Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი ყოველგვარ სნეულებასა ზედა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი ყოველგვარ სნეულებასა ზედა


დასდექ წინაშე წმიდა ხატთა და გულითა ლმობიერითა და გონებითა დათრგუნულითა აღავლინე ლოცვანი ჩვეულ მეტანიათა თანა:

„მოწყალეო ღმერთო, თანამავალ მეყავნ მე ცოდვილსა“ (მეტანია).

„ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვათა ჩემთაგან და შემიწყალე“ (მეტანია).

„ღმერთო, შემოქმედო დაბადებულთაო, შემიწყალე მე“ (მეტანია).

„ღმერთო, ურიცხვ ცოდვათათვის ჩემთა, მომიტევე მე“ (მეტანია).

„ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, მიხსენ მე ცოდვილი“ (მეტანია).

„წმიდა ანგელოზო, მფარველო სულისა და ხორცთა ჩემთაო, ყოვლისაგან ბოროტისა დამიფარე მე“ (მეტანია).

„წმიდაო (მოციქულო, მოწამეო, ან ღირსო მამაო, რომლისა სახელსაც ატარებ) ევედრე ღმერთსა შეწყალებად ჩემდა“ (მეტანია).


დასაწყისი ლოცვები


სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;


ფსალმუნი 50


მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.


მრწამსი


მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღსდგა მსამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.


გალობა 1, ხმა 3


სძლისპირი: განუკუეთელი ზღვაჲ ოდესმე კუერთხითა მოკუეთილითა განვლო ისრაელმან, ვითარცა ქვეყანაჲ მყარი. რამეთუ სახე ჯუარისა წინაითვე გამოისახვოდა დიდებულებით მაცხოვარსა გიგალობდეთ.

გალობა. მოწყალეო უფალო, ისმინე ლოცვისა მვედრებელთა მონათა შენთა.

ჟამსა მწუხარებისა ჩუენისა, ქრისტე ღმერთო, მხსნელო ჩუენო, შენსა ვითხოვთ წყალობასა, ეყავნ აღმამსუბუქებელ სნეულებისა მონასა შენსა, ვითარცა ასისთავს უთხარ: „წარვედ და ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ“.

მუდარითა და ვედრებითა გიღაღადებთ შენ, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩუენ და აღადგინე სნეული სარეცელსა ზედა განრთხმული, ვითარცა განრღვეულსა ჰრქვი: „აღიღე ცხედარი შენი, მიგეტევენ შენ ცოდვანი შენნი“.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ხატსა შენსა, უფალო, თაყვანისვცემთ, სარწმუნოებით მივეახლებით და მსგავსად სისხლისა დინებისაგან სნებოვანისა, რომელიცა სამოსლისა შენისასა შეხებითა განჰკურნე, მოეც კურნებაჲ სენთაგან სხეულისა უძლურსაცა, გევედრებით.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემწეო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, არამედ ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რათა მიჰმადლოს სიმრეთელეჲ სნეულსა, რათა სახელსა შენსა ჩუენთანა ადიდებდეს.


გალობა 3. სძლისპირი, ხმა 3


რომელმან ცანი სიტყვით დაამყარენ და ქუეყანაჲ დაამტკიცე სიბრძნით, უფალო, დაამტკიცენ გულში ჩუენნი შიშსა და სიყვარულსა შენსა მხოლოო კაცთ-მოყუარე.

ყოვლითურთ თავი დავამორჩილე მიწიერთა ძვირთა სენთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ღაღადებს ჩუენთანა, ეყავნ განმამრთელებელ სხეულსა მას, ვითარცა იზეკიელსა, ცრემლთა მფრქვევსა შენდა მომართ.

მოჰხედე სახიერო მორჩილებასა ჩუენსა და ნუ მოიხსენებ ურიცხვთა მათ ბრალთა ჩუენთა, არამედ ვითარცა სიტყვითა მოაკვდინე სენი კეთროვანისაჲ, ეგრეცა განაქარვე სნეულებაჲ დავრდომილისა ესე სარწმუნოებითა, რომელი აქუს შენდამი, რათა სახელსა შენსა ვადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ნუ მისცემ აღსაგველად პირისაგან მიწისა ტაძარსა ნათელღებულსა შენგანა, არამედ უჩინო ჰყვენ აღდგომაჲ სნეულისა სარეცელსა ზედა, რათა სახლსავე შენსა ლოცულობდეს, ვიითმე ვერღარა უძლონ დადგომად ურწმუნოთა, სადა არს ღმერთი მათი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხატსა შენსა, ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხელაპყრობით ვევედრებით, ისმინე ლოცვისა მონათა შენთაჲ და იხსენ დაუძლურებული და დაადგერ სნეულებასა ზედა, რამეთუ ვითარცა მწუხარებასა მყოფი ბაგენი მისნი მეტყველებენ, აღთქმითა მოგეახლოს შენ.


მჯდომარე, ხმა 8


უფალო, იესუ მაცხოვარო, ღმერთო მოწყალებისა და კაცთმოყვარებისაო. შენ მხოლომან, რომელმან აღიღე ცოდვანი სოფლისანი, შენ მხოლოსა, რომელსა გაქუს ფლობაჲ მიტევებათა ცოდვათა, თმენაო ჩუენო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, მაოტებელო ყოველგვარ ჭირთა და მკურნალო ყოველთა ბიწთაგან, გვეყავნ მოწყალედ, მსგავსად ცხედარსა ზედა მყოფსა პეტრეს დავრდომილი სიდედრისა და მოჰხედე სნეულსა, ზეგართხმულსა სარეცელსა ცოდვისასა და პყრობილსა სალმობათაგან ძვირთა მწყალობელო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ხმა 2. დალტოლვილი ცრემლითა სარეცელსა მიჯაჭვული, მეყავნ მფარველ უფალო, ღმერთო ჩუენო და ღირს მყავ მე გლახაკი არა მოკითხვად ურიცხვთა ცოდვათა ყმაწვილკაცობისა ჩემისა და მომმადლე კურნაებაჲ ამა სენისაგან ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მომფინე წყალობაჲ შენი, მხსნელი ჩემი ხარი შენ. აღმადგინე სარეცელსა ჩემსა ზედა უძლურებისასა, გარე შემარტყ მე ძალი საძლეველ წინააღმდგომთა, რამეთუ დამიტევა ძალმან ჩემმან, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისმშობელო, შემეწიე და განმკურნე მე უძლური, რამეთუ შენ ხარ ნათესავი ქრისტიანეთა.


გალობა 4. სძლისპირი


ჰყავ სიყუარული სიმტკიცისაჲ ჩუენ თანა, უფალო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი სოფლად მოავლინე და სიკუდიდ მიეც, ამისთვისცა ქებით ვღაღადებ შენდამი: დიდებაჲ ძალსა შენსა უფალო.

გარე მომდგარ არს სალმობანი სიკვდილისანი და შემუსვრილი ძვირთა სენთაგან მომიხმე ცხოვრებად, უფალო, მოეც შვებაჲ მწუხარეთა, რათა ყოველნი ვადიდებდეთ სასწაულთა ღვთაებრივთა შენთა.

შენდა, შემოქმედო, მონანულნი გევედრებით მიტევებასა ცოდვათა ჩუენთასა, რამეთუ არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისაჲ. აწცა განანათლე და განაცხოველე სნეული ესე და დაადგერ მსახურებად შენდა, რათა აღიარებდეს ჩუენთანა მადლსა საქმეთაგან შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მიიღე აღსარება დავითისაჲ, მანასე ცრემლითა განსწმინდე, ნინევიტელთ მოუნანიე და მსწრაფლშემწე ეყავნ მათ, ეგრეცა შეისმინე ლოცვაჲ ჩუენი და მოეც მეყვსეულად სიმრთელეჲ სნეულსა, გევედრებით.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოიღე ჩუენზედა მოწყალებაჲ შენი, დედუფალო, ნუგეშინისმცემელო ყოველთაო, ხელაპყრობით ევედრე ღმერთსა ჩუენსა, ღვთისმშობელო, მოანიჭოს კურნებაჲ სნეულსა ესე ხელთა შენთაგან წინამორბედსა თანა.


გალობა 5. სძლისპირი


ქუეყანასა ზედა უხილაო, იხილვე და კაცთა შორის იქცეოდე ნებსით თვისით მხსნელო, შენდა მომართ მოვილტვით და შენ გიღაღადებთ, კაცთმოყუარე.

როგორაცა ღმერთმა იობის მიცვალებული ასული განაცხოველა, ესეცა განარინე, ქრისტე ღმერთო, ბჭეთაგან სიკვდილისათა სნეული და აღადგინე, რამეთუ შენ ხარ გზა და წყაროჲ მაცოცხლებელი ყოველთა.

ვითარცა ქვრივისა ძე განაცხოველე, მხსნელო, და ნაკადულნი ცრემლთანი სიხარულითა შესცვალე, ეგრეცა განმხრწნელ სენთაგან იხსენ ესე მონაჲ შენი და გლოვაჲ ჩუენი და ტანჯვა სნეულისა სიხარულად ჩეუნდა მოაქციე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვიითმე მხოლოჲსა მიკარებითა შენითა პეტრეს სიდედრი მხურვალებისაგან შეპყრობილი განკურნე, ეგრეცა დაამტკიცე ფეხზედა მონაჲ შენი და აღადგინე, ვითარცა იონა, რათა გმსახურებდეს შენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მწუხარენი ყოველნი, მორჩილნი, ცოდვილნი, დატევებულნი ძალითა შენდამი აღვიმსთობთ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ევედრე ძესა შენსა, რათა მიმადლოს კურნებაჲ სულისა და ხორცისა სნეულსა ამას.


გალობა 6. სძლისპირი


სიღრმეთა ცოდვისათა მომიცვეს, განმხრწნელთა სულისათა, არამედ შენ, კაცთმოყუარე, მოყავ მარჯუენაჲ შენი, მსგავსად იონაჲსა მიხსენ და ვითარ პეტრე, დანთქმისაგან აღმომიყვანე.

საუნჯეო კეთილთაო და უფსკრულო მოწყალებისაო, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შთაინერგე ვედრებაჲ მონათა შენთა და ვითარცა ტობითა პეტრეთი აღადგინე, ეგრეცა აწცა სნეული სნეულებასა ზედა დაადგერ, შემსმენელო ლოცვანთა ეკლესიათაო.

მკურნალო სულთა და ხორცთაო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, პეტრეთი ენეას განმკურნელო, ეგრეცა ლოცვითა წმიდათა მოციქულთათა, აწცა სნეული განკურნე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოაქციე უძლურთა ზედა მწუხარეთა გლოვაჲ სიხარულად, რამეთუ აღვსილნი წყალობითა შენითა, შევიდენ სახლსა შენსა ნიჭთა თანა აღთქმისათა და გადიდებდნენ შენ, სამებასა შინა ერთიან ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედინ, ძმანო, თაყვანისვსცეთ ვედრებითა ყოვლადწმიდასა დედასა ღვთისმშობელსა, განკურნოს სენთაგან სულისა და ხორცთა უძლური ესე და უვერცხლოთა თანა უჩინოთა მაცოცხლებელითა ზეთითა სცხოს მას, რამეთუ მისია ფლობაჲ უძლურებათაგან კურნებისა.


კონდაკი, გალობა, ხმა 3


კეთილმოწყალეო უფალო, განკურნე სული ჩემი შეჭირვებული მრავალთა ცოდვათა და ურიცხვ საქმეთაგან ბოროტთა, განწმინდე ღვთაბრივი კაცთმოყვარებითა შენითა ვითარცა ოდეს ჟამსა შინა დავრდომილი აღადგინე.

იკოსი: ვიითმე ხელსა შენსა გიპყრია კიდენი სოფლისანი თანა მამით დაუსაბამოით და ყოვლად სახიერით სულიწმიდითურთ, მეუფეო ყოველთაო, რომელი მოხუედ მკურნალად სენთა და განსაწმენდელად ვნებათა ჩუენთა, რომელმან ბრმა განანათლე და სიტყვითა ღვთაებრივითა დაცემული აღადგინე, უბრძანე ცხედარსა ზედა აღდგომაჲ სნეულსა და განამტკიცე ფეხნი მისნი, რათა ჩუენცა მასთანა აუვარებდეთ და გიგალობდეთ: გულმოწყალეო უფალო, განმკურნე მე.


გალობა 7, სძლისპირი


არა მსახურეს ხატსა მისთვის ოქროჲსა სამთა ყრმათა, ველსა მას დვირისასა, ესრეთ იტყოდეს და გიგალობდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლად პატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯუარო უფლისაო, სიკვდილისა დამთრგუნველო და მკვდართა აღდგომაო, აწ განკურნე და განაცხოველე სნეული ვითარცა ელენეს მიცვალებული ქალწული.

როგორცა ჟამითა და სიმძიმითა ძვირი სნეულება იობისა, მატლთა და ჩირქთაგან შეჭირვებულისა, სიტყვითა განკურნე აწ ეკლესიასა შინა სნეულსა ზედა მლოცველნი გევედრებით შენ, მომადლე კურნებაჲ უხილავითა ლოცვითა წმიდათა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ მხოლომან სცან ყოველი უკანაისკნელი და დასაბამისაჲ დღეთა ჩუენთა, თუნს მცირე დროით, მწყალობელო, მოეც თუნდ მცირე დროით, მწყალობელო, მოეც სნეულსა განგრძობაჲ დღეთა, მოაქციე სიკვდილი სიცოცხლითა და მოეც შვებაჲ მწუხარეთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანამავალ და შემწე გვეყავნ, ღვთისმშობელო, მავედრებელთა შენთა, შენ უწყნი დრო და ჟამნი ევედრო ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, მიუტევოს ყოველნი ცოდვანი სნეულსა და მიმადლოს კურნებაჲ.


გალობა 8. სძლისპირი


სამნი ყრმანი ბაბილონსა სახმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევინ ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, მსახურებდეთ ცოცხალსა ღმერთსა.

მოწყალეო უფალო, იესუ ქრისტე, მსწრაფლ განკურნე სნეულება მონისა შენისა და აჩუენე ყოველთა, მეუფეო, რომ მიტევებულსა შენგანა არა ერგების დგომაჲ სიკვდილისა სამსჯავროჲსა წინაშე, რამეთუ შენგან თქმულ არს: არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისაჲ.

მოწყალეო უფალო, აწცა გამოავლინე დიდებულნი სასწაულნი შენნი და დათრგუნე ბოროტნი ძალნი, მოაკვდინე უსჯულოებანი, ჭრილობანი განგვიმრთელე, მკურნალ ეყავნ სენთა ჩუენთა და ყოველთა ბილწებათა, საქმეთა საეშმაკოთა და ბოროტ მერტყველთაგან გვიხსენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარმე ქართა ზღვათა შერისხე და შიში მოწაფეთა შენთა სიხარულად აქციე, ეგრეცა შერისხე ძვირთა სენთა, შემაჭირვებელთა მონისა შენისა, რათა ყოველნი ერთად ვიხარებდეთ და გაადიდებდეთ შენ, უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო ქალწულო, გვიხსენ ჩუენ მწუხარებათა, მრავალფერ ჭირთა, ხიბლისა და მომწავლელთა, მზაკვრულ ოცნებათა, ბოროტ კაცთა მეცნიერებათა და უეცარ სიკვდილისაგან, გევედრებით.


გალობა 9, სძლისპირი


მთასა ზედა სინასა იხილა მოსე სახე შენი, ქალწულო მაყულოვანსა მას შინა დამტევნელად ცეცხლსა ღმერთეებისასა შეუწველად, დანიელ გიხილა მთად გამოუკვეთელად, ესაია გქადაგა კუერთხად, აღყუავებულად დავითის ძირთაგან.

შენგან არს წყარო ცხოვრებისაჲ, წყალობისა მომნიჭებელო, უფალო იესუ ქრისტე, გარე ნუ მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგანა, აღუმსუბუქე სენი შეჭირვებულსა ურვათაგან და აღადგინე ვითარცა ედესიდან ავგაროზი, რათა გადიდებდეთ შენ, თანადაუსაბამოით მამითა და სულიწმიდით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

სარწმუნოებით მოლტოლვილი გალობითა სახარებისაჲთა, შენსა მოვიძიებთ აღთქმათა, უფალო ქრისტე, „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ“. აწ შენ წინაშე წარდგომილნი გეაჯებით, მოიხმ სარეცელთაგან და დაადგერ მართლად დაუძლურებული ყოველთა ძვირთა სენთაგან, რათა ჩუენთანა დიდებით გმეტყველებდეს.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დავრდომილი სენითა, უჩინოთა წყლულებათაგან შემწიკვლებული შენ გიღაღადებს ქრისტე ღმერთო, ჩუენ თანა, არა ჩუენ და არა ჩუენთვის, ღმერთო, ვიითმე ყოველნი მრავალმცოდველნი ვართ, არამედ ლოცვითა დედისა შენისა და წინამორბედისათა მოეც კუნებაჲ სნეულსა ესე, რათა ყოველნი შენ გადიდებდეთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ყოველთა წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, წინასწარმეტყველთა და პატრიარქთა, მოციქულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა თანა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა მიმადლოს სიმრთელეჲ სნეულსა, რათა ყოველნი გადიდებდეთ.


ლოცვა


მრავალმოწყალეო ღმერთო, აღმშენებელო ყოვლისა ხსნად ნათესავისა კაცთაო, მოჰხედე მონასა ესე შენსა (სახელი), მხმობელსა სახელსა ძისა შენისა, განჰკურნე იგი ყოველგვარ უძლურებისა ხორცთასა და სულისა და მიუტევე მას ყოველნი ბრალნი და ცოდვით დაცემანი, განაშორე ყოველთა მდევართა, მიმოდატაცებათა მტერთა და აღადგინე სარეცელსა ზედა ცოდვილსასა და სიმრთელითა სულისა და ხორცთათა დაამკვიდრე წმიდისა საყდარსა შენსა, რათა საქმეთაგან კეთილთა ყოველთა თანა ადიდებდეს სახელსა ძისა შენისა, რამეთუ შენდა შვენის დიდება თანა დაუსაბამოით ძითა შენით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

და ბოლოს: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალე (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

ლოცვათა თანა სრულდება ჩვეული განსასრულებელი მეტანიები:

„ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვათა ჩემთაგან და შემიწყალე“ (მეტანია).

„ღმერთო, შემოქმედო დაბადებულთაო, შემიწყალე მე“ (მეტანია).

„ღმერთო, ურიცხვ ცოდვათათვის ჩემთა, მომიტევე მე“ (მეტანია).

„ჯუარსა შენსა თაყვანისვსცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“ (მეტანია)

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალე (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო