Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისა


მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.


ტროპარი


ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათვისცა გევედრებით: კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავთა შენთა და გვიხსენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტეანენი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათვისცა გევედრებით: კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავთა შენთა და გვიხსენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტეანენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 7


ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ჰოი ნიჭთა შენთა მოცემულთა, ნეტარო, რომლისა მიერ ბოროტთა ეშმაკთა არცხვინე და განაბრწყინვენ დიდებაი ქრისტესი, რომელმან მკვიდრ-გყო უსხეულოთა თანა. მეოხ-გუეყავ ჩუენ.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

რომელი სიხარულითა განხუედ უდაბნოდ უალად, და მხეცთა-წილ დაამკვიდრენ კაცნი ანგელოზთა სწორნი, მეოხ-გუეყავ ღმრთისა მიმართ, რაითა გუაცხოვნნეს ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამობრივთა ლოცვათა შენთა მოლტოლვილნი, ტკბილთა ოხათა შენთა მიერ დაგვიცვენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, შეიწრებასა მწარესა მიცემულნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.


გალობა 3, განძლიერდასა


ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ლოცვაი ლმობიერი და დაუცადებელი მოიგე, ღირსო მამაო, მღვიძარებაი და ზე-დგომაი ხელ-განპყრობით უხორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბაი შენი და სიხარულით წარმოუდეგ ქრისტესა, მას ევედრე წმიდა ყოფად ჩუენდა.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ზღუდედ საღმრთოდ და სიმტკიცედ და კეთილად შესავედრებელად მოგიგო შენ ივერთა ქუეყანამან, რამეთუ შუამდგომელობითა შენითა ვიხსნებით მარადის, ყოვლისაგან განსაცდელისა და იწროებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უბიწოებით გიცნობთ, მამაო გრიგოლ, ერთობითა მორწმუნეთა კრებულნი და მოღუაწებისა ძეგლად საცნაურად გხადით, ქადაგო სამებისაო, და ნერგო სამოთხისაო, რამეთუ მფარველ-ხარ ყოველთა შენდა შევედრებულთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მხსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი მტერთა ჯუარითა მოეც მეფესა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და შენდობასა ღირს-მყვენ მორწმუნენი.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.


მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


წარდგომაი, ხმაი ე.


უდაბნოისა მოქალაქობაი შეიყუარე უფროის სოფლისა შუებისა და საწუთოისა სიტკბოებისა და აღაშენე რაი ხანძთაი და შატბერდი სადიდებელად ღმრთისა, კლარჯეთისა უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ მონაზონთა სიმრავლითა და ღმრთისმსახურებაი განაშუენე შესხმითა წმიდათაითა, რომლითა მიეახლე ბრწყინვალებასა საღმრთოსა, ნეტარო გრიგოლ, ლოცვითა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებასა მისსა.


გალობაი 4, უფალო მესმასა


ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოჰხედ ქუეყანად, სმენაი შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შენ, დიდსა მაგას მზესა სიმაღლესა ზედა ივერთა ეკლესიისასა მდებარესა სარწმუნოებით გევედრებით: განანათლე სული ჩემი, რაითა წმიდად ვიხილო ნათლისა მომცემელი და მოწყალე.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

რომელმან ყოველნი მახენი მტერისანი ძალითა სულისაითა შეჰმუსრენ, მიხსენ მე მახეთაგან მათგან მეოხებითა შენითა და წარმართე ცხორებაი ჩემი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მეფე ტრფიალებითა ცთუნებული აღმოიყუანენ სიღრმისაგან ცოდვისა, ეგრეთვე ჩვიენცა, საკვირველთმოქმედო დიდებულო, განგვარინენ ყოვლისაგან ვნებისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.


გალობა 5, ღამითგანსა


ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებდით.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ჰოი წმიდასა ანტონს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, აწცა ნუ დაიდუმებ მოღუაწებასა ჩუენთვის ქრისტეს მიმართ, რამეთუ ყოვლადვე ძალგიძს შეწევნაი ყოველთაი, რომელნი ლოცვათა შენთა ესუენ და მეოხებასა შენსა მოივლტიან.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა დაუმკვიდრე კურთხევაი სახლსა გაბრიელ მთავრისასა, და წინაშე ღმრთისა მხურვალე შუამდგომელად გამოუჩნდი, ეგრეთვე შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა და განწმედაი გვითხოვე ჩუენ და მშვიდობაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ევედრე ღმერთსა მოსავთა შენთათვის, დიდებულო გრიგოლ, ვითარცა ქრისტეს მოღუაწე და მძლე მძლავრთაი, ვითარცა სულთა ბოროტთა განმდევნელი, და ვითარცა უძილი და მფარველი, რაითა მოგვანიჭოს დახსნაი შეცოდებათა ჩუენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.


გალობა 6, ღაღადყავსა


ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განხრწნისაგან და სიკუდილისა მიხსენ, ქრისტე.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა ყრმაი იგი, ვნებული მტერისაგან, შეგეწყალნეს ფრიად და განიოტე სული იგი უკეთური და მიჰმადლე კურნებაი, ეგრეთვე გვიხსენ სულიერთა და ხორციელთა სენთა და სალმობათაგან მორწმუნენი.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა უკეთურისა ცქირისა ქადებანი არად შერაცხენ და ბოროტი იგი მტერი ეკლესიისაი, საღმრთოითა შურისგებითა მოაკუდინე, ეგრეცა მტერი იგი მორწმუნეთა ქართველთაი დაამხენ და გზაი იგი ჩუენი, სამეუფოი წარგვიმართენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, რომელმან დააცხრვენ აღძრვაი ვნებათაი და ჭირთაი, სენთა აღტეხაი და ეშმაკისა საფრხეთა კუეთებაი ვედრებითა შენითა, ეგრეთვე ჩუენცა მოგვანიჭე სიბრძნე კეთილისა და ბოროტების განრჩევისაი და მოგვეც ძალი მოტევებისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.


კონდაკი. ხმაი 2


უღელი იგი ქრისტესი მიიღე, მამაო გრიგოლ, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან, რომლისათვის საღმრთოისა დიდებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.


მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4

პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.


ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი


ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ - არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი. ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა სიწმიდისა შენისათა, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ, არამედ აღაპყრენ ხელნი შენნი წმიდანი ზეცათა მეუფისა მიმართ, რომლისა წინაშე ღმრთივბრწყინვალითა გვირგვინითა დიდებულ ხარ, ნეტარო, და გვითხოვე, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.


მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუე ლისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა ბარბარესითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარაზმელთაგან თბილისსა შინა წამებულთა, წმიდა მოწამე 6000 გარესჯელ ბერთა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისითა; წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: გაბრიელ, გიორგი, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა და სერაპიონ ზარზმელისაითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარესჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარესჯელისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


გალობა 7, კურთხეულარსა


ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გამოჩნდი შენ კანონ მონაზონთა და უძლურთა უგამოცდილეს და პატიოსან მკურნალ, და ჰკურნებ უძლურებისა ჩუენისა ვნებასა სარწმუნოებით მგალობელთა შენთასა.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

შენ უღელი ქრისტესი აღიღე ქედსა ზედა, და ახოვნებითა ზედა დასხმანი მტერთანი შეჰმუსრენ და უდაბნონი ქალაქად გამოაჩინენ, აწ მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შესავედრებელ გვექმენ ჩუენ და ძალ-მწე, ღუაწლისა მძლეო მხნეო მოღუაწეო, რამეთუ ზღუდედ მოცემულ ხარ შენ ერისათვის ჩუენისა, მტკიცედ და მტერთა ბრძოლისაგან შეუხებელ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.


გალობა 8, აკურთხევდითსა


ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტეს ვენახისაო, შენ სიმხნითა სიმძიმე დღისაი იტვირთე და მოცემული ტალანტი აღაორძინე, რომლისათვისცა განგეხუნეს ბჭენი ზეცისანი და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა. მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვარსკულავო უდაბნოისაო, ბრწყინვალებაო საღმრთოისა სიყუარულისაო და განმანათლებელო მონაზონთაო, ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოველთა ქართველთაო, შენ ქრისტემან მკვიდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ გვეყავ მოსავთა შენთა ქართველთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კაცო ღმრთისაო და მონაო სარწმუნოო და განმგებელო საიდუმლოთა მისთაო, კაცო გულის სათქუმელო სულისაო, ძეგლო და ხატო ღმრთისმეტყუელო, რომელი ეგე ვითარცა საღმრთოი საუნჯე გპოვა ივერთა ეკლესიამან და სიხარულით შეგიწყნარა, მეოხ-გუეყავ სულთა ჩუენთათვის.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სამთა მათ ყრმათა ბაბილონს სახუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროისაი, და ცურითა სხურებულნი გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.


გალობა 9, ადიდებდითსა


ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ზეციურ ძალთაგან გესმა ხმაი საწადელი, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და კაცსა ზეცისასა გიწოდდა მეუფე ცათაი ქრისტე, მიხუედ სიხარულით და უფლისა თანა იშუებ საუკუნოდ, აწ კარნი წყალობისანი განგვიხვენ ლოცვითა შენითა, გევედრებით.

ღირსო მამაო გრიგოლ ხანძთელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიმრავლე მონაზონთაი წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო, და იშუებს სახსენებელსა შენსა, აწ გევედრებით, ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, სამწყსოი შენი იხსენ ყოველთა ჭირთაგან, მოწევნულთა და მოწევნადთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დღესასწაულობს ერი შენი ხსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ, ჰოი წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ნეტარო გრიგოლ, ზეცით-გარდამო და გვიხსნენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.


ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს.


დავბეროთ კუალად ნესტუსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი და მეოხი დედისა მისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა. შემოკრბით, ჰოი ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა შევამკობდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა კლარჯეთის უდაბნოთა შინა ცხორებისა დამამკვიდრებელსა და ქართველთა მეფეთა მართალსა სარწმუნოებასა შინა დამამტკიცებელსა.

ჰოი მადლთა შენთა სიმრავლესა, ნეტარო, რომელმან დიდებულად შეამკევ ივერთა ეკლესიაი სასწაულთა და ნიშთა საკვირველთა აღსრულებითა და ცხორებისა ბრწყინვალებითა, აწცა მვედრებელთა შენთა წყალობით მოგუხედენ და აღგვიდგინე რქაი ცხებულობისაი, რამეთუ ოხათა შენთა მოსავ ვართ.

ჰოი მწყემსო კეთილო და ხანძთისა დიდებაო, რომელმან ქალაქ-ჰქმენ უქმი უდაბნოი, და ვითარცა სამოთხე ესე გამოაჩინე, ითხოვე ქრისტეს მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა და სიმტკიცე მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა მათ ზედა, მშვიდობაი სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

ვითარცა ძუელად აჩუენე საკვირველი მფარველობაი შენი შულად ღმრთისა გამორჩეულსა ერსა შენსა, ეგრეთვე ზეცით გარდამო მოხედენ მძლავრებისაგან ბოროტისაითა მრავალ-გზის კუეთებულსა და დამდაბლებულსა და კუალად განამტკიცე იგი.

ჰოი ყოვლადწმიდაო ქალწულო მარიამ, ყოველთა ანგელოზთა და საკვირველთმოქმედისა მამისა ჩუენისა გრიგოლისა თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა მივემთხვივნეთ შუენიერებათა მათ ზეცისათა და გვირგვინშემოსილნი ვჰგალობდეთ საუკუნოდ:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.


მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, კაცთმოყუარე, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვის აგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით. უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.


სავედრებელი ლოცვა


ჰოი, ყოვლად დიდებულო და ნიშ-სასწაულებითა გაბრწყინვებულო მამაო გრიგოლ! მკვიდრო ზეცისა სასუფეველისაო, სუეტო და სიმტკიცეო ეკლესიისაო, წინამძღუარო მონაზონთაო და დიდო არქიმანდრიტო კლარჯეთისა დიდებულთა სავანეთაო, განმანათლებელო და მფარველო ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისაო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებით შენდამი შევრდომილთაო.

ჰოი ყოვლადბრწყინვალეო, ღმრთივშუენიერად მანათობელო ვარსკულავო უდაბნოისაო, წმიდაო გრიგოლ! მოგვიხსენენ წინაშე ღმრთისა, და ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, ერი ჩუენი განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული იხსენ ოხითა შენითა, რაითა წყალობისა წილ არა მოვიღოთ პატიჟი კადნიერებისაი, რამეთუ დავივიწყეთ კეთილმოქმედებაი წინაპართა ჩუენთა და სული ძუელისა პატიოსნებისაი, ძმათა ერთსულობაი, მორჩილებაი მამათაი და სული მამაცობისაი განდრეკილ იქმნა ჩუენგან, ნაცულად ამისა დამკვიდრებულ-იქმნა უპატიოებაი, განცხრომაი და ფუფუნებაი, რამეთუ არა ვისმინეთ ხმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სლვად შჯულთა შორის მისთა და მივემსგავსეთ ერთა უცხო თესლთა და ნათესავთა აღბორგებულთა, საწუთოისა ამის მოყუარეთა, განდგომილთა ქრისტესგან, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვჰმონებთ გულის თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვითა მათითა, ვითარცა უსასოონი ქრისტესგან და დამვიწყებელნი საუკუნოისა ცხორებისანი. კუალადცა მოგუმადლე ვერაგისა მტერისა მიერ მზაკუვარებითა წარტყუენილი მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მეფისა და მამულისაი და დაარღვიე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოი იგი უშჯულოებისაი, რომელ არს „საძაგელი იგი მოოხრებისაი“, ამისთვისცა აღგვიდგინე ღმრთივკურთხეული სამეფოი კვართიან-დავითიანი და მოგუანიჭე მეფე მირონცხებული, რომელი ძალითა ჯუარისაითა შემოჰკრავს ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩუენი (სახელი), ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. ევედრე, ყოვლად ქებულო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხვანიცა, შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჰოი მამაო მამათაო, წმიდათა თანა გვირგვინოსნებითა ნათელსა შინა ღმრთისა ხედვითა განჰბრწყინვებულო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, ნეტარო გრიგოლ! დაგვიფარენ ყოვლისაგან ცოდვისა, სულთა წარწყმედე-ლისა და მოგუმადლენ სათნო-ყოფაი შენგან შეყუარებულისა ღმრთისაი, რაითა მოგუანიჭოს მრავალ-ჟამ კეთილ-სუფევით ცხორებაი, მართლმადიდებლობით განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.


ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.


ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:


ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევე და ღმრთისა ნებასა შეუდეგ, სანატრელო მამაო გრიგოლ, მადლი სათნოებისაი ზეცით მოიღე, და ვითარცა ანგელოზი კაცთა შორის ჰბრწყინევდი საღმრთოითა მოქალაქეობითა, და ზეცათა მეუფესა სათნო-ეყავ, ვინაიცა კადნიერებაი გაქუს მამისა მიმართ, ევედრე ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაითა გვიხსნეს ყოველნი შვილნი შენნი სულიერისა და ხორციელისა განსაცდელთაგან და ვნებულებისა.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა გრიგოლისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო