Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასი და წმიდათა მოწამეთა შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასი და
წმიდათა მოწამეთა შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა


მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.


ტროპარი, ხმა 2


ღუაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწაი იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა, და წმიდა არს სამარხოი იგი, რომელმან შეიწყნარა გუამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ, და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათვისცა გევედრებით: კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავთა შენთა და გვიხსენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტეანენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 1 გუერდი


ძლისპირი: ეტლთა სიმრავლეი მხედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაითა ქრისტეს მიერ და იხსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ყოვლად წმიდისა სამებისა ნათლითა ბრწყინავთ, ვითარცა უძლეველნი მოწამენი, და თანა შემწენი ქრისტეს ეკლესიისანი, გვაცხოვნეთ წადიერად თქუენდამი მგალობელნი.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა კრავნი და ვერძნი სიტყვიერნი, ნებსით დაკლულნი და უწყალოდ დაჭრილნი, შეიწირენით, მარტვილნო, ქრისტეის ღმრთისა და განაბრწყინვეთ, ყოვლად ქებულნო, ივერთა ეკლესიაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ახოვნებითა ღუაწლთა მათ თქუენთაითა და აღსარებითა ქრისტეის ღმრთისაითა, ნეტარნო, უჩუენეთ ყოველთა უძლეველი სიმხნეი წამებისა თქუენისაი, რომლითა მოიწყლა მაცთური.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაისწარმეტყუელთამან წინაით მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთვისცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგვიხუენ ჩუენ, ქალწულო.


გალობაი 3, განძლიერდასა


ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ვნებას მისრულთა სანატრელთა მოწამეთა, დაცვისათვის სჯულისა თქუენისა საწერტელნი უფლისანი მიიღეთ და უარყავით შჯული მაჰმადისა. აწ მგალობელნი თქუენნი მტერისა საფრხისაგან დაგვიცევით მარადის მეოხებითა თქუენითა.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს გიგმირეს მუცელსა, და შუა განგკუეთეს, და დაგკლნეს უწყალოდ მახვილითა, ვითარცა ცხოვარი, მაშინ მოყუასთა შენთა თანა ჰპოვე, ბიძინა საკვირველო, რომლისა გსუროდათ მისლვად, სადა არა არს ჭირი, არამედ სიხარული.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წყლულებამან ხორცთა თქუენთამან და ტკივილთა განგრძნობამან საშუებელი იგი საუკუნოი ბრწყინვალეი დაგიმკვიდრათ, მოწამენო, რომელსა შინა იხარებთ და მისცემთ ყოველთა სარწმუნოებით მვედრებელთა კურნებასა სულთასა და სიმრთელესა ხორცთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯუენით ქრისტეის მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაი ზეციერი გვითხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


წარდგომაი, ხმაი 2


მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი სამთა მოწამეთანი, სამ-ბრწყინვალისა ღმრთეებისა აღმსაარებელნი, სამსჯავროსა მას შაჰისასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხუერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.


გალობაი 4, უფალო მესმასა


ძლისპირი: ესმა მოსლვაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

განჰკვირდეს მძლავრნი სიმხნესა თქუენსა, და გულის წყრომითა აღიძრეს ფრიად, და უწყალოდ დაგჭრეს და დაგაწყლულეს, ბრძენნო, უარისყოფისათვის მაჰმადის სჯულისა.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

არცა ტანჯვამან და არცა ასოთა დაკლებამან ვერ განგაშორნეს თქუენ ქრისტესა, მარტვილნო, არამედ მიუდრეკელი სული მოთმინებათა მოიგეთ, და მძლე-ექმენით მძლავრთა სიქადულსა,

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განიძარცვეთ ხორცნი ესე მოკუდავი და მაღლით გარდამო უკვდავებისა სამოსელი ბრწყინვალეი შეიმოსეთ, აწ მოგუხედეთ მოსავთა თქუენთა, ახოვანნო, და ყოვლისაგან ჭირისაგან გვიოხეთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ხორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.


გალობაი 5, ღამითგანსა


ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოი, მრავალმოწყალე.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ბრწყინვალედ იღუაწეთ, უძლეველნო სპარაზენნო, და მოწამეთა ქრისტესთა ახოვანთა კეთილთა მათ ბანაკთა აღირაცხენით. მეოხებითა თქუენითა დაგვიფარეთ მორწმუნენი.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

გამოჩნდით ქუეყანასა ზედა, ვითარცა მნათობნი დაუვალნი მოღუაწებათა ბრწყინვალებითა, სახელ-დიდნო და საჩინონო, და სიმხნისა ელვარებითა განაქარვეთ თქუენ სიბნელეი იგი საცთურისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მთიები ბრწყინავთ თქუენ მამულსა თქუენსა, მრავალმოღუაწენო, და ჰფარავთ მას ყოვლისაგან მანქანებათა და ხელოვნებათაგან მძლავრისა ამის მტერისაითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაი, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი.


გალობაი 6, ღაღადყავსა


ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი, და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ბიძინას დაჭრილსა, შალვას საღმრთოსა და ელიზბარს ყოვლად დიდებულსა, მოვედით ყოველნი უგალობდეთ კურთხეულითა ენითა ქართულითა, შემწეთა განუყოფელთა და უძლეველთა.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

სისხლი შენი და შენ თანა დაკლულთა ერისთავთა ღაღადებს ღმრთისა მიმართ, ბიძინა საკვირველო, მეოხ-გუეყუენით წინაშე მეუფისა მომხსენებელთა თქუენთა, რომელნი გაქებთ, ნეტარნო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაშრიტეთ ჭირთა და ურვათა სახუმილი და დააყუდეთ განსაცდელთა ღელვანი და ყოველივე წყობაი სულთა ბოროტთაი განხადეთ მგალობელთაგან თქუენთა, მხნენო, ქრისტეს მხედარნო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახვილმან, იხილე-რაი ჯუარსა ზედა ძეი შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოი გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.


კონდაკი ბიძინასი, ხმაი 3


მოწყლული სურვილითა მეუფისაითა, არა რიდებდა ტანჯვასა ხორცთა თვისთასა, მსგავსად იაკობისსა ასოეულად დაჭრასა, ვინაი მოვე-დით, კრებულნო მორწმუნეთანო, და შეუთხზათ ქებაი ღირსსა ქებისა-სა ბიძინას, რაითა მეოხ-იყოს ქრისტეის მიმართ ჩუენ ყოველთათვის.
სხვაი კონდაკი ერისთავთა, ხმაი 8

გიხაროდენ, მოწამენო, რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლისღებაი სისხლითა თქუენითა, და განსწმიდეთ სულნი თქუენნი, და სულნელ იქმენით, ყუავილნო შუენიერნო, და ბრწყინვალებანო მორწმუნეთანო, ელიზბარ და შალვა, მეოხნო და მცველნო სულთა ჩუენთანო.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4

საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.


სახარებაი მათესი


ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდათა მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ძლევით გვირგვინოსანნო მარტვილნო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაითა უვნებელად დაგვიცვას ჩუენ უხილავთა და ხილულთა მტერთა მრავალთა საფრხეთაგან, და მოსცეს მშვიდობაი სოფელსა და ერსა თვისსა, და დაამტკიცოს წმიდაი ეკლესიაი, და აცხოვნოს სულნი ჩუენნი.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა აზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწუ-ლისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარ-მოწამისა ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა ბარბარესითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა, წმიდისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა, წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარაზმელთაგან ტფილისსა შინა ხატთა თაყუანისცემისთვის წამებულთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქა-რთველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: გაბრიელ, იოანე, ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდელთაითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმა-შენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


გალობაი 7, კურთხეულარსა


ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან სახუმილი მოტყინარეი ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

სამ-რიცხვედთა დიდებულთა მოწამეთა, შევსახმიდეთ აწ ყოველნი, ვითარცა განმტკიცებულნი მათ მიერ და სამ-ბრწყინვალესა ღმრთეებასა უგალობდეთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

გონებაი მტერთა მიმართ სიმხნით წინა-განაწყვეთ, ყოველივე მათი საცთური დახსენით, და ზეგარდამო ძლევისა მომღებელნი ერთ-ცნობით ღაღადებდით: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამთა ყოვლად ქებულთა უძლეველთა მოწამეთა, ალი საცთურისაი დაშრიტეთ და ცუარითა ზეცისაითა ღმრთივბრწყინვალედ შეცურეულნი გალობდით: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგვიბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზეი იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტეი ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.


გალობაი 8, აკურთხევდითსა


ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ძმებრივითა გონებითა ერთად შეკრებულთა შეჰმუსრეთ კრებული იგი უშჯულოთაი და მადლობისა ხმითა უგალობეთ ზეცათა მეუფესა: „აღგამა-ღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

საკვირველითა ყოვლად ბრძენთა მათ სიტყუათა თქუენთაითა, მხნენო, დაამხუეთ სილაღეი იგი მძლავრისაი და ღაღად-ყავთ: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განრთხმულმან მწარედ, ასოეულად დაჭრილმან და ყოვლით კერძო წყლულებითა მოცულმან, აღიხილენ თუალნი შენნი მაცხოვრისა მიმართ, მხნეო ბიძინა, და ხმა-ყავ: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთვის ხორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაი და ყოვლად უბიწოი, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთვის მორწმუნენი ხმამაღლად გიგალობთ შენ.


გალობაი 9, ადიდებდითსა


ძლისპირი: ესაია, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძეი დაუსაბამოი ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა განაქიქეთ თქუენ ბილწი განზრახვაი შაჰ-აბაზისა და აღსპობისაგან იხსენით მხარეი კახეთისა, ეგრეთვე აწ დაიფარეთ სატანისა მახეთაგან და სჯულისაგან უცხოისა ქუეყანაი ივერიისა, ხოლო მკვიდრნი მისნი ყოვლისაგან ძვირისხილვისა.

წმიდანო დიდებულნო მოწამენო: ბიძინა, შალვა და ელიზბარ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მტკიცედ მორწმუნენი ერნი, მლოცველნი წინაშე წმიდისა ხატისა თქუენისა, მხნენო მოწამენო, და მადიდებელნი ღვაწლისა თქუენისანი აქებენ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელთა სისხლითა თქუენითა იხსენით ქუეყანაი ჩუენნი, აწ განუძღომელი წყურვილი სიმდიდრისაი და ვეცხლისმოყუარებისაი განიოტეთ ჩუენგან და დახსენით რისხუაი ჩუენთვის აღძრული.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაისწარმეტყუელმან წინაით გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტეის, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთვის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს.

ეჰა, კეთილსა ღუაწლსა თქუენსა, მოწამენო, ვაშა ძლევისმოყუარებასა თქუენსა, ახოვანნო, რამეთუ მბრძოლნი ხართ უძლეველნი და შესავედრებელნი და მხურვალენი მეოხნი მვედრებელთა თქუენთა და მსწრაფლ შემწენი სარწმუნოებითა მგალობელთა.

აწ მოგვფინეთ მადლი ლოცვისა თქუენისაი, დიდებულნო, და შეგვეწიეთ, რაითა წინ აღუდგეთ ეშმაკისა მზაკუვარებასა და მოვიძაგოთ ყოველივე სიცრუვე, შური და მტერობაი, ავი ქცევაი და საძრახისი ცხოვრებაი, და ნაცულად ამისა შევიტკბოთ სიმართლის სიყუარული და ურთიერთთანადგომაი.

ოხაი ჩუენი შესწირეთ მხსნელისა მიმართ და გვითხოვეთ, რაითა განაბნიოს მტერნი ჩუენნი ურიცხვი და დაამხოს უკეთურებითა და ზაკუვით მოსრულნი ბოროტნი თანამზრახველნი მათნი, აღსპობისა ჩუენისა მსურველნი, და კუალად შეგვკრიბოს განბნეული ქართველთა ერი.

ღუაწლისა-მძლენო მოწამენო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, და დაიცვას ყოვლისაგან ჭირისა და საფრხეთაგან ეშმაკისაითა, და აცხოვნოს სულნი ჩუენნი, ვითარცა მოწყალე არს.

უფროსად კურთხეულო მარიამ, უპატიოსნესო ქერუბიმთაო და უზესთაესო სერაბიმთაო, ლოცვითა სამ-რიცხვედთა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოწამეთაითა ღირს მყვენ სასუფეველსა შინა დიდებად ღმრთისა უკუნისამდე:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, კაცთმოყუარე, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მხევლისა) ღმრთისა, რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუ-ფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე მონასტერი, ანუ ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


სავედრებელი ლოცვა


ჰოი, ბრძოლათა შინა უძლეველნო მხედარნო ბრწყინვალენო და ჭირთა შინა ურცხვენელნო ხელის აღმპყრობელნო, ყოვლად ქებულნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო და ყოველთა ქართველთა ზღუდენო და საფარველნო!

ჰოი, ასოეულად დაჭრილო და ხრმლითა დაგმერილო მთავარ-მოწამეო ბიძინა და თანა ვნებულნო ქსნის ერისთავნო შალვა და ელიზბარ! მოგვიხსენეთ წინაშე ღმრთისა და განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული ერი ჩუენი იხსენით ოხითა თქუენითა, რაითა წყალობისა წილ არა მოვიღოთ პატიჟი კადნიერებისაი, რამეთუ დავივიწყეთ კეთილმოქმედებაი წინაპართა ჩუენთა და სული ძველისა პატიოსნებისაი, ძმათა ერთსულობაი, მორჩილებაი მამათაი და სული მამაცობისაი განდრეკილ იქმნა ჩუენგან, ნაცულად ამისა მივემსგავსეთ ერთა უცხო თესლთა და ნათესავთა აღბორგებულთა, საწუთოისა ამის მოყუარეთა, განდგომილთა ქრისტეისგან, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვჰმონებთ გულის თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვითა მათითა, ვითარცა უსასოონი ქრისტეისგან და დამვიწყებელნი საუკუნოისა ცხორებისანი. კუალად განგვიახლეთ თქუენებრ მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რომელიცა განიპოხა სისხლითა თქუენითა და თვინიერ შებრკოლებისა აღგვიდგინეთ ძირისაგან დავითისა, ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძა-ლავს ყოველთა სამძღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელო-ნი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტეის-მოყუარე მხედრობანი და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადი-დებელნი ქრისტეანენი. მოსახელენი და მვედრებელნი თქუენნი ადიდენით. ევედრენით, ყოვლადბრწყინვალენო მარტვილნო, თქუენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკულელობანი, ურთიერთარს ბრძოლანი, ღალა-ტი, შური და მტრობანი, საშოსა შინა ჩვილთა კლვანი და სხვანიცა შეცოდე-ბათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჰოი, ქრისტეს ჯუარითა აღჭურვილნო მარტვილნო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ! აჰა, ქართლოსიანნი გევედრებით: იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი, დედათა კრძალულებაი და შვილთა კეთილ-ზრდილობაი, ხოლო ჩუენ კუალად აღგვიდგინოს სიმართლისა სიყუარული, მხნეობაი სულისაი, მრავალშვილიანო-ბაი, ქვრივ-ობოლთა შეწყალებაი და ურთიერთთანადგომაი. და მოგუანიჭოს სიწმიდითა ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა ჩუენცა თქუენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის), გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა შალვა და ელიზბარისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.


ხატისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ: ხმაი 4


ყოვლითურთ მსასოებელნი მოვივლტით წმიდისა ხატისა მიმართ თქუენისა, უახოვნესნო მოწამენო, ბიძინა, შალვა და ელიზბარ! ვინაითგან სისხლი დასთხიეთ ქრისტეის სიყუარულითა, კადნიერებაი გაქუთ მის წინაშე, გვითხო-ვეთ, რაითა უვნებელად დავიცუნნეთ ყოველთაგან განსაცდელთა სულიერთა და ხორციელთა და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და თქუენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა უკუნისამდე.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა სამთა დიდებულთა, უძლეველთა მოწამეთა და მხედართა ძლიერთა: ბიძინა, შალვა და ელიზბარისაითა, წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო