესევითარი მეფეი და მზრუნველი დედისა თვისისა წილ-ხვდომილსა ერსა ჩუენსა, ესრეთ მგალობელსა: ალილუია.

იკოსი 12


დაღათუ დავიწყებისა მიზეზი არს სიკუდილი, გარნა ვერცა წელთა ცვალებამან და ვერცა ჟამთა ვითარებამან შეუძლო დავიწყებად ღუაწლთა შენთა, სულითა განმხნობილო, არამედ ვმწუხარებთ, რამეთუ აწ სხენან წმიდანი ნაწილნი შენნი მუნ ციხესა შირაზისასა, და ვიხარებთ, რამეთუ საუკუნოი დაიმკვიდრე დიდებაი, და დაუცხრომელად ვევედრებით ღმერთსა, ნაწილნი შენნი მოგუენიჭნეს წყლულებათა ჩუენთა საკურნებელად, რაითა ყოველნი რწმენით მოლტოლვილნი თაყუანის-ვსცემდეთ ლარნაკსა შენსა სანატრელსა, და ღირსად შევამკობდეთ ქებით ხსენებასა შენსა:

გიხაროდენ, სიქადულო დიდო ბაგრატოვანთა გუარ-მოდგამისაო, რომელსა გერწმუნა საყდარი დავითისი და სკიპტრაი სოლომონისი;
გიხაროდენ, მწყემსო კეთილო და მღვიძარეო, რომელმან სისხლითა შენითა დაიცევ სამწყსოი შენი;
გიხაროდენ, ზღუდეო შეურყეველო თარგამოსიანთა მორწმუნეთაო, რომელმან სახლი ქართველთა მეფობისაი შეამკევ წამებისა სისხლითა;
გიხაროდენ, შუენიერო სიკეთითა და წამებისა ბრწყინვალებითა, რამეთუ საყდარი მეფობისა შენისაი პატიოსან ჰყვენ ვნებითა შენითა;
გიხაროდენ, ქრისტეის წინააღმდგომთა მბრძოლო, რამეთუ სულელ და ცოფ-ჰყავ მრავალ-ღონეი იგი ბელიარისაი;
გიხაროდენ, კეთილ-მოქმედებითა განათლებულო, რამეთუ პატიოსანისა გვირგვინისა წილ დაგედგა შვიდ-გზის დაუჭნობელი გვირგვინი ზეცისაი;
გიხაროდენ, მნათობო ქუეყანისა და სარწმუნოებისაო, რომელმან განაცისკროვნე ღამეი სპარსთა საცთურებისაი;
გიხაროდენ, მოღუაწეო და ახოვანო, რამეთუ მეფობისა შარავანდედსა შეაერთე შენ გვირგვინი ძლევისაი;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო წინამბრძოლო ჭეშმარიტებისაო, რამეთუ მრჩობლ-გვირგვინითა, ვითარცა უძლეველი მოწამეი იდიდე, და ვითარცა მხედარი ქრისტეისი;
გიხაროდენ, გვირგვინო ეკლესიისაო, რამეთუ ოქროისა უბრწყინვალეს გამოჩნდი ბრძმედსა შინა წამებისასა;
გიხაროდენ, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა განდიდებულო, რამეთუ ელვარებაი ღუაწლისა შენისაი და მცხინვარებაი სიმხნეთაი ცისკროვან-ჰყოფს გულსა მარტვილთმოყუარეთასა;
გიხაროდენ, დიდებაო მოწამეთაო და ბრწყინვალებაო მეფეთაო, რამეთუ სიმხნეი შენი ოქროისა უბრწყინვალეს განაბრწყინებს მეფეთა სახელსა და განამხნევებს ქართველთა;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 13


ჰოი, კეთილ-შუენიერებითა ცისკროვან-ბრწყინვალეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ! შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას, და შეიწირე კნინი ესე და უნდოი გალობაი, და ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, მითხოვე ქრისტეის ღმრთისაგან ცოდვათა ლხინებაი და წყალობაი, რაითა განბრძნობილითა გონებითა შეგითხზნათ საცნაური გალობაი და შევსწირნეთ შენდა: ალილუია.

ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ:

იკოსი 1


ეჰა, ყოვლად გამოუთქმელსა მას შენსა ტრფიალებასა ქრისტეის მიმართ, ახოვანო მხედარო ღმრთისაო, რამეთუ მეფობისა წილ გინებაი, და საყდართა წილ დევნულებაი და გვირგვინისა წილ გუემაი მიიღე, და სპარსთა საცთურსა ძლიერად არცხვინე, რომლისათვისცა აღმასრულებელნი ყოვლად ბრწყინვალისა ხსენებისა შენისანი სარწმუნოებით და სურვილით გიღაღადებთ:

გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო სიქადულო სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, სამკვიდრებელო ჭეშმარიტისა ღუაწლისაო;
გიხაროდენ, გონიერო ანდამატო მოთმინებისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოისა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა განმაქიქებელო მძლავრთა უღმრთოებისაო;
გიხაროდენ, ფარო დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახვილო განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, წამებისა ნაყოფისა გამომღებელო რტოო ქრისტეის ვენახისაო;
გიხაროდენ, ყუავილო შუენიერო დავითისა ბრწყინვალისა მტილისაო;
გიხაროდენ, წინამბრძოლო და მეოხო ქართველთა მხედრობისაო;
გიხაროდენ, წარუტყუევნელო ბჭეო ივერთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!

კონდაკი 1


მეფობისა და მარტვილობისა გვირგვინითა შემკულსა, მხნესა ლუარსაბს, უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალესა, ქებით შეგამკობთ შენდამი მოლტოლვილნი და ვევედრებით სიწმიდესა შენსა: შეიწირე უღირსი ესე გალობაი ჩუენი, დიდებულო, და ნუ მოგვაკლებ შეწევნასა შენსა, არამედ ოხაი ჩუენთვის შესწირე მხსნელისა მიმართ და ცოდვათა შენდობაი გვითხოვე სარწმუნოებითა შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, კეთილად მძლეო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ!


სავედრებელი ლოცვა


ჰოი, ყოვლად დიდებულო, წმიდაო მოწამეო ქრისტეისო, ახოვნად მოთმინეო, მხედარო დიდ-სახელო, ბრძოლათა შინა უძლეველო და ჭირთა შინა ურცხვენელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო და წყალობისა -მომნიჭებელო, ღმრთივგვირგვინოსანო მეფეო ლუარსაბ!

ჰოი ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო და სახელ-დიდო მეფეო ქართველთაო, წმიდაო ლუარსაბ! მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა, რომლისა სიყუარულითა სისხლი დასთხიე, დიდებულო, და ელვარებითა სიწმიდისა შენისაითა დაშრიტე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოი იგი უშჯულოებისაი და დაგვიფარე მწვალებელთა შესაკრებელისაგან, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაი“, მოგუანიჭეი ძლევაი მათ ზედა და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქრისტეის ღმრთისაგან, ხოლო სარწმუნოებაი იგი ჩუენი ქრისტეის მიმართ კუალად განაახლე და მოგუმადლე მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მეფისა და მამულისაი, და აღგვიდგინე რქაი ცხებულობისაი, რაითა არა მივემსგავნეთ პირუტყუთა უგუნურთა, მსგავსად მათ კერპთმსახურთა და სხუთაცა ეგევითართა უგულისხმოთა, ვითარცა ნებსით განმდგარნი და დამვიწყებელნი საუკუნოისა ცხორებისანი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნე-ტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტ-როპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, საჩინოო, ახოვანო, სახელოვანო გვირგვინოსანო, მხნეო ლუარსაბ! მოწყალებითა იესუს ღმრთისა მსგავსითა, იმეოხენ წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინვებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო