Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა პატივად მისი სასწაულთმოქმედი ხატისა „ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“), რომელსაც განსაკუთრებული მადლი აქვს შეეწიოს სიმსივნით დაავადებულებს

ელფოსტა ბეჭდვა PDF

დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა


პატივად მისი სასწაულთმოქმედი ხატისა „ყოველთა დედუფალი“ („პანტანასსა“)


ევედრებიან სიმსივნით დაავადებულთა შეწევნისათვის


კონდაკი 1


ახალგამოცხადებულისა ხატისა შენისა წინაშე წარდგომილ-ვართ ლმობიერად მორწმუნენი და გიგალობთ შენ, ყოველთა დედუფალო: გარდამოგვივლინე კურნებანი შენდამი მოლტოლვილთა, რათა სიხარულითა ვხმობდეთ შენდამო: გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


იკოსი 1


ანგელოსი წინამდგომი ზეცით მოივლინა ჰრქმად ღმრთისმშობელისად: გიხაროდენ! და შენისა განკაცებისა მხილველნი, უფალო, ღვთივმახარობელითა ხმითა ესრეთ აღიზახებდა:

გიხაროდენ, დასაბამო ჩუენისა ცხონებისაო; გიხაროდენ, აღსრულებაო საღმრთოისა განგებულებისაო.
გიხაროდენ, რამეთუ ღმერთმან შენგან ხორცნი შეისხნა; გიხაროდენ, რამეთუ შენ შორის უხილავი გამოიხატა.
გიხაროდენ, თავსა შორის შენსა სოფლისა წყალობისა მიმღებელო; გიხაროდენ, ხორცთა სამოსლად სიტყვისა მომქსოველო.
გიხაროდენ, ზეციურო დიდებაო მიუწვდომელო გონებისათვის; გიხაროდენ ზეციურო მანანაო განმაცხოველებელო გულთაო.
გიხაროდენ, ვარსკვლაო, მადლისა ბრწყინვალებაო; გიხაროდენ წყაროო, წყლისა ცხოველისა გამომადინებელო.
გიხაროდენ, ღმრთისმშობელო, კურთხეულო დედათა შორის; გიხაროდენ მაცხოვრისა მშობელო, ქალწულო განუხრწნელო.
გიხაროდენ ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 2


სიტყვა დაუსაბამო ყრმად იშვნა შენ მიერ ქალწულო, და შენ მიერვე კურნებათა მოგვანიჭებს, პატივისმცემელთა და მგალობელთა შობისა მისისათა: ალილუია.


იკოსი 2


ცნობისა უცნაურისა მეძიებელმან ქალწულმან ხმა-ჰყო მსახურისა მიმართ: ვითარ ვიქმნები მაღლისა დედა , ვითარცა წმიდისა ყრმისა, მითხარ მე; რომლისა მიმართ იტყოდა გაბრიელ მხმობელი შიშითა ესრეთ:

გიხაროდენ, მაღლისა განზრახვისა აღრჩეულო; გიხაროდენ, მვედრებელთა თხოვისა მსწრაფლშემწეო.
გიხაროდენ, საგანძურო ქრისტეს მშვიდობისაო; გიხაროდენ, ძალო შენდამი მსასოებელთაო.
გიხაროდენ, სიმსივნიან წყლულებათა საკვირველო მომსვრელო; გიხაროდენ, სხვათაცა სნეულებათა აღმხოცელო.
გიხაროდენ, სოფლისა ამის მეოხო მხოლოო; გიხაროდენ, მწუხარებათაგან სარწმუნოო გამომხსნელო.
გიხაროდენ, ცრემლთა და ტირილთა დამაცხრომელო; გიხაროდენ, ცხონებისა კარისა ყველასათვის განმღებელო.
გიხაროდენ, სკიპტრაო და ძლიერებაო ათონს შინა მოსახლეთაო; გიხაროდენ, კუერთხო მონაზონთა და ერისაგანთაო.
გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 3


ძალმან მაღლისამან მოგიცვა რა, ყრმაო, ხორცნი შეისხნა გამოუთქმელად და აგარაკად ტკბილად გამოგაჩინა, მნებებელთათვის მოსთულებასა მაცხოვარებისასა, მგალობელთა ესრეთ: ალილუია.


იკოსი 3


საკვირველად განითქვა წმიდა ხატი შენი, წოდებულო ყოველთა დედუფალად, ოდეს კურნებაშემოსილი სახე ღმრთისმშობელისა გამოგვეცხადა; ხოლო მისა მიმართ მღაღადებელთა მიანიჭებ კურნებათა სარწმუნოებით, რათა განმრავლდნენ გალობანი ესე ვითარნი:

გიხაროდენ, დედაო დაუღამებელისა ნათლისაო; გიხაროდენ, სრულიად დამთმენელთა ძლევაო.
გიხაროდენ, სნეულებათა და მწუხარებათა შინა მყოფთა კურნებაო; გიხაროდენ, ქვრივთა და ობოლთა დაურღვეველო ზღუდეო.
გიხაროდენ, სამოთხისა კართა განმღებელო; გიხაროდენ, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა ხელისაღმპყრობელო.
გიხაროდენ, მორწმუნეთა ცხონებისა შუამდგომელო; გიხაროდენ, ადამისა მოდგმისათვის მლოცველო.
გიხაროდენ, კიბეო ზეცისათაო, ქუეყანისაგან ცად აღმყვანებელო; გიხაროდენ, წყაროო ცხოველო, სასიკვდინე ცოდვათაგან განმბანელო.
გიხაროდენ, გულითა უმანკოთა დამმარხველო ტარიგო; გიხაროდენ შვილთა ეკლესიისათა საფარველო მაგრილობელო.
გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 4


სოფლისა ამის ცხოვრებისმომნიჭებელი მეუფე მშვიდობისა დაემკვიდრა საშოსა შენსა, ქმრისაგან გამოუცდელისა; დედად მართალთა გამოგაჩინა შენ, მომწოდებელმან სოფელსა ამას შინა გალობად: ალილუია.


იკოსი 4


უდიდებულესი იქმნა შენთვის, ქალაქო ღმრთისაო, კურნებათა მიერ წმიდისაგან ხატისა შენისა; კურნებისმომნიჭებელთა ჭავლთა დაწაფებულნი, სამადლობელსა ამას გიღაღადებთ, ჰო ყოველთა დედუფალო:

გიხაროდენ, წამალო საკურნებელო, აღმასუბუქებელო ტკივილთაო; გიხაროდენ, სიგრილეო, უძლურთა მცხინვარებისა განმაგრილებელო.
გიხაროდენ, სიმსივნიან წყლულებათა დამბუგველო; გიხაროდენ, მკურნალთაგან მიტოვებულ სნეულთა სარეცელთაგან აღმადგინებელო.
გიხაროდენ ყოვლადპატიოსნისა სახისა შენისა რჩეულთათვის გამომცხადებელო; გიხაროდენ ცოდვიანთა საკრველთაგან გამომხსნელო.
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ვიქმენით განტევებულ სიკვდილისაგან; გიხაროდენ რამეთუ შენ მიერ განმართლდებიან ურიცხვნი დასნი მორწმუნეთანი.
გიხაროდენ, სიმაღლეო კაცობრივისა განზრახვისათვის გამოუკვლეველო; გიხაროდენ სიღრმეო, ერთისა მხოლო სა სიტყვისაგან გამოძიებულო.
გიხაროდენ, შენთა უწინარესთა პატრიარქთა წინასწარ-მეტყველებაო; გიხაროდენ მასწავლელო შენდამი მვედრებელთა იერარქთაო.
გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 5


ყოვლადპატიოსანსა ტაძარსა მაცხოვრისასა ვიცნობთ შენ მიერ, ყრმაო; შეგივრდებით, უზადოო, რათა გვყვნე ტაძარ ღმრთისა, მგალობელნი მისა მიმართ: ალილუია.


იკოსი 5


იხილეს რა გუნდთა ანგელოსთასა ხელთა შენთა ზედა თითთა მიერ თვისთა შემქმნელი კაცთა , გულის-ხმა-გყვეს შენ მხოლო დედუფალად, თუმცაღა მხევლად უწოდდი თავსა შენსა, ისწრაფდეს მსახურებად შენდა, კურთხეულისა, გალობათა მიერ ესევითართა:
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ აღმატებით უზესთაესო ზეციურთა ძალთაო; გიხაროდენ, საკვირველთა კურნებათა მიერ აღმავსებელო სოფლისაო.
გიხაროდენ, შესხმისა და დიდებისა ცათაგან მსმენელო; გიხაროდენ, სამადლობელისა ქუეყანისაგან მიმღებელო.
გიხაროდენ, რამეთუ განმხრწნელთა გულისსიტყვათა გულთა შინა მომსვრელ ხარ; გიხაროდენ, რამეთუ ეშმაკისა მანქანებისა აღვირმხსნელ ხარ.
გიხაროდენ, ღელესა გლოვისასა სიხარულითა აღმავსებელო; გიხაროდენ, მწუხარებათა ზეციურითა სიტკბოებითა შემცვალებელო.
გიხაროდენ, ღმრთისა სათნოო კეთილსუნნელებაო; გიხაროდენ, მონანულთა ცოდვილთა ლხინებაო უაღრესო.
გიხაროდენ, საცთურთა მიმართ ჯავშანო სიმართლისაო; გიხაროდენ მტერობისა და აღრეულობისაგან ფარო გარემომზღუდველო.
გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 6


მქადაგებელნი საღმრთოდ მეტყველნი, მოწაფენი მაცხოვრისანი, საკვირველად წარმოგიდგეს, ჰო ქალწულო, ოდეს ქუეყანისაგან ცად აღმაღლდებოდი, რათა ერთითა გულითა და ერთითა ბაგითა უგალობდნენ ღმერთსა: ალილუია.


იკოსი 6


მადლი განსაცვიფრელი აღმობრწყინდა ხატისა შენისაგან, ყოველთა დედუფალო, ოდეს საეშმაკო თა მოძღვრებითა დაბნელებული ჭაბუკი შეუვრდა მას და უსულო იქმნა; ყოვლისა სასოებისა უმეტესად განხსნილ იქმნა რა საკვრველთაგან წყვდიადისათა, შიშითა და სიხარულითა ხმობდა შენდამი ესე ვითარად:

გიხაროდენ, უღმრთო სა ცხოვრებისა განმართებაო; გიხაროდენ, ბოროტგვემულთა ნუგეშინისცემაო.
გიხაროდენ, ეშმაკთა გუნდისა ეკლესიიდან განმდევნელო; გიხაროდენ, ცოდვისა ნისლისა განმფანტველო.
გიხაროდენ, უხილავთა მანქანებათა განმაქარვებელო; გიხაროდენ, ეშმაკთა გრძნეულებისა ყოვლადძლიერო ძლევაო.
გიხაროდენ, ლამპარო, შეცთომილთა მასწავლელო; გიხაროდენ უბრალოთა სიბოროტისაგან დამფარველო.
გიხაროდენ, ზეგანო, ზეციურითა მანაანითა მასაზრდოებელო; გიხაროდენ, ღელეო ქრისტეს მიერითა სიმდაბლითა განმაძღობელო.
გიხაროდენ, კლდეო ზეციურისა სასუფეველისაო; გიხაროდენ სარკეო დაუსაბამოისა ნათლისაო.
გიხაროდენ ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 7


საჭმლად თავისა თვისისა მიცემა ინებე მორწმუნეთათვის ქალწულისაგან შობილ-მან, რათა მიმღებელნი ყოვლადწმიდისა ხორცისა და სისხლისა შენისანი, შემცნობელ იყვნენ შენ ჭეშმარიტისა ღმრთისა. მითვე გამოუთქმელითა სიბრძნითა განკვირვებულნი ვხმობთ: ალილუია.


იკოსი 7


ახლისა საიდუმლოისა გამოცხადება გვიჩვენა შემოქმედმან, ოდეს მოწაფეთა თანა აღასრულა საიდუმლო სერობა თვისი; ხოლო ჩუენ მვედრებელნი ყოველთა დედუფლისა მიმართ, ღირსქმნილნი საღმრთოთა ამათ სიწმინდეთა, აღვსწერთ მისდამი ესევითართა:

გიხაროდენ, ზეციურისა პურისა მომმადლებელო; გიხაროდენ, ცხოვრებისა საუკუნო სა მშობელო.
გიხაროდენ, ბარძიმო, ქრისტესთან მაზიარებელო; გიხაროდენ სულისა და ხორცთა ღმერთთან შემაუღლებელო.
გიხაროდენ, კოვზო ოქროვანო, აღვსილო საღმრთო თა ძღუენითაო; გიხაროდენ, კიდობანო კეთილშემკულო, შესაკრებელო დიდებულისა სიწმინდისაო.
გიხაროდენ, ევქარისტიაზე მიმათითებელო; გიხაროდენ, ტრაპეზო, წმიდისა საზრდელისა ჩვენთვის წინადამგებელო.
გიხაროდენ, ღირსეულად მზიარებელთა მარჯვენით შენსა დამსხმელო; გიხაროდენ, საღმრთო სა ლიტურგიისა მოშურნეთა ჯოჯოხეთისაგან დამხსნელო.
გიხაროდენ, მოკვდავთა უკვდავებისა წყაროსთან მიმყვანებელო; გიხაროდენ, სულიერთა შვილთა შენთა მშვიდობითა და სიმტკიცითა გარეშემზღუდველო.
გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 8


საკვირველისა შობისა მხილველთა, ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვა და ზე გვაქვნდინ გულნი, რამეთუ მაღალი გამოგვიჩნდა, რათა მიზიდულთა მის მიერ შევღაღადოთ: ალილუია.


იკოსი 8


მამისა წიაღთა შინა მყოფმან განუშორებელად, სიტყვამან გარეშემოუწერელმან, ქუეყანასა ზედა ხორცნი შეისხნა; ღმერთმან მაღალმან დიდებული ჰქმნა ქალწულისა თანა და მიჰხედნა სიმდაბლესა მხევლისა თვისისა, მსმენელისა ესე ვითარისა:
გიხაროდენ, დაუტევნელისა ღმერთისა დამტევნელო; გიხაროდენ ზესთასოფლისა შემოქმედისა ამასოფლისათვის საცნაურმყოფელო.
გიხაროდენ, რამეთუ დაარღვიე ხელმწიფება სიკვდილისა; გიხაროდენ რამეთუ განჰკურნე ნაბრძვილნი ადამისნი.
გიხაროდენ, სულიერთა წყლულებათა სალბუნითა შემახორცებელო; გიხაროდენ ზეთითა ხორციელთა წყლულებათა განმაპოხებელო.
გიხაროდენ, აღჩენილთა სნეულებათა დამაცხრომელო; გიხაროდენ, მომაკვდავთა ტანჯვათა აღმასუბუქებელო.
გიხაროდენ, ჯოჯოხეთისათვის მარცხისა მწვნეველო; გიხაროდენ, სიკვდილისა საწერტელისა დამშანთველო.
გიხაროდენ, ყოველთა აღდგომისა სასოებაო; გიხაროდენ, მართლმადიდებელთა უეჭველო ცხონებაო.
გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 9


ყოველნი ბუნებანი ანგელოსთანი და კაცთანი განცვიფრდეს, სიტყვაო, დიდებულებითა მიუწვდომელისა შენისა განკაცებისათა; ხოლო საგონებელ-ქმნილნი ღვთისმოსაობისა საიდუმლოებისა დიდებულებითა შიშით და ძრწოლით ვხმობთ შენდამო სამადლობელად: ალილუია.


იკოსი 9


მრავალფერთა სნეულებათაგან შეპყრობილნი, ჰო ყოვლადდიდებულო, წმიდისა ხატისა შენისაგან უმეტესად სასოებისა განიკურნებიან და მიიღებენ მადლსა სარწმუნოებისაებრ და ხმითა დიდითა ხმობენ შენდამო:
გიხაროდენ, სულიერთა შვილთა შენთა ჯანმრთელად მამყოფებელო; გიხაროდენ, სნეულთა ჯანმრთელად შემცვალებელო.
გიხაროდენ, ყრმათა სნეულთა კურნებაო; გიხაროდენ, ჭაბუკთა სალმობიერთა დედაო.
გიხაროდენ, სნეულებისა სარეცელიდან აღმადგინებელო; გიხაროდენ, სიკვდილის შიშით შეპყრობილთა ლხინებაო.
გიხაროდენ, რამეთუ შეისმენ კაცობრივსა გოდებასა; გიხაროდენ რამეთუ მიჰხედავ ურვათა ჩუენთა.
გიხაროდენ, ქვეყნიურთა სალმობათა ზეციურითა სიხარულითა განმაზავებელო; გიხაროდენ, ბოროტად ღელვა-გვემულთა ზესთაბუნებისა მოთმინებაო.
გიხაროდენ, რომელი განუმზადებ მტირალთა სიხარულსა; გიხაროდენ, რომელი შეასხამ მშვიდთა ფრთეთა ლოცვისათა.
გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩვენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 10


ჰსუროდა რა შემოქმედსა ცოდვითა განხრწნილი კაცობრივისა ბუნებისა დახსნა , გარდამოხდა შენზედა ვითარცა ცვარი საწმისსა ზედა და გქმნა რა შენ მაყვლად შეუწველად, ღმერთი ესე კაც-იქმნა, რათა ვუგალობდეთ მას: ალილუია.


იკოსი 10


ზღუდე ხარ ქალწულთა და ყოველთა სიწმინდისა მიმართ მოხარულთა, წმიდაო ყრმაო; შენ შორის დაემკვიდრა ღმერთი თვისთა გონიერთა ქმინლებათა განმწმედელი და ჩუენცა ყოველთაგან მწიკვლთა განშორებულნი, მოგიძღვანებთ ესევითართა:

გიხაროდენ, დუმილისა მეძიებელთა მზრახველო; გიხაროდენ ქალწულებისა დამმარხველთა გვირგვინო.
გიხაროდენ, დასაბამო და განსრულებაო სულიერისა სრულქმნილებისაო; გიხაროდენ, სავანეო საღმრთო სა გამოცხადებისაო.
გიხაროდენ, სამებისა განზრახვისა მესაიდუმლეო; გიხაროდენ მიზეზო კაცთა ცხოვრებისაო.
გიხაროდენ, მწვერვალო, გონებით ამპარტავანთათვის მიუწვდომელო; გიხაროდენ, თავშესაფარო, გულითა მდაბალთათვის მისაწვდომელო.
გიხაროდენ, წმიდაო, ზეცათა უწმინდესო; გიხაროდენ, ქერაბინთა და სერაბინთა უპატიოსნესო.
გიხაროდენ, სახარულევანო, რამეთუ მიითვალავ მთავარანგელოსისაგან ხარებასა; გიხაროდენ, ნუგეშინისცემულო, რამეთუ ხელნი შენნი შეეხებოდიან მკვდრეთით აღმდგარსა ქრისტესა.
გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სენთა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 11


გალობისა გონიერისა მოვისწრაფით შეწირვად მაცხოვრისა მიმართ დედუფალო, გარნა ურგებად დავშვრებით მონანი შენნი; ვის ხელეწიფების ღირსეულად შესხმად ღმრთისა, რამეთუ სახელი მისი, ვითარცა მირონი დამოდინებული; ამისთვისცა ვხმობთ მისდამი: ალილუია.


იკოსი 11


ნათელი დიდებული გამოგვიბრწყინდა მსხდომარეთა ბნელსა შინა, ჰო ქალწულო, აღმოსავალმან მოგვინახულა, _ ძემან და ღმერთმან შენმან, გყვნა რა შენ ლამპრად სასანთლესა ზედა; ნათელმკრთოლვარეთა შვილთა ეკლესიისათა გვიბრძანებს მოგიძღვანოთ ესევითარნი:

გიხაროდენ, გონიერისა მზისა ცისკარო; გიხაროდენ, საღმრთო სა ცეცხლისა შესაკრებელო.
გიხაროდენ, წმინდათათვის სინათლისა, ვითარცა სამოსლისა მქსოველო; გიხაროდენ, ლამპარო, ეშმაკთა წყვდიადისა მაოტებელო.
გიხაროდენ, გონებამძიმეთა განათლებაო; გიხაროდენ, ცოდვილთა გულთა განმაცისკროვნებელო.
გიხაროდენ, ძლიერებაო, ამაოებათა ზღვიდან გამომყვანებელო; გიხაროდენ, ცხოვნებისმეძიებელთა სხივო გზისმაჩვენებელო.
გიხაროდენ, ელვაო, უნანელთა განმკვეთელო; გიხაროდენ ქუხილო, მომსრველთა ზარდამცემო.
გიხაროდენ, მზაკვარისა სვინიდისისა განმანათლებელო; გიხაროდენ, საღმრთო სა მსჯავრისა ლმობიერებაო.
გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 12


მადლისა მოცემა რა ინება, ძველისა აღთქმისა მომნიჭებელმან, აღთქმა ახალი მოგვიბოძა; ხოლო ჩუენ მადლისა მიმღებელნი არა საქმეთაგან სჯულისათა, არამედ ერთითა მხოლო თა რწმენითა ცხონებისა შემძლებელნი, აღვსწერთ ყოველნი: ალილუია.


იკოსი 12


შობისა შენისა მგალობელნი, ვითარცა ძველოდესმე ისრაელი საჩრდილობელსა კარვისასა წინწილითა უგალობდა, კარავსა ჭეშმარიტსა სათნოებათა მიერ განვადიდებთ, რათა გესმოდეს ყოველთაგან ესრეთ:

გიხაროდენ, საგალობელო მთასა ზედა აღმოთქმულო; გიხაროდენ ფსალმუნო, დაბლობთა ზედა დამღერებულო.
გიხაროდენ მხოლო სა ღმრთისა ღირსეულო მსახურო; გიხაროდენ, საღმრთო სა სამებისა სიმდაბლითა სათნომყოფელო.
გიხაროდენ, საუკუნეთა შემოქმედისა შენ შორის მტვირთველო; გიხაროდენ საყდარო, სამყაროს ხელთა ზედა მტვირთველისაო.
გიხაროდენ, ჟამთა და წელთა გამოუთქმელო საიდუმლოო; გიხაროდენ ყოველთა თესლთა და ტომთა სასოებაო უცვალებელო.
გიხაროდენ, სიხარულო გულითადო კეთილმოშიშთა მღვდელთაო; გიხაროდენ, ეკლესია-სენაკთა შინა აღვლენილ ლოცვათა მსწრაფლშემსმენო.
გიხაროდენ, ღვთივშენებულო სახლო სიბრძნისაო; გიხაროდენ, ღვთივაღრჩეულო ჭურო წყალობისაო.
გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.


კონდაკი 13


ყოველთა დედუფალო, დედაო წმიდათა უწმინდესისა სიტყვისა მშობელო, აწინდელისა ამის ქებისა ჩვენისა მიმღებელო, ყოვლისა სიკვდიდშემოსილისა სნეულებისაგან განმკურნე ჩუენ და მომავალისა სამსჯავრო საგან განმარინე მგალობელნი: ალილუია.

(კონდაკი ესე წართქვი სამგზის და შემდეგ კვლავ იკოსი 1 და კონდაკი 1).


ტროპარი, ხმა 4


სიხარულისმომნიჭებელითა პატიოსნითა ხატითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, ყოველთა დედუფალო, სურვილით მეძიებელნი მადლისა შენისანი; გამოგვიხსენ შენდამი მოლტოლვილნი ფათერაკთაგან, გარეშეზღუდე ყოველთა განსაცდელთაგან სამწყსო შენი, მარადის მხმობელი შემწეობისა შენისადმი.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისადმი

ყოვლადსახიერო, ღირსადსაკვირველო ღმრთისმშობელო, ყოველთა დედუფალო! არა ღირს-ვარ, რათა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოჰხვიდე! გარნა ვითარცა მოწყალისა ღმრთისა საამოვნოთ კეთილმოწლემან დედამან, ჰბრძანე განიკურნოს სული ჩემი და განმტკიცნეს უძლურნი ხორცნი ჩემნი. გაქუს ძლიერება უბრძოლველი და არა უძლურ-იქმნება შენთანა არცა ერთი სიტყუა , ჰო ყოველთა დედუფალო! შენ ჩემთვისა გამოითხოვე, შენ ჩემთვისა ჰვედრე, რათა აღვამაღლებდე ყოვლადდიდებულსა სახელსა შენსა ყოვლადვე აწ და მარადის და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ.
ლოცვა მისავე მიმართ

ჰო , ყოვლადპატიოსანო დედაო ღმრთისაო, ყოველთა დედუფალო! შეისმინე მრავალსალმობიერი აღმოოხვრანი ჩუენნი წინაშე საკვირველთმოქმედისა ხატისა შენისა, მოიხილე სულიერთა შვილთა შენთა ზედა, გვემულთა უკურნებელთა სნეულებათა მიერ, აწ შევრდომილთა წმიდისა ხატისა შენისა მიმართ! ვითარცა ფრინველი შეიფარებს მართვეთა ქუეშე ფრთეთა თვისთა, ეგრეთვე შენცა დაგვიფარენ, მარადცხოველო, მრავალსამკურნალო თა ომოფორითა შენითა. მუნ, სადაცა იმედი წარხდების, იქმენ უეჭველ სასოებად; ხოლო, სადაცა სასტიკნი მწუხარებანი გარდაემატნეს, მოთმინებად და ტანჯვათა აღსუბუქებად გამოგვიჩნდი. მუნ, სადაცა წყვდიადი სასოწარკვეთისა სულთა შინა დაემკვიდრების, ჰე, აღმობრწყინდეს გამოუთქმელი ნათელი ღვთაებისა! სულმოკლეთა ნუგეშინის-ეც, უძლურნი განჰკურნენ, გულითა განძვინებულნი მოალბე და მიანიჭე განათლება. განამტკიცენ სნეულებათა შინა მყოფნი მონანი შენნი, ჰო , ყოვლადსახიერო დედუფალო! გონება და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხე, რათა იქმნენ ორღანოდ ყოვლადძლიერისა მკურნალისა ქრისტე მაცხოვრისა ჩუენისა. ვითარცა ცხოველსა შენ, ჩუენთანა მყოფსა, გვედრით წინაშე ხატისა შენისა, ჰო დედუფალო! განართხ ხელნი შენნი, სავსე კურნებითა და სიმრთელითა, სიხარულო, მწუხარებათა შინა მყოფთაო, ჭირვეულთა ნუგეშინის-მცემელო, რათა საკვირველისა შეწევნისა შენისა მსწრაფლმიმღებელნი ვადიდებდეთ ცხოვრების მომნიჭებელსა განუყოფელსა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო