Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ხუარაზმელთაგან ტფილისსა შინა წამებულთა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა,
ხუარაზმელთაგან ტფილისსა შინა წამებულთა


მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.


ტროპარი I


ღუაწლით შემოსილნო მოწამენო ათნო ბევრნო, ევედრენით ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაითა მოჰმადლოს ქართველთა სარწმუნოებაი თქუენებრი, და დაიფაროს ქუეყანაი ივერიისა წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა, ხოლო მკვიდრნი ტფილისისანი ყოვლისაგან ძვირისხილვისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ტროპარი II


თქუენზედა მოწევნადთა განსაცდელთა ვინმე-უძლოა, ათბევრობაო გუნდო მარტვილთაო, რამეთუ ყვირილთა და ვაებათა საზარელთა ხმათაგან იძრვოდა ყოველი, ხოლო თქუენ ბრძანებაი უშჯულოთაი არა ისმინნეთ, და ხატნი პატიოსანნი არა დათრგუნნეთ, არამედ თავნი თვისნი დადეთ ქრისტეისთვის. მსხუერპლი ეგე სათნო იყო ღმერთმან და დაგადგათ ნათელი, ამისთვის ხსენებაი თქუენი ქებით აღესრულების.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 1 გუერდი


ძლისპირი: ეტლთა სიმრავლეი მხედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაითა ქრისტეს მიერ და იხსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სამებისა ტრფიალთა საღმრთოთა მოწამეთა, რიცხვით ათთა ბევრთა, ქებით შეგამკობთ მორწმუნენი და ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა თქუენსა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჰოი მოწამენო დიდნო, ღუაწლით შემოსილნო, სურვილით მგალობელნი თქუენნი გვიხსენით ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და განსაცდელთა, რაითა ღირს ვიქმნნეთ ცათა სასუფეველსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხნო მვედრებელთა და მადიდებელთა თქუენთაო, ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულნო, პატიოსანნო მოწამენო ათნო ბევრნო, მეოხებითა თქუენითა დაგვიფარეთ მორწმუნენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაისწარმეტყუელთამან წინაით მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთვისცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგვიხუენ ჩუენ, ქალწულო.


გალობაი 3, განძლიერდასა


ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გუამისა მიერ დაბძარვითა გუამითთა მათ წყლულებათა მხსნელისა ჩუენისათა ეზიარეთ, ახოვანნო, ჯუარითა ჭურვილნო მხედარნო ქრისტესნო, და შარავანდედი სიკეთისაი და გვირგვინი სიმართლისაი მართლისა მისგან მსაჯულისა მიიღეთ.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არად შერაცხეთ თქუენ გულის-წყრომაი ჯალალედინისაი, რომელი გაიძულებდათ შეურაცხებასა წმიდათა ხატთასა, არამედ კრძალვით თაყუანის-ეცით, მოწამენო, ბრწყინვალესა ხატთა ქრისტეს მეუფისასა და ყოვლადწმიდისა მშობელისა მისისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რაჟამს თავნი თქუენნი წარკვეთილნი ხიდსა მას ზედა ჰგორვიდიან, სადაცა დათხეულ იყო სისხლი თქუენნი ყოვლად-წმიდაი, მაშინ სულნი თქუენნი, განწმედილნი ხელთა შინა ზეციერისა მამათ-მთავრისა ერთობით აღვიდოდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯუენით ქრისტეს მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაი ზეციერი გვითხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


წარდგომაი, ხმაი 4


ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ სარწმუნოებითა, პატიოსანნო მოწამენო მრავალ-ბევრთაგან შეკრებულნო, და მძლავრთა უღმრთოებანი ამხილეთ, -მხნენო, ვინაიცა გვირგვინი სიმართლისაი ღირსად მიიღეთ და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირეთ, წმიდითა მეოხებითა თქუენითა მიანიჭებთ ყოველთა ცოდვათა შენდობასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეკლესიისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო, ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულნო, ათნო ბევრნო მოწამენო, ყოვლად უძლეველნო, გვირგვინოსანმყოფელსა თქუენსა იესუს ევედრენით, რაითა მოგუანიჭოს მგალობელთა თქუენთა მშვიდობაი და პატივისმცემელთა თქუენთა დიდი წყალობაი.


გალობაი 4, უფალო მესმასა


ძლისპირი: ესმა მოსლვაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლის-ღებაი სისხლითა თქუენითა და განსწმიდეთ სულნი თქუენნი, მოგვიხსენეთ პატივისმცემელნი ყოვლად დიდებულისა ვნებისა თქუენისანი.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მარადის უფლისა მვედრებელნო, აწ მომწყდართა თქუენთა თანა ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაითა განაბნიოს მტერნი ჩუენნი ურიცხვი და შეგვკრიბოს განბნეული ერი ქართველთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შეიჭურვეთ თქუენ საჭურველი ჯუარისაი, შთაიცუთ ჯაჭვი სარწმუნოებისაი და წყობანი მტერთანი მოღუაწებითა დაამხუენით, ეგრეთვე დამხობილ-ყუენ ჩუენ ზედა კადნიერებანი ეშმაკთანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ხორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.


გალობაი 5, ღამითგანსა


ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოი, მრავალმოწყალე.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ვარსკულავნი ყოვლად ბრწყინვალენი აღმობრწყინდით თქუენ, ყოვლად ქებულნო, და უღმრთოებისა ბნელსა იოტებთ მორწმუნეთაგან და ვნებათა ალმურსა განაბნევთ მადლითა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ელვაი მზისაი და ბრწყინვალებაი მთოვარისაი განანათლებს სოფელსა, ეგრეთვე განანათლეთ ეკლესიაი ქრისტეის ღმრთისაი ღუაწლთა თქუენთა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მზისა სიმართლისა მთიებნო ბრწყინვალენო, ყოვლად ქებულნო მხნენო მოწამენო, დახსენით ბნელი წყუდიადისაი და გონებანი და გულნი ჩუენნი ბრწყინვალედ განანათლენით, ღირსნო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაი, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი.


გალობაი 6, ღაღადყავსა


ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი, და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ფარი სარწმუნოებისაი სიმხნით შეიმოსეთ და ნიში ჯუარისაი აღიღეთ და ტანჯუათა მიმართ ახოვნად განეწყვეთ და ეშმაკისა საცთური და ზახებაი დაამხუეთ, მარტვილნო.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აღსარებითა მართლითა შეიწყნარეთ შორის თქუენსა ქრისტე, ბრძენნო, და სისხლი თქუენი შერთეთ სისხლთა თანა მარტვილთასა და მათ თანა მიიღეთ გვირგვინი იგი დიდებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ზეცით გარდამო წყალობითა მოგუხედეთ, მრავალმოღუაწენო, მვედრებელთა თქუენთა, და გვიხსენით სენთა და სალმობათაგან. და ვნებათა ჭირთა და განსაცდელთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახვილმან, იხილე-რაი ჯუარსა ზედა ძეი შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოი გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.


კონდაკი, ხმაი 4


დიდებულნო მოწამენო ათნო-ბევრნო, ნეტარ არს მიწაი იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა, და წმიდა არს წყალი იგი დიდისა მის მდინარისა მტკუარისაი, რომელი იქცა სამოსელ და საფლავ თქუენდა, ვინაიცა ამპარტავნებაი ჯალალედინისაი დაამხუეთ და თავნი თვისნი შესწირეთ ქრისტესა ღმერთსა, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4.

საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.


სახარებაი მათესი


ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვი-ლი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდათა და სანატრელთა ათთა-ბევრთა მოწამე თაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

აწ განსცხრებოდე ქართველთა ეკლესიაო, რამეთუ აღყუავენ სახედ შროშანთა სისხლითა მრავალ-ბევრთა მოწამეთაითა, და შეუთხზენ ქებაი ღირსთა მათ ქებისათა.

გერი: აწ განათლდების ქართველთა ეკლესიაი დიდებითა თქუენითა და იხარებს კრებული მორწმუნეთა მომხსენებელი ღუაწლისა თქუენისაი და ითხოვს წყალობასა, ათბევრობაო გუნდო მარტვილთაო, სასოებისა თქუენისა მოქენეთა ნუ განგვწირავთ, არამედ ითხოვეთ ყოვლისა სოფლისათვის მშვიდობით დაცვაი, ხოლო ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა და მაჭირვებელთა ზედა მოანიჭეთ და მგალობელთა თქუენთა უხუად დიდი წყალობაი.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყო-ფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა ბარბარესითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა, წმიდათა მო-წამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქე-თევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: გაბრიელ, იოანე, ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარაზმელთაგან ტფილისსა შინა ხატთა თაყუანისცემისთვის წამებულთა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


გალობაი 7, კურთხეულარსა


ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან სახუმილი მოტყინარეი ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა უარყავით თქუენ შემოქმედი და არცა უმადლო ექმენით ქუელისმოქმედებასა მისსა, არამედ დასდეთ სასოებაი ღმრთისა მიმართ და ღაღად-ყავთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი ათთა ბევრთა მოწამეთანი, სამსჯავროსა მას უღმრთოთასა ღაღადებდეს: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მწყობრი მოწამეთა, მღდელთმთავართა და მღდელთა, წმიდათა მამათა და დედათა, ბრწყინვალეი კრებული მადლობით ღაღადებდა: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგვიბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზეი იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.


გალობაი 8, აკურთხევდითსა


ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მეოხ-გუეყვენით ჩუენ მარადის უფლისა მიმართ, მარტვილნო, რამეთუ თქუენ ხართ შემწენი ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი აკურთხევენ ქრისტესა და ამაღლებენ მას უკუნისამდე.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელთა ეშმაკთა სძლეთ და მძლავრსა არცხვინეთ, აწ მოგუმადლეთ ჩუენცა გულისა შემუსრვილებაი, რაითა მარადის უფალსა უგალობდეთ: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ითხოვეთ მხსნელისაგან ლმობიერებით ხსნაი ერისა ჩუენისაი ყოვლისაგან ჭირისა, ვედრებითა თქუენითა და უფალსა შეწირეთ გალობაი ჩუენი: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთვის ხორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაი და ყოვლად უბიწოი, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთვის მორწმუნენი ხმამაღლად გიგალობთ შენ.


გალობაი 9, ადიდებდითსა


ძლისპირი: ესაია, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძეი დაუსაბამოი ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დღესასწაულობს სამეუფოი ქალაქი ჩუენი ნათლით შემოსილსა სა-ხსენებელსა თქუენსა და მხიარულებით განსცხრების ეკლესიაი და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა გალობად და შესხმად თქუენდა.

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აწ განხსენით ცოდვათა საკრველნი მგალობელთა ამათ თქუენთანი, ღუაწლით შემოსილნო მოწამენო, და დააცხრუეთ ღელვანი იგი ვნებათანი, და ალმური წუალებისა, მეოხებითა თქუენითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გუნდი უბიწოი, მხედრობაი საღმრთოი, მწყობრი რჩეული, ბანაკი წმიდაი, სპარაზენობაი ძლიერი, სიმრავლეი სამგზის სანატრელი გევედრების ჩუენთვის, ქრისტე ღმერთო, მათ მიერ მოგვეც ცოდვათა შენდობაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაისწარმეტყუელმან წინაით გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტეის, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთვის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს.

აჰა, ესერა ზეცისა დიდებასა დაემკვიდრენით თქუენ და მოგეცათ სუფევაი სამარადისოი და ზიარებითა საღმრთოითა განღმრთობილ ხართ, ათნო ბევრნი მოწამენო, მოგვიხსენენით აწ მგალობელნი თქუენნი და ხსენებისა თქუენისა მადიდებელნი.

ჰოი, ნათესავნო ქართლოსიანნო, რომელნი სისხლითა მარტვილობისაითა ბრწყინავთ ქუეყანასა ზედა, შეგვეწიეთ, ვინაიცა ადგილსა მას მოწამეობისა თქუენისასა კურთხეულითა ენითა ქართულითა გევედრებით და წლითი წლად აღვასრულებთ ხსენებასა თქუენსა.

ჰოი, არვეო სიტყვიერთა ვერძთაო, რაჟამს მოგეხვივნეს მგელნი ბოროტნი და დაგბძარნეს უწყალოდ, ვითარცა ჰეროდემ ჩჩვილნი უმანკონი და ვითარცა ზაქარიაი უბრალოდ დაკლული, მაშინ ჰპოვეთ, რომლისა გსუროდათ მისლვად, სადა არა არს ჭირი, არამედ სიხარული.

ვითარცა მრავალ-გზის ურიცხუთა ჭირთა ტფილისელთასა დამხსნელ იქმე-ნით, ეგრეთვე გარე წარაქციეთ ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა და აღგვიდგინეთ მამული ჩუენი პირველსავე დიდებასა.

უფროსად კურთხეულო მარიამ, უპატიოსნესო ქერუბიმთაო და უზესთაესო სერაბიმთაო, ლოცვითა მრავალ-ბევრთაგან შეკრებულთა მოწამეთაითა, ღირს მყვენ სასუფეველსა შინა დიდებად ღმრთისა უკუნისამდე:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, კაცთმოყუარე, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მხევლისა) ღმრთისა, რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე მონასტერი, ანუ ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


სავედრებელი ლოცვა


ჰოი, არომატნო ნელსაცხებელნო უსასყიდლონო სულნელებანო ქრისტესნო, მცველნო და მფარველნო ქალაქისა ჩუენისანო, მეოხნო და შუამდგომელნო ქართველთა ნათესავისანო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო და წყალობისა მომნიჭებელნო, რიცხვით ათნო-ბევრნო მოწამენო!

ჰოი, ვარსკულავნო მრავალ-ბევრნო განათლებულნო, ნათლითა მზისა სიმართლისაითა განმაბრწყინვებელნო ქუეყანისა თქუენისანო! მოგვიხსენეთ წინაშე ღმრთისა და განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული ერი ჩუენი იხსენით ოხითა თქუენითა, რაითა წყალობისა წილ არა მოვიღოთ საშჯელი კადნიერებისაი, რამეთუ აღვირიენით ერთა უცხოთა რჯულთა, განდგომილთა ქრისტეისგან, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვჰმონებთ გულის თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვითა მათითა, ვითარცა უსასოონი ქრისტეისგან და დამვიწყებელნი საუკუნოისა ცხორებისანი. კუალად განგვიახლეთ თქუენებრ მხურვალებაი სარწმუნოებისაი, სიყუარული კეთილმსახურისა მეფისაი და ერთგულებაი ღმრთისაგან ბოძებულისა მამულისაი, რომელიცა განიპოხა სისხლითა თქუენითა, და დაშრიტეთ საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოი იგი უშჯულოებისაი, რომელ არს წმიდისა იგი შემბილწველი „საძაგელი მოოხრებისაი“. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა დაიფარეთ მამული ჩუენი - საქართველო - ყოვლისაგან ჭირისა და თანამბრძოლ გუეყვენით ჩუენ მარადის წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისა და დაიცევით დედაქალაქი ჩუენი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან. განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. ევედრენით, ყოვლადბრწყინვალენო მარტვილნო, თქუენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური, და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჰოი, კრებულო საღმრთოო, ერთითა წმიდითა განზრახვითა შეკრებულო ათბევრობაო მოწამეთაო! იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაი, სიმართლისმოყუარებაი, მრავალშვილიანობაი, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაი. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა ჩუენცა თქუენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის), გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.


ხატისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ: ხმაი დ


ყოვლისა კეთილისა შემწენო და წარმმართებელნო ყოველთა მვედრებელთა თქუენთაო, რიცხვით ათნო ბევრნო მოწამენო, კრძალვით შეუვრდებით დიდებულსა ხატსა თქუენსა, რომელი უშურველად აღმოაცენებს სიმტკიცესა, მადლსა და წყალობასა, და ვითხოვთ თქუენ მიერ შეწევნასა მარადის, ნეტარნო. ვინაითგან სისხლი დასთხიეთ ქრისტეს სიყუარულითა, კადნიერებაი გაქუთ მის წინაშე, გვითხოვეთ, რაითა უვნებელად დავიცუნნეთ ყოველთაგან განსაცდელთა სულიერთა და ხორციელთა და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და თქუენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა უკუნისამდე.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა მრავალ-ბევრთაგან შეკრებულთა მოწამეთაითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო