Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, სასწაულმოქმედი ხატისათვის „პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი“

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, სასწაულმოქმედი ხატისათვის - პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი

ევედრებიან უწვიმობის, პურის მოსავლის დაღუპვის საშიშროების, შიმშილობისაგან სახსნელად

ტროპარი, ხმა 3


ჰოჲ ყოვლადწმიდაო ქალწულო მარიამ, დედაო მეუფისა მის ზეცისა და ქუეყანისაო, სახიერებითა გარდამოიხილე მოყუარეთა ზედა ძისა შენისაითა და მოღუაწეთა საუკუნოისა ცხოვნებისათვის სახელისა მისისათვის და უხუებითა მიჰმადლე მათ ყოველი სიტკბოებისა მათისათვის. ნაყოფისა მომნიჭებლად ეყავ პურთა მათთა, ყოველთა ჭირთა და იწროებათაგან იხსენ იგინი და მიჰმადლენ მათ, მონათა შენთა ხსნაჲ ტანჯუათა მათთაგან და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ.


კონდაკი 1


ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულო დედაო ღმრთისაო და დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო, განთავისუფლებულნი ყოველთა ჭირთა ჩუენთაგან, მოგიძღუანებთ გალობასა ამას სამადლობელსა, ხოლო შენ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, შეიწირე გულისმოგდინეჲ ვედრებაჲ ესე ჩუენი, სიყმილისა და წარწყმედისაგან, გვიხსენ ჩუენ. ნაყოფიერებაჲ მოჰმადლენ ქუეყანასა ამას ჩუენსა, გამომზრდელო და ნაყოფის მომნიჭებელო ველთათვის და პურთათვის ჩუენთა, რაჲთა მოხარულნი მარადის ვხმობდეთ შენდა:

გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


იკოსი 1


აღგირჩია შენ, დედუფალო, შემოქმედმან ანგელოსთამან მიმადლებულო ეგე მაცხოვნებელად კაცთა და ერისა ამის შემწედ გყო შენ, განმანთავისუფლებელო ჩუენო ყოვლისაგან სიყმილისა და ზედამოსვლისაო, ყოვლითა სიმშვიდითა და კმაყოფილებითა კეთილად განმმართუელო ჩუენისა ცხოვრებისაო, რისთვისცა ლმობიერებით გიხმობთ შენ:

გიხაროდენ, მიმადლებულო, განმანთავისუფლებელო კაცთა ჭირთაგან ყოველთაო;
გიხაროდენ, შემწეო და მეოხო შენთა მათ საკუთართაო;
გიხაროდენ, მაცხოვნებელო იწროებათაგან ყოველთა ერთა ქრისტეს-მოყუარეთაო;
გიხაროდენ, გამომზრდელო მშიერთაო;
გიხაროდენ, მეოხო ობოლთაო;
გიხაროდენ, სამოსელო შიშველთაო;
გიხაროდენ, აღმომაცენებელო ნაყოფისა ცხოვრებისაო;
გიხაროდენ, სულთა ჩუენთათვის მშობელთა მაცხოვარისაო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 2


იხილა რა ძემან შენმან მომართ კაცთა დიდნი წყალობანი შენნი, გეტყოდა შენ: ითხოვე, დედაო ჩემო და არასადა უკუევიქცე შენგან, არამედ აღგისრულო ყოველი თხოვაი შენი, ხოლო ჩუენ განმადიდებელნი საკვირველისა ამის ზრახვისანი ნათესავისა მომართ კაცთასა, ვუგალობთ ღმერთსა: ალილუია.


იკოსი 2


მიჰმადლე ზეცით გონებაჲ ღირსსა მამასა ამბროსის და მის მიერ აღშენებულსა სავანესა შინა უბრძანე დავანებაჲ ხატისა ღმრთისმშობელისა და წოდებად მისდა პურთათვის ნაყოფსა მომნიჭებლად, რამეთუ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ერი შენი სიყმილისაგან დაიხსენ მომადლებითა ნაყოფიერებისათა ქუეყანისა მომართ წუიმაჲ გარდამოგვივლინენ უწინარესცა და კუალად შემდგომად ველთა და ყანობირთა ჩუენთათვის და კაცნი სიკუდილშემოსილთა ვნებათაგან დაიცევ და წარწყმედისაგან, რისთვისცა ესრეთ გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, ქალწულო სასოებაო ქრისტეანეთაო;
გიხაროდენ, რამეთუ ნეტარ ხარ შენ ნათესავითგან ნათესავამდე;
გიხაროდენ, რამეთუ აკურთხევ და ნაყოფიერებასა მოჰმადლებ ყანობირთა ჩუენთა;
გიხაროდენ, რამეთუ გვიხსნი ჩუენ სიყმილისაგან;
გიხაროდენ, მზრდელო ჩუენო პურითა მით ცხოვრებისათაო;
გიხაროდენ, სძითა გამომზრდელო სოფლისა მზრდელისაო;
გიხაროდენ, დამთესუელო უკუდავისა ნაყოფისაო;
გიხაროდენ, მშობელთა დამნერგველისა ცხოვრებისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 3


განგვამტკიცენ ჩუენ ძალითა მაღლისაჲთა, მიმადლებულო დედუფალო, დღეთა შინა ყოველთა სიყმილისა და სრვისა, რაჲთა არა მოვსწყდეთ ჩუენ სასტიკებითა თვინიერ სინანულისა, მოწყინებითა და უსასოებითა, არამედ თმენასა და ღმრთისა მიმართ სათნოყოფასა შინა განგვასწავლენ ჩუენ, რაჲთა მწუხარებათა და ზედამოსვლათა მიერ შევიწყნარებდეთ წმიდასა ნებასა მისსა, სახიერსა და სრულსა და დაუცადებელად ვაქებდეთ ღმერთსა და ვხმობდეთ მისდა: ალილუია.


იკოსი 3


პატიოსნითა სისხლითა ძისა ღმრთისა შენისა მოსყიდულთა კაცთა მომართ დიდისა სიყუარულისა მქონებელმან, ღმრთისმშობელო ყოვლადწმიდაო, მოიღე ძალი მის მიერ განმართვად და დაფარვად ერისა ქრისტეანეთასა. რამეთუ ხარ შენ მსწრაფლშემწეჲ ყოველთა ჭირვეულთათვის ქალაქთა და დაბათა შინა და ველთა ზედა მყოფთა და საფარველი ყოვლისა სოფლისა და შენდა მომართ - მოწყალისა და ღმრთისმოყუარისა დედისა და ჩუენისა განმმართუელისა და ცხოვნებისა მიმართ მიმყუანებელისა ქუეყნიერისა ამის ცხოვრებისა ჩუენისასა, სიმდაბლითა ვხმობთ ესრეთ:

გიხაროდენ, დედაო სახიერო სახიერისა ძისაო;
გიხაროდენ, დაუცადებელად მვედრებელო შეწყალებისათვის და ცხოვნებისა ჩუენ ცოდვილთასაო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ შუამდგომელო ყოველთა ქრისტიანეთაო;
გიხაროდენ, ყოველთათვის მომღებელო ყოვლისა კეთილისაო;
გიხაროდენ, გამომზრდელო ყოველთა ტყუეთა და საპყრობილესა შინა მყოფთაო;
გიხაროდენ, ხორცისა ჩემისა მხნეობაო და სულისა ცხოვნებაო;
გიხაროდენ, რამეთუ მდიდრად აღაყუავილე სამოთხეჲ;
გიხაროდენ, რამეთუ განუმზადებ ნავთსაყუდელსა სულთა კაცთასა;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 4


აღძვრაჲ ქართა საძაგელთა მოულოდებელად მოიწევის ჩუენ ზედა, ქუხილი და ელვაჲ, სეტყუაჲ და წყალი მრავალი მოულოდებელად მოვალს ქუეყანასა ზედა; დედუფალო ყოვლადმოწყალეო, ისწრაფე ჟამსა მას შეწევნად შეუწევნელთა ამათ ჩუენთათვის, დაგვიცევ და გვიხსენ ჩუენ წვიმისაგან ღუართასა, რომელი ცოდვათა ჩუენთა მიერ მოიწევს ჩუენ ზედა, რაჲთა დაცულ იქმნენ ველნი და ყანობირნი ჩუენნი ყოველთა მათთაგან და აღძვრამან წყალთამან არასადა წარგვტყუევნოს ჩუენ, რამეთუ ხარ შენ მეოხი ურცხვენელი ცოდვილთა ამათ ჩუენ-თათვის და სასოებასა ჩუენსა დასდებთ შენზედა და ლოცვათა შენთა ძლიერებისა განმადიდებელნი ვუხმობთ შენგან შობილსა მაცხოვარსა სოფლისასა: ალილუია.


იკოსი 4


მხილველნი და ყურადმიმღებელნი თანალმობისა შენისანი, დედუფალო, კაცთა მომართ ჭირვეულთა და წარწყმედდათა შენდა მოვილტვით ცოდვილნი ესე და გევედრებით შენ: ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, გვისმინე ჩუენ ცოდვილთა და რაჟამს მზეჲ შეაშრობს ქუეყანასა და სიმშრალისა მის მიერ იქმნების ხვატი დიდი ყინელი იგი იწყებს დაჭნობასა ქუეყანისასა, ჟამსა მას შინა, დედუფალო, გარდამოგვივლინე ცუარი მადლისა შენისა ჭირვეულთა ამათ და მვედრებელთა მოწყალებისასა, განამხიარულე პირი ქუეყანისა ერისათვის ამის შენისა - ყოველთა გლახაკთა და ყრმათა და პირუტყუთათვისცა, და სხუათათვის ყოველთა, რომელნი საზრდელისა მონიჭებასა კეთილსა ჟამსა სასოებენ და ნაყოფის-მომნიჭებელისა წმიდისა ხატისა შენისა მიერ გარდამოგვივლინე მოწყალებაჲ შენი მხმობელთა შენდა ესრეთ:

გიხაროდენ, რომელი დაუძინებელად ევედრები ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა მოსდრიკო იგი ჩუენდა მოწყალებითა თვისითა;
გიხაროდენ, რომელი განგვაშორებ საშჯელსა ღმრთისასა, სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულსა უსჯულოებათაებრ ჩუენთა;
გიხაროდენ, დამცუელო ჩუენო უწმიდურებათაგან ყოველთა, დედობრივთა საფარველითა შენითაო;
გიხაროდენ, მზისა მიერ შეწვისა და ხვატისაგან დამხსნელო ველთა და ყანობირთა ჩუენთაო;
გიხაროდენ, ყოვლადმოწყალეო შემსმენელო ხმისა ჩუენისაო, მვედრებელთა ამათ ჭირთა შინა და ზედამოსვლათაო;
გიხაროდენ, ცეცხლისაგან დამხსნელო საცხოვრისისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო მსწრაფლშემსმენელო ჩუენო განსაცდელთა შინა მწარეთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლგანმანთავისეუფლებელო ჩუენო ჭირთაგან ყოველთაო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 5


ღმრთივმავალი ვარსკულავი, ხატი შენი, ღმთისმშობელო, დაუქრობელად გამოუბრწყინდების კაცთა ყოველთა მვედრებელთა პურისა არსობისათა და საფარველითა შენითა სცავ ველთა და ყანობირთა ჩუენთა და ნაყოფის მომღებელად ჰყოფ მათ და მათ შინა მოღუაწენი ყოველნი სამართლად უგალობენ ქრისტესა ღმერთსა: ალილუია.


იკოსი 5


გხედვიდა რა ძეჲ შენი მოწაფისა მისისა საყუარელისა თანა წარდგომილად წინაშე ჯუარისა, გეტყოდა შენ: - დედაკაცო, აჰა ძეჲ შენი - და მოწაფესა მას - აჰა, დედაჲ შენი და შვილად შენდა ჰყოფდა მორწმუნესა ყოველსა და ჩუენცა შვილნი შენნი და მსასოებელნი საფარველისა შენისანი, შენ, ვითარცა დედასა ჩუენსა, კადნიერებით გიგალობთ ესრეთ:

გიხაროდენ, მოწყალემყოფელო მსაჯულისა მის მართლისაო;
გიხაროდენ, შემნდობელო ცოდვათა ჩუენთაო;
გიხაროდენ, სასოო ჩუენო საცნაურო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო ჩუენო ურცხვენელო;
გიხაროდენ, დამხსნელო ჩუენთა მწუხარებათაო;
გიხაროდენ, დამნთქმელო ჩუენთა ურვათაო;
გიხაროდენ, შემცუალებელო ვნებათა ალისაო;
გიხაროდენ, მხიარულებაო ნათესავთა ყოველთაო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 6


ჰგადაგებს ქრისტეს ეკლესიაჲ სასწაულთა შენთა ღმრთისმშობელო; აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი შენი და არა არნ ქალაქნი, ანუ ქუეყანანი სადაცა ძალნი ღმრთისანი არა აღიძვრიან შენ მიერ ხსნისა და ცხოვნებისათვის, განათლებისათვის და განკურნებისა ქრისტესმოსახელისა ერისა; და უმეტესად წმიდათა ხატთა შენთა მიერ აღასრულებ სასწაულთა, მოწყალებითა და უხუებათა გარდამოდინებითა მათ მიერ შეწევნად ურვეულისა და ჭირვეულისა ერისა ამისათვის, რისთვისცა, განმადიდებელნი შენნი, ვუგალობთ ძესა შენისა და ღმერთსა ჩუენსა: ალილუია.


იკოსი 6


გამოგვიბრწყინდა ჩუენ მზისაგან ჭეშმარიტებისა - ცისკარი - ქალწული ყრმა განმანათლებელი სულიერითა სიყმილითა ტანჯულთა - სულთათვის ყოველთა, სიტყუისაებრ უფლისა: - არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყუითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა: დაღაცათუ თუალნი ჩუენნი დაბნელებულნი და ქუადქმნილნი გულნი ჩუენნი არა ხედვენ თუალითა და არა გულისხმაჰყოფენ გზათა მათ უფლისათა. სიყმილითა სულიერითა ურვეულნი მოვილტვით შენდა მომართ, ქალწულო ყოვლადწმიდაო და გევედრებით შენ: დააცხვრე წყურიელი სულნი ჩუენნი სიტყუათა მიერ ცხოვრებისათა, მგალობელთა შენთანი ესრეთ:

გიხაროდენ, აღმადგინებელო ჩუენო სიგლახაკისაგან სულისათაო;
გიხაროდენ, გამომზრდელო ჩუენო ცხოვრებისა სიტყუითაო;
გიხაროდენ, ტრაპეზო ყოვლადგანათლებულო, მტვირთველო ცხოვრებისა პურისაო;
გიხაროდენ, საზრდელო მონაცვლეო მანანასაო;
გიხაროდენ, ქუეყანაო სახიერო, აღმომაცენებელო საღმრთოჲსა ნაყოფისაო;
გიხაროდენ, ყანაო, უხუებითა აღმომამორჩებელო ნაყოფისა მრავლისაო;
გიხაროდენ, კლდეო, წყურიელთათვის ცხოვრების მწდეველო;
გიხაროდენ, მრჩობლად მომმადლებელო წყალობისაო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 7


გამოუჩნდი შენ აგარაკად ტკბილად ყოველთა მნებებელთა ცხოვნებისათა, დედუფალო, რომლისა მიერ გამოზრდილთა აქუსთ ჭამადი უხრწნელი და საუკუნოჲ, ხოლო ჩუენ ქუეყანისანი, გევედრებით შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, გამოაჩინე ძალი შენი ველთა და ყანობირთა ჩუენთა ზედა, ოდეს მოიწევს ჟამი იგი მკისა და მწუავნილი ყოველი მოგუანიჭე უხუებით განსაშუებელად ჩუენთა მგალობელთა ღმრთისა მიმართ: ალილუია.


იკოსი 7


საკვირველად განსდიდდი შენ ღმრთისმშობელო და სცავ ერსა მართლმადიდებელსა, აღმდგარნი წინაშე ღმრთისა ვერ გულსხმაჰყოფენ, თუ ვითარ ძლიე-რებით არს ლოცვა ღმრთისა დედისა. ხოლო ჩუენ კეთილად წარმართებულნი შეწევნითა კურთხევითა შენითა ლმობიერებათა გიხმობთ ესრეთ:

გიხაროდენ, ქუეყანისა მოქმედთა წმიდითა გულითა და ხელითა დაშრომილთა გვირგვინოსანმყოფელო ნაყოფითა კურთხეულთაო;
გიხაროდენ, ზედამოსლვათა და შრომათა შინა ჭირვეულთა მოულოდებელო შემწეო;
გიხაროდენ, უხილავად აღმზრდელო ობოლთა უდედოთაო;
გიხაროდენ, შემწეო ყოველთა უძლურთაო;
გიხაროდენ, გამომზრდელო ქურივთა და ობოლთაო;
გიხაროდენ, სნეულთა და დავრდომილთათვის მომნიჭებელო ყოვლისა საზრდელისა, ძალისა და სიხარულისაო;
გიხაროდენ, კადნიერებისა სამოსელო შიშველთაო;
გიხაროდენ, შემნდობელო მრავალთა ცოდვათაო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 8


ვითარცა ძუელდ თანამოქმედ ეყავ შენ მოვლინებასა მაცხოვარისასა ქუეყანასა ამას ზედა, ეგრეთვე აწცა, ვითარცა მზეჲ, სხივცისკროვანი აღმოხედ მოწევნულსა ყანობირთა ამათ ზედა და წინაჲუსწარ უფალსა მომავალსა მომკალთა მათ თანა, რისთვისცა ჩუენცა შიშით ვხმობთ მისდა მომართ: ალილუია.


იკოსი 8


ყოველთა სასოებასა დავსდებთ შენ ზედა, ღმრთისა დედაო და ურვათა შინა მყოფნი მოვილტვით წმიდისა ნაყოფისმომნიჭებელისა ხატისა შენისა მომართ, რამეთუ შენ მიერ მადლმოსილსა ნუგეშინისცემასა და შეწევნასა ვსასოებთ სიგლახაკესა და უპოვარებასა ჩუენსა ამას შინა, მხმობელნი შენდა:

გიხაროდენ, საუნჯეო უფროჲს აღმატებულთა წყალობათაო;
გიხაროდენ, საზრდელო და ნუგეშინისცემაო შენდა მოლტოლვილთაო;
გიხაროდენ, პურო, გამომზრდელო მშიერთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლშემსმენელო გლახაკთაო;
გიხაროდენ, სათნოო მზრუნველო მწუხარეთა და სიყმილისა მიერ ჭირვეულთაო;
გიხაროდენ, აღმომაბრწყინვებელო ჩუენდა დაუვალსა ნათლისაო;
გიხაროდენ, განმღებელო ქრისტეს სამეუფოჲსაო;
გიხაროდენ, სასოო საუკუნეთა კეთილთაო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 9


განკვირვა კაცნი ყოველნი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დიდებულებამან სასწაულთა შენთამან, რომელნი ხატთა შენთა წმიდათაგან გარდამოედინებიან მიერ შენსა, რამეთუ ყოველთა ვედრებისა მათისაებრ მიჰმადლე ყოველსა: სახლთა ჩუენთა განმართავ, ქუეყანისა მოქმედთა მაღლით კურთხევასა გარდამოუვლენ და სახმარსა ყოველსა მოანიჭებ კაცთა. რისთვისცა ძესა შენსა ვუგალობთ ესრეთ: ალილუია.


იკოსი 9


რიტორნი მრავალხმიანი უღონო არიან გალობად სასწაულთა შენთა, ღმრთისმშობელო დედუფალო, რამეთუ შეწევნად განაპყრობ ხელთა შენთა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და გარდამოუვლენ მართალთა ქუეყანისა ნაყოფიერებასა, კეთილშეზავებულობასა ჰაერისასა და ნაყოფთა უხუებასა და ქუეყნიერთა კეთილთა, ხოლო ჩუენ სიმდაბლით აღმსარებელნი დიდისა შუამდგომლობისა და დაუცადებელისა შეწევნისა შენისანი ჭირთა შინა ჩუენთასა, გიგალობთ ესრეთ:

გიხაროდენ, ღირსად საგალობელო ანგელოსთა მიერ და მთავარანგელოსთაო;
გიხაროდენ, განდიდებულო ყოველთა ძალთა მიერ ზეციურთაო;
გიხაროდენ, უპატიოსნესო ქერუბიმთაო;
გიხაროდენ, აღამტებით უზესთაესო სერაფიმთაო;
გიხაროდენ, დედუფალო ცისა და ქუეყანისაო;
გიხაროდენ, მშობელო საუკუნოჲსა მეუფისაო;
გიხაროდენ, ერთგულო მონაო უფლისაო;
გიხაროდენ, რამეთუ გნატრიდნენ შენ ზეცისანი და ქუეყანისანი;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 10


ნავთსაყუდელი ცხოვნებისა ყოველთა მწუხარებათა და ზედამოსვლათა შინა ხარ შენ, ღმრთისმშობელო; ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა წყალობაჲ მოგუმადლოს ჩუენ ცოდვილთა, მგალობელთა მისდა: ალილუია.


იკოსი 10


ზღუდე ხარ შენ განმადიდებელთათვის სასწაულთა შენთასა, ღმრთისმშობელო ქალწულო და ყოველთათვის სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა შენდა და ნაყოფის მომნიჭებლად სახელდებულისა ხატისა შენისა და მხმობელთა:

გიხაროდენ, წყაროო დაულევნელო მოწყალებისა და უხუებისა;
გიხაროდენ, გამომავლინებელო საღმრთოჲსა სიყუარულისაო;
გიხაროდენ, აღმასრულებელო სასწაულთა ყოვლადდიდებულთაო;
გიხაროდენ, ტკბილო განსასუენებელო დამაშვრალთა და ტვირთმძიმეთაო;
გიხაროდენ, ტანჯვათა დამთმენელთათვის უხუებითა მომნიჭებელო ნიჭთა მადლმოსილთაო;
გიხაროდენ, უეჭველო სასოებაო ჩუენო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო ყუდროო და სახიერო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 11


გალობასა ჩუენსა ნუ უგულებელსჰყოფ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და ნუ დახშავ ჩუენთვის საუნჯესა მას სიხარულისასა, არამედ განგვიპყარ უხუებითა ხელი შეწევნისა შენისა, რაჲთა მოწყალებათა და სასწაულთა შენთა განმადიდებელსა ვუგალობთ სამსახოვანსა ღმერთსა: ალილუია.


იკოსი 11


ნათლითა სხივთა სასწაულთა შენთათა ყოველი ქუეყანაჲ ქრისტეანეთაჲ განანათლენ და მეოხ ეყავ ერსა ამას მართლმადიდებელსა, რომელი მოიყიდე სისხლითა ძისა შენისაჲთა. ხოლო ჩუენ წმიდისა ხატისა შენისა ქუეშე შევრდომილნი, გჭვრეტთ შენ, ღმრთისმშობელო, ჰაერსა შინა ველთა და ყანობირთა ჩუენთა ზედა, რომელი აკურთხევ მოკრებასა მჭლეულთა პურთასა და გევედრებით შენ, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, რაჲთა ნათესავი კაცთაჲ, დასჯილი მსჯავრითა, ვითარმედ ოფლითა პირისა თვისისათა სჭამდენ პურთა თვისთა და ტკივილითა შობდენ და მწუხარებითა ზრდიდნენ შვილთა, შეიწყალე წყალობითა შენითა და შუამდგომელ ექმნა მათ. მოგუმადლენ ჩუენ სიმრთელეჲ და ძლიერებაჲ კეთილი, რაჲთა შენ მიერ გამოზრდილნი განვმტკიცნებოდეთ და კუალად ვიზრდებოდეთ და აღგავსენ ჩუენ ყოველნი სიხარულითა და ნუგეშინისცემითა უხუებისა მომნიჭებელითა ხელითა სიყუარულისა შენისაჲთა, მხმობელნი შენდა:

გიხაროდენ, სძისმაწოვებელო ჩჩვილთაო;
გიხაროდენ, ყრმათა მიერ დამამტკიცებელო ღმრთისა ქებისაო;
გიხაროდენ, ჟამსა ხუატისასა მშრომელთა ზედა ზეცით გარდამომავალისა ცუარისა მომღებელო;
გიხაროდენ, ჭირვეულთათვის მომნიჭებელო კეთილადგანმართებისაო;
გიხაროდენ, მვედრებელთათვის განმამზადებელო უხუებისაო;
გიხაროდენ, წინაჲსწარაღმასრულებელო ვედრებათა მრავალთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო მწუხარეთაო;
გიხაროდენ, განმამხიარულებელო ურვეულთაო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 12


გარდამოგვივლინე ჩუენ მადლმოსილი შეწევნაჲ შენი, ღმრთისა დედაო, რაჲთა რაჟამს გამოვიდოდეს მთესვარი თესვად, არა დავარდეს თესლი იგი გზასა ზედა და არცა ეკალთა შორის, არამედ ქუეყანასა კეთილსა და აღმოაცენე იგი, რაჲთა მოსცემდეს ქუეყანაჲ კეთილი ნაყოფსა ასწილ და ჩუენიცა ყოველნი, სიხარულითა მადლიერითა გულითა და ბაგითა ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.


იკოსი 12


მგალობელნი სასწაულთა და მოწყალებათა შენთანი, დედუფალო ღმრთისმშობელო, გაქებთ შენ, ყოველნი, რამეთუ ჭეშმარიტად ხარ შემწეი ჩუენი, მეოხი ჩუენი, მზრდელი ჩუენი და განმმართუელი სახლთა ჩუენთა და ცხოვრებისა ჩუენისა ცხოვნებისა მიმართ წარმმართებელი, რისთვისაც გიხმობთ შენ:

გიხაროდენ, მომღებელო ჩუენდა უხრწნელისა სიმდიდრისაო;
გიხაროდენ, მშიერთათვის საზრდელო სიმართლისა უკუდავებისაო;
გიხაროდენ, სასუმელო დაულევნელო წყურიელთათვის ცხოვნებისათაო;
გიხაროდენ, რამეთუ ბრწყინვალედ აღაყუავილე სამოთხეჲ;
გიხაროდენ, ცხოვნებისა ნავთსაყუდელო მართალთაო;
გიხაროდენ, საფარველო ქუეყანისა, უვრცელესო ღრუბელთაო;
გიხაროდენ, უსასოთა სასოო;
გიხაროდენ, ცხოვრებაო სასოწარკუეთილთაო;
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, მოგუმადლენ ჩუენცა, უღირსთა მონათა შენთა, ცუარი მადლისა შენისა და გარდამოგვივლინენ წყალობანი შენნი.


კონდაკი 13


ჰოჲ, ყოვლადსაგალობელო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყუისაო, შემწირველმან აწინდელისა ამის ძღუენისა ჩუენისამან, განგვათავისუფლენ ერნი ესე შენნი ყოვლისა ჭირისაგან, სიყმილისაგან სულთა და ხორცთასა, სიკუდილშემოსილისა წყლულებისაგან ბოროტისა და საუკუნოჲსაგან სატანჯუელისა, რაჲთა ანგელოსთა გუნდთა თანა დაუდუმებელად უგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.

(ეს კონდაკი ითქმის 3-გზის, ხოლო შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1).


ლოცვა


ჰოჲ ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ცისა და ქუეყანისა, ყოველთა ქრისტეანეთა სახლთა და ოჯახთა კეთილად წარმმართებელო, კურთხევაო მშრომელთა, სიმდიდრეო დაულევნელო ჭირვეულთაო, გამომზრდელო ობოლთა და ქურივთა და კაცთაო ყოველთაო; მშობელო ყოვლისა სოფლისა მზრდელისაო და პურთა ჩუენთათვის ნაყოფისმომნიჭებელო; შენ, დედუფალო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაჲ ეგე შენი ქალაქთა, დაბათა და ყანობირთა და თითოეულსა სახლსა ჩუენსა ზედა, რომელნი სასოებასა ჩუენსა დავსდებთ შენ ზედა და ღმრთისმოსაობრივითა ძრწოლითა და გულისა შემუსვრილებითა სიმდაბლით გევედრებით შენ: გვეყავ ჩუენ უღირსთა და ცოდვილთა მონათა შენთა ბრძნად განმმართებელად სახლთა ჩუენთა, კეთილად წარმმართებელად ცხოვრებისა ჩუენისა. დაიცევ კეთილად სახლი და ოჯახი ყოველი ღმრთისმოსაობითა და მართლმადიდებლობითა, ერთითა ზრახვითა და მორჩილებითა გამოზარდენ უპოვარნი და გლახაკნი, მწე ექმენ მოხუცებულთა, ყრმანი აღზარდენ, და ყოველნი განსწავლენ გალობასა შინა უფლისა მიმართ: პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს. დაიცევ, ყოვლადწმიდაო დედაო, ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, კლვისა, სეტყუისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან და მშვიდობაჲ და დიდი წყალობაი ითხოვე სავანეთათვის ჩუენთა და სახლთა და ოჯახთათვის და ყოვლისათვის სულისა ქრისტეანისა და ყოვლისა ერისა ჩუენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ლოცვა ყანობირთათვის


უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან დასაბად შეჰქმენ შენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ცაჲ შეამკევ დიდითა მნათობებითა, რომელნიცა სჩანან ქუეყანასა ზედა და განკვირვებულ არიან მათთვის, შენ მხოლოჲსა დამბადებელისა მეუფისა და შემოქმედისა მიმართ. ხოლო ქუეყანაჲ შეამკევი მდელოჲთა თივითა და ფერადფერადითა თესლებითურთ, თესვად თითოეულისა და ყოვლისა ყუავილისა შუენიერისა და სულნელებისა კურთხევითა.

და აწ უკუე ესეცა შენვე აკურთხე, მეუფეო, და მოხედე წმიდით სამკვიდრებელითა შენით ნაყოფთა ამათ ზედა და აკურთხევენ ესენი და დაიცვენ ესენი ყოვლისა მჭამელისაგან და განმხრწნელისა და ყოვლისაგან მავნებელისა მოქმედისა ბოროტისა. კაცთა ბოროტთაგან და მოეც ამას ნაყოფი კეთილი, ჟამსა თვისსა აღსრულებული კურთხევითა შენ მიერითა. და ყოველთა მხეცთა და ფრინველთა და ყოვლისა რისხვისა და სენისაგან მავნებელისა ამას ზედა მომავალისაგან განაშორე და წარსდევნენ ყოველნი ესე მავნებელნი, რამეთუ წმიდა არს და დიდებულ ყოვლადპატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო