Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი საგალოებლი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, სასწაულთმოქმედი ხატისათვის - სამი სიხარული

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა,
სასწაულთმოქმედი ხატისათვის - სამი სიხარული


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


ტროპარი, ხმა 4


წმიდისაგან ხატისა შენისა გამოუთქმელითა სიხარულითა აღივსო გული ღმრთისმოსავისა დედაკაცისა, ჵ, ყოვლადწმიდაო დედოფალო ქუეყნისაო, ვითარ მიჰმადლე მას კუალად ქმარიცა და ძეცა და ყოველნი მონაგებნი თვისნი, ეგრეთვე მოგვმადლენ ჩუენცა მოწყალებითა შენითა აღსრულებაჲ კეთილთა სურვილთა ჩუენთა. აღმოგვიცენე წყაროჲ სიხარულისა მარადსაღმომდინარეჲ მვედრებელთა შენთა და მგალობელთა ყოვლითა სულითა: მშობელო ყოვლისა სოფლისა სიხარულისა, აღავსენ პატივისმცემელნი შენნი უხუებითა სიხარულისაჲთა.


კონდაკი 1


უბრძოლველსა წინამბრძოლსა დაუდუმებელად გიხმობთ უღირსნი ესე, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რომელმან სიხარული სამარადისო გვიშევ ცხოვნებისათვის ჩუენისა. მოწყინებაჲ და მწუხარებაჲ ყოველი განსდევნე ჩუენგან, რაჲთა ვხმობდეთ შენდა მომართ: გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


იკოსი 1


საუკუნითგან დაფარული საიდუმლო განგიცხადა შენ, ყოვლადუხრწნელო ქალწულო, გაბრიილ უხორცოთა მთავარმან, შიშითა მხმობელმან: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალო შენტანა და ჩუენცა ცოდვილნი არაწმიდნითა ბაგითა ვიკადრებთ გალობასა ესრეთ:

გიხაროდენ, კურთხეულო შორის დედათაო;
გიხაროდენ, ლერწო ვაზისაო;
გიხაროდენ, ქალწულო შობამდე და შემდგომად შობისაცაო;
გიხაროდენ, ყვავილო დაუჭკნობელო;
გიხაროდენ, საუნჯეო სიწმინდისაო;
გიხაროდენ, საცეცხლურო კეთილსულნელო;
გიხაროდენ, მირონო მრავალსასყიდლისაო;
გიხაროდენ ტრაპეზო სულიერო;
გიხაროდენ, სამყოფელო დაუღამებელისა ნათლისაო;
გიხაროდენ, გაწმნენდელო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 2


მხიარულებითა აღავსე გული ცემი და დაშრიტე მწუხარებაჲ ჩემი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, უხრწნელისა სიხარულისა ნათლითა განანათლე მწუხარე სული ჩემი, რაჲთა ვხმობდე შემოქმედისა ჩემისა მომართ: ალილუია.


იკოსი 2


გონებასა კაცობრივსა ვერ ძალუძს ცნობად, თუ ვითარ ქორწილისა გამოუცდელმან ქალწულმან იტვირთე ყოველთა ღმერთი და უხრწნელად შევ ძეჲ, რისთვისცა შიშით ვხმობთ შენდამი:

გიხაროდენ, ქუეყანაო დაუთესველო;
გიხაროდენ, მაყვალო შეუწველო;
გიხაროდენ, სიღრმეო თვალშეუდგამო;
გიხაროდენ, ხიდო აღმყვანებელო ზეცად;
გიხაროდენ, კიბეო მაღალო, რომელი იხილა იაკობ;
გიხაროდენ, ღმრთეებრივო ჭურჭელო მანანასაო;
გიხაროდენ, დამხსნელო წყევისაო;
გიხაროდენ, აღმოწოდებაო, ადამისო;
გიხაროდენ, რამეთუ შენთან არს ღმერთი;
გიხაროდენ, შემმუსვრელო ბჭისა ჯოჯოხეთისაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 3


შენ ხარ მეოხი და საფარველი ცხოვრებისა ჩემისა, შენ ხარ სასოებაჲ და სიმტკიცეჲ ჩემი. ყოვლადსაგალობელო, განკურნე სული ჩემი, ცოდვისა კეთრითა მოწყლული, რაჲთა საუკუნოდ ვუგალობდე ზეციურსა სიძესა: ალილუია.


იკოსი 3


მაღლისა მიერ კურთხეულო, ქვეყანაო ღმრთეებრივო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მოგვეცემის სიხარული, ღმრთისმშობელო, მხმობელთა ესრეთ:

გიხაროდენ, უმაღლესო ზეცათაო;
გიხაროდენ, უწმინდესო მზისა ნათლისაო;
გიხაროდენ, სამყოფელო ცისა და ქუეყნისა შემოქმედისაო ;
გიხაროდენ, სიხარულო ანგელოსთაო;
გიხაროდენ, ყოვლადსასწაულებრივად, ყოველთა ღმერთთან შემარიგებელო;
გიხაროდენ, ქერუბიმთა უპატიოსნესო;
გიხაროდენ, განდიდებულო უპირატესად სერაფიმთასაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და დამცუელო მტერთა ჩუენთაგან;
გიხაროდენ, დემონთა განმგმერელო და დამაბრმობელო;
გიხაროდენ, ჩუენდა განმღებელო ბჭისა სამოთხისაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 4


აღავსე არს გული ჩემი მოწყინებითა, მწუხარებითა მრავლითა, ვისა უგალობდე დედოფალო, ვისა მიმართ ვილტოდე, ჭირსა ამას შინა, ვისა ვაუწყებდე ნაღველსა ჩემსა, ვისა ესმნეს ცრემლნი დ სულთქმანი ჩემნი, არათუ შენ ღმრთისმშობელო, რომელმან შევ შეუფეჲ ქრისტე ღმერთი ჩემი, სიხარულად ცისა და ქუეყანისა. მასვე უგალობენ ქერუბიმნი და სერაფიმნი ჩუენთანა: ალილუია.


იკოსი 4


არასადა დავსდუბნეთ და დაგიტეოთ შენ, ღმრთისმშობელო დედოფალო, ხსნილი ყოველთა ჭირთა და მწუხარებათაგან სასტიკთა მარადის, არამედ შეგივრდებით შენ და ლმობიერად გიხმობთ:

გიხაროდენ, სიხარულო ყოველთა მწუხარეთაო;
გიხაროდენ, მომპოვნებელო წარწმყედულთაო;
გიხაროდენ, მწუხარებათა ჩუენთა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მეოხო ჩაგრულთაო;
გიხაროდენ, გამომზრდელო მშიერთაო;
გიხაროდენ, სასოებაო მოგზაურთაო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო მშფოთვარეთაო;
გიხაროდენ, მომხილველო სნეულთაო;
გიხაროდენ, საფარველო და მწეო უძლურთაო;
გიხაროდენ, კუერთხო სიბერისაო;
გიხაროდენ, დედაო ღმრთისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 5


შუამდგომელო სოფლისაო, განამხიარულენ ყოველნი, რომელნი მოილტვიან შენდა, დედისა მომართ უმაღლესისა სიხარულისა, დაგვიფარენ ჩუენ პატიოსნითა ომფორითა შენითა, ყოველთა ჭირთაგან, ზედამოსლვათა, მწუხარებათა და სნეულებათაგან, რაჲთა ვხმობდეთ ღმრთისა მომართ: ალილუია.


იკოსი 5


მხურვალე მვედრებელო, ზღუდეო უბრძოლველო, მოწყალებისა მდინარეო, ნავთსაყუდელო ყოველთა მართლმადიდებელთაო, ღმრთისმშობელო ქალწულო, შიწირე ჩუენგან ანგელოსთა გალობაჲ:

გიხაროდენ, სიხარულო და დიდებაო მორწმუნეთაო;
გიხაროდენ, სასწაულო სასწაულთაო;
გიხაროდენ, უცვალებელო სასოებაო ყოველთა წმინდათაო;
გიხაროდენ, ჭირთაგან მსწრაფლდამხსნელო;
გიხაროდენ, ჭირსა შინა განმზადებულო სასოებაო;
გიხაროდენ, სავანეო დამტევნელო ღმრთისაო;
გიხაროდენ, უფსკრულო მადლისა და უხუებისაო;
გიხაროდენ, ტაძარო განსულიერებულო;
გიხაროდენ, განმამხიარულებელო სიხარულო ქვრივთა და ობოლთაო;
გიხაროდენ, დაულეველო საუნჯეო,
გიხაროდენ, სძალო უსძლო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 6


ნუ დამაგდებ მე ჟამსა ცხოვრებისა ჩემისასა, დედაო ღმრთისაო და ღირს მყავ აღსასრულსა კეთილსა, რაჲთა ვხმობდე მაცხოვარისა ღმრთისა მომართ: ალილუია.


იკოსი 6


ყოველთა განსაცდელთა და ვნებათაგან განმათავისუფლე მე ყოვლადუხრწნელო, შემიწყალე, მაცხოვნე, განმამხიარულე მე და მძვინვარეთა მტერთაგან მიხსენ და დამიცევ მე. რაჲთა მარადის ვხმობდე შენდა მომართ:

გიხაროდენ, მტკიცეო და შეურყეველო სასოო ჩუენო;
გიხაროდენ, მპყრობელო და დედუფალო ყოველთაო;
გიხაროდენ, უაღმატებულესო საუნჯეო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, განმამტკიცებელო ყოველთა მართალთაო;
გიხაროდე, მეოხო მსურვალეო ქრისტიანისა ერისაო;
გიხაროდენ, ყოველთა წმიდათათვის მშობელო უწმინდესისა სიტყვისაო;
გიხაროდენ, საყდარო ზეციურო;
გიხაროდენ, აღმომაცენებელო დაულევნელისა ცხოვრებისა წყაროჲსაო;
გიხაროდენ, წმინდაო ნავთსაყუდელო და გარემომზღუდველო ყოველთა შენთა მსასოოვართაო;
გიხაროდენ, ურცხვენელო წარმადგინებელო ქრისტიანეთაო;
გიხაროდენ, თასო, შემკრებელო სიხარულისაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 7


წარმომიდეგ მე, ყოვლალდსახეირო, ჟამსა აღსასრულისა ჩემისასა, და სული ჩემი უბადრუკი განმავალი კრულისა ამის ხორცისა ჩემისგან, განმიახლე, რაჲთა ვუგალობდე მძლეველსა სიკვდილისა და ჯოჯოხეთისასა: ალილუია.


იკოსი 7


პირსა შენსა სახარულევანსა ნუ მიიღებ ჩემგან, ღმრთისა მშობელო, შეისმინე ვედრებაჲ ჩემი და გოდებაჲ ჩემი მოწევნულ იქმნეს შენდა მომართ, ქალწულო ყოვლადწმიდაო და მსწრაფლ ისმინე ჩემი, ჟამსა მას, რომელსაცა გიხმობდე შენ, რაჲთა გიგალობდე ესრეთ:

გიხაროდენ, საგალობელო სადღესასწაულო ანგელოსათაო;
გიხაროდენ, საფარველო და აღსრულებაო;
გიხაროდენ, საქებელო მოციქულთაო;
გიხაროდენ, ტანჯულთათვის მომნიჭებელო გვირგვინისაო;
გიხაროდენ, სუეტო ქალწულებისაო;
გიხაროდენ, დამხსნელო ცრემლთა ევასათაო;
გიხაროდენ, გარემომზღუდველო მმარხველთაო;
გიხაროდენ, განმამხიარულებელო ცხოვრებისა ხრწნადისაო;
გიხაროდენ, სიხარულო მონაზონთაო;
გიხაროდენ, პატივო მღვდელმთავართაო;
გიხაროდენ, მშვენიერებაო მღვდელთაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 8


ნათლითა სანთლისათა ინება ყოვლადწმიდამან მიმთხვევაჲ სიძისა მიმართ სულთა ჩუენთასა. მოგვმადლენ ჩუენ, რაჲთა სიმხნითა გულსაჲთა და სიფხიზლითა გონებისაჲთა განვლოთ აწინდელი ცხოვრებაჲ ესე ჩუენი და შევიდეთ სიხარულისა პალატსა დიდებისა მისისასა და ყოველთა მსაჯულსა ღმერთსა უგალობდეთ: ალილუია.


იკოსი 8


მხოლო უხრწნელო და წმიდაო ქალწულო, ზეციურისა მხიარულებისა შემკრებელმან, ღირსყვენ ყოველნი მოყვარენი, მეგობარნი და მეცნიერნი ჩუენნი განსვენებასა ყოველთა წმიდათა თანა, რაჲთა ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა, ყოვლადწმიდაო, განუსვენოს მათ უფალმან ადგილსა ნათლისასა, სადა არა არს სნეულება, ურვა, სულთქმა, არამედ ცხოვრებაჲ დაუსრულებელი, რაჲთა მიუტეოს მათ უფალმან ყოველივე შეცოდებანი მათ მიერ ქმნილნი სიყრმითგან ვიდრე ჟამამდე სიკვდილისა მათისა, რაჲთა ისინიცა ხმობდენ ჩუენთანა:

გიხაროდენ, რომელი არა დაგვიტევებ ჩვენ შემდგომად მიძინების შენისასა;
გიხაროდენ, დედაო ცხოვრებისაო;
გიხაროდენ, სიკვდილისაგან დამხსნელო სულთა ჩუენთაო;
გიხაროდენ, დაუძინებლად მლოცველო ღმრთისმშობელო;
გიხაროდენ, მომცემელო სამოთხისა სიხარულისაო;
გიხაროდენ, ხორცითა მშობელო ღმრთისაო;
გიხაროდენ, აღმადგინებელო დანთქმისაგან ჯურღმულისა;
გიხაროდენ, ყოველთა სარწმუნოებითა და სასოებითა აღსრულებულთა განსვენებაო სახარულევანო;
გიხაროდენ, სასოო უსასოთაო;
გიხაროდენ, ჩვენთვის განმღებელო მოწყალებისა კარისაო;
გიხაროდენ, დამხსნელო სასიკვდინისა სენისაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 9


ჵ ღმრთისმშობელო, გვიხსნენ ჩვენ, ცოდვილნი მონანი შენნი, ცეცხლისაგან გეენისა, წყვდიადისა უნათლოჲსა, ჯოჯოხეთისა სატანჯველისაგან და ღირს გვყვნენ ცხოვრებასა დაუბერებელსა, რაჲთა მარადის უგალობდეთ იესოს ტკბილსა: ალილუია.


იკოსი 9


ყოვლადწმიდაო ქალწულო, შენითა შუამდგომელობითა წინაშე ყოვლად აღმატებულისა საყდრისა, განანათლე სული და ხორცი ჩემი, გონებაჲ და გული სრულიად განმიახლე მე, განმაშვენე, უბიწო მყავ, განმადიდე, მაცხოვნე, განმანათლე და მაკურთხე მე ზეციურთა და ქუეყნიერითა კურთხევითა შენითა, რაჲთა ვხმობდეთ შენდა:

გიხაროდენ, დედაო უსძლოო და გამოუცდელო ქორწილისაო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ძე ღმრთისა ვიცანთ ჩუენ;
გიხაროდენ, ზღუდეო დაურღვეველო;
გიხაროდენ, ყოვლად სრულო ცხოვნებაო სულთა ჩუენთაო;
გიხაროდენ, დედოფალო და დედაო მხსნელისაო სიკვდილისაგან საუკუნოჲსა;
გიხაროდენ, ანგელოსთაცა უწმინდესო;
გიხაროდენ, რამეთუ ჭეშმარიტად შენ მიერ სუფევს უფალი და შვენიერებაჲ შეიმოსა;
გიხაროდენ, დამფარველო ცოდვისა ბიწისაო;
გიხაროდენ, ცისკარო გაზაფხულისაო უნათლესო;
გიხაროდენ, დამაცხმობელო მძვინვარისა ქარიშხლისა სულისა ჩემისაო;
გიხაროდენ, ელვაო სულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 10


ღმრთისმშობელო ქალწულო, მართლმადიდებელობასა შინა განამტკიცე ერი შენი. დაიფარე იგი, ყოვლისა ბოროტისაგან პატიოსნითა ომფორითა შენითა, რაჲთა უგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.


იკოსი 10


ღმრთისმოყვარეო ქალწულო მარიამ, უსძლოო დედოფალო ღმრთისმშობელო, ცხოვნებაო და სასოო მართალთაო, გაქუს შენ კადნიერებაჲ წინაშე ზეციურისა მეუფისა, რომელი შენ მიერ განხორციელდა. სასტიკთა მწუხარებათაგან და მწარისა ნაღველისაგან განგვათავისუფლენ ჩუენ. ნუგეშინისცემასა და სიხარულისა ვითხოვთ შენ მიერ, სიხარულო ჩუენო, და უმეტესად ცხოვნებასა საუკუნესა ლმობიერებით მხმობელო, ესრეთ:

გიხაროდენ, პურო ცხოვრებისაო, მშობელო ღმრთეებრივისა ტარიგისაო;
გიხაროდენ,ლერწო ვაზისაო, აღმომზრდელო ჩუენდა ნაყოფისა ცხოვრებისათაო;
გიხაროდენ, დამათრობელო სიხარულითა ზეციურისა ღვინისათაო;
გიხაროდენ, წმიდათა ზეციურთა და ცხოველისმყოფელთა, საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა მიმთხვევასა ღირსმყოფელო მართალთაო;
გიხაროდენ, ნათელო დაუღამებელო, გამოუთქმელისა საიდუმლოისაო;
გიხაროდენ, სხივო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო;
გიხაროდენ, საფარველო და სასოებაო ჩემო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო ჩემო;
გიხაროდენ, ნუგეშისმცემელო ჩემო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩემო;
გიხაროდენ, განმაცხოველებელო, ცოდვათა მიერ, მომკვდარისა ამის ჩემისაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 11


ზეციურისა ბჭისა მართალთათვის განმღებელო, განმიხვენ მე კარი სინანულისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა შემიწყალოს მართალთა მსაჯულმან და არა საცნაურ ჰყვნეს დაფარულნი ცოდვანი ჩემნი და არა მარცხვინოს მე წინაშე ანგელოსთა თვისთა და საუკუნოს უგალობდე მას: ალილუია.


იკოსი 11


განმწმიდე მე, ყოვლადწმიდაო, ყოვლისაგან ბიწისა ხორცისა და სულისა, განაგდე ჩემგან მოწყინებაჲ, განანათლენ ზრახვანი გულისა ჩემისანი, მომმადლენ მე ხსენებაჲ სიკვდილისა. გული ჩემი მზაკვართა ვნებათაგან დაიცევ და შეისმინე ჩემი მგალობელისა ესრეთ:

გიხაროდენ, დედუფალო ჩემო, ყოვლადსახიერო;
გიხაროდენ, მეოხო ჩემო, უფროსად კურთხეულო;
გიხაროდენ, შეწევნაო მოღვაწეთაო;
გიხაროდენ, მეოხებაო ჩაგრულთაო;
გიხაროდენ, ლხინებაო და ნუგეშინისცემაო მგლოვარეთაო;
გიხაროდენ, სასოო ჩემო, ჟამსა სიკვდილისა ჩემისასა;
გიხაროდენ, მხიარულებაო სულისა ჩემისაო;
გიხაროდენ, შვენიერებაო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, გონებისა ჩემისა განათლებაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო ყოველთა ქრისტიანეთაო;
გიხაროდენ, მტკიცეო მვედრებელო და შუამდგომელო წინაშე ღმრთისაო;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 12


ნათელსა მას შინა წმინდათა შენთა ანგელოსთასა, ვითარ შევიდე არა ღირსი ესე, ღმერთო, ღმერთო ჩემო, უკეთუ ვიკადრო შესლვად სავანესა მას, სამოსელი მამხილებს მე, რამეთუ არა არს საქორწინე, ცხოვრებისმომცემელო, ვედრებითა ღმრთისმშობელისათა განანათლე სულისა ჩემისა სამოსელი, რაჲთა გიგალობდე: ალილუია.


იკოსი 12


ჰოჲ ზეციური, ჰოჲ ნეტარი, ჰოჲ ტკბილი ხმა შენი, განმამხიარულებელი გულთა ჩუენთა, არა ამაოდ აღგვითქვა ჩუენ, რამეთუ იქმნებოდა ჩუენთანა, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ლოცვითა შენითა ბრმანი ხედვენ, ყრუთა ესმით, მკელობელნი, ვლენან, კეთროვანნი განიწმინდებიან, მშიერნი განძღებიან, შიშველნი შეიმოსებიან, ქვრივნი ნუგეშინისიცემებიან, ობოლნი ხარობენ, ღატაკნი განმხიარულდებიან, ცოდვილნი ცხოვნდებიან და გლახაკნი დღესასწაულობენ მგალობელნი ესრეთ:

გიხაროდე, განსულიერებელო კიდობანო ღმრთისაო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყვარეო დედოფალო;
გიხაროდენ, სიყმშილისა და კვლისა, წვისა და რღვნისმაგან დამხსნელო ჩვენო;
გიხაროდენ, მცუელო ჩუენო ცეცხლისაგან, მახვილისა, უცხო ტომთა ზედამოსვლისა და ტომითისაგან ბრძოლისა ყოვლისაო;
გიხაროდენ, დამყუდებელო მძვინვარისა ზღვისა მღელვარისა წყლისაო;
გიხაროდენ, თუალთაგან ჩუენთა დამშრეტელო ცრემლისა ყოვლისაო;
გიხაროდენ, რამეთუ ჭეშმარიტად შეგვიყვარენ ჩუენ სიყვარულითა დედობრივითა;
გიხაროდენ, მომნიჭებელო ღმრთეებრივისა მადლისაო;
გიხაროდენ წიაღსა შინა შენსა მტვირთველო საუკუნოჲსა სიხარულისაო;
გიხაროდენ, რამეთუ ნავთსაყუდელსა მყუდროსა განამზადებ სულთა ჩუენთათვის;
გიხაროდენ, რამეთუ ხარ შენ მხიარულებაჲ დაუცხრომელი ყოვლისა ერისა;
გიხაროდენ, სიხარულო ჩუენო, მტვირთველო ყოვლისა სოფლისა სიხარულისაო წიაღსა შინა შენსა.


კონდაკი 13


ჰოჲ, ყოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ქალწულო ღმრთისმშობელო, შეიწირე კნინი ესე ლოცვაჲ ჩუენი. მტკიცეო შუამდგომელო მწუხარებასა და ჭირსა შინა მყოფთაო. ვევედრებით ჩუენ პატიოსანსა და ცხოველისმყოფელსა ჯვარსა ძისა შენისა, უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, რაჲთა მოგუმადლოს სული შემუსვრილი, გული მდაბალი, ცრემლნი ლმობიერებისანი, მიტევებაჲ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა და სიხარული დაუჭკნობელი, რაჲთა მაღალსა იერუსალიმსა შინა მაცხოვარსა ღმერთსა უგალობდეთ: ალილუია.

ეს კონდაკი იკითხება სამგზის და კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1


სავედრებელი ლოცვა


ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ყოვლსადსახიერისა ძისა დედაო ყოვლადსახიერო, საფარველო ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და ამის ეკლესიისაო, ყოველთა ცოდვათა და მწუხარებათა შინა მყოფთა მეოხო და წარმადგინებელო, ნუ უგულებელსყოფ ლოცვათა ცოდვილთა მონათა შენთა, არამედ ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა ყოველთა სარწმუნოებითა და ლმობიერებითა თაყვანისმცემელთა სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისათა, ჯერისაებრ მოგვანიჭოს სიხარული ყოველთა: ცოდვილთა მოგებაჲ გონებისა, სინანული და ცხონებაჲ. განსაცდელთა და მწუხარებათა შინა მყოფთა - ნუგეშინისცემაჲ, ჭირთა და მრისხანებასა შინა მყოფთა - განრინებაჲ ამათგან. სულმოკლეთა და უსასოთა - სასოებაჲ და მოთმინებაჲ. სიხარულითა და უხუებითა ცხოვნებულთა - დაუცადებელი მადლიერებაჲ ღმრთისა მომართ. სნეულებათა შინა მყოფთა - განკურნებაჲ და განმტკიცებაჲ.

ჰოჲ, დედოფალო ყოვლადწმიდაო, მოწყალე იქმენ ყოველთა ზედა, რომელნი აღიარებენ ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა და გარდამოუვლინე ყოველთა საფარველი და მეოხება შენი, ყოვლადძლიერო. დაიცევ და დაიფარე ერი შენი ხილულთა და უხილავთა მტერთაგან. მეუღლენი განამტკიცენ სიყვარულითა და ერთითა ზრახვითა. ყრმანი აღზარდე, ჭაბუკნი უბიწო ჰყვენ, განაღე გონებანი მათნი, რაჲთა შეიწყნარონ ყოველნი სწავლებანი კეთილნი. შინაურისა შფოთისაგან დაიფარენ ყოველნი კაცნი, სიყვარულითა და მშვიდობაჲ, ღვთისმოსაობაჲ, სიმრთელეჲ, დღეგრძელობაჲ მოგვმადლე, რამეთუ ყოველნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა გხედვენ შენ, ვითარცა მტკიცესა და ურცხვენელსა შუამდგომელსა ქრისტიანისა ერისასა და ესევითარად გადიდებენ შენ და შენთანა ძესა შენსა, დაუსაბამოჲთა მამითა მისითა და ერთარსითა სულითა მისითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდისა მოწამისა, საქართველოს მნათობისა დედოფლისა ქეთევანისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო