Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი სავედრებელი უფლისა ჩუენისა იესო ტკბილისა, ღუთივ-ბრწყინვალეთა დღესასწაულთა მისთათვის და კვირიაკეთა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი სავედრებელი უფლისა ჩუენისა იესო ტკბილისა,
ღუთივ-ბრწყინვალეთა დღესასწაულთა მისთათვის და კვირიაკეთა


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.


ტროპარი, ხმა 4.


უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანს-ვჰსცემთ სახიერ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩუენთასა. ქრისტე ღმერთო განზრახვით სათნო-იყავ აღსლუა ჯუარსა ზედა, რათა იხსნე რომელნი შეჰქმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარ მაცხოვარმან ჩუენმან, მოსრულმა ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იგივე ტროპარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


გალობა 1. სძლის-პირი


გამოსჩნდი ღმერთი ხორცითა, მხსნელო, ნათესავისა კაცთასა, კერპთა საცთურისაგან მას მხოლოსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ-არს.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

აღმობრწყინდი საფლავით ღუთივ-შუენიერად, იესო ტკბილო, და ახარე დედასა შენსა საყუარელსა, მოგუფინე ჩუენცა სიხარული საუკუნო.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ბრწყინვალებითა შენითა განანათლენ ანგელოსნი, იესო ტკბილო, ბრწყინვალება გონებისა მოგუმადლე, რათა გიხილოთ უფალი ეგე დიდებისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განანათლენ მენელსაცხებლენი დედანი ნუგეშინის ცემით იესო ტკბილო, განანათლენ გულნიცა ჩუენნი ღუთაებისა შენისა გამობრწყინვებით.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედოფალო ღუთივ-ბრწყინვალეო მარიამ, იესო ტკბილმან გრქუა გიხაროდენ, ხოლო ჩუენ გევედრებით შეგვიწყალენ ყოვლად-უბიწოო ქალწულო.


გალობა 3. სძლის-პირი


ძალითა ჯუარისათა ქრისტე განმაძლიერენ დიდებად შენდა, რათა უგალობდე ღვთაებასა შენსა მოწყალე.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ელვარებითა ღუთივ-შუენიერითა განაბრწყინვე ეკლესია, იესო ტკბილო, გევედრებით შეგვიწყალენ ყოველნი ერთობით მორწმუნენი.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ვარსკულავთა განმაბრწყინვებელო იესო ტკბილო, ვარსკულავთაებრ მრავალ-ბრწყინვალე სათნოება მოგუმადლე გევედრებით.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზეცისა და ქუეყანისანი განამხიარულენ აღდგომითა შენითა, იესო ტკბილო, ზეცისა ზატიკობასა მხიარულებით ღირს-მყუენ, უფალო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰე ღუთივ-ბრწყინვალეო მარიამ, იესო ტკბილისა დედაო, მას ევედრე შეწყალებად ქალწულო, მედღესასწაულეთა თვისთა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.


წარდგომა. ხმა 4.


მცხინვარებითა ღუთივ-შუენიერისა ბრწყინვალებისა შენისათა, იესო ტკბილო, მაცხოვარ, განგვანათლენ ნათელო თუალთ-შეუდგამო, და მოგუფინე შარავანდედი ელვარებისა შენისა, მზეო სიმართლისაო, რათა გალობითა და ფსალმუნითა გადიდებდეთ და გიგალობდეთ ხმობით მედღესასწაულენი, ალლილუია.


გალობა 4. სძლის-პირი


სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომლისა მიერ სამოთხე განეღო, და გიღაღადებ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

თუალთ-შეუდგამო ნათელო ბრწყინვალეო, იესო ტკბილო, თუალნი სულისანი განგვინათლენ ხილვად დიდებულისა ბრწყინვალებისა.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

იესო ტკბილო მაცხოვარო ჩუენო, ისმინე კაცთმოყუარებით და გუაცხოვნე სახიერებით, დაბადებულნი შენნი გევედრებით.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კრავო ღუთისაო იესო ტკბილო, კურთხევა მამისა გუასმინე, და კარნი წყალობისანი განგვიხვენ მკვიდრ ყოფად სასუფეველსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლიტანიობით გევედრებით იესო ტკბილისა მშობელო მარიამ, ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინვე ღვთივბრწყინვალითა ლოცვითა შენითა.


გალობა 5. სძლის-პირი


აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

მამისა ხატო და ბრწყინვალებაო იესო ტკბილო, მამისა ნათლისასა მიგუგუარე შენ მიერ მოძიებულნი.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ნათელო ჭეშმარიტო იესო ტკბილო, ნათელსა ბრწყინვალესა ღირს-მყუენ ჩუენ, ნამდვილ ჭეშმარიტო ღმერთო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ბნელი უჩინო-ჰყავ ბრწყინვალებითა შენითა იესო ტკბილო, სიბნელეცა გულთა ჩუენთა განანათლენ გევედრებით.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოდეს მოვიდეს დიდებით იესო ტკბილი ქალწულო, მაშინ მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი.


გალობა 6. სძლის-პირი


იხსენ წინასწარ-მეტყუელი იგი მაცხოვარ მუცლისაგან ვეშაპისა, მიხსენ მეცა ცოდვათა სიღრმისაგან.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

პატივს-ვსცემთ ღუთივ-ბრწყინვალეთა დღესასწაულთა შენთა იესო ტკბილო და გევედრებით, შეგვიწყალენ მორწმუნენი შენნი.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ჟამსა და უჟამოსა გევედრებით სამარადისოდ იესო ტკბილო, ღირს-მყუენ სასუფეველსა, რომელი განუმზადე მოყუარეთა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იესო ჩემო, მეძავსა მას და უძღებსა, მანასეს და მეზვერესა, და ყოველთავე მცოდველთა, პირველთა და შემდგომთა, წარვხედ იესო ჩემო, ვნებათა და სიბილწეთა მიერ, კვალად ავაზაკსა და ნინეველთა, იესო ტკბილო, სინანულსაცა მათსა ღირსმყავ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასუფეველისა სიხარულისა ღირს-გვიჩინე იესო ტკბილისა დედაო მარიამ, რათა სურვილით გადიდებდეთ უბიწოო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.


და კონდაკი მის ღირსისა ანუ ესე საზოგადო კონდაკი
ხმა 8.


იესო ტკბილო, სოფლისა ნათელო და სიტკბოებაო, დაბნელებულისა სულისა ჩემისა თუალნი განანათლენ ძეო ღუთისაო, ღუთივ-ბრწყინვალითა ნათლითა შენითა იესო მწყემსო ტკბილო, მომიძიე რათა გადიდებდე ნათელსა მაგას დაუღამებელსა.

მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით.


წარდგომა სახარებისა...


ტკბილ-ხარ შენ უფალო, სიტკბოებითა შენითა მასწავე სიმართლენი შენნი.

მუხლი: განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი.

მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. ყოველი სული აქებდით უფალსა. ღირს ყოფად ჩუენდა. სიბრძნით აღემართენით.


სახარება იოანესი


ჰსთქუა უფალმან, მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულითა თქუენთა. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა (სახელი), მოწყალეო აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ნათელო ყოვლად-ბრწყინვალეო, განმანათლებელო სოფლისაო იესო ტკბილო, რომელი შემოგიდგეს შენ, არა ვიდოდეს ბნელსა ცოდვისასა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. გევედრებით, ყოვლად ტკბილო და სახიერებით შუენიერო მეუფეო, გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ნათელი მეცნიერებისა შენისა, რათა სიბრძნით ვიდოდეთ გზასა ჭეშმარიტებისასა, და მივიწივნეთ ღუთივ-შუენიერსა ნათელსა ღუთაებისა შენისასა, და გიგალობდეთ ტკბილითა ხმითა ალლილუია.

მღუდელმან: „აცხოვნენ“ ასამაღლებეღითურთ.


გალობა 7. სძლის-პირი


კურთხეულ ხარ შენ უფალო, რომელი ჰზი ზედა ქერუბიმთა და ჰხედავ უფსკრულთა, ხელმწიფედ ამაღლებულ ხარ უკუნისამდე.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ტრფიალებით სასურველო ყოვლად-ტკბილო იესო, ღუთივ-შუენიერი ტკბილი სიტყვა შენი კურთხევისა გვასმინე კურთხეულო უფალო.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

უფალო უფლებათაო იესო ტკბილო, და მეუფეო ძალთაო, უღელი შენი ტკბილი, სიმშვიდე, მოგუმადლე უღირსთა მონათა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფსალმუნით და ალლილუიით საგალობელო სერაფიმთა მიერ, იესო ტკბილო, ფრთოვან ჰყუენ გონება ჩუენი სიწმიდითა, გევედრებით.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქრისტე ღუთისა იესო ტკბილისა მშობელო ქალწულო მარიამ, ქადაგნი სიწმიდისა შენისანი შეგვიწყალენ ყოვლად-უბიწოო დედოფალო.


გალობა 8. სძლის-პირი


შენ მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უფლისანი უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ღუთივ-შუენიერო და ღუთივ-ბრწყინვალეო იესო ტკბილო, ღუთივ-დიდებულისა დღესასწაულისა შენისა პატივის-მცემელნი განგვანათლენ, გევედრებით.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ყოვლად სახიერო და ყოვლად-ტკბილო იესო, ყურად-იხვენ ლოცუანი ჩუენნი და შეიწირენ ვითარცა საკმეველი შენ წინაშე და ყოველნივე შეგვიწყალენ, უფალო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შარავანდედი ბრწყინვალებისა შენისა მოგუფინე იესო ტკბილო, მზეო სიმართლისაო, და ჩუენცა ვითარცა მზე გამოგვაბრწყინვე სასუფეველსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩუენისა ცხოურებისა მიზეზო, იესო ტკბილისა დედაო მარიამ, ჩუენ გლახაკნი მოგვიხსენენ წინაშე ძისა შენისა, ღუთივ ბრწყინვალეო დედოფალო.


გალობა 9. სძლის-პირი


ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთვის ყოველნი, უბიწოო, მორწმუნენი გადიდებთ შენ.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ცხოვრებისა წყაროო იესო ტკბილო, ცხრა დასნი ანგელონი გადიდებენ, ხოლო ჩუენ გევედრებით დიდებისა შენსა ღირს-ყოფა მოგუმადლე.

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ძალნი ცათანი გიგალობენ, ძლევისა გალობასა იესო ტკბილო, წმიდა-მყუენ გულითა, რათა გიხილოთ ღმერთი ტკბილი და სახიერი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდანი შენნი განათლდებიან ბრწყინვალებითა შენითა იესო ტკბილო, წმიდა მყუენ გულითა, რათა გიხილოთ ღმერთი ტკბილი და სახიერი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტისა ნათლისა, იესო ტკბილისა მშობელო ქალწულო მარიამ, ჭეშმარიტად ღუთის-მშობელად აღგიარებთ და გევედრებით, შეგვიწყალენ ყოვლად-უბიწოო.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღუდელმან აკმიოს.

ქერუბიმთა საყდართა ზედა მჯდომარეო იესო ტკბილო, ქერუბიმთაებრ განგვინათლენ თუალნი სულისა ჩუენისანი, რათა ვიხილოთ დიდებულება ბრწყინვალებისა შენისა.

ხელთა აღვიპყრობთ სერაფიმთა ფრთაებრ და ვჰხმობთ შენდამი, იესო ტკბილო, ხელი წყალობისა აღგვიპყარ და აღგუამაღლე სასუფეველთა მვედრებელნი შენნი.

ჯუარს-ეცუ ნებსით, აღსდეგ ხელმწიფებით, ამაღლდი ღაღადებით იესო ტკბილო, ხოლო მოსულად ხარ დიდებით, გევედრებით მარჯუენით მართალთა თანა დაგუადგინენ მონანი შენნი.

ჰსუფევ დაუსრულებელად მამისა და სულისა თანა იესო ტკბილო, დიდებულო ანგელოსთაგან, შენ გევედრებით, მორწმუნენი ღირს-მყუენ სუფევასა მას საუკუნესა.

ჰოი, ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელო, დიდებაო ყოველთა წმიდათაო, იესო ტკბილისა წინაშე მოგვიხსენე, რათა ჩუენცა ვჰგალობდეთ, მოგუფინე უფალო წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

მღუდელმან: შეგვიწყალენი და შეისმინე ჩუენი ღმერთო.


ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი


ჰოი ყოვლად-ტკბილო იესო ქრისტე, ძეო ღუთისაო, ხატო და ბრწყინვალებაო მამისაო, თანა სწორო სულისა წმიდისაო, ბრწყინვალებით განმანათლებელო ანგელოსთაო, გვირგვინო შემამკობელო ყოველთა წმიდათაო, სინანულისა შემწირველო ცოდვილთა მოქცეულთაო, კაცთ-მოყუარებით მაცხოვარო ყოველთა შენთა მოლტოლვილთაო, დიდებითა და დიდად შუენიერებითა ბრწყინვალებისა შენისათა განმანათლებელო სასოებით მვედრებელთაო.

ჰოი ყოვლად-ტკბილო და საწადელო იესო, ღუთივ-შუენიერო ნათელო ბრწყინვალეო, ყოვლად დიდებულებითა შენითა ადიდე და აღამაღლე ღვთივდაცული ერი ჩვენი, თუალთ-შეუდგამითა ბრწყინვალებითა შენითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, და ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი, ყოვლადნათლოვან შარავანდედითა შენითა განანათლენ კეთილ მორწმუნენი, დღესასწაულის-მოყუარენი და პატივის მცემელნი შენნი. შენ გევედრებით, მეუფეო მეუფეთაო და უფალო უფლებათაო, განგვანათლენ და განგუაბრწყინვენ ყოველნი სულით და ხორცით დიდებად შენდა, გალობად და მადლობად.

ჰოი ყოვლად ტკბილო და ტრფიალებით სასურველო იესო, მაცხოვარო ჩუენო, ხელის აღმპყრობელო და სიბრძნით განმგებელო უფალო, მოიხილე ჩუენ ზედა ყოვლად-ტკბილითა და სახიერითა თუალითა შენითა, რომელნი ესე ვადიდებთ ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა წმიდასა და მოგუფინე ღუთივ-შუენიერად გამომკრთოლვარე ბრწყინვალისა პირისა შენისა ნათელი, რათა ნათლითა შენითა განათლებულთა გიხილოთ შენ ნათელი ჭეშმარიტი, და სასუფეველისა დიდებულსა ბრწყინვალებასა შინა ვიხარებდეთ, და ყოველთა წმიდათა შორის გვირგვინითა შემკობილნი გადიდებდეთ, და ანგელოსთა თანა გიგალობდეთ, ქებასა მადლობასა და კურთხევასა აღუავლენდეთ შენდა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, რომელსა გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, რამეთუ ჰშუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.


ხოლო მაცხოვრისა ხატისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:
ხმა 4.


ყოვლისა ცხოვრებისა ჩუენისა წინამძღუარო იესო ტკბილო მეუფეო, ვინაითგან არა რაი ძალ-გვიძს ყოფად თვინიერ შენსა, ამისთვის ჭეშმარიტის სარწმუნოებით გევედრებით, ყოველივე ცხოვრება ჩუენი შენ განაგე ნებისაებრ შენისა კაცთ-მოყუარებისა და სასუფეველსა ღირს-მყუენ, რომელი განუმზადე პირველ სოფლისა დაბადებისა, რათა ვადიდებდეთ სიბრძნით განგებულებასა შენსა სამარადისოდ.

დედოფალო ღუთივ-ბრწყინვალეო მარიამ, დედაო იესო ტკბილისაო, დაუსრულებელსა დიდებასა ძისა შენისასა ღირს-მყუენ, რათა მადლობით ვადიდებდეთ მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო