Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი წმიდისა და დიდებულისა მოწამისა მეფისა ლუარსაბისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი წმიდისა და დიდებულისა მოწამისა მეფისა ლუარსაბისა


მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.


ტროპარი, ხმაი 4


იშუებდ დღეს ქუეყანაი ქართველთაი დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისათა, რამეთუ ქრისტეისთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი სიმდიდრეი სუფევისაი მოიგო, მოწამეთა შორის საჩინომან ლუარსაბ და აწ მეოხ არს ჩუენ მაქებელთა მისთათვის.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იშუებდ დღეს ქუეყანაი ქართველთაი დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისათა, რამეთუ ქრისტეისთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი სიმდიდრეი სუფევისაი მოიგო, მოწამეთა შორის საჩინომან ლუარსაბ და აწ მეოხ არს ჩუენ მაქებელთა მისთათვის.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4 გუერდი


ძლისპირი: მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა იხსნა ერი თვისი ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, ჰოი მეფეო, წმიდაო და რჩეულო, რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტეისთვის და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთვის.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეიწირე რაი მსხვერპლად სულად სულნელად ზეცისა ტაბლასა, მყის მოგეცა ქრისტეისგან სიმრავლეი მადლთაი ურიცხვი, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ ზეცით მარადის წყალობასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ნუ უგულებელსყოფ ვედრებასა ჩუენსა, სასოებით შენდამი მოლტოლვილთა, არამედ იყავ მხურვალე შუამდგომელ წინაშე ღმრთისა, რაითა გუაცხოვნნეს ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზესთა სიტყვისა მიდგომილებაი და შობაი უაღრეს გონებისაი, ხოლო მაწოვნებელობაი უფროის ბუნებისაი, რამეთუ მუცლად იღებ უჟამოდ, შობ უხრწნელად, და აწოებ ქალწულებით. ჰოი უცხო საიდუმლოი ესე შენი, ქალწულო.


გალობაი 3, განძლიერდასა


ძლისპირი: განმაძლიერენ მოსავნი შენნი, უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰკალ ცოდვაი ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა შენ, კაცთმოყუარე.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჯაჭვი სარწმუნოებისაი სიმხნით შეიმოსე და ნიში ჯუარისაი საჭურველად აღიღე და მხედრად ქრისტესა ახოვნად გამოჩნდი, რამეთუ წინა-აღუდეგ მძლავრთა და დააკუეთე ეშმაკისა საცთური.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელმან უღმრთოთა იგი რისხვაი სიმხნით თავს იდევ, საცთური შეურაცხ-ყავ და კადნიერად აღიარე ქრისტე, აწ კარნი წყალობისანი ლოცვითა შენითა განგვიხუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ განჰკურნენ მრავალწყლულებანი ჩუენნი ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა და მოგუანიჭე სიბრძნეი კეთილისა და ბოროტისა განრჩევისაი და მოგვეც ძალი მიტევებისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმომდინარედ მადლთა და წყაროდ კურთხევისა გამოგაჩინა, ღმრთისმშობელო, შენგან შობილმან სიტყუამან, რამეთუ ხორცთა დასაბამ გყო თვისთა, მიმადლებულო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ყოვლად ქებულო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


წარდგომაი, ხმაი 4


სიბრძნეი მოიგე შენ შორის, ბრწყინვალეი იგი და დაუჭნობელი, რომლითა ზრახუაი ჯეროვანი და კრძალულებაი ყოველსა შინა ისავსენ, ლუარსაბ, ვინა მეძიებელმან სიბრძნისამან მოიგენ მადლთაცა სრულებანი და სულისა აზნაურებაი, დოგმატითა ყოვლად წმიდითა განაშუენე, და სჯული სვინდისისა შეაყავ მცნებათა ქრისტესთა, ხოლო წადილი ბუნებითი მხოლოისა მიმართ სატრფიალოისა წარმართე, ვინაიცა ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით მედღესასწაულეთა პატიოსნისა ხსენებისა შენისა.


გალობაი 4, უფალო მესმასა


ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა მათ შენთა წმიდათაი და გადიდე შენ, მხოლოი კაცთმოყუარე.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეგვეწიე, რომელნი წადიერებით აღმზადებულ ვართ შესხმად დღესასწაულსა შენსა და ქებით ვადიდებთ ხსენებასა შენსა.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვაქებთ ყოვლად დიდებულსა ღუაწლსა შენსა, მხნეო მოწამეო, და გალობასა შევსწირავთ ყოვლისა შემოქმედსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ნუ დასცხრები ჩუენ ყოველთათვის ხსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან, რომელნი ესე შენ მიერ ვევედრებით ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახალ-კაც-იქმნა უჟამო და ძედ შენდა სიტყუაი დაუსაბამო, ამისთვის, ქალწულო, გნატრით შენ, ვითარცა ჰსთქუ.


გალობაი 5, ღამითგანსა


ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო, და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლე ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუა ღმერთი არა ვიცით.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიმხნეი შენი უძლეველი უბრწყინვალეს მზისა განბრწყინდა, ყოველი მძლავრებაი მტერისაი განიოტა და ყოველთა მორწმუნეთა გულნი განაბრწყინა, ამისთვის აღგამაღლა შენ ქრისტემან და მისა მიგიწოდა.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ბრწყინვალებაი მზისაი და მთოვარისაი, ესრეთ განანათლებს ხსენებაი შენი ქუეყანასა ჩუენსა, რამეთუ საღმრთოისა მის ნათლისა სამკვიდრებელ იქმენ შენ და ბნელსა ვნებათასა იოტებ ყოველთა მორწმუნეთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმხნეი შენი, და აცისკრებს გონებასა, ლუარსაბ ბრწყინვალეო, ახოვნებაი სულისაი და სიმრთელეი ცნობისაი, და სიმტკიცე გონებისა შენისაი, აწ ცისკროვან-ყავ, სანატრელო, გონებაიცა ჩუენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მზეი ეგე, რომელსა გმოსიეს და მოგყავს მზეი სიმართლისაი, ღრუბელსა სუბუქსა, ღმრთისმშობელო, ბნელით-გვემულისა სულისა ჩემისა კერპნი დააკუეთენ და შემუსრენ და ღირსად სადგურ განწმედილ მზისა მის გამომაჩინე, ჰოი ღმრთივმიმადლებულო.


გალობაი 6, ღაღადყავსა


ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი. აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აწ ნისლი სიბნელისაი განსდევნე სულთაგან ჩუენთა და უძლურებანი განჰკურნენ სურვილით აღმასრულებელთა ხსენებისა შენისათა და სარწმუნოებითა მგალობელთა.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელმან სიმხნეი საკვირველი აჩუენე და მრავალ-ღონეი იგი სივერაგეი მტერისაი დაამხე, აწ მაღალთა მათგან სავანეთა მოგუხედენ და წინაშე ღმრთისა შეგვეწიე.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მღდელთმთავარნი მღდელთა თანა, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი, ყრმანი, და ყოველი სიმრავლეი ერისაი ეკლესიად მოკრბება და სიხარულით აღასრულებს ქებულებათა შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვარდისა უკუდავისა აღმომაცენო სავარდეო, და შროშანისა უხრწნელისა ღელეო, და საიდუმლოდ დახშულო მხოლოო, გიხაროდენ, ქალწულო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ყოვლად ქებულო მეფეო და მოწამეო, მხნეო ლუარსაბ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.


კონდაკი, ხმაი 2


ნათელ-ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან, ახლად მოწამედ გამოჩინებულად, სპარსთა აღვირ-აღმსხმელო და მართლ-უკუნ მქცეველო, ღუაწლით-შემოსილო მეფეო ლუარსაბ, რომელმან უშჯულოისა მის მეფისა ქადებანი არად შერაცხენ, და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა მათი.

მუხლი: მართალი, ვითარცა ფინიკი აღყუავდეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.


სახარებაი მათესი


ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა, იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყველნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა დიდებულისა მოწამისა, მეფისა ლუარსაბისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.


მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ხსენებაი შენი, ვითარცა მზეი დაუვალი აღმობრწყინდა ბრწყინვალითა ნათლისა შარავანდედითა, დიდებულო მარტვილო, ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულო, მეფეო ლუარსაბ, რომელმან დასდევ სული შენი ერისათვის მსგავსად მხსნელისა, და აწ წინაშე წმიდისა სამებისა იხარებ და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა ბარბარესითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარესჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარესჯელისაითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარაზმელთაგან თბილისსა შინა წამებულთა, წმიდა მოწამე 6000 გარესჯელ ბერთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: გაბრიელ, გიორგი, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; და წმიდისა დიდებულისა მოწამისა, მეფისა ლუარსაბისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


გალობაი 7, კურთხეულარსა


ძლისპირი: ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელმან ქუეყნიური მეფობაი მოიძულე და ზეციურისა მხედრობისა მოსურნე იქმენი და გუემაი, და მრავალ-ფერი სატანჯველი თავს ისხენ და სიკუდილი მწარეი, ვითარცა საშუებელი, აწცა განაქარვე სიბნელეი ბრალთაი და განაბრწყინვე სულნი ჩუენნი.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ზეგარდამოითა მით მადლითა განათლდი შენ, ყოვლად ქებულო, და დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალსა და განანათლე შენდა რწმუნებული ერი ესე ქრისტეის მოსახელეი, აწ ოხაი ჩუენთვის შესწირე მხსნელისა მიმართ და ცოდვათა შენდობაი გვითხოვე ჩუენ და დიდი წყალობაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ეჰა, რაბამი დიდებულებაი შეგძინა შენ სიმხნემან შენმან, სანატრელო, რამეთუ ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა შენ და ვნებანი ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტეისთა, რომელმანცა მკვიდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმსარებელნი შენნი ჭეშმარიტად და საკუთრად ღმრთისმშობლად, მარიამ, ვიხსნებით სამ-ღელვათაგან განმხრწნელთა სულისათა და ხორცთა, სძალო, შენგან შობილისა მიმართ მგალობელნი: კურთხეულ-ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.


გალობაი 8, აკურთხევდითსა


ძლისპირი: სახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შეცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელმან მეფობაი მარტვილობასა ზედა განსცვალე და სარწმუნოებაი მაღალი აღმოსთქვი, აწ წმიდასა წმიდათასა სასუფეველსა წინაშე ქრისტესა იდიდები გვირგვინითა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელმან ქრისტეისთვის გულსმოდგინედ იღუაწე და ქართველთა ეკლესიაი ღუაწლითა შენითა განაშუენე და შეამკევ, აწ მვედრებელთა შენთა წყალობით მოგუხედენ და გზაი იგი ჩუენი სამეუფოი წარგვიმართენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა განაქარვე ცრუ-შჯულთა იგი საცთურებანი და კარი წამებისაი განუღე მრავალთა ერთა, ეგრეთვე მგალობელთა შენთაგან განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა მრავალსახეთა და გვიხსენ ვნებათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნათელი ნათლისაგანი და ღმერთი სიტყუაი ჭეშმარიტი ღმრთისაგან მოვიდა შენგან მთისა ჩრდილოვანისა, ქალწულო, ხსნად ღმრთისმშობლად აღმსარეთა შენთა და ამამაღლებელთა თვისთა უკუნისამდე.


გალობაი 9, ადიდებდითსა


ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძეი ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა. განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებითა მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აწ იხარებს ქართველთა ეკლესიაი ხსენებასა შენსა და უწესს ყოველთა მართლმადიდებელთა ქებით შესხმად დღესასწაულსა შენსა, რაითა ჩუენცა კეთილკრძალულებითა ვნატრიდეთ სიმხნესა შენსა უძლეველსა და ყოვლად საგალობელსა.

წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აწ შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაითა მოგვცეს ხელი შეწევნისაი და აღგვიდგინოს რქაი ცხებულობისაი, და ადიდოს ეკლესიაი მართლმადიდებლობასა შინა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ მოგვფინე მადლი ლოცვისა შენისაი, დიდებულო, და ნუ განგვწირავ მოქენეთა შენთა, არამედ ითხოვე ქრისტესაგან, რაითა დაამხუნეს მტერნი ჩუენნი ცბიერნი და ძლევაი მოსცეს საზეპუროსა ერსა ჩუენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

იხარებდ დღეს ბრწყინვალედ, ეკლესიაო ქართველთაო, რამეთუ დიდსა შეიწყნარებ საქადულობასა. აჰა, ესერა ღმრთისმშობლად აღმსაარებელი წმიდისა ქალწულისანი მეფეი დიდებული შენ შორის იდიდება გვირგვინითა მარტვილობისაითა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს

წმიდისა მეფისა სახსენებელსა მოვისწრაფოთ, ერნო ქართველთანო, და ვაქებდეთ გალობითა და შესხმითა სულიერითა ღუაწლსა შინა მხნესა ლუარსაბს, ახოვანსა და უძლეველსა, რომლისაგან აღმოგვიცენდების კურნებაი ყოველთა მგალობელთა.

საგალობელ არს ყოვლად წმიდაი ღუაწლი შენი, და სახელი შენი დიდ-საქებელ, რომელი ცათა შინა განისუენებ, და მხედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, მცირედ მანდაით გარდამოხედ ჩუენდა მომართ და იხილე, რაისა ესე აღვასრულებთ, და შეიწყნარე სიგლახაკეი სიტყუათა ჩუენთაი.

მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო მოწამეო, აწ ითხოვე ქრისტეის მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, და სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი, მწვალებელთა მათ ზედა, მშვიდობაი სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძვინვარებანი, მოწევნადი ერთა ჩუენსა ზედა, ეგრეთვე აწ მოუვლინე რისხვაი ღმრთისაი ჩუენზედ აღძრულთა მათ უშჯულოთა მტერთა ჩუენთა, უფლისა განმარისხებელთა, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა და აღგვიდგუნე მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა და დაიცევ სახლეულნი მისნი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დედოფალო მარიამ, კეთილად მძლისა მოწამისა, მეფისა ლუარსაბისა ლოცვითა ღირს მყვენ ჩუენ ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა დიდებად და გალობად:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


სავედრებელი ლოცვა


ჰოი ყოვლად დიდებულო, წმიდაო მოწამეო ქრისტეისო, ახოვნად მოთმინეო, მხედარო დიდ-სახელო, ბრძოლათა შინა უძლეველო და ჭირთა შინა ურცხვენელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო და წყალობისა -მომნიჭებელო, ღმრთივგვირგვინოსანო მეფეო ლუარსაბ!

ჰოი ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო და სახელ-დიდო მეფეო ქართველთაო, წმიდაო ლუარსაბ! მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა, რომლისა სიყუარულითა სისხლი დასთხიე, დიდებულო, და ელვარებითა სიწმიდისა შენისაითა დაშრიტე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოი იგი უშჯულოებისაი და დაგვიფარე მწვალებელთა შესაკრებელისაგან, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაი“, მოგუანიჭეი ძლევაი მათ ზედა და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქრისტეის ღმრთისაგან, ხოლო სარწმუნოებაი იგი ჩუენი ქრისტეის მიმართ კუალად განაახლე და მოგუმადლე მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მეფისა და მამულისაი, და აღგვიდგინე რქაი ცხებულობისაი, რაითა არა მივემსგავნეთ პირუტყუთა უგუნურთა, მსგავსად მათ კერპთმსახურთა და სხუთაცა ეგევითართა უგულისხმოთა, ვითარცა ნებსით განმდგარნი და დამვიწყებელნი საუკუნოისა ცხორებისანი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი საჩინოო, ახოვანო, სახელოვანო გვირგვინოსანო, მხნეო ლუარსაბ! მოწყალებითა იესუს ღმრთისა მსგავსითა, იმეოხენ წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინვებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, დიდებულისა და ყოვლად ქებულისა მოწამისა, მეფისა ლუარსაბისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.


ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:


არაი თუ ღირს ვართ მოხსენებად ბრწყინვალისა ღუაწლისა შენისა, არამედ აღმძრავს ჩუენ ფრიად სიყუარული შენი, და ყოვლითა გულითა შევსწირავთ შენდა მომართ ვედრებასა, მხნეო ლუარსაბ, შეგვეწიე, რომელნი მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, დიდებულო, ნუ მოგუაკლებ საფარველსა შენსა მორწმუნეთა ერთა და მადიდებელთა დღესასწაულისა შენისათა, და გვიხსენ ჩუენ ყოველნი ჭირთა და განსაცდელთაგან.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა და ნეტარისა მეფისა ჩუენისა ლუარსაბ მოწამისაითა, წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო