Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი წმიდა ცამეტი ასურელი მამისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი წმიდა ცამეტი ასურელი მამისა:


იოანე ზედაზნელისა, აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა,
დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმიდელისა,
ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა,
მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.


მღვდელი: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ. დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის, და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩვენ (3-ჯერ და მცირე მეტანია 3-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩვენ; უფალო, გჳხსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (12-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა (მეტანია).
მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა (მეტანია).
მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა (მეტანია).


142-ე ფსალმუნი


უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყნად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნაბაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი, და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო (მეტანია).
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო (მეტანია).
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა (მეტანია).

ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

მუხლი I: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი II: ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდი მათ.
მუხლი III: არა მოვკუდე, არამედ ვსცხონდე და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი IV: ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავკიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.


ტროპარი


ჰკამკამებ უდაბნოსა, ნათობ ქართველთა უმეტეს მზისთუალისა, მამაო მამათაო იოანე, მეოხ-იქმენ მათთჳს, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ტროპარი, ხმა 4.


ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა-სადა გჳხსნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ შენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.


50-ე ფსალმუნი


მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


გალობა 1


ბუნებაჲ წყლისა მდინარისაჲ შეყინდა და შეკრბა კუალადქცევით, და სიღრმე ზღჳსა მეწამულისაჲ განვლო ისრაელმან ფერჴითა დაულტოლველითა და განუმზადა მოსაგებელად უფალსა გალობაჲ სულიერი.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

არა საეჭუელ, რაჲთა ქრისტე ჭეშმარიტებდეს და ჭეშმარიტებაჲ ღირსთა შორის საკჳრველებდეს, ხოლო ღირსთა სიკუდილი პატიოსან-იქმნების წინაშე ღმრთისა, რომელ არს ხრწნადისა შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა - უკუდავებაჲ, და მძლეთა - მისაგებელი წარუვალი.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

განაკჳრვებს ცნობასა იოანე საკჳრველი იგი ხატი შენი, რომელსა ზედა გამოწერილ არს მსგავსებაჲ ღმრთისაჲ, ხოლო ხატი, შემდგომად შვილებისა მადლისათა, შუენიერ-ჰყავ მსგავსებითა ღმრთისაჲთა, რომლითა საკჳრველ-იქმენ ყოველთა შინა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დღეს საღმრთოჲ წარმოდგა დღესასწაული, რომელსა შინა ჴსენებაჲ მამათაჲ, მოწაფეთა და ზიართა იოანესთაჲ, განაბრწყინვებს სარწმუნოებით მგალობელთა ჴსენებისა მათისათა და სურვილით მედღესასწაულეთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ემანუელ, რომელ არს „ჩუენ თანა ღმერთი“, შენ, სულითა წმიდითა მიდგომილმან, ზესთა ხრწნილებისა, ყოვლადუბიწოო, ჰშევ უაღრეს გონებისა და სიტყჳსა, და მხოლოჲ გამოჩნდი დედოფალ, ჭეშმარიტად და საკუთრად ღმრთისმშობელ.


გალობა 3


მფარველ ხარ უძლეველ შენ, ქრისტე, და სიმტკიცე შეურყეველ მოსავთა შენთა, დაუსჯელად დამიცვენ და დამამტკიცენ ჩუენ კლდესა მას ზედა სარწმუნოებისა შენისასა დამყარებულსა, შენ ყოვლადძლიერო უფალო.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ვაზნი ვენაჴსა ჭეშმარიტისანი, გამომღებელნი ნაყოფსა ჟამსა თჳსსა, განწმედილსა და სრულსა, გარდარგულნი ზეციერისაგან მუშაკისა, საღმრთონი მამანი სამოთხეს ზეცისასა გალობით იქებოდენ დღეს.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ზიართა შრომითა მოწაფეთა ნეტართა, იოანე საკჳრველისათა, ზიარ-ქმნილთა მოძღუარისა თანა ღირსებისა მისაგებელსა და გჳრგჳნსა, მოვედით განათლებულნი მათ მიერ და ზიარნივე შეუთხზნეთ გჳრგჳნნი ქებისანი.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

თავსა საწადელთასა აღსრულსა, აბიბოს სანატრელსა, გზითა წამებისა ღუაწლთაჲთა, ანტონის - კანონსა და წესსა მგლოვარებისა სანატრელისასა, და შიოს - სუეტსა დაყუდებისასა, ერთბამად გალობით შევასხმიდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ისეს - მოსაყდრესა და ერთპატივსა მოციქულთასა, დავითს ხატსა შუენიერსა მმარხველთასა, მიქაელს - უბიწოჲთა ძვრითა გონებისაჲთა სიბრძნისმოყუარესა, პიროს და სტეფანეს, სხუათა თანა მამათა, ღირსად უგალობდეთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კაცად ღმერთი და უფალი დიდებისაჲ მონათა თანა, უკუდავი მოკუდავად და სიტყუაჲ ჴორციელად, ვიხილეთ შენ მიერ, ღმრთისმშობელო, თჳნიერ შერევნისა ბუნებათაჲსა: ჰოი საცჳფროჲ ესე საიდუმლოჲ, ბუნებათა შუენიერებაჲ გამოუთქუმელი.


გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.


მღვდელი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

მღვდელი: მერმეცა გევედრებით, ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

მღვდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს და ყოვლადუსამღვდელოესისა... (ადგილობრივი მღვდელმთავრის სახელი) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

მღვდელი: მერმეცა გევედრებით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალნე მონანი და მჴევალნი შენნი (სახელები), განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

მღვდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


წარდგომა, ხმა 8


ქუეყანისა ყოველი დაუტევეთ, და აღჴედით მთასა სათნოებათასა, სანატრელნო მამანო, სადა-იგი ძალითი-ძალად აღვსილითა ღმერთსა მიეახლენით და პირისპირ განიცდით დიდებასა მისსა, რომლისათჳს იგი ჯვარსაცუენით ჴორცნი თქუენნი, და უარჰყავთ განსვენებაჲ ჴორციელი, და აწ კადნიერად მდგომარე ხართ წინაშე მისსა, და მას უკუე ევედრენით ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით პატივის-მცემელთათჳს წმიდისა ჴსენებისა თქუენისათა.


გალობა 4


წინაჲსწარ ესმა წინაჲსწარმეტყუელსა მოსვლაჲ შენი, ქრისტე, და დაუკჳრდა და ქებით მოასწავებდა და იტყოდა; აღივსო ქუეყანაჲ დიდებითა შენითა, უფალო, და სიმდაბლე ჩუენი არა უგულებელს-ჰყავ, არამედ ვითარცა შუენის ღმრთეებასა შენსა, მოხუედ და იჴსენ ცხებულნი შენნი.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

მირონდებულსა მას ალაბასტრსა, საღმრთოსა, ლარნაკსა შენსა, იოანე, აღმომდინარესა ნიშთა კურნებისათა, პატივცემულსა ღირსად მღდელთა მიერ და მეფეთა, დღეს პატიჟად უთნოებათა ჩუენთა, დათრგუნვილსა მტერთა ბოროტნათესავთაგან, მსწრაფლშემწე ექმენ, მცველ და განმათავისუფლებელ.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ნეტართა მამათა, სწორთა მოციქულთასა რიცხვით, მადლით და ერთპატივობით, წარმოდგა ჴსენებაჲ სახარულევანი, მოვედით, ღმრთივგანბრძნობილნო, ვაქებთ ზოგად განათლებულნი მათგან ათორმეტთა მათ ბჭეთა ზეცისა ქალაქისათა და ათორმეტთა პატიოსანთა ქვათა ბრწყინვალეთა სამღდელოჲსა პოდირისათა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ორნი ათთა თანა მოწაფენი ნეტარნი ყოვლადგამოცდილისა მოძღურისანი განბრწყინდეს, ვითარცა ვარსკულავნი ათორმეტნი მზეშემოსილისა დედაკაცისა გჳრგჳნისანი, რომელთა თანა მადლთა შარავადედითა ნატარი ელია, დოდოს და ლუკიანე ევაგრითურთ განაცისკროვნებენ მომწოდებელთა მათთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

პირად-პირადად სამოსლითა ოქრო-ქსოვილითა მდგომარე მარჯუენით ძისა შენისასა, მადლთა პირად-პირადთა მდინარეთა შესაკრებელისა უფსკრულისა, ვარსკულავი დამტევნელი უზომოჲსა ნათლისა ნათელშემოქმედისაჲსა, შენ, რომელთა-ესე გიცით, ყოვლადმიმადლებულო, გჳჴსენ ვნებათაგან პირად-პირადად.


გალობა 5


ცხორებაჲ ხარ დაუსრულებელი და ნათელი მიუწდომელი, ქრისტე ღმერთო ჩუენო, აჩრდილი ბნელისა მის უგუნურებისა განაშორე გონებათაგან ჩუენთა და განანათლენ საცნობელნი სულთა ჩუენთანი ნათლითა მით დაუღამებელითა მეცნიერებისა შენისაჲთა.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ჟღერდეს ეჟვანი იგი ტკბილად სახარებისა ქადაგებასა წარმართთა შორის, სწორ რიცხვნი და ერთპატივნი მოციქულთანი მოწაფენი იოანე საკჳრველისანი და დადუმნეს ბოროტჴმობანი სამუსიკონი კერპთანი და შეცვალენეს ძუძუნი კინამოდ და კჳპარად და მჴეცნი ცხორებად არვისა ქრისტესისა.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

რკინათა გესლიანთა განცეცხლებად და წრთობად ემბაზსა შინა, რომელთამე თჳთ იგისა და რომელთამე უკმოწოდებასა ნათლისღებისასა ქართველთა მაცხოვარებად, ზეცით წოდებითა პავლედ მეორედ გამორჩეულ იქმენ იოანე, წიხნელი დეზსა საღმრთოჲსა მოსწრაფებისასა.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

სულითა შეერთებულთა მამათა, ერთგონიერებითა შეკრებულთა მნათობთა წმიდათა ეკლესიისა სიმგრგულისათა, იოანეს თანა დიდისა მზისა, უგალობს დღეს ღირსად კრებული ღმრთივბრწყინვალე ქებითა სახარულევანითა, ვითარცა მარად მფარველთა და მეოხთა მორწმუნეთასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტრფიალებითა საღმრთოჲთა მგზნებარე, ყოვლადსაკჳრველი იოსებ, ვერმგრძნობი ტკივილთა ყინელთა დამაზრობელთასა და სიმძიმესა სიცხისასა შემწუელსა, ხოლო მგლოვარებისა ნეტარისა კმა კანონად ისიდორე - ესე მოძღუარნი კრძალულებისანი შეისხმიან დღეს სხუათა თანა მამათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უზესთაეს არს გონებისა საიდუმლოჲ ესე, და უფროჲს დაზეებულ ცნობისა, რამეთუ ყოვლად არსი, თანასწორი მამისა და სულისა მრავლითა სახიერებითა თანაშთამოვალს და დაუტევნელი იგი ქერუბიმთა საყდართა ქალწულისა დაეტევის საშოსა განახლებად ხატისა თჳსისა განხრწნილისა.


გალობა 6


ღაღადებასა მონათა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ, უფალო, არამედ ვითარცა იჴსენ იონა მუცლისაგან ვეშაპისა, მიჴსნენ ჩუენცა ვეშაპისაგან უხილავისა და მტერისა ბოროტისა, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

იაკინთისა ფერ-შუენიერებაჲ მოიგო დავით სიწმიდითა, ანტონი დაყუდებისა მიერ ემსგავსა იასპსა მჭჳრვალესა, ხოლო შიო საპფირონსა, ვითარცა განხრწნადისა სისპეტისაგან ლტოლვილი და მგლოვარებისა თჳსშორის გამომწერელი.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ფერ სარდიონისა - სისხლითა მარტჳლობისაჲთა აბიბოს იერარქი ღმრთისაჲ, ამეთჳსტო შუენიერ - თადეოზ ნეტარი, სტეფანე გჳრგჳნი - ოქრო-ქვა მცხინვარე, სამარაგდო - ზენონ, მწვანვილოვანსა ზეცისასა, მკჳდრი წყალთა განსასუენებელთასა, იქებოდენ, ვითარცა ღირსნი ქებისანი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კარქიდონ პატიოსან - მიქაელ, ხატი მმარხველობისაჲ, სარდიონ - ისიდორე, სიწრფოებისა მაგალითი ყოვლად ცხოველ - მწერალთაჲ, პიროს - ბივრიტ ფერითა, ვითარცა ზღუაჲ კრძალულებისაჲ, ხრისოპრას - იოსებ, სიმტკიცე უბიწოისა მრთელცნობისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღრუბელო სუბუქო, ეტლო ღმრთისაო, უბიწოო ქალწულო, დღეს ზღუდეთა ზეცისა ქალაქისათა, რომელთა რიცხვსა ათორმეტ-ჰყოფს საღმრთოჲ მწყემსი ისე, ტოპაზი ბრწყინვალე, გალობით შემსხმელნი სურვილით, ჭირთაგან დაგჳცვენ, ღმრთისმშობელო.


გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი. 


მღვდელი: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღვდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღვდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა თავნი და თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღვდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისაჲ და მაცხოვარი სულთა ჩუენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


კონდაკი, ხმა 3


ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოსჩნდი და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე, ხოლო მადლთა სულისა წმიდისათა გჳწყაროებ და სასწაულთა სიმრავლითა განგუაბრწყინვებ, მამაო წმიდაო იოანე, მოეც მშჳდობაჲ მთავრობასა და მჴედრობასა ჩუენსა მორწმუნესა და ერნი, მადიდებელნი შენნი, იჴსნენ განსაცდელთაგან.


მღვდელი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაჲ, ფსალმუნი დავითისი, ჴმა 4:

- პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

გუნდი: - პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მღვდელი: რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელ ესე მომაგო მე.

გუნდი: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მღვდელი: პატიოსან არს წინაშე უფლისა -

გუნდი: სიკუდილი წმიდათა მისთა.

მღვდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღვდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღვდელი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მღვდელი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მღვდელი: ყოველი სული -

გუნდი: აქებდით უფალსა.

მღვდელი: ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

მღვდელი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება. მშჳდობა ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღვდელი: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

მღვდელი: მოხედენ.



სახარება წმიდისა მახარებელისა ლუკასი (6:17-23)


მას ჟამსა შინა დადგა იესუ ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ, და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა. და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ; ნეტარ ხართ თქვენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა. გიხაროდენ მას დღეთა შინა და მხიარულ იყვნენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალს არს ცათა შინა.

გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდათა ათსამმეტთა ასურელთა მამათაჲთა, მოწყალეო, აჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადისა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.


ღირსნო მამანო, ყოველსა ქუეყანასა განჰჴდა ჴმაჲ წარმართებისა თქუენისაჲ; ამისთჳსცა ზეცათა შინა ჰპოვეთ სასყიდელი შრომათა თქუენთაჲ, და ეშმაკთა გუნდი წარსწყმიდეთ, და ანგელოზთა წესსა მიიწიენით, რომელთა უბიწოითა ცხორებითა სწორ-იქმენით; კადნიერებაჲ გაქუთ წინაშე ქრისტეს ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვეთ სულთა ჩუენთათჳს.


მღვდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდბელთა და გარდამოგვივლინე ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსნითა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისათა, წმიდისა დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკჳრველთმოქმედისათა გიორგისითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსითა, წმიდისა მამისა ჩუენისა ილია მართლისაჲთა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანაჲსითა, (და სახელი წმიდისა, რომლისაცა არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-ჯერ).

მღვდელი: წყალობითა და მოწყალებითა, და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


გალობა 7


უზესთაეს საკჳრველებათა იპოვნეს ყრმანი ბაბილონს შემწედ სჯულთა მათ მამათასა და ცეცხლსა შინა ბრწყინვალენი ცუარითა სხურებულნი ერთობით ღაღადებდეს და იტყოდეს: უფროჲსად ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, კურთხეულ ხარ შენ.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ყოვლადსრულისა მიმღებმან გჳრგჳნისა ძლევისა და ღირსებისა, იოანე, მოიგე დგომაჲ მეორეთა თანა ნათელთა, ხოლო განსვლამდე ჴორცთა შინა მყოფი მადლსა მოციქულთასა ყოვლითურთ ღირს-იქმენ და მეტყუელებასა უცხოთაცა ენათა მჴმობელი: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

შუენიერ-იყვნეს ჩუენდა ფერჴნი მახარებელთა მშჳდობისათანი, რომელთა გუახარეს, მოციქულებრ მომღებთა ცეცხლისა ენათასა და მეტყუელთა ენათა უცხოთა, იოანე დიდმან და მოწაფეთა მისთა მგალობელთა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჩინებული იგი და რჩეული მღვდელმთავარი ქრისტესი ევლავიოს, უწყებული სულითა, მოგეგებოდა თქუენ, მამანო, ოდეს ზოგად მის თანა მოიღეთ ენანი ცეცხლისანი ერთჴმობით მგალობელთა: უფროჲსად ამაღლებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ცეცხლი ღმრთეებისაჲ, ღმრთისმშობელო, იტჳრთე მაყუალმან სულიერმან და გარეგან სჯულთა ბუნებისათა დაადგერ შეუწუელად, ქალწულო, ხოლო ჰშევ უზესთაეს ცნობისა ღმერთი კაცად, რომელსა უგალობთ: უფროჲსად ამაღლებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.


გალობა 8


შემზადებაჲ სახიობათა და განცხრომაჲ მეფისა უსჯულოჲსა განაქარვა ბაბილონს შეერთებამან ყრმათამან, რაჟამს ღაღად-ჰყვეს ერთითა ჴმითა, რამეთუ იყვნეს სახმილსა მას შინა ნიავისაგან შეცურეულ და გალობასა ყოვლისა სოფლისასა დამბადებელისა მიმართ იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ძალნი ნიშთანი, რომელნი მოიგნეს იოანე და მოწაფეთა მისთა და ბრწყინვალედ ცხად-გჳყვნეს უზესთაეს ბუნებისა, რაჟამს დინებაჲ მდინარისა ბრძანებით დააყენნეს და ეშმაკნი განასხნეს და წუერითა კუერთხისაჲთა ელისესებრ კუალად განყვნეს წყალნი დამბადებელისა მიმართ მგალობელთა: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

წმიდითა კუერთხითა მენიშემან საკჳრველმან მღდელთმთავარმან ქრისტესმან ისე, მბრძანებელმან კუერთხისა კუალსა შედგომად მდინარესა, რომელსა მორჩილი ვითარ ცხოველი, მისდევდა მთათა ზედა და ბორცუთა, გარეგან სჯულისა ბუნებისა თჳსისა, ხოლო სხუაჲ ცეცხლითა განლევდა ვეშაპთა, რომლისათჳს მადიდებელისა მათისა მიმართ ვიტყოდით: აკურთხრვდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ჭამად დამვიწყებელთა პურისათა ტირილითა შეაზავნეს სასუმელნი ჴმითა სულთქუმისაჲთა განჴმელ-ყვნეს ჴორცნი ძუალთა თანა, რაჲთა სასძლოჲსა ზეცისა უკუდავსა ტაბლასა სუან ახალი სასუმელი აღთქუმულისაებრ, ესე უკუე ერთი განზრახვაჲ მოისიბრძნეს მამათა მგალობელთა: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ხადილ-გუყოფს ჩუენ დღეს ათსამმეტნი ასურელნი მამანი ჴსენებასა შინა მათსა წმიდასა და მზა-გჳყოფს სასუმელსა მრჩობლისა კურნებისასა, მოვედით ზოგად ყოველნი და აღმოვივსოთ წყალი სიხარულისაჲ, ლოცვითა მათითა საკჳრველმწთოლვარე, მგალობელთა მადიდებელისა მათისათა: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჴორც-იქმნა სიტყუაჲ, რომელიცა დასაბამსა შინა მამისა იყო, რაჲთა ხატი თჳსი მიღებითა განაახლოს, ამისთჳს დედა-ქალწული დასაბამ ჴორცთა გამოირჩია, რაჲთა წყევაჲ პირველისა დედისაჲ დაჰჴსნას და კურთხევაჲ ჭეშმარიტი მის მიერ აღმოუბრწყინვოს მგალობელთა: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.


გალობა 9


უფროჲს ბუნებისა და ზესთა სიტყჳსა მოგემადლა, უბიწოო დედაო და დიდებულო ქალწულო, რამეთუ ღმერთი უფალი, მჴსნელი და მაცხოვარი მუცლისა შენისაგან გამოგჳბრწყინდა განკაცებული და არა შეცვალებული, ამისთჳსცა ყოველნი ნათესავნი ღირსად გალობით, ვითარცა თქუ, გნატრიან და გადიდებენ შენ.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ჯუარისა ბეჭთა ზედა აღმღებელნო, ათსამმეტნო ასურელნო მამანო, და გარეგან განსრულო სოფლისა ბანაკთაგან, კეთილთა საქმეთა თხემისა ადგილსა აღჯუარულთა შესწირენით თავნი თქუენნი მამასა ნათელთასა ყოვლითურთ განწმედილად მსხუერპლად, რომლითა ზიარ ვნებათა ქრისტესთა გამოჩნდით, ყოვლადსაკვრელნო, და სუფევისაცა მისისა იქმნენით ზიარ.

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ფილოსოფოსთა ზეცისა სიბრძნისათა უაღრეს ძალისა და უჭეშმარიტესისა მყოფისა მარად მხედთა და არსთა ბუნებათა მის შორის განმცდელთა თჳსებანი თითოთა მდგმოებათანი წარმოდგომილნი განიცადეს განმსაზღვრებელთა და უსაწადელესისა მყოფისა მიისწრაფეს ათორმეტთა მოძღუართა გამოცდილთა მოწაფეთა ბრძენთმთავრისა იოანესთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰკრეფდეს ყოველთაგან ყუავილთა უხრწნელთა მოსწრაფებით სიტყჳერნი ფუტკარნი ველსა ზედა სათნოებათასა სიბრძნით, რაჲთა გამოიზარდნეს უკუდავითა სიტკბოებითა სიტკბოებასა და მაცხოვარებასა ჩუენდა ცხადმყოფელისათა, საღმრთონი იგი სწორნი რიცხვნი მოციქულთანი, მამანი ყოვლადსაგალობელნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჰოი ყოვლადდიდებულო და ზესთა ცნობისა მიმადლებულო, უხრწნელო დედაო და მშობელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ერთი წმიდისა სამებისა მრჩობლითა არსებითა სიტყუაჲ ღმრთისაჲ აღდგომად ხატისა დაცემულისა, ჩემიცა აღმართე დაცემულებაჲ და უვნებელობისა მიმართ მიმზიდე, რაჲთა მარადის გადიდებდე, ყოვლადსაგალობელო.



ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღვდელმან აკმიოს.


ქერუბიმთაებრ მრავალთუალებით განიცდით ღმრთისა დიდებასა, სანატრელნო მამანო: იოანე ზედაზნელო, აბიბოს ნეკრესელო, ანტონ მარტყოფელო, დავით გარეჯელო, ზენონ იყალთოელო, თადეოზ სტეფანწმიდელო, ისე წილკნელო, იოსებ ალავერდელო, ისიდორე სამთავნელო, მიქაელ ულუმბოელო, პიროს ბრეთელო, სტეფანე ხირსელო და შიო მღვიმელო - რომელთაცა დაიმკჳდრეთ პირველთაგანვე გამზადებული თქუენებრ ღირსთათჳს ადგილი, და ჩუენთჳსცა ითხოვეთ მართალთა თანა სავანეობაჲ.

ჴმითა გალობისაჲთა და სურვილითა სულისაჲთა გევედრებით, ღმრთივსანატრელო მამანო მამისაგან ზეცათაჲსა გჳთხოვეთ, რაჲთა ჴელი წყალობისაჲ აღგჳპყრას და ჴელთაგან ჰაერისმცველთაჲსა გჳჴსნას ჩუენ.

ჯეროვნად ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ჯუარითა ცხოველსმყოფელითა დაგჳფაროს და ჯოჯოხეთისაგან ჴსნილნი სასუფეველსა თჳსსა ღირს გუყვნეს ლოცვითა თქუენითა, მამანო ღმრთივსანატრელნო.

სურვილითა ევედრენით სულსა წმიდასა ლოცვითა თქუენითა, პატიოსანნო მამანო: იოანე ზედაზნელო, აბიბოს ნეკრესელო, ანტონ მარტყოფელო, დავით გარეჯელო, ზენონ იყალთოელო, თადეოზ სტეფანწმიდელო, ისე წილკნელო, იოსებ ალავერდელო, ისიდორე სამთავნელო, მიქაელ ულუმბოელო, პიროს ბრეთელო, სტეფანე ხირსელო და შიო მღვიმელო - რაჲთა ღმერთმთავარი იგი გჳძღოდეს ქუეყანასა წრფელსა და საუკუნესა სუფევასა ღირს-ვიქმნნეთ დამკჳდრებად.

ჰოი ყოვლადწმიდაო ქალწულო მარიამ, ყოველთა ანგელოზთა და ღმერთშემოსილთა მამათა თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა მივემთხჳვნეთ შუენიერებათა მათ ზეცისათა, გჳრგჳნშემოსილნი ვგალობდეთ საუკუნოდ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩვენ (3-ჯერ და მცირე მეტანია 3-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩვენ; უფალო, გჳხსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისაჲ მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადისა და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვისმიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ და გჳჴსნენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა რომელნი-ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრებაჲ ნათესავისა ქრისტიანეთაჲსა.


მღვდელი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

მღვდელი: მერმეცა გევედრებით მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისათჳს მონისა (მჴევლისა) ღმრთისა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

მღვდელი: მერმეცა გევედრებით, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე, ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხოთესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილადდგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა და გარეწარაქციოს რისხვაჲ, მარადღე ჩუენდა მომავალი, და გჳჴსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენზედა მოწევნულისა რისხვისაგან და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-ჯერ).

მღვდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუკნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.


ლოცვა


ჰოი ყოვლადღირსნო ღმერთშემოსილნო მამანო: იოანე ზედაზნელო, აბიბოს ნეკრესელო, ანტონ მარტყოფელო, დავით გარეჯელო, ზენონ იყალთოელო, თადეოზ სტეფანწმიდელო, ისე წილკნელო, იოსებ ალავერდელო, ისიდორე სამთავნელო, მიქაელ ულუმბოელო, პიროს ბრეთელო, სტეფანე ხირსელო და შიო მღვიმელო - ანგელოზთაებრ მგალობელნო, ნათლისმცემლისაებრ პატივცემულნო, ღირსთა შორის გჳრგჳნნო, მონაზონთა წინამძღვარნო, მამათა პატიოსნებანო, ქრისტიანეთა მფარველნო, მოსავთა თქუენთა შეწევნაო და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა თქუენისათა სასონო და შესავედრებელნო.

ჰოი ყოვლადსანატრელნო ღმრთივსულიერნო მამანო, ვარსკულავნო ყოვლადბრწყინვალენო, მოგუფინეთ სხივებრ მადლი წმიდისა ლოცვისა თქუენისა და განანათლეთ კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, განაბრწყინვეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნონი წესნი; განაძლიერეთ ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი; ევედრეთ, მამანო, თქუენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რაჲთა ყოველნი შეგჳწყალნეს დიდითა წყალობითა თჳსითა.

ჰოი ყოვლადპატიოსანნო მამანო წმიდანო: იოანე ზედაზნელო, აბიბოს ნეკრესელო, ანტონ მარტყოფელო, დავით გარეჯელო, ზენონ იყალთოელო, თადეოზ სტეფანწმიდელო, ისე წილკნელო, იოსებ ალავერდელო, ისიდორე სამთავნელო, მიქაელ ულუმბოელო, პიროს ბრეთელო, სტეფანე ხირსელო და შიო მღვიმელო - მზეებრ შარავანდედითა წმიდითა ლოცვითა თქუენითა დაგჳფარეთ თაყუანისმცემელნი ღმრთივშუენიერისა სიწმიდისა თქუენისანი და გჳჴსნენით სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფობისაგან ქუეყანისა, სეტყჳსაგან და ყოვლისაგან მავნებელისა ჰაერისა, და ყოვლისაგან მწუხარებისა, არამედ ევედრენით ყოვლადწმიდასა სამებასა, რაჲთა მოგუმადლოს მშჳდობაჲ და სიმართლე, კაცთმოქალაქობით ღმრთისა სათნოყოფაჲ, მართლმადიდებლობით გაბრწყინვებაჲ, ქველისსაქმით განათლებაჲ, სასუფეველსა ცათასა დამკჳდრებაჲ, მართალთა თანა სუფევაჲ, ღირსთა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და საუკუნოჲ დიდებაჲ და სიხარული, რამეთუ მამასა შუენის დიდებაჲ, ძესა მადლობაჲ და სულსა წმიდასა თაყუანისცემაჲ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


მღვდელი: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღვდელი: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ). სახელითა უფლისათა, (მღვდლის ტიტული), გუაკურთხენ.

მღვდელი: ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თჳსისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და (წმიდისა, რომლისაცა იყოს ტაძარი), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდისა, რომლისაცა იყოს დღე) და ყოველთა წმიდათაჲთა შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.

გუნდი: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

ხოლო ერისკაცმან: უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო