Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა დიდისა მოწამისა
და ძლევაშემოსილისა მოწამისა გიორგისი


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაითა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-და-საწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


კონდაკი 1


უგალობთ ღუაწლთა შენთა, მჴნეო მოწამეო იესუჲსო, და წმიდასა ჴსენებასა შენსა ვადიდებთ, ხოლო რომელთა ესე მოვიღეთ შენ მიერ ჴსნაჲ, გიხაროდენსა მადლობითა შევსწი-რავთ შენდა, ახოვანო, და ვითარცა მსწრაფლ-შემწისა მიმართ მოლტოლჳლნი და სიყუარუ-ლითა მოსრულნი, სახელოვანსა და ყოვლად დიდებულსა საკჳრველებათა მიერ, მჴურვალედ გიღაღადებთ: გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


იკოსი 1


ჰბრწყინავ ნათლითა წამებისაჲთა, ქრისტჱს მჴედარო, მჴნეო სულითა, და გჳრგჳნითა მარტჳლთაჲთა შემკული ელვარედ მდგომარე ხარ წინაშე ღმრთისა, მას მხოლოსა ევედრე აწ ცხორებად და განათლებად ღირსად მგალობელთა სიწმიდისა შენისაჲთა, რაჲთა ყოველთა უწყოდიან, ვითარმედ სიკუდილისაცა შემდგომად ცხოველ-ხარ და ნუგეშინისცემასა და მჴნეობასა მიჰმადლებ სარწმუნოებით მგალობელთა:

გიხაროდენ, რჩეულო ღმრთისაო, და ჭეშმარიტო და საკჳრველო მჴედარო მეუფისაო;
გიხაროდენ, ზეცადმდე აღწევნულო სუეტო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, კანონო სიმართლისაო და ნუგეშინისცემისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო მამაცობისაო და გოდოლო შეუძრველო სიმჴნისაო;
გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისა და გონიერებისაო;
გიხაროდენ, ას-წილად აღმაორძინებელო შენდა მოცემულისა ტალანტისაო;
გიხაროდენ, მბრძოლო უბრძოლველო მძჳნვარისა მის ბელიარისაო;
გიხაროდენ, მახჳლო შეუმუსრველო ქართლოსიანთა მჴედრობისაო;
გიხაროდენ, კეთილმუშაკო ქრისტჱს ვენაჴისაო;
გიხაროდენ, უშურველო წყაროო წყლისა ცხოველისაო და ზღუაო კაცთმოყუარებისაო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 2


ნათელსა განეშორნეს და შეუდგეს ბნელსა უღმრთონი, რამეთუ განჴდა ბრძანებაჲ ყოველსა სოფელსა, რაჲთა ღმერთსა ცხოველსა არა მსახურებდეს, არამედ კერპთა უსულოთა, გარნა შენ იხილე რაჲ ეგოდენი უღმრთოებაჲ და ქრისტჱს მბრძოლი გონებაჲ მათი, ღმრთისა სიყუარულითა მიეც მონაგები შენი გლახაკთა, ხოლო თავი შენი მსხუერპლად სათნოდ ქრისტესა და აქებდი ძლიერებასა მისსა: ალილუია.


იკოსი 2


რაჟამს დაადგრა შენ თანა საღმრთოჲ სული საკჳრველთმოქმედი, მინდობილი ღმერთსა ჭეშმარიტსა არა შეძრწუნდი ზარისგან უშჯულოჲსა მეფისა და არცა განმზადებულთა მათ სატანჯველთაგან, არამედ აღმსაარებელი ქრისტჱსი კადნიერად წარსდეგ წინაშე მზაკუვარისა კრებულისა და ამხილე კერპთმსახურებაჲ, ეგრეთვე აწ მოვედ ჩუენდა, სულითა უძლეველო, და მოგვეც გულისჴმაჲ შეცოდებათა ჩუენთა, რაჲთა არა დაგვეხშას ბჭენი სასუფეველისანი შემსხმელთა შენთა:

გიხაროდენ, კაპპადუკიასა აღმოცენებულო და პალესტინასა შინა კეთილად აღორძინებულო;
გიხაროდენ, საუფლოთა ვნებათა ტრფიალებითა მოწყლულო;
გიხაროდენ, მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმედილო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა გულისჴმის-ყოფითა განათლებულო;
გიხაროდენ, სიმჴნისა მამაცობისა ძლიერებითა გაბრწყინვებულო;
გიხაროდენ, ქრისტჱს ჯუარისა მჴართა შენთა ზედა აღმღებელო;
გიხაროდენ, თჳსტომთა შენთა შორის საღმრთოთა სწავლათა განმფენელო;
გიხაროდენ, მსგავსად დავითისა უცხო-თესლთა დამცემელო;
გიხაროდენ, მჴედრობითისა ვაჟკაცობისა მასწავლელო;
გიხაროდენ, გლახაკთა ლოცვითა შეჭურჳლო და უძლურთა უღონოებისა მტჳრთველო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 3


უხილავთა მათ აღთქმულთა საშუებელთა წინაჲსწარ მხედველ-იქმენ თუალითა სულისაჲთა, ახოვანო და მოღუაწეო, და არად შერაცხენ წარმავალნი საშუებელნი ამის საწუთროჲსანი, არამედ მსგავსად მჴსნელისა შენისა ნებსით თჳსით მიისწრაფდი ღუაწლთა მიმართ და დილეგსა შინა შეწყუდეული, ვითარცა საყდარსა მყოფი, ყოვლისა შემოქმედსა ჴმა-მაღლად უგალობდი: ალილუია.


იკოსი 3


ვითარცა ვარდი სულნელი, ფერითა შუენიერითა გამოსჩნდი შენ ეკალთაგან უნაყოფოთა, და ვითარცა სანთელი, აღენთე შორის ბნელსა ნათესავთა მათ უგულისჴმოთა, შუენიერო დიდებაო მოწამეთაო, და სძაგებდ განცხადებულად კერპთა მათ მტყუართა, რაჲსთჳს აღემზადნეს მოკლვად შენდა, გარნა შენ ლოცვითა და სასოებითა ღმრთისაჲთა სული შენი განიმტკიცე და მრავალ-ფერნი სატანჯველნი ხრწნილთა ჴორცთა ბუნებითა დაითმინე, ამისათჳს გხადით შენ მეოხად ღმრთისა მიმართ და ესრეთ გიღაღადებთ:

გიხაროდენ, საღმრთოჲსა სჯულისა საცნაურად დამცველო;
გიხაროდენ, კეთილისა განზრახვისა გულსა შინა შენსა დამდებელო;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისა ვაზისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ტყუეობასა შინა სულისა აზნაურებისა დამმარხველო;
გიხაროდენ, ღუაწლთა და განსაცდელთა ახოვნად თავს-მდებელო;
გიხაროდენ, ქრისტჱსთჳს ყუედრებისა და კიცხევისა დამთმენელო;
გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა სწავლებათა დამამჴობელო;
გიხაროდენ, ბოროტისა უკრძალველობისა და ურცხვინოებისაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, სატანისა მაჴეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;
გიხაროდენ, მზაკუვარებისა დამლახვრელო და ეშმაკთა მსწრაფლ განმსჴმელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 4


არა ინება მოქცევაჲ სიბრმისაგან და სიფიცხლისა მეფემან უგუნურმან, არამედ შენ ბრწყინვალისა და ძლიერისა ჴმითა აღიარებდი ქრისტესა ღმერთად, კერპთა ეშმაკად სახელ-სდებდი და ყოველსა სიბრმესა მას ამხილებდი, რომელნი სიცრუვითა ღმერთად სწამებენ არაღმერთთა, ყოველთა ღმრთისა მიმართ მოუწოდდი და სამწმიდითა შესხმითა ადიდებდი ყოვლად წმიდასა სამებასა: ალილუია.


იკოსი 4


ესმა რაჲ სმენაჲ სიტყუათა შენთაჲ მძლავრთა, სირცხჳლეულ-იქმნნეს ფრიად, რამეთუ ღმერთნი მათნი გინებულ-ჰყვენ და საცინელად გამოაჩინენ, ხოლო ქრისტე ღმერთი ჰქადაგე ჴორცითა ჯუარცმული, უქმ-მყოფელი სულთა წარმწყმედელისა საცთურისა და მარადის ლოცვითა შეზღუდვილმან დაამჴუე სილაღჱ იგი მაცთურისა, ეგრეთვე აწ აღანთე გულსა შინა ჩუენსა საღმრთოჲ ცეცხლი მოშურნეობისაჲ, რაჲთა სურვილითა შენითა ვიღუაწოთ ახოვნებითა და ვიტყოდეთ წადიერებითა:

გიხაროდენ, მხილებისა მახჳლითა კერპთმსახურთა განმგმერელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა მძლავრთა უღმრთოებისა განმაქიქებელო;
გიხაროდენ, შეურყეველითა მჴნეობითა ყოველთა განმაკჳრვებელო;
გიხაროდენ, ღმრთისმეცნიერებისა ნათლითა კერპთმსახურთა წყუდიადისა განმანათლებელო;
გიხაროდენ, არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ქურივთა ნუგეშინისმცემელო და ობოლთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და გლახაკთა განმკითხველო;
გიხაროდენ, ტყუეობისაგან და მძლავრთა მონებისაგან მრავალთა სულთა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, სალმობათა განმაქარვებელო და უღმრთოებისა სიმყრალისა განმჴდელო;
გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა ბიწისა აღმჴოცელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 5


დაეყუნეს ყურნი მეფესა განბოროტებულსა, მსგავსად ყრუჲსა ასპიტისა, რამეთუ არა ისმინა ჴმაჲ შენი - კეთილად მეტყუელისა ბრძნისაჲ, და ბრძანა ძელსა დამოკიდებაჲ შენი და ლახურითა განგმერაჲ, გარნა ღმერთმან საკჳრველებათამან ცუდ-ყო განზრახვაჲ მისი და გიგმირეს რაჲ, მეყუსეულად უკუნ-იქცა წუერი იგი ლახურისაჲ, ვითარცა ცჳლისაჲ, და ჴორცთა შენთა გამოეცა ცუარი სისხლისაჲ, ხოლო შენ საკჳრველად დაცული მადლობასა აღავლენდი ღმრთისა მიმართ მაღლისა და ადიდებდი მოწყალებასა მისსა: ალილუია.


იკოსი 5


კუალად აღივსო დიოკლეტიანე გულისწყრომითა დიდითა და ბრძანა ფერჴთა შენთა ხუნდსა შინა შეყრაჲ და მკერდსა ზედა ლოდისა დადებაჲ, ხოლო შენ მაღლითა ჴმითა მადლი და დიდებაჲ შესწირე ღმერთსა, რამეთუ ღირს-გყო მკერდსა ზედა ტჳრთვად მძიმისა ქვისა და გულსა შენსა შეურყეველად დამტკიცებაჲ მართლისა სარწმუნოებისა, გარნა ქრისტემან განგკურნა წყლულებათაგან და განგაძლიერა შენ, რაჲთა ყოველნი, რომელთა იხილეს საკჳრველებაჲ დიდი, განმტკიცდეს და ვითარცა ტარიგსა ღმრთისასა სარწმუნოებითა გნატრიდეს:

გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმდევნელო;
გიხაროდენ, ზეცისა იერუსალჱმისათჳს ტანჯვათა დამთმენელო;
გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაჲთა მტერისა აღლესულისა საჭურველისა დამლეწველო;
გიხაროდენ, მოგუთა გრძნებისა დამარღვეველო და სიცბილისა მათისა ძლევით მამხი-ლებელო;
გიხაროდენ, ერთგულთათჳს პატივისა მიმნიჭებელო და ორგულთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, უძლურთა ძლიერებაო და მძლავრთა დამცემელო;
გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამლახვრელო;
გიხაროდენ, უმშჯაროდ სიკუდიდ განწირულთა თანამზრუნველო და მფარველო;
გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა აღმკვეთელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 6


ფრიად მრავალთა მათ განსაცდელთა და საზარელთა სატანჯველთა, შეთხზულთა ღონითა მით ეშმაკისაჲთა ვერ დაგცეს შიში საზარი მოღუაწესა, რამეთუ ქრისტჱსთჳს ჰბრძოდი მათ და ანგელოზნი გფარჳდეს შენ, არამედ შიში და ზარი ბელიარსა დაეც და განაქარვე, ვითარცა ცჳლი წინაშე ცეცხლსა, შემწველსა ქრისტჱს წინააღმდგომთასა, და აქებდი განმაძლიერებელსა შენსა: ალილუია.


იკოსი 6


დაკუეთილნი რვალისა ჭურჭელთა მიერ ჴორცნი შენნი და აღლესულითა დანითა თჳთეულად დაჭრილნი იხილენ-რაჲ სულითა განმჴნობილმან, აღაპყარ თუალნი ზეცად და ღაღად-ყავ: „მომხედენ მონასა შენსა, ღმერთო ჩემო, და შემეწიე, რაჲთა არა ვიძლიო ბოროტისაგან“, მაშინ მსწრაფლ გესმა ჴმაჲ საწადელი დაუსაბამოჲსაგან: „გიორგი, მე მარადის შენთანა და შენ ჩემ თანა უკუნისამდე“, და კუალადცა განგაახლა, მისგანვე ითხოვე, სანატრელო, ერისა ჩუენისათჳს ჴსნაჲ ფლობისაგან უცხო თესლთასა და წყალობაჲ შენდამი მგალობელთა:

გიხაროდენ, სასწაულთა შენთა ელვარებითა ყოვლისა სოფლისა შემამკობელო;
გიხაროდენ, წინააღმდგომთა სიცოფისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, ბოროტად მადიდებელთა კადნიერებისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, სიწმიდისა შემბილწველთა და ქრისტიანობისა განმრყვნელთა შემრისხველო;
გიხაროდენ, ყოველთა მიმძლავრებულთა და ჩაგრულთა მფარველო;
გიხაროდენ, სიმართლისა მოძულეთა და ბოროტისა კეთილად დამდებთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ცოდვისა მოყუარეთა კაცთათჳს თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, მძლავრთა კაცთ-მოძულეთა მთავართა და მსაჯულთა მამხილებელო;
გიხაროდენ, მათ მიერ უსამართლოდ დევნულთა მწყალობელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 7


ოდეს დაგმსჭუალეს შენ ურმისთუალსა მას საშინელსა, უშჯულონი ჰგონებდეს, რაჲთამცა მოგაკუდინეს, არამედ კუალადცა განიკურნე მოსლვითა ანგელოზისა ღმრთისაჲთა და განახლე-ბული და ბრწყინვალჱ წარსდეგ წინაშე მეფისა და მაგნეტიოსისა, მეგობრისა მისისა და მრთლად გამოჩინებითა მრავალნი მიიტაცნე სარწმუნოებად ჭეშმარიტისა ღმრთისა, ხოლო მათ მახჳლითა აღსასრული მიითუალეს და იხარებენ და გალობენ წინაშე მისსა: ალილუია.

იკოსი 7


შეძრწუნდა უგულისჴმოჲ იგი მეფჱ და დასი მისი, რამეთუ დამდოვრდეს სატანჯველნი მათნი არა ვნებად შენდა და ლიქნით იწყეს სიტყუად შენდა მომართ: „გიორგი, აწ გუერჩდი ჩუენ და გადიდოთ შენ“, გარნა შენ ამხილებდი ცთომილებასა მათსა და ეტყოდი: „დიდებაჲ თქუენი თქუენდავე იყავნ, უღმრთონო, წარსაწყმედელად თქუენდა“, და უწყალოდ გუემული ქებით აღამაღლებდი ღმერთსა, რომელსაცა ევედრე აწ დაცვად განსაცდელთაგან ბოროტთა მოსავთა შენთა და სურვილით მგალობელთა:

გიხაროდენ, სულიერისა მღჳძარებისა ზარისა დამარისხებელო;
გიხაროდენ, საკერპოთა ველურობისა კადნიერად დამჴსნელო;
გიხაროდენ, მანქანებათა მათ სიცრუვისაჲთა დამარღვეველო;
გიხაროდენ, დილეგისა სიბნელისა და კრულებათა ახოვნად დამთმენელო;
გიხაროდენ, ჭირთა და ურვათა საჴუმილისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, განსაცდელთა და ღელვათა დამაყუდებელო;
გიხაროდენ, ყოველთა ურწმუნოთა პირისა დამაყოფელო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა და შეგინებულთა გულთა დამამშჳდებელო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, ყრმათა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 8


ვითარცა ელისე ელიაჲსა ხალენითა მსწრაფლ განაპობდა მდინარესა, ეგრეთცა ჯუარითა განაპე ურწმუნოებისა სიმძლავრეთა მდინარენი, რომელსა შინა განვლეს მრავალთა ერთა, რამეთუ არა მხოლოჲ ცოცხალი ოდენ და სულიერი, არამედ ყოვლითურთ უვნებელი გიხილეს, ახალ-დამბალსა კირსა შინა, ცეცხლისა სახედ მოტყინარესა და განკჳრვებულთა ჴმა-ყვეს: „ჭეშმარიტად დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა“, ხოლო შენ, მსგავსად სამთა მათ ყრმათა, საჴუმილსა შინა სიმჴურვალჱ ცეცხლისაჲ შეურაცხ-ყავ ახოვნებით, და სამადლობელი გალობაჲ შესწირე ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 8


უბრძანა მეფემან უგუნურმან ფრიად განჴურვებაჲ ჴამლთა რკინისაჲთა, განმსჭუალულთა სამსჭუალებითა და შესხმად ფერჴთა შენთა პატიოსანთა, რომელ ილოცევდ: „ყვენ ესე მჴსნელ ფერჴთა ჩემთა, სანთელ აღნთებულ და გზაჲ მორბედებისა ჩემისაჲ შენდა მომართ“, ხოლო ანგელოზნი მხიარულ იქმნეს კეთილთა მათ მოღუაწებათათჳს შენთა და განგკურნეს ყოველთაგან სატანჯველთა, ამისთჳსცა ევედრე ღმერთსა, ანგელოზთა მიერ განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და დაგვიცვეს ყოველთაგან განსაცდელთა, რაჲთა ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი ქებით მადიდებელთა შენთა:

გიხაროდენ, საუნჯეო სულისა წმიდისაო;
გიხაროდენ, მესაიდუმლეო ღმრთის მხილველობისაო;
გიხაროდენ, აღმსაარებელო დევნილისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, მჴნედ განმბასრველო კაცთა ხელოვანებითა შეთხზულისა შჯულისაო;
გიხაროდენ, შეურაცხ-მყოფელო რკინისა სიმახჳლისაო და ცეცხლისა სიმჴურვალისაო;
გიხაროდენ, გონიერო ანდამატო მოთმინებისაო;
გიხაროდენ, მაგალითო საღმრთოჲსა მჴედრობისაო;
გიხაროდენ, მეოხო მჴურვალეო მორწმუნისა ერისაო;
გიხაროდენ, ძლიერო შურისმგებელო ქართლოსიანთა მტერისაო;
გიხაროდენ, ცოდვისა ზღუასა შინა დანთქმულთათჳს ნავთსაყუდელო ჴსნისაო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 9


შენ მიერ აჩუენა ღმერთმან უღმრთოთა მათ საკჳრველი სასწაული, და ლოცჳთა შენითა აღადგინა საფლავით მკუდარი დაძუელებული და ურწმუნოებითა დაძინებული კერპთმსახურებასა შინა, რომელი გმადლობდა-რაჲ, ვითარცა ღუაწლისა-მძლესა, უარისყოფითა შეაჩვენებდა კერპთა უსულოთა და ჴმა-მაღლად აღიარებდა ქრისტესა ღმერთად, ხოლო ათანასე გრძნებასა ზედა განთქუმული, მყის მოიქცა, ძლიერებითა ღმრთისაჲთა უქმ-იქმნა-რაჲ გრძნებათა მისთა ხელოვნებაჲ და შესწირა მას სადიდებელი გალობაჲ: ალილუია.

იკოსი 9


ჯუარითა შემუსრე რაჲ კერპნი მცბიერნი წინამძღუარმან დიდმან მორწმუნეთამან, საღმრთოჲთა შურითა აღეგზნა ნეტარი დედოფალი ალექსანდრა და განეშორა რაჲ დიოკლეტიანეს - მოწაფესა ეშმაკისასა, ჴმა-ყო: „ესე უწყოდით ამიერითგან, მე ვარ მჴევალი ქრისტჱსი, რომელსა ქადაგებს წმიდაჲ გიორგი“, და მყის რწმენა ქრისტე დიდსა სიმრავლესა ერისასა, ამისთჳსცა განვიცდით მჴურვალესა ღმრთისმოყუარებასა შენსა და შეგასხამთ ქებასა ქებათასა:

გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა მოციქულებრივ მქადაგებელო;
გიხაროდენ, უნანელთა სინანულად მომყუანებელო;
გიხაროდენ, ქუადქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, განძჳნებულისა ვეშაპისა კადნიერად მომწყვლელო და მომწყუედელო;
გიხაროდენ, ხარსა ზედა ქმნულითა სასწაულითა ყოვლად ნეტარისა ღლუკერისა ღმრთისა მომაქცეველო;
გიხაროდენ, ანატოლე და პროტოლეონ სტრატილატთა ღუაწლთა შენთა თანა შემრა-ცხველო;
გიხაროდენ, სასწაულთა მიერ კერპთმსახურთა შემაშფოთებელო;
გიხაროდენ, ალექსანდრია დედოფლისა ჭეშმარიტებისა გზასა ზედა დამაყენებელო;
გიხაროდენ, სიღრმესა უღმრთოებისასა დანთქმულთა სულთა ღმრთისა შესამეცნებელად აღმომქუმელო;
გიხაროდენ, სულთა ცოდვისა და ჴორცთა სნეულებისა აღმჴოცელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 10


განცვიფრდა დიოკლეტიანე და რისხჳთა მიუთხრობელითა აღივსო, რამეთუ ხედვიდა სარწმუნოებისა წარმატებასა და კერპთა უსულოთა დამდაბლებასა, თუ-ვითარ საპყრობილედ მოყვანებულნი უძლურნი შენ მიერ საკჳრველსა კურნებასა მიემთხვეოდეს, ხოლო ურიცხჳ ერი და სიმრავლჱ მჴედართაჲ, ნიშთა მიერ და სასწაულთა ახოვან-ქმნილნი და სულითა განმტკიცნებულნი იესუს, ყოვლად ძლიერსა ღმერთსა ცხადად და საცნაურად უგალობდეს: ალილუია.

იკოსი 10


დაელინეს ღონენი იგი სატანჯველთანი უწყალოსა მას მეფესა, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა - არა გკუეთდა ლახუარი, არცა ცეცხლი შეგწვიდა და არცა ზარ-გცემდა შიში სიკუდილისაჲ და რქუა ერსა თჳსსა: „აჰა ესერა, ვერარაჲ ვავნეთ ჩუენ ტანჯვითა განდგომილსა მას, არამედ სხუანიცა აცთუნა მრავალნი“, და მსგავსად სამსხუერპლოჲსა ზუარაკისა განაჩინა შენი დაკლვაჲ, ხოლო შენ გულითა შემუსრვილითა ევედრე ღმერთსა, რაჲთა ნაწილნი შენნი, საღმრთოჲთა ძლიერებითა განიოტებდეს სენთა და ვნებათა, და სახელნი შენნი, სარწმუნოებითა მოჴსენიებულნი, ჰკურნებდეს შენდამი მგალობელთა:

გიხაროდენ, ურწმუნოთა მტერთა მიმართ საძლეველო დიდო მჴედარო ქრისტჱს ღმრთისაო;
გიხაროდენ, მოციქულთა სწავლისაებრ განმდევნელო მრავალღმრთეებისა წყუდიადისაო;
გიხაროდენ, წარუტყუევნელო ბჭეო მართლაღმსაარებლობისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო და მახჳლო განმკვეთელო ბოროტმსა-ხურებისაო;
გიხაროდენ, ოქროო, ცეცხლისა მიერ გამობრძმედილო და მიძღვნილო უკუდავისა სიძისაო;
გიხაროდენ, მურო, ნელსაცხებელად შეწირულო უკუდავისა მეუფისაო;
გიხაროდენ, გუნდრუკო, აღკმეულო საღმრთოჲსა მის საკურთხეველისაო;
გიხაროდენ, ცეცხლო, დამწველო გულსა შინა ჩუენსა ყოვლისა ღუარძლისაო და კუროჲსთავისაო;
გიხაროდენ, უწმიდესო ვარსკულავო საღმრთოჲსა დიდებისაო;
გიხაროდენ, მიურულებელო მცველო და ქომაგო ივერთა მიწა-წყლისაო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 11


კრავთაებრ არა უხმობდი შენ და არცა ღაღადებდი დაკლვად რაჲ ხვიდოდი, არამედ სულ-თქმით ილოცევდი ღმრთისა მიმართ და წამებისა შენისა მომჴსენებელთა ჴსნასა ყოვლისაგან ჭირისა და განსაცდელისა კადნიერად ითხოვდი, მაშინ გამოგიჩნდა ღრუბლითგან უფალი და აღგითქვა რაჲ თხოვისა შენისა კეთილად აღსრულებაჲ, შენცა სიხარულით წარუპყარ ქედი შენი მახჳლსა და მადლობისა ჴმითა უგალობდი განმაძლიერებელსა შენსა: ალილუია.

იკოსი 11


სრულ-ჰყავ რაჲ სრბაჲ შენი და მიიცუალე წინაშე ღმრთისა, მადლი არა წმიდათა სულთა განდევნისაჲ და ხილულთა და უხილავთა მტერთა დათრგუნვისაჲ მოიღე ზეგარდამო, და ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოჴსენებული მსწრაფლ შეეწევი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა, ხოლო ნაწილთა შენთა წმიდაჲ ლუსკუმაჲ, ვითარცა რაჲ სურნელებათა საუნჯჱ, სურნელგვყოფს მორწმუნეთა და აღგვძრავს ქებად და გალობად შენდა:

გიხაროდენ, საღმრთოჲთა ღუაწლითა შენითა უჴორცოთა წესთა განმაკჳრვებელო;
გიხაროდენ, ზუარაკო წმიდაო და უბიწოო, ქრისტჱსთჳს სისხლისა დამთხეველო;
გიხაროდენ, ღმრთისა სათნოო ტარიგო, სასუფეველისა ნეტარებისა მომგებელო;
გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდათა სულთა ზედა ჴელმწიფებისა მიმღებელო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;
გიხაროდენ, სულიერთა ნიჭთა უხუად მიმმადლებელო;
გიხაროდენ, უხრწნელთა ნაწილთა შენთა სურნელებითა და ნიშთა სიმრავლითა ყოვლისა სოფლისა განმასურნელებელო;
გიხაროდენ, უძლურთა კურნებათა შენთა მადლითა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, შეპყრობილთაგან ბოროტთა სულთა განმდევნელო;
გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და მოსავთა შენთა განმამჴნევებელო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 12


მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა მოწყლულმან, ვითარცა ამხილენ კერპთმსახურებისა სიცბილსა, ეგრეთვე აწ დაიფარენ ქრისტჱს წმიდაჲ ეკლესიაჲ მწვალებელთა თანა ერთობისაგან, რომელ არს მორევი სიბილწისაჲ, ხოლო მტერი იგი მომსრველი მორწმუნეთა ქართველთაჲ დაამჴუე და დასთრგუნე ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ, რაჲთა არა ვიქმეთ საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ სიყუარულითა ღმრთისა და მამულისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ქებით აღვამაღლებდეთ გჳრგჳნოსანმყოფელსა შენსა: ალილუია.

იკოსი 12


დიდისა მეუფისა მჴნეო მჴედარო გიორგი, გუაკურთხენ და გვიოხენ ჩუენ, რაჲთა კაცნი ცრუნი და ურწმუნონი, რომელნიცა ჰგმობენ ჭეშმარიტსა ღმერთსა და აქუთ თაყუანის-საცემელად და სალოცველად თჳსად მამონაჲ, არასადა ღირს იქმნენ მთავრობად ერსა ჩუენსა ზედა და მიტაცებად მართლმადიდებელთა ქართველთა, არამედ განგვიმრავლდეს ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაჲთა სიწრფოებითა გულისაჲთა ზრუნვიდენ ერისა ჩუენისათჳს და კურთხეულითა ენითა ქართულითა ჰნატრიდენ სიმჴნეთა შენთა:

გიხაროდენ, ნიშთა და საკჳრველებათა ცისკრითა მოსავთა შენთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო და ჭირთა მძჳნვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, ჭირვეულთა და ძჳრ-ხილულთა ჴელის-აღმპყრობელო;
გიხაროდენ, ბრძენთა და კეთილად მხედველთა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, ქრისტჱსმოყუარეთა ერთა სულიერითა სიხარულითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, საწუთოჲსა ბნელისაგან დამწუხრებულთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მჴედრობათა მაკურთხეველო და მწყალობელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისაგან განდრეკილთა და უსჯულოებისა მომქმედთა ერის მთავართა და წინამძღოლთა შემრისხველო;
გიხაროდენ, ყოველთა მორწმუნეთა მიერ სამართლად პატივისცემულო და მარადჟამს ჴსენებულო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


კონდაკი 13


ჵ, ღუაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი! განსაცდელთა შინა მყოფთა შემწე ხარ განმზადებულ და ჴელმწიფებაჲ გაქუს განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაჲთა, აწცა ნუ დასცხრები შემსხმელთა შენთათჳს ჴსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან და ხელოვნებათა მძლავრისა ამისы მტერისაჲთა, რაჲთა განვერნეთ მწარეთა სატანჯველთა მათ საუკუნეთა და მარადის შენთანა უგალობდეთ ყოვლად-წმიდასა სამებასა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ

იკოსი 1


ჰბრწყინავ ნათლითა წამებისაჲთა, ქრისტჱს მჴედარო, მჴნეო სულითა, და გჳრგჳნითა მარტჳლთაჲთა შემკული ელვარედ მდგომარე ხარ წინაშე ღმრთისა, მას მხოლოსა ევედრე აწ ცხორებად და განათლებად ღირსად მგალობელთა სიწმიდისა შენისაჲთა, რაჲთა ყოველთა უწყოდიან, ვითარმედ სიკუდილისაცა შემდგომად ცხოველ-ხარ და ნუგეშინისცემასა და მჴნეობასა მიჰმადლებ სარწმუნოებით მგალობელთა:

გიხაროდენ, რჩეულო ღმრთისაო, და ჭეშმარიტო და საკჳრველო მჴედარო მეუფისაო;
გიხაროდენ, ზეცადმდე აღწევნულო სუეტო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, კანონო სიმართლისაო და ნუგეშინისცემისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო მამაცობისაო და გოდოლო შეუძრველო სიმჴნისაო;
გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისა და გონიერებისაო;
გიხაროდენ, ას-წილად აღმაორძინებელო შენდა მოცემულისა ტალანტისაო;
გიხაროდენ, მბრძოლო უბრძოლველო მძჳნვარისა მის ბელიარისაო;
გიხაროდენ, მახჳლო შეუმუსრველო ქართლოსიანთა მჴედრობისაო;
გიხაროდენ, კეთილმუშაკო ქრისტჱს ვენაჴისაო;
გიხაროდენ, უშურველო წყაროო წყლისა ცხოველისაო და ზღუაო კაცთმოყუარებისაო;
გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!

კონდაკი 1


უგალობთ ღუაწლთა შენთა, მჴნეო მოწამეო იესუჲსო, და წმიდასა ჴსენებასა შენსა ვადიდებთ, ხოლო რომელთა ესე მოვიღეთ შენ მიერ ჴსნაჲ, გიხაროდენსა მადლობითა შევსწი-რავთ შენდა, ახოვანო, და ვითარცა მსწრაფლ-შემწისა მიმართ მოლტოლჳლნი და სიყუარუ-ლითა მოსრულნი, სახელოვანსა და ყოვლად დიდებულსა საკჳრველებათა მიერ, მჴურვალედ გიღაღადებთ: გიხაროდენ, ძლევაშემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი!


სავედრებელი ლოცვა


ჵ, კეთილშუენიერებითა ცისკროვან-ბრწყინვალეო, დიდო მოწამეო გიორგი, მნათობო ყოვლისა სოფლისაო და ახოვანო მჴედარო ქრისტჱს ღმრთისაო, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო, შემწეო მორწმუნეთაო და მწუხარეთა სიხარულო და მხიარულებაო, გამომჴსნელო ტყუეთაო და ღმრთისა მიმართ მეოხო ყოველთა მვედრებელთა და მადიდებელთა შენთაო.

ჵ, ღმრთივგჳრგჳნოსანო, დიდო მოწამეო გიორგი! მოგჳჴსენე წინაშე ღმრთისა და ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა მოხედენ სამკჳდრებელსა ქართველთასა, და მკჳდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა, მძლავრთა კუეთებისაგან მრავალგზის შეჭირვებულსა და განამტკიცე იგი. დაამდაბლე ქუეშე ფერჴთა ქრისტიანეთასა წინააღმდგომნი მტერნი, ხილულნი და უხილავნი, და ვითარცა თანამბრძოლ ექმენ დიდგორს ღმრთისმოყუარესა მეფესა დავითს და მიჰმალე უცხო თესლსა ზედა „ძლევაჲ საკჳრველი“, ეგრეთვე აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და არცაღა ჰსთქუან წარმართთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მჴედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, მრავ-ალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე ქრისტჱსმოყუარე მჴედრობანი, და კეთილის-მყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჵ, ახოვანო და ღუაწლსა შინა სახელოვანო მოწამეო, წმიდაო გიორგი! ღმრთივდიდებულითა საკჳრველებითა და ნიშებ-სასწაულითა შენითა განათავისუფლე ტყუენი, განჰკურნე უძლურნი, იჴსენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინე ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, ყოველთა შემწყნარებელსა. ყოველნი მარტჳლთმოყუარენი და მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდე და სულითა და ჴორცით აღამაღლე, რაჲთა სასუფეველისა დიდებასა და დიდადშუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს ვიქმნნეთ ყოველნი, ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადი-დებდეთ და შენ თანა ცხოვნებულნი ვაკურთხევდეთ შენსა გჳრგჳნოსანმყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა და შენ შორის მეტყველსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ლოცვა მუხლთმოდრეკითა სათქუმელი


ჵ, მოწამეთა და მოღუაწეთა შუენიერებაო, ჩემო საწურთელო და ბრწყინვალებაო, ტკბილო სახელითაცა და საქმითა, მეუფისა მრავალნაყოფიერო ნამუშაკეო, მართალთა ყოველთა სამკაულო, ურწმუნოთა მტერთა მიმართ საძლეველო დიდო მჴედარო ქრისტჱს ღმრთისაო, წმიდაო მთავარმოწამეო გიორგი, რომელმან ჰქადაგე წმიდაჲ და დიდებული სახელი მისი წინაშე მეფეთა და მთავართა უშჯულოთა და შინებათა და ტანჯვათა მათგან არა შესძრწუნდი, არამედ მიიღე წადიერებითა მრავალფერთა მათ ტანჯვათა მიერ სასუმელი იგი წამებისაჲ და უხრწნელებისა გჳრგჳნი ცხოველსმყოფელისაგან მარჯვენისა მაღლისა დაიდგი, და აწ ცათა შინა წინაშე საყდართა მათ მადლითა მისითა ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ, ხოლო ქუეყანასა ზედა ნიშთა და სასწაულთა და დიდებულთა საკჳრველთა აღასრულებ, რომელთაჲ არა არს რიცხჳ, მოვედ აწ და დადეგ შორის ჩუენსა და უხუად განგჳყავ შემსჴმელთა შენთა და მგალობელთა მადლი, წყალობაჲ და ცოდვათა მიტევებაჲ და წარგჳმართე ჩუენ გზასა მშჳდობისასა სავანეთა მათ მიმართ საწადელთა, ზეცისა სასუფეველსა ქრისტჱს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველივე დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა გიორგისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო