Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

პარაკლისი წმიდისა მღვდელმთავრისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

პარაკლისი წმიდისა მღვდელმთავრისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.


ტროპარი, ხმა 1


პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი მბრძოლად ძლიერად საკვირველთმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩვენო, მკვდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა გიყო შენ, რამეთუ გველი ოქროდ შესცვალე და ლოცვათა შენთა ზედა ანგელოსნი გაქუნდეს თანა-შემწედ და თანამწირველად შენ ყოვლად სამღუდელოო, დიდება რომელმან გადიდა შენ, დიდება რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი მბრძოლად ძლიერად საკვირველთმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩვენო, მკვდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა გიყო შენ, რამეთუ გველი ოქროდ შესცვალე და ლოცვათა შენთა ზედა ანგელოსნი გაქუნდეს თანა-შემწედ და თანამწირველად შენ ყოვლად სამღუდელოო, დიდება რომელმან გადიდა შენ, დიდება რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.


გალობა 1, სძლისპირი


ღელვითა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილნი ძლიერად სპარაზენნი, სიტყვამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩვენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ, უფალო დიდებულო დიდებულ ხარ.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ქვეყანა მშვიდთა დაიმკვიდრე, მამაო, რამეთუ იქმენ მშვიდ და წრფელ, მოწყალე და უბიწო, ამისთვის გევედრები, ღელვატეხილობა გონებისა ჩემისა დააყუდე, რათა შეგასხმიდე გალობითა საღმრთოთა.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მუშაკობითა საღმრთოთა, სული შენი განსწმიდე ღირსო სპირიდონ და ღვთივშვენიერ იქმენ და სულისა წმიდისა ბრწყინვალითა ნათლითა განბრწყინდი მამაო, ამისთვის აღავსებ მგალობელთა შენთა ბრწყინვალებითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამწყსოსაგან მსგავსად დავითისა გამოგიყვანა ღმერთმან და პირმეტყველთა ცხოვართა მწყემსად დაგადგინა შუენიერად და სათნოდ და სიმშვიდით და სიწრფოებით შემკული და უმანკოებითა განბრწინვებული მწყემსო კეთილო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სძალო უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულის-სიტყვა და სული ჩემი, გევედრები განსდევნე ალმური უგუნურებისა ჩემისა და წყვდიადი ცოდვათა მათ ჩემთა, რათა ჯეროვნად გიგალობდე შენ.


გალობა 3, სძლისპირი


კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რათა ხმა-ვჰყო შენდა მომართ მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდა შენსა გარეშე ღვთისა ჩემისა.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

გონება შენი უვნებელობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა ბრწყინვალედ განაშვენე და მადლთა საუნჯე იქმენ და სენთა განჰკურნებ, ეშმაკთა იოტებ პატივისმცემელთა შენთაგან, სარწმუნოებით მღუდელ-შუენიერო.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დასაბამი ბოროტთა გველი მოაკვდინე ღირსო, ვეცხლისმოყვარება ძირითურთ აღმოფხვარ, ხოლო მოწყალებისათვის გველი ოქროსა სამკაულად შესცვალე ლოცვითა, დიდო მღუდელმთავარო და სამ-გზის სანატრელო მამაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღხედ მთასა უვნებელობისასა ღმერთშემოსილო, შეხუედ ნისლსა ღვთისმხილველობისასა ნეტარო და ფიცართა გულისათა შეიწყნარე სჯული ცხოვრებისა, ვითარცა მნემან სარწმუნომან და მღვდელმთავარმან სამეუფომან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი და გონება ჩემი დაბნელებული უდებებითა, განანათლე ღვთისმშობელო, რათა გიგალობდე, არავინ არს წმიდა შენსა გარეშე დედოფალო.



გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.


წარდგომა, ხმა 8


სამწყსოსაგან ცხოვართასა, წინამძღვარდ ქრისტეს ეკლესიისა დაიდგინე სპირიდონ და მწყემსად ღვთივ-დადგინებულად გამობრწყინდი და წვალებისა მგელნი განიოტენ სიტყვითა შენითა და ღვთისმსახურებისა მწუანვილოვანსა ზედა წმიდა ეკლესია გამოზარდე, და შორის ღმერთშემოსილთა მამათა სარწმუნოება დაამტკიცე სიბრძნითა სულისა წმიდისათა, მღუდელმთავარო ნეტარი სპირიდონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს სურვილით პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.


გალობა 4, სძლისპირი


მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი და მიხსნენ ჩვენ ყოვლითურთ რომელნი ვღაღადებთ, დიდება ძალსა შენსა.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ნაკუერცხალთა მიერ სულისა წმიდისათა აღეგზენ, ხოლო ნივთი ვნებათა ადვილად დასაწველი დასწვი და სოფელი ნათლითა სათნოებათა შენთათა განაბრწყინვე.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მოაკვდინე ხორცთა შენთა აღძრვაჲ ღვთივ-სულიერო და მკვდარნი აღადგინენ სიტყვითა შენითა საღმრთოთა, ამისთვის გევედრები, სული ჩემი მომკვდარი განაცხოველე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ხმა უყავ რა, მეყუსეულად მკვდარი გეზრახა, მამაო, მდინარე დაყუდნა სიტყვათა შენთა ბრძანებითა, რამეთუ გამობრწყინდი ნიშთა საღმრთოთა აღმასრულებელად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმეტყველთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს, ყოვლად მიუწთომელად უხრწნელო, რამეთუ გარეშეუწერელი, განხორციელებული ჰშევ გამოუთქმელად,


გალობა 5, სძლისპირი


შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ მეუფეო მშვიდობისაო, განგვანათლენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ სხვა ღმერთი არა ვიცით.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მდინარენი მადლთა შენთანი ღირსო, ყოველთა მორწყუენ და მიანიჭებენ კურნებასა მდიდრად, მამაო და ყოველთა დიდებად ღვთისა აღადგინებენ, რომელმან იგი სამართლად გადიდა შენ და საკვირველთმოქმედებითა და ნიშთა სიმრავლითა პატივს-გცა.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შენ, მეფემან ქვეყანისამან გიცნა ჭეშმარიტად მონად ცათა მეუფისა, მადლთა მიერ საღმრთოთა, განმდიდრებულად შესვლასა შენსა წინაშე მისსა, მაღალთა ნიშთა მიერ და სასწაულთა და გამოცხადებათა და დიდად მკურნალად სამ-გზის სანატრელო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აბრაამის უცხოთ-მოყვარებასა ჰბაძევდ ნეტარო და ჰსწყალობდ ყოველთა, და ყოვლადვე ყოველთა ექმენ ნუგეშინისმცემელ და აღმავსებელ განსაცდელთა და ჭირთა შინა, სპირიდონ, მსახურო სამებისაო და სამკაულო მღუდელობისაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გვიშევ ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყვა მხოლო დაუსაბამო, მას ევედრე ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა რათა შეგვიწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა, ღვთისმშობლად ღვთისა დედაო ყოვლად წმიდაო.


გალობა 6, სძლისპირი


ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი, აღმომიყვანე სახიერ დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო გევედრები.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ოქრო ვითარცა თიხა შეგერაცხა შენ, რამეთუ უფროს ოქროსა ჰბრწყინევდი სიწმიდითა და განმდიდრდი მადლთა მიერ ყოვლად ოქროვანთა სულისა წმიდისათა.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

სიწმიდით ჰმსახურებდ მეუფესა შენსა და სიმრავლენი ზეცისა მხედრობათანი გაქვნდეს მეტყველად შენთანა ხმითა სასმენელითა მღუდელშუენიერო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დიდებულმან მოქალაქობამან შენმან დიდებითა ბრწყინვალითა გვირგვინოსან-გყო შენ, ამისთვის სახსენებელსა შენსა სიხარულით ვდღესასწაულობთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა საშო შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.


გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.


კონდაკი


სურვილითა ქრისტესითა იღუაწე ყოვლად სამღუდელოო, გონება ფრთოვან ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ ღვთივ-სულიერო, რამეთუ მსხვერპლ შეწირულ ღვთისა იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათვის.


წარდგომა ფსალმუნი დავითისი: პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახუანი გულისა ჩემისანი გულისხმისყოფასა;

მუხლი: ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა.


სახარებაჲ იოანესი [10; 9-16]


ჰრქუა უფალმან, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მღვდელმთავრისა სპირიდონისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

შენ უკუე უსიტყუთაგან სამწყსოთა, მიგიყუანა სიტყვიერად სულმან ღმერთშემოსილო, ვითარ იგი მოსე და დავით, და მათსა მიემსგავსე ჩვეულებასა, სპირიდონ ბრწყინვალებაო ყოვლისა სოფლისაო.


გალობა 7, სძლისპირი


ბრძანებამან უსჯულოსა მძლავრისამან, უფროსად მოტყინარე აღაგზნა სახმილი ყრმათათვის და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცვარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

სიმშვიდე მოსესი და უმანკოება დავითისი მოიგე და უბრალოება იოსებისი და იქმენ სავანე სულისა ყოვლადწმიდისა და ესრეთ ღაღადებდი, ღმერთო საუკუნეთაო კურთხეულ ხარ შენ.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ცვარი ზეცისა ჟამსა სიცხისასა, თავსა შენსა წმიდასა აგრილებდა და მოასწავებდა საღმრთოსა პატივსა შენსა ვითარცა იტყოდი, რამეთუ ღმერთმან გადიდა, მგალობელთა შენთა წმიდა-მყოფელად.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კრებასა მამათასა პატივს-გცა ღმერთმან და სიტყუათა შენთა მსჯავრი დაამტკიცე შეურყეველად, რომელნი სარწმუნოებით წარმოაჩინენ და სიცოფე არიოზისი დაარღვიე და შეჩვენებულ ჰყავ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ტევანი ცხოვრებისა გამოიღე ვითარცა რა ვენახმან დაუსხმელმან ღვთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღვინო წმიდა მყოფელი და მახარებელი გონებათა, სიმთურალისა ბოროტისა დამხსნელი.


გალობა 8, სძლისპირი


სახმილი იგი ცეცხლისა ბაბილონს პირველად განიზოგა ღვთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ცეცხლი ვნებათა, წვიმითა საღმრთოთა სულისა წმიდისათა დაშრიტე და კურნებათა ცვარი შემწველ ვნებათა აღმოაცენე და დაჰხსნი სალმობათა სახმილსა დიდებულო, ღმერთშემოსილო მამაო სპირიდონ.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

წრფელი უმანკო, მშვიდი და მოწყალე და სახიერ იყავ შენ მამაო, შეცულ სიყვარულითა, მღუდელშუენიერ ბრძენ და გონიერ და ყოველითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ, ამისთვის გიგალობთ ღირსო სპირიდონ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გეზრახა მკუდარი ვითარცა ცხოველი, ჰკითხე რა ნეტარო მამათმთავარო, ჰოი საქმე საკვირველი, ჰოი საიდუმლო დიდებული, ჰოი მადლი რომელიცა საღმრთომან ცხოვრებამან შენმან და ანგელოზებრივმან მოგატყვა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განკურნენ, სიტკბოებითა ყოვლად საგალობელო, დაამშვიდე ცხოვრება და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა დედოფალო, რათა მარადის გაკურთხევდე შენ.


გალობა 9, სძლისპირი


დაუსაბამოსაგან მამისა, ძე ღვთისა გამოსჩნდა ქალწულისაგან, მხსნელად ჩვენდა განხორციელდა, განგვანათლებს დაბნელებულთა და შემოკრებს ერთად განბნეულთა რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის

დაუსაბამოსა მამისა, ძე ხმამაღლად ჰქადაგე, და თანა-არსად და თანა-სწორად მამისა, მღუდელმთავარო მღუდელმთავართა კრებულსა შორის, და დაუყვენ პირნი უღმრთოთა მგმობართანი სამ-გზის სანატრელო მამაო.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის

მრავალმნათობო მზეო, მამათა სამკაულო და მღუდელთა გვირგვინო და ანგელოსთა მოდასეო რომელნი ბრწყინვალესა ხსენებასა შენსა შეასხმენ და აღასრულებენ, ნათელსა წარუალსა ღირს-ჰყვენ მეოხებითა შენითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

საყოფელთა საკვირველთა და ქალაქმან ზეცისამან და დღესასწაულთა ოხრვისა ზადიკობამან, განწმედილი სული შენი და სათნოებითა შემკული, ნეტარო სპირიდონ, შეიწყნარეს ხმითა სახარულევანითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

საიდუმლო დიდი, დიდებულისა შობისა შენისა განაკვირვებს ანგელოსთა ღვთივ-მიმადლებულო და წმიდათა გუნდსა მოსწყლავს სიყვარულითა და აღძრავს მამათა საღმრთოდ გალობად შენდა, ყოვლისა სოფლისა სასოჲსა.


ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

ღირსო მამაო ნეტარი სპირიდონ, ბრძენო, მკუდარსა ვითარცა ცხოველსა კითხავდ სიყვარულისათვის ღვთისა, ხოლო გველი ოქროდ შესცვალე სიგლახაკითა შეპყრობილისათვის და დინებაჲ მდინარისა დააყენე და ერთა თანა იღუაწე, ხოლო მეფესა წარმოუდეგ განგებითა ღვთისათა და მკუდარნი აღადგინენ ვითარცა მოწაფემან ქრისტესმან და სარწმუნოებაჲ განაცხადე შორის მრავალთა მამათა, ყოველივე ძალ-გედუა შენ განმაძლიერებელისა შენისა ქრისტეს მიერ, აწცა მას ევედრე მონიჭებად სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

მღუდელმთავართა საღმრთოდ, საუნჯედ გამოსჩნდი, მამაო სპირიდონ, სათნოებითა და ეკლესიისა იქმენ სიმდიდრე და მოღუაწე, ხოლო მწუალებელნი დაამხუენ და არიოზ მგმობარი, სიღრმედ ქუესკნელისა შთახადე, ამისთვისცა სიტყვით და საქმით საკვირველებათა მადლითა შეგამკო ღმერთმან, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.

ძელისა ჯვარსა დამსჭვალული გიხილა რა შენ, იესო, უქორწინებელმან, ტირილით გეტყოდა, შვილო ტკბილო, რასათვის დამიტევებ მე მშობელსა შენსა მხოლოო, ნათელო შეუხებელო დაუსაბამოჲსა მამისაო, მსწრაფლ-მადიდე, რათა საღმრთოსა დიდებასა მივემთხვიო და საღმრთო ვნება შენი ვადიდო.


წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.


ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი


ჰოი, ყოვლად სანატრელო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, სულითა წმიდითა განბრძნობილო, ანგელოსთადა შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანა მოღუაწეო, მღუდელ-მთავართა შვენიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღვარო, მართლ-მორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო.

ჰოი, ყოვლად დიდებულო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, სიწმიდითა შენითა მრავალთა სასწაულთა მოქმედო, შენ შორის დამკვიდრებულითა საღმრთოთა მადლითა ადიდე და განანათლე კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, მღუდელ-შუენიერებითა შენითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია და ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო დასნი, წმიდითა ლოცვითა შენითა დაიფარენ სამხედრო განწესება, და ყოველნი მართლ-მადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე მამაო შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოგუმადლოს სულით და ხორცით მშვიდობა და სიმრთელე, და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა.

ჰოი, ყოვლად საწადელო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ყოვლად წმიდისა სამებისა მიერ ღუთივ-შუენიერად განათლებულო, და მრავალთა სათნოებათა შენთათვის ყოვლად ბრწყინვალითა გვირგვინითა პატივცემულო, მეოხ გვეყავ წინაშე მისსა, რათა მოგუანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება, და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოსთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, და მარადის უგალობდეთ შენსა მადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა ჰშუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო